განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-91-2020 წელი
№110100119003216551
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
13 მარტი, 2020 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ მარინე იმერლიშვილმა
სხდომის მდივანი - ნათია ბზიკაძე
სახელმწიფო ბრალმდებლის – ვ------- ნ------ის,ადვოკატის – ნ---- ვ----–---–ის,მსჯავრდებულის – გ--------- ჩ------ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, გა-ნიხილა გ--------- ჩ------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
გ--------- ჩ------ე, დაბადებული 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის არ მქო-ნე, მცხოვრები თ--------–--------------------–-----------------ში, ზესტაფონის რაიონული სა-სამართლოს 2019 წლის 10 დეკემბრის განაჩენით ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გა-მართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
aRwerilobiTi nawili:
გ--------- ჩ------ეს ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ბრალი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობისათვის, რამაც გამოიწვია ფიზი-კური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვა-ლისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
1993 წლიდან, 2015 წლამდე, ლ--–- ჩ------ე ქორწინებაში იმყოფებოდა გ--------- ჩ-------ესთან, ისინი ერთად ცხოვრობდნენ თ--------–--------------------–-----------------ში. თანა-ცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილები - შ------ და მ---- ჩ------ეები. 2019 წლის 20 აგ-ვისტოს, დაახლოებით 17:45 საათზე, ლ--–- ჩ------ე, შვილთან, მ---- ჩ------ესთან ერთად მივიდა თ--------–--------------------–-----------------ში, მისი ყოფილი მეუღლის გ--------- ჩ------ის საცხოვრებელ სახლში, პირადი ნივთების წამოღების მიზნით. აღნიშნულის გამო მათ შორის მოხდა ურთიერთშელაპარაკება. ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გ--------- ჩ-------ემ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს - ლ--–- ჩ------ეს და შვილს - მ---- ჩ------ეს, რის შემდეგაც მ---- ჩ------ეს სახის და თავის არეში რამოდენიმეჯერ დაარტყა ხელი. გაშველების მიზნით კონფლიქტში ჩაერთო ლ--–- ჩ------ე. გ--------- ჩ------ე, განაგრძობდა რა ძალადობას, აიღო ეზოში დაგდებული ხის ჯოხი, რომელიც შვილს მ---- ჩ------ეს დაარტყა თავის არეში, ხოლო ყოფილ მეუღლეს ლ--–- ჩ------ეს რამოდენიმეჯერ დაარტყა სახისა და თავის არეში. გ--------- ჩ------ის მხრიდან განხორ-ციელებული თითოეული ძალადობრივი ქმედების შედეგად ლ--–- ჩ------ემ და მ---- ჩ-------ემ განიცადეს ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 დეკემბრის განაჩენით გ--------- ჩ-------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წე-სით გაასაჩივრა პროკურორმა ვ------- ნ------ემ, რომელიც ითხოვს გამამართლებელი გა-ნაჩენის გაუქმებას, გ--------- ჩ------ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სა-მართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მისთვის სასჯელის განსაზღვრას აღნიშნული მუხლის სანქციის ფარგლებში. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტი-ვირებით, რომ მოწმეებმა ა-–---------- ხ------ემ, ს------- რ-------ემ და ე----- პ--------ემ ჩვენებებში მიუთითეს, რომ შემთხვევის ადგილზე მისვლისას ლ--–- და მ---- ჩ------ეებმა უთხრეს მათ, რომ სცემა გ--------- ჩ------ემ. მოწმე მ------ ა----–--ემ აჩვენა, რომ გა-მოძახების ადგილზე მისვლისას მოქალაქე ლ--–- ჩ------ემ აღნიშნა, რომ ოჯახური კონ-ფლიქტი მოუვიდა ყოფილ მეუღლესთან, რომელმაც მიაყენა დაზიანება თავის არეში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერებას. ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯუ-ლების ინტერესებიდან გამომდინარე.
ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ მოწმეების ა-–---------- ხ------ის, ს------- რ-------ის, მ------ ა----–--ის და ს------- ბ--------ის ჩვენებები, რომლებიც გარკვეულწილად ემყარება დაზარალებულების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, შემოწმებულია სასამართლოს მი-ერ და ეს ჩვენებები სანდო და სარწმუნოა და არ არსებობს მათ სისწორეში ეჭვის შეიტანის საფუძველი.
ასევე, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს ლ--–- ჩ------ის თავზე და მ---- ჩ------ის სხეულზე დაზიანებების არსებობას, რაც მათი განმარტებით იყო გ--------- ჩ-------ის მიერ განხორციელებული ძალადობის შედეგი.
სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა გამართლებულ გ--------- ჩ------ის ინ-ტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ---- ვ----–---–მა, რომელიც შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი და გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლელი.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, პროკურორ ვ------- ნ------ეს, რომელიც ითხოვს გ--------- ჩ------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
– გამართლებულ გ--------- ჩ------ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ნ---- ვ-----–---–ს, რომლებიც გასაჩივრებულ განაჩენს მიიჩნევენ კანონიერად, დასაბუთებულად, სამართლიანად და ითხოვენ მის უცვლელად დატოვებას.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკ-მაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში არსებული, 1995 წლის 18 აგვისტოს ქორწინების აქტის ჩანაწერის თანახმად, დასა-ქორწინებელ პირთა მონაცემებში, საცოლედ მითითებულია ლ--–- ჩ------ე (ბ--------–----–ი), ხოლო საქმროდ გ--------- ჩ------ე.
საქმეში არსებული, 1995 წლის 27 დეკემბრის მ---- ჩ------ის დაბადების აქტის ჩანაწერის თანახმად, ცნობები დედის შესახებ მითითებულია ლ--–- ჩ------ე, ხოლო ცნობები მამის შესახებ მითითებულია გ--------- ჩ------ე.
მოწმე ს------- რ-------ემ ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ მუშაობს თერჯოლის რაიო-ნულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2019 წლის 20 აგვისტოს, იმყოფე-ბოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც, სამმართვე-ლოში მიღებული შეტყობინების საფუძველზე, თანამშრომლებთან ე----- პ--------ესთან და ა-–---------- ხ------ესთან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც მათ დახვდათ გ---------- ჩ------ე, ლ--–- ჩ------ე და მ---- ჩ------ე. ადგილზე გაარკვიეს, რომ გ--------- ჩ------ემ, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს ლ--–- ჩ------ეს და შვილს მ---- ჩ------ეს. აღნიშნულ საქმეზე, შეადგინა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქ-მი. შემთხვევის ადგილის დათვალიერება მოხდა ე---------- კ-–--ს მონაწილეობითა და თანხმობით, რომელმაც განაცხადა, რომ იყო გ--------- ჩ------ის მეუღლე.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
ანალოგიური დაადასტურე ჩვენების მიცემისას მოწმემ, თერჯოლის რაიონულ სამმართვე-ლოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ა-–---------- ხ------ემ და აჩვენა, რომ ადგილზე მოახდინა გ--------- ჩ------ის დაკავება და წარადგინეს სამმართველოში. მისივე განმარ-ტებით, ადგილზე, ასევე, იმყოფებოდა ქალბატონი, რომლის სახელი და გვარი არ ახსოვს, თუმცა გ--------- ჩ------ის განმარტებით აღნიშნული ქალბატონი იყო მისი მეორე მეუ-ღლე.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ე----- პ--------ემ ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ მუშაობს თერჯოლის რაიო-ნულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. იყო გ--------- ჩ------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარებული აქვს რი-გი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: შეადგინა გ.ჩ------ის დაკავების ოქ-მი, გამოკითხა მოწმეები და დაზარალებულები, გ.ჩ------ესთან ჩაატარა ამოღება და ამოი-ღო ტანსაცმელი, დანიშნა ექსპერტიზები. ასევე, გამოითხოვა სხვადასხვა ინფორმაცია გ.ჩ------ის მიმართ. მისივე განმარტებით, როდესაც შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა თანამშრომლებთან ერთად, იქ, ასევე, იმყოფებოდა გ.ჩ------ის მეორე მეუღლე ე.კ-–--.