განაჩენი

სისხლის სამართლის 20.03.2020
საქმის ნომერი
040100118002363442
ინსტანცია
თარიღი
20.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-136-2020 წელი

№040100118002363442

g a n a C e n i

/saqarTvelos saxeliT

13 მარტი, 2020 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე გ--–- ჩ--------ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

გ--–- ჩ--------ე, დაბადებული 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები ც-------------------------–------ში, მსჯავრდებულია ცაგერის რაიონული სასა-მართლოს 2019 წლის 27 დეკემბრის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით, 381-ე მუხლის პირველი ნაწილით და დანაშაულთა ერთობლიობით შეფარდებული აქვს საზოგა-დოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ასოთხმოცი) საათით.

მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამორთმეული აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური საქმიანობის უფლება, სახელმწიფო მმართველობისა და თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებუ-ლებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამორთმეული აქვს საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრე-თვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

aRwerilobiTi nawili:

გ--–- ჩ--------ეს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო:

– მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენისა და შენახვისათვის;

– ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობი-სათვის.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

გ--–- ჩ--------ემ დაუდგენელ დროსა დაგარემოებებში უკანონოდ შეიძინა და შეინახა 19,721 გრამი ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“, რაც ამოღებული იქნა 2018 წლის 04 თებერვალს ცაგერის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ პი-რადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად.

2015 წლის 12 აგვისტოს, გ--–- ჩ--------ე მსჯავრდებული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და „ნარკოტიკული დანაშაულისწინააღმდეგ ბრძოლის“ შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე 05 (ხუ-თი) წლის ვადით სხვა უფლებებთან ერთად ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართ-ვის უფლება. მიუხედავად აღნიშნულისა, გ--–- ჩ--------ემ არ შეასრულა ძალაში შესული განაჩენი და 2018 წლის 04 თებერვალს, ცაგერის რაიონის სოფელ ისუნდერის ტერიტო-რიაზე მართავდა „მიცუბიშის“ მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით „G-----“.

ცაგერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა მ----- ტ--–--–-–---–მა, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს გ--–- ჩ--------ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას, რასაც ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ გ--–- ჩ--------ე წარსულში ნასამართლვია განზრახი დანაშაულის ჩა-დენისათვის. ის არ არის კანონმორჩილი და მის მიმართ დანიშნული სასჯელი არის მსუ-ბუქი, არ შეესაბამება მის მიერ ჩადენილ ქმედებას და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზ-ნების განხორციელებას.

სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო საჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ გ--–- ჩ--------ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მეორე ნა-წილით, 381-ე მუხლის პირველი ნაწილით.

რაც შეეხება მსჯავრდებულ გ--–- ჩ--------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პირველი ინ-სტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები – დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდე-გო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმე-დების შემდეგ; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით განსაზღვრულ სასჯელის მიზანი - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, აგრეთვა გაითვალისწინა, რომ მსჯავრდებული არის სოცია-ლურად დაუცველი, ჰყავს ავადმყოფი მეუღლე და გ--–- ჩ--------ის მიერ ჩადენილი დანა-შაულის სიმძიმის, ხასიათის, ხარისხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალის-წინებით ჩადენილი დანაშაულისათვის დაუნიშნა სასჯელი – საზოგადოებისათვის სასარ-გებლო შრომა 180 (ასოთხმოცი) საათით. სააპელაციო პალატა ეთანხმება აღნიშნულს და მიიჩნევს, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცაგერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 დე-კემბრის განაჩენი გ--–- ჩ--------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

გ--–- ჩ--------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ცაგერის რაიონული სასა-მართლოს 2019 წლის 27 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

გ--–- ჩ--------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით, 381-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალის-წინებული დანაშაულისათვის – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 160 (ასსამოცი) საათის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვა-ლისწინებული დანაშაულისათვის – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ასოთხ-მოცი) საათის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, გ--–- ჩ--------ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ასოთხმოცი) საათის ვადით.

მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესე-ბულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სა-ხაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანო-ბის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომად-გენლობის უფლება.

განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საც-ხოვრებელი ადგილის მიხედვით.

გ--–- ჩ--------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმებულია.

ნივთმტკიცება – სისხლის სამართლის საქმეზე ამოღებული და საექსპერტო კვლევის შედე-გად დარჩენილი ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“, რომელიც ინახება, საქართველოს შსს ცაგერის რაიონულ განყოფილებაში, გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს დადგენილი წესით გასანადგურებლად, საქმე-ზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართ-ლის საქმეთა პალატაში გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

მოსამართლე: marine imerliSvili