განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 050100119003337693
საქმე №1/ბ-129-2020წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
6 მარტი, 2020 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მაკა გორგოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ--–- ვ-------ის ძე ს--------–---–ის მიმართ, დაბადებული: 0---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 6----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ. თბილისი, ა-------–-ს ქ. №23/11, ფაქტობრივად მცხოვრები: ოზურგეთი, სოფელი დ-------;
აღწერილობითი ნაწილი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ გ--–- ს--------–---–მა ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა, ჩადენილი ორი პირის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
ოზურგეთის მუციპალიტეტის სოფელ დ-------ში მცხოვრებმა გ--–- ს--------–---–მა 2009 წლიდან დაიწყო ალკოჰოლური სასმლის ხშირი მიღება, რის შემდეგაც იგი საცხოვრებელ სახლში, მასთან ერთად მცხოვრები მშობლების - ვ------- და მ------- ს--------–---–ების მიმართ უსაფუძვლოდ გამოხატავდა აგრესიას, რა დროსაც სისტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა მათ, აგინებდა დედისა და ახლობლების მისამართით, რითაც ვ------- ს--------–---–ი და მ------- ს--------–---–ი განიცდიდნენ სულიერ ტანჯვას. 2019 წლის 15 ნოემბერს, დაახლოებით 00:30 საათზე, გ--–- ს--------–---–ი ისევ მთვრალ მდგომარეობაში დაბრუნდა სახლში, მას შენიშვნა მისცეს მშობლებმა თუ რატომ მიიღო ალკოჰოლური სასმელი. აღნიშნულზე განაწყენდა გ--–- ს--------–---–ი და კვლავ შეურაცხყო მშობლები: ვ------- და მ------- ს--------–---–ები, კერძოდ, აგინა მათ დედის მისამართით. გ--–- ს--------–---–ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად ვ------- ს--------–---–მა და მ------- ს--------–---–მა განიცადეს სულიერი ტანჯვა, ამიტომ შვილის მხრიდან განხორციელებული ძალადობის აღსაკვეთად დაუკავშირდნენ 112-ის ოპერატორს და ითხოვეს პოლიციის დახმარება.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 დეკემბრის განაჩენით გ--–- ს--------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.
გ--–- ს--------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი შ----- ჩ----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 დეკემბრის განაჩენში, სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ გ--–- ს--------–---–ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან სასამართლომ განაჩენის გამოტანისას სწორად ვერ შეაფასა გ--–- ს--------–---–ის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი, აგრეთვე წარსული ნასამართლობები, ასევე ის გარემოება, რომ მსჯავრდებული არის ალკოჰოლზე დამოკიდებული პირი, ალკოჰოლური სასმლის მიღების შემდეგ ხდება აგრესიული და ვერ აკონტროლებს საკუთარ ქმედებებს, მცირედი საბაბიც კი საკმარისია მისთვის, რომ იძალადოს ასაკოვან მშობლებზე, რასაც ადგილი ჰქონდა 2019 წლის 15 ნოემბერს, როდესაც მან მხოლოდ მშობლების მხრიდან გამოთქმული შენიშვნის საფუძველზე ჩაიდინა დანაშაული. ვინაიდან მსჯავრდებული წარსულშიც არის ნასამართლევი სხვადასხვა სახის დანაშაულის ჩადენისთვის, ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ მისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლა ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნებს.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი გ--–- ს--------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ გ--–- ს--------–---–ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებული და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მომწეების: გ----------------------------–--------- გამოკითხვის ოქმებით, შეტყობინებით, დაკავების ოქმით, დაზარალებულ ვ------- ს--------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, დაზარალებულ ვ------- ს--------–---–ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და ფოტოილუსტრაციით, დაზარალებულ მ------- ს--------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, დაზარალებულ მ------- ს--------–---–ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და ფოტოილუსტრაციით, გ--–- ს--------–---–ის ალკოტესტით შემოწმების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ გ--–- ს--------–---–ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი, რომელიც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ გ--–- ს--------–---–ის მიმართ მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის შ----- ჩ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
გ--–- ს--------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ გ--–- ს--------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
მსჯავრდებულ გ--–- ს--------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 15 ნოემბრიდან 2019 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების გაწევა დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გურიის პრობაციის ბიუროს.
საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხის გადაწყვეტა: DVD დისკი, რომელიც ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში, დაერთოს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს და შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მაკა გორგოძე