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე ს------- ბ--------ის ჩვენების თანახმად, 2019 წლის 20 აგვისტოს, დაახლოებით 18:50 საათზე, ქალა-ტვინის დახურული ტრავმით მიყვანილი იქნა თ--------–--------------------–-----------------იდან პაციენტი ლ--–- ჩ------ე. მისივე განმარტებით, ფიზიკური შეურაცხ-ყოფა მიაყენა ბლაგვი საგნის თავში ჩარტყმით ყოფილმა მეუღლემ. პაციენტი მომხდარი ფაქტის შესახებ დეტალებს ვერ იხსენებდა. პაციენტს ჩაუტარდა მკურნალობა ნევროლოგის და ნეიროქირურგის მიერ, ჩაუტარდა სისხლის და შარდის კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევები, თავის ტვინის კომპიუტერული კვლევა. სტაციონარში ჩატარებული მკურ-ნალობის შემდეგ, 22.08.2019, 13:00 საათზე, პაციენტი გაეწერა ამბულატორიულად.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
მოწმე მ------ ა----–--ის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენებით (მიჩნეულ იქნა პრეიუდი-ციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებად) დადდგენილია, რომ 2019 წლის 20 აგვის-ტოს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. დაახლოებით 18:00 საათზე შესული იქნა შეტყობინება გამოძახების შესახებ თ--------–--------------------–-----------------ში, მოქალა-ქე ლ--–- ჩ------ის ავადმყოფობის შესახებ, რომელსაც ესაჭიროებოდა სასწრაფო, გადაუ-დებელი დახმარება. ადგილზე მისვლისას, პაციენტმა ლ--–- ჩ------ემ აღნიშნა, რომ მოუ-ვიდა ოჯახური კონფლიქტი ყოფილ მეუღლესთან, რომელმაც მიაყენა დაზიანება თავის არეში. პაციენტის გასინჯვის შემდეგ, ვინაიდან საჭიროდ მიიჩნია, გადაიყვანა საავადმყო-ფოში.
საქმეში არსებული, 2019 წლის 20 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი, სადაც მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, მდება-რეობს თ--------–--------------------–-----------------ში და წარმოადგენს გ--------- ჩ-------ის საცხოვრებელ სახლს....შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს, მასში მონაწილე ე---------- კ-–--მ გამომძიებელს აჩვენა ადგილები, სადაც გ--------- ჩ------ემ, ლ--–- ბ--------–---–მა და მ---- ჩ------ემ ერთმანეთს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ასევე, აჩვენა ნივთები, რითაც მას ერთმანეთს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.
საქმეში არსებული, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნუ-ლი ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედი-ცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნით დასტურდება, რომ 21.08.2019წ. 00:08:-00:20სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. მ---- ჩ------ეს სხეულზე გარეგნულად ტანსაცმ-ლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნება დაზიანებები ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთების სახით (უჩივის ტკივილებს დაზიანებათა მიდამოებში. თხემის მიდამოში მარცხნივ აღენიშ-ნება უსწორო ფორმის, მოწითალო ფერის, მშრალი, მიმდებარე კანის დონიდან დაბლა მდე-ბარე ზედაპირით ნაჭდევი ზომით: 0,8×0,3სმ. მარჯვენა მხრის სახსრის წინა ზედაპირზე აღენიშნება მრავლობითი დასწვრივ-ირიბად მდებარე ხაზოვანი ფორმის ასეთივე ხასიათის ნაჭდევები მაქსიმალური ზომით: 3,5×0,2სმ და მინიმალური ზომით 0,8×0,2სმ. გულმკერ-დის უკანა ზედაპირზე მარცხნივ ზედა მესამედში იღლიის უკანა ხაზზე აღენიშნება განივ-ირიბად მდებარე ხაზოვანი ფორმის ასეთივე ხასიათის (3) ნაჭდევი ზომებით: 1,5×0,2სმ, 2,5×0,2ს, და 4,5×0,2სმ. მარჯვენა მხრის წინა ზედაპირზე შუა მესამედში აღენიშნება უსწორო ფორმის არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე მოწითალო- მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით 4,5×1,7სმ. მარჯვენა თვალბუდის მიდამოში გარეთა კუთხესთან აღენიშნება უსწორო ფორმის ასეთვე ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით: 1,5×0,6სმ). დაზია-ნებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
ექსპერტმა გ------- გ-------–-–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
საქმეში არსებული, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნუ-ლი ბიუროს ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების №--------- დასკვნით დასტურდება, რომ ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად, გ---------- ჩ------ეს დაუდგინდა მსუბუქი ხარისხის ალკოჰოლური თრობა (0.83 პრომილე).
საქმეში არსებული, გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 2 აგვის-ტოს განაჩენით დასტურდება, რომ გ--------- ჩ------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართვე-ლოს სსკ 108-ე მუხლით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და დანაშაულთა ერთობლიობით შეეფარდა თავისუფლების აღვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით და სასჯე-ლის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან – 2003 წლის 4 აგვისტოდან.
საქმეში არსებული, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 იანვრის განჩინებით დასტურდება, რომ 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გ--------- ჩ------ეს, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამარ-თლოს 2004 წლის 2 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთ მეოთხე-დით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით.
საქმეში არსებული, 2014 წლის 3 ნოემბრის №------- ცნობის ასლით დასტურდება, რომ გ--------- ჩ------ე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კალენდარულად გათავი-სუფლდა 2014 წლის 3 ნოემბერს.
საქმეში არსებული, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნუ-ლი ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედი-ცინო ექსპერტიზის №006707219 დასკვნით დასტურდება, რომ თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (შპს „ი---------“-ს სამხარეო სამედიცინო ცენტრი თერჯო-ლამედის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი №2703-ის ასლი და ამავე დაწე-სებულების 03.09.19წ. №2664 ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ) – მონაცემე-ბისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. ლ--–- ჩ------ემ აღნიშნულ საავადმყო-ფოს მიმართა 20.08.19წ-ს 18:50 სთ-ზე, საიდანაც გაეწერა 22.08.19 წ.-ს 13:00 საათზე, დიაგ-ნოზით: ქალა-ტვინის დახურული ტრავმა. თავის ტვინის შერყევა (აღენიშნება შეშუპება კეფის და თხემის არეში. როგორც ანამნეზით ირკვევა, ტრავმა მიიღო თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმის შედეგად ყოფილ მეუღლესთან კონფლიქტის დროს. აღენიშნება გონების კარგვის ეპიზოდი. თავის ტვინის კტ. კვლევა: ტრავმული ცვლილებების გარეშე. ნევრ. სტატუსი: გუგები მრგვალი, ორმხრივ ბინოკლური ნისტაგმი, საკოორდინაციო ცდებს ასრულებს დისმეტრიით. აღენიშნება სუსტად კისრის კუნთების რიგიდობა, ცნობიერება პერიოდუ-ლად ბუნდოვანი. 21.08.19 წ. ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა და ნევროლოგიურ სტატუსში აღენიშნება გაუმჯობესება. 22.08.19წ. გაეწერა ბინაზე. დიაგნოზი: ქალა-ტვინის დახურული ტრავმა. თავის ტვინის შერყევა). დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
ექსპერტმა შ----- თ------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხ-ვისას დაადასტურა აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა.
(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)
დაზარალებულებმა ლ--–- ჩ------ემ და მ---- ჩ------ემ, ასევე, მოწმე ე---------- კ-–--მ პირველი ინსტანციის სასამართლოში ისარგებლეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლე-ბით და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის – გ--------- ჩ------ის წინააღმდეგ.
გ--------- ჩ------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში უარი განაცხადა ჩვენების მიცე-მაზე საკუთარი თავის წინააღმდეგ.
გააანალიზა რა საქმეში არსებული ზემოთმოყვანილი მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნა, სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი და საქმეში არ მოიპოვება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტა-ნისათვის საჭირო ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულება-თა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა გ--------- ჩ------ის მიერ ლ--–- და მ---- ჩ------ეების მიმართ ძალადობის ფაქტის ჩადენაში შესაბამისად ერთმნიშვ-ნელოვნად ვერ აკმაყოფილებენ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
ბრალდების მხარე გ--------- ჩ------ის ბრალის მადასტურებლად აპელირებს მოწმეების ა-–---------- ხ------ის, ს------- რ-------ის, მ------ ა----–--ის და ს------- ბ--------ის ჩვენე-ბებზე.
გ--------- ჩ------ის მიერ ლ--–- და მ---- ჩ------ეების მიმართ ძალადობის განხორციე-ლებაზე მიუთითებს მხოლოდ ირიბი მოწმეების – ა-–---------- ხ------ის, ს------- რ--------ის, მ------ ა----–--ის და ს------- ბ--------ის ჩვენებები. ისინი არ არიან შემთხვევის თვით-მხილველნი და გადმოსცემენ ლ--–- და მ---- ჩ------ეების მიერ მიწოდებულ ინფორმა-ციას. ამდენად, მათი ჩვენებები ირიბი ჩვენებებია, რადგან მათ არ შეუძლიათ დაადასტუ-რონ რამდენად უტყუარია მათთვის ლ--–- და მ---- ჩ------ეების მიერ მიწოდებული ინ-ფორმაცია.
თავად დაზარალებულებმა ლ--–- ჩ------ემ და მ---- ჩ------ემ ისარგებლეს მათთვის კა-ნონით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს სასამართლოს ჩვენება – გ--------- ჩ------ის წინააღმდეგ. შესაბამისად - სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა გ--------- ჩ------ის მიერ დანაშაულის ჩადენას, საქმის მასალებში არ მოიპოვება.
რაც შეეხება საქმეში არსებულ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებს, მართა-ლია აღნიშნული დასკვნებით დადასტურებულია, რომ მ---- ჩ------ეს სხეულზე გარეგ-ნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნება დაზიანებები ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთების სახით, ხოლო ლ--–- ჩ------ეს დაესვა დიაგნოზი – ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, მაგრამ რა ვითარებაში მიიღეს მათ აღნიშნული დაზიანებები და ტრავმა, გ--------- ჩ------ის ძალადობრივი მოქმედებით, თუ სხვა ვითარებაში, ამის მა-დასტურებელი მტკიცებულებები ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდე-ბულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ გ--------- ჩ------ის მიმართ წარდგენილი ბრალ-დების დასადასტურებლად არ არსებობს ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა გ--------- ჩ-------ის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილ დანაშაულების ჩადენაში, არ არსებობს სახელმ-წიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
შესაბამისად, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 დეკემბრის განაჩენი გ--------- ჩ------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 დეკემბრის გამამართლებელი განა-ჩენი გ--------- ჩ------ის მიმართ დარჩეს უცვლელი:
გ--------- ჩ------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხ-ლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
გ--------- ჩ------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
გამართლებულ გ--------- ჩ------ეს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხ-ლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზია-ნის ანაზღაურება.
საქმეზე დართული ნივთები და საგნები – შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ქვა, სამ ნაწილად გატეხილი ხის ჯოხი და გ--------- ჩ------ის ნერწყვის ნიმუში განადგურდეს, საქმეზე საბოლო გადაწყვეტილების შემდეგ.
გ--------- ჩ------ისგან ამოღებული მაისური და შარვალი - დაუბრუნდეს გ--------- ჩ------ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართ-ლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili