განაჩენი

სისხლის სამართლის 23.03.2020
საქმის ნომერი
170100118002269947
ინსტანცია
თარიღი
23.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 170100118002269947

საქმე №1/ბ-36-20

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

12 მარტი, 2020 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მანუჩარ კაპანაძემ

 

ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - გ-------------–---–ის,ადვოკატ - ზ-----------–---–---–ის,გამართლებულ - მ------------–-ძის მონაწილეობით,მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

მ------------–-ძის მიმართ - დაბადებული 1----–-–----------, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 5----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: წ--–---------------------–--------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;

 

ლ-----–-----ის მიმართ (ძებნილი) - დაბადებული 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 1----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ბ---–-----------------------–---------–ი, ფაქტობრივად მცხოვრები: წ--–---------------------–--------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობითი-სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბრალდების მიხედვით:

მ------------–-ძეს და ლ-----–-----ეს ბრალი დაედოთ მასში, რომ მათ ჩაიდინეს ქურდობა, ესე იგი, სხვისი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სადგომში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 7 დეკემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, ლ-----–-----ემ და მ------------–-ძემ ერთმანეთთან წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, უკანონოდ შეაღწიეს წა-–---------------------–-------–ი მდებარე დ-------------–--ის მფლობელობაში არსებულ ბოსელში და ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ შვიდ ხბოს, რითაც დაზარალებულს მიადგა სულ ჯამში 7000 ლარის ღირებულების მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 ოქტომბრის განაჩენით:

მ------------–-ძე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ლ-----–-----ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ლ-----–-----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 (სამი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

 

ლ-----–-----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლის საწყისად განესაზღვრა განაჩენით დანიშნული სასჯელის აღსრულების მიზნით მისი დაკავების თარიღი. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო - 2017 წლის 9 დეკემბრიდან, იმავე წლის 12 დეკემბრის ჩათვლით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ

წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება 2017 წლის 7 დეკემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, მინდია მიქელაძის მიერ ლ---- შაინიძესთან წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, წალკის რაიონის სოფელ იმერაში მდებარე დარიკო დავლაძის მფლობელობაში არსებულ ბოსელში უკანონო შეღწევა და ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით შვიდი ხბოს დაუფლება, რითაც დაზარალებულს მიადგა სულ ჯამში 7000 ლარის ღირებულების მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, რომ 2017 წლის 7 დეკემბერს, 19:00-20:00 საათამდე პერიოდში, ლ-----–-----ემ უკანონოდ შეაღწია წა-–---------------------–-------–ი მდებარე დ-------------–--ის მფლობელობაში არსებულ ბოსელში და ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა შვიდ ხბოს, რითაც დაზარალებულს მიადგა სულ მცირე 3250 ლარის ღირებულების მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ-------------–---–მა, რომელიც ითხოვს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანას და მ------------–-ძის და ლ-----–-----ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

პროკურორმა სააპელაციო საჩივარში მიუთითა, რომ განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია. მისი განმარტებით, სასამართლოში დაიკითხნენ გამომძიებლები მ----------–--–---–---------–----–---------------------–---------------------------------------–----ე, რომლებმაც დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონშესაბამისობა და ავთენტურობა. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა დ-------------–--ე, რომელმაც დაადასტურა მისი კუთვნილი ძროხების მოპარვის და მისთვის ქონებრივი ზიანის მიყენების ფაქტი. ჩხრეკის ოქმით დგინდება, რომ ვანო ნინიაშვილის სახლიდან ამოღებული იქნა მოპარული პირუტყვი. ნივთის ამოცნობის ოქმებით დგინდება, რომ დაზარალებულმა დ-------------–--ემ ამოიცნო ვ-------–---–-ს სახლიდან ამოღებული ძროხები. სასამართლოში დაკითხულმა მოწმეებმა ვანო ნინიაშვილმა და ი-----–--------–-–---–მა დაადასტურეს, რომ მოპარული პირუტყვი ნამდვილად ლ-----–-----ისგან და მ------------–-ძისგან იყიდეს ლ-----–-----ის სახლის ეზოში. აღნიშნულ პირებთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტით დასტურდება, თუ სად იყიდეს პირუტყვი, სად ჩატვირთეს ავტომანქანაში და სხვა ფაქტობრივი გარემოებები. პროკურორი ასევე განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ლ-----–-----ესთან ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში მითითებულია დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, კერძოდ, თუ როგორ მოიპარეს ლ-----–-----ემ და მ------------–-ძეს ხბოები, შემდეგ საიდან მოახდინეს მოპარული პირუტყვის რეალიზება. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა ლ-----–-----ის მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ლ-----–-----ემ მ------------–-ძეს მიწერა, რომ მას რაც უნდოდა, ხომ გააკეთებინა და ახლა რაღაში ჭირდებოდა, პოლიციამ უკვე იცოდა აღნიშნულის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე ბრალდების მხარეს მიმაჩნია, რომ ლ-----–-----ის და მ------------–-ძის მიმართ არსებობს ერთმანეთთდან დაკავშირებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს მათ მიერ სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას პროკურორმა გ-------------–---–მა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

გამართლებულმა მ------------–-ძემ და მსჯავრდებულ ლ-----–-----ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მოითხოვეს, რომ ბრალდების მხარეს უარი ეთქვას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და თვლის, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. პალატა არ იზიარებს პროკურორის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტაციას იმის შესახებ, რომ წარმოდგენილია საკმარისი მტკიცებულებები საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში მ------------–-ძის და შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ლ-----–-----ის ბრალეულობის დასადასტურებლად, რადგან აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მასალებიდან, კერძოდ:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა დ-------------–--ემ განაცხადა, რომ შემთხვევის დროს იმყოფებოდა ზუგდიდში. წასვლამდე მეზობელ შავაძეს დაუტოვა 10 სული ხბო მოსავლელად. ზუგდიდში, რომ ჩავიდა, 1-2 საათში დაურეკა მისმა შვილმა - რ---------- და აცნობა, რომ ხბოები აღარ იყო ბოსელში. მეზობელი შავაძე მისულა საქონლისთვის საჭმლის მისაცემად და მხოლოდ სამი სული დახვედრია. დაზარალებულის განმარტებით, ბოსელი, სადაც პირუტყვი ჰყავდა განთავსებული იყო მეორე სახლის უკან, 200-300 მეტრში. ზუგდიდიდან დაბრუნების შემდეგ ირაკლის ბოსელში ამოიცნო მისი კუთვნილი ხბოები. თითოეული მათგანის ღირებულება იყო 600 ლარი. მას ბრალდებულების მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.

 

ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე რ--------------–--ემ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ე------–-----მ განაცხადა, რომ არის დაზარალებულ დარიკო დვალაძის მეზობელი. ზუსტად რიცხვი არ ახსოვს, იქნებოდა დაახლოებით 16:00 საათი, როდესაც მაღაზიიდან მოდიოდა აღმართში. მისი სახლიდან 2-3 სახლის მოშორებით არის ბოსელი, საიდანაც დაუძახა დარიკო დვალაძემ და სთხოვა, რომ დილით მისი საქონლისთვის დაეყარა საკვები. მოწმის განმარტებით, მისი მეუღლე - შ-------–----ე წავიდა დარიკოს საქონელთან და მალე დაბრუნდა, რაც გაუკვირდა. მეუღლემ კი უთხრა, რომ მხოლოდ სამი სული პირუტყვი იყო ბოსელში.

 

ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე შ-------–----ემ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა ნ-------------–-------------------------მ განაცხადეს, რომ არიან დაზარალებულის მეზობლები. მათ შემთხვევის შემდეგ შეიტყვეს, რომ დაზარალებულ დარიკო დვალაძის ბოსლიდან მოპარული იყო პირუტყვი. ნ-------------–---მ ვაჭრის მეშვეობით გაარკვია, თუ სად შეიძლება ყოფილიყო დაკარგული საქონელი, ე---------------მ კი მომხდარის შესახებ აცნობა პოლიციას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ვ-----------–---–მა განაცხადა, რომ ი-----–--------–-–---–თან ერთად ეწევა სავაჭრო საქმიანობას. ამ უკანასკნელს ჰყავს ფორდის მარკის მიკროავტობუსი. როგორც მისთვის გახდა ცნობილი, ი-----–--------–-–---–ს დაურეკეს და შეატყობინეს, რომ საქონელი იყო გასაყიდი. ამის გამო ისინი წავიდნენ წა-–---------------------–-------–ი. ლ-----–-----ე პირველად ამ დროს ნახა, რომელიც დახვდათ სოფელში. წყარომდე მივიდნენ მანქანით, ხოლო შემდეგ ფეხით ჩავიდნენ ბოსლამდე, სადაც იყო საქონელი. სულ გასაყიდი იყო 7 სული ხბო. ისინი ლ-----–-----ეს ესაუბრებოდნენ და სურდათ საქონლის ფასზე მორიგება, ამ დროს მ------------–-ძე იქ არ იმყოფებოდა, იგი მოგვიანებით მივიდა. როდესაც მიდიოდა თანხაზე ვაჭრობა, მინდიას ხმა არ ამოუღია, 3000-3500 ლარზე იყო საუბარი და ბოლოს მინდიამ თქვა, რომ 500 ლარი შუაზე გაეყოთ. საბოლოოდ შეთანხმდნენ და მათ საქონელში 3250 ლარი გადაიხადეს. როგორც მინდიამ აღნიშნა, მას ფული სჭირდებოდა ბავშვისთვის. მოწმის განმარტებით თანხა მისცეს ლ-----–-----ეს, ხოლო ხბოები სოფელ ფარცხისში წაიყვანეს ორ გზად, პირველად - 2 სული - მაშინვე, რა დროსაც მ------------–-ძე ადგილზე იმყოფებოდა და მეორედ - 5 სული, რა დროსაც მხოლოდ ლ-----–-----ე იყო.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ი-----–--------–-–---–მა განაცხადა, რომ 2017 წლის 5 დეკემბერს ვ-----------–---–თან ერთად საკუთარი ავტომანქანით საქონლის საყიდლად გაიარა წალკის რაიონ სოფელ იმერაში. გზად ხალხს ეკითხებოდა - ვინმე ხომ არ ყიდდა საქონელს. მათ შეხვდათ მ------------–-ძე, რომელმაც უთხრა, რომ თავად არ ყიდდა, მაგრამ მეგობარს ჰყავდა გასაყიდი საქონელი, ნომერი დაეტოვებინა და თვითონ ეს პიროვნება დაურეკავდა. სახლში დაბრუნების შემდეგ დაურეკა უცხო ნომერმა, პიროვნება გაეცნო ლ----ის სახელით და ესაუბრა საქონლის თაობაზე. იგი მეორე დღეს ვერ წავიდა სოფელ იმერაში, ვინაიდან თოვლი იყო, ლ----ს დაურეკა და უთხრა, რომ როცა შეძლებდა, ავიდოდა. 7 დეკემბერს წავიდა ლ----თან შესახვედრად, რომელიც ნახა დაახლოებით საღამოს 7-8 საათზე. ამ უკანასკნელმა ჩაიყვანა ბოსელში, უთხრა, რომ 7 სულ საქონელს ყიდდა. საქონელი იყო 2 დედალი, დანარჩენი - მამლები, პატარები, ყველა ერთნაირი არ იყო. ლ----მა დაუფასა 4900 ლარი, რაც ეძვირა და 3000 ლარი შესთავაზა. ამ დროს მივიდა მ------------–-ძე, რომელმაც ლ----ს უთხრა, რომ 3000 ლარი იყო ცოტა და ამ საქონლის ნაცვლად ბოლნისის ძროხები გაეყიდა. ლ----მა უთხრა, რომ 3500 ლარი მაინც მიეცა, რასთან დაკავშირებითაც მინდია ჩაერთო საუბარში და განაცხადა, რომ 500 ლარი შუაზე გაეყოთ. ამ წინადადებას დათანხმდა და უნდა გადაეხადა 3250 ლარი. ორი სული პირუტყვი წამოიყვანა მაშინვე და ლ----ს დაუტოვა 1000 ლარი, რასაც მინდიაც ესწრებოდა. დაახლოებით 22:00 საათი იქნებოდა, ხელმეორედ რომ ავიდა სოფელ იმერაში. ამ დროს მხოლოდ ლ----ი დახვდათ, 2250 ლარი გადასცა ლ-----–-----ეს პირადად, 100 და 50-ლარიანი კუპიურებით, დატვირთეს საქონელი და წამოვიდნენ. მოწმემ მეორე დღეს შეიტყო, რომ მის მიერ შეძენილი საქონელი მოპარული იყო.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამომძიებლებმა: მ----------–--–---–----------–----–----------------------–-----------------------------------------–----ემ დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და ავთენტურობა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მ------------–-ძემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაცხადა, რომ როგორც ლ-----–-----ემ შემთხვევიდან რამდენიმე დღით ადრე უთხრა, მისი ძმა აპირებდა ახალციხიდან გასაყიდი საქონლის ამოყვანას. ეს უკანასკნელი საქონლით ვაჭრობს და რადგან ვალები ჰქონდა, ერჩივნა საქონელი მათთან გაეყიდა. მის (მ------------–-ძის) ბებიასთან მისულები იყვნენ საქონლით მოვაჭრეები ირაკლი და ვანო, რომლებიც იმ დღეს გაიცნო. ბებიამ აჩვენა საქონელი, თუმცა ფასზე ვერ შეთანხმდნენ და იკითხეს - კიდევ ვინმე ხომ არ ყიდდა საქონელს. მანდიამ მათ საქონელის შეძენაში დახმარების მიზნით გამოართვა ტელეფონის ნომერი. რამდენიმე დღის შემდეგ ლ-----–-----ემ დაურეკა, უთხრა, რომ ყიდდა საქონელს და დახმარებოდა. როდესაც ლ----თან ჩავიდა, ნახა, რომ ეს უკანასკნელი მოვაჭრეებთან ფასზე ვერ თანხმდებოდა, სადავო იყო 500 ლარი, რომელზეც თქვა, რომ შუაზე გაეყოთ და საბოლოოდ ლ-----–-----ემ 3250 ლარად გაყიდა 7 სული ხბო. მ------------–-ძის განმარტებით, მას ლ----ის კომპიუტერი ჰქონდა დალომბარდებული, ასევე ბავშვისთვის წამალი უნდა ეყიდა და ლ-----–-----ეს სესხის სახით გამოართვა საქონლის რეალიზაციიდან მიღებული თანხის ნაწილი.

 

2017 წლის 8 დეკემბრის რ--------------–--ის კუთვნილი ბოსლის დათვალიერების ოქმის თანახმად, შესასვლელი კარიდან მარცხნივ არის საქონლის დასაბმელი ბაგა, სადაც გამობმულია 4 კანაფის თოკი, იგივე სახის ბაგაა კარის პირდაპირ, რომელზეც დაბმულია 3 სლი ხბო, ხოლო მათ გაყოლებაზე - 3 ცალი კანაფის თოკი, რომლებიც გადაჭრილია შუაზე.

 

2017 წლის 9 დეკემბრის ჩხრეკის ოქმის თანახმად, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ფარცხისში მდებარე ვ-----------–---–ის სახლიდან ამოღებულ იქნა 7 სული ხბო, 2 დედალი, ხოლო 5 - მამალი. მათ შორის ოთხს აქვს სანიშნეები შემდეგი ნომრებით: 96406, 96329, 96401 და 96404. ვ-----------–---–ის განმარტებით, აღნიშნული ხბოები 2017 წლის 8 დეკემბერს ი-----–--------–-–---–თან ერთად შეიძინა წა-–---------------------–-------–ი ლ-----–-----ისგან 3250 ლარად.

 

2017 წლის 9 დეკემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ი-----–--------–-–---–მა მიუთითა წყაროსთან ადგილი, სადაც შეხვდნენ ლ-----–-----ეს, ამ უკანასკნელის სახლი, სადაც საქონელი ნახეს და ის ადგილები, სადაც დატვირთეს 2 სული და შემდეგ 5 სული ხბო.

 

2017 წლის 10 დეკემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ვ-----------–---–მა მიუთითა სოფელში წყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც შეხვდნენ ლ-----–-----ეს, ამ უკანასკნელის სახლი, სადაც საქონელი ნახეს და ის ადგილები, სადაც დატვირთეს 2 სული და შემდეგ 5 სული ხბო.

 

2017 წლის 10 დეკემბრის ამოცნობის ოქმების თანახმად, დ-------------–--ემ ამოიცნო თავისი კუთვნილი 7 სული ხბო.

 

2017 წლის 9 დეკემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ლ-----–-----ემ მიუთითა ერთსართულიან სახლზე, რომელსაც აქვს დამატებითი სათავსო, საიდანაც მ------------–-ძემ გაიყვანა 7 სული ხბო, ხოლო თავად შორიდან უყურებდა დაახლოებით 200 მეტრიდან. ასევე აჩვენა ადგილები, სადაც ჯერ 2 სული ხბო დატვირთეს შემდეგ კი - 5 სული. შემდეგ ლ-----–-----ემ აჩვენა თავისი საცხოვრებელი სახლი, სადაც ჰყავდა მ------------–-ძის მიერ წამოყვანილი ხბოები. ასევე, აჩვენა ადგილი, აგურის ქვეშ, სადაც ინახავდა 3250 ლარიდან მორჩენილ 600 ლარს, რაც ამოღებულ იქნა. ლ-----–-----ემ წარადგინა „ჰუავეის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომლითაც მიმოწერები და საუბრები ჰქონდა მ------------–-ძესთან.

 

ლ-----–-----ის კუთვნილი „ჰუავეის“ ფირმის მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, დგინდება კომუნიკაცია მასსა და მ------------–-ძეს შორის, კერძოდ, 2017 წლის 8 დეკემბერს 19:18 საათზე, ნომერზე 5-------- (ეკუთვნის მ------------–-ძეს) გასულია მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომ მას რაც უნდოდა, ხომ გააკეთებინა და აწი რაღაში სჭირდებოდა, რომ ეპასუხა, რადგან პოლიციამ გაიგო.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული ჩვენებებისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასებით, სასამართლომ უნდა უზრუნველყოს მოცემულ საქმეზე სამართლებრივად სწორი და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. პალატა აღნიშნავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში მ------------–-ძის, ხოლო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ლ-----–-----ის გამართლების ფარგლებში. ამდენად, სააპელაციო პალატა შეაფასებს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში მოყვანილ არგუმენტებს და იმსჯელებს, თუ რამდენად იძლევიან სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები დასკვნის საფუძველს, რომ მ------------–-ძემ, ლ-----–-----ესთან წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი, სხვისი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სადგომში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო აფასებს რა წარმოდგენილ მტკიცებულებებს სისხლის სამართლის საქმესთან რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მიიჩნევს, რომ მ------------–-ძე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში და შესაბამისად, მსჯავრდებულ ლ-----–-----ეს ბრალდებიდან უნდა ამოერიცხოს დანაშაულის ჩადენა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული იმ პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა, რომ მ------------–-ძემ 2017 წლის 7 დეკემბერს, საღამოს საათებში უკანონოდ შეაღწია წა-–---------------------–-------–ი მდებარე დ-------------–--ის მფლობელობაში არსებულ ბოსელში და ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა შვიდ ხბოს.

 

პალატა განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში; ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს. სასამართლო აქვე ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

 

მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივარში წარმოადგენს იმ მტკიცებულებების ჩამონათვალს, რომლებიც გამოკველული იქნა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას, თუმცა აპელანტის მხრიდან არ არის წარმოდგენილი სათანადო არგუმენტაცია, თუ რომელი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების ერთობლიობა ადასტურებს დანაშაულებრივ ქმედებაში უშუალოდ მ------------–-ძის მონაწილეობას. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობისათვის აუცილებელია არა უბრალოდ მტკიცებულებათა „ფორმალური ერთობლიობა“, არამედ ურთიერთშეთანხმებული, სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელთა წარმოდგენაც განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე გამართლებულ მ------------–-ძისათვის წარდგენილი ბრალდების ნაწილში ვერ უზრუნველყო ბრალდების მხარემ.

 

პირველი ინსტნციის სასამართლოს სხოდმაზე მოწმის სახით დაიკითხნენ დაზარალებული დ-------------–--ე, მისი შვილი რობერტ დვალაძე და მათი მეზობლები: ე------–-----, შ-------–----ე, ნ-------------–--- და ე---------------, რომლებიც ინფორმაციას იძლევიან მხოლოდ იმ გარემოების შესახებ, რომ როგორც აღმოაჩინეს, დარიკო დავალაძის კუთვნილი ბოსლიდან დაკარგული იყო 7 სული ხბო. აღნიშნული ფაქტი თავდაპირველად ცნობილი გახდა მოწმე შ-------–----ისათვის 2017 წლის 8 დეკემბერს, როდესაც იგი შევიდა დაზარალებულის კუთვნილ ბოსელში პირუტყვის მოსავლალად და დარიკო დავალაძის მიერ ჩაბარებული ათი სული ხბოდან დახვდა მხოლოდ სამი. მოწმეები არანაირ ინფორმაციას არ ფლობენ, თუ ვინ და კონკრეტულად, დროის რა მონაკვეთში იმყოფებოდა დაზარალებულის კუთვნილ ბოსელში და ვინ დაეუფლა იქიდან შვიდ სულ პირუტყვს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული გამომძიებლები: მ----------–--–---–---------–----–---------------------–---------------------------------------–----ე ინფორმაციას იძლევიან მხოლოდ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების თაობაზე, ისინი არ არიან ფაქტის შემსწრე პირები, მათთვის უცნობია, თუ ვინ ჩაიდინა დანაშაული და შესაბამისად, მათი ჩვენებებიც ვერ ქმნის ობიექტურ საფუძველს პირის დამნაშავედ ცნობისათვის.

 

სააპელაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს მოწმეების - ვ-----------–---–ის და ი-----–--------–-–---–ის მიერ მიცემულ ჩვენებებზე და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებზე, რომელთა მეშვეობითაც უყუარად დგინდება, რომ მათ ის შვიდი სული ხბო, რომელიც მოგვიანებით ამოიცნო დაზარალებულმა დარიკო დვალაძემ, შეიძინეს ლ-----–-----ისაგან, ამ უკანასკნელის კუთვნილი საცხოვრებელი სახლიდან. მოწმეთა განმარტებით, ისინი ეწევიან საქონლით ვაჭრობას. წალკის რაიონ სოფელ იმერაში მ------------–-ძეს შეხვდნენ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ამ უკანასკნელისათვის ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ფაქტი არ იყო მომხდარი. კერძოდ, მ------------–-ძემ დაიტოვა ი-----–--------–-–---–ის ტელეფონის ნომერი, რათა დახმარებოდა მათ და გასაყიდი საქონლის მოძიების შემთხვევაში, ეცნობებინა. აღნიშნულის შემდეგ კავშირი შედგა უშუალოდ ლ-----–-----ესა და საქონლის შეძენით დაინტერესებულ პირებს - ვ-----------–---–სა და ი-----–--------–-–---–ს შორის. ლ-----–-----ე ხვდება მათ სოფელში, წყაროსთან და მიჰყავს ისინი ბოსლამდე, სადაც იყო 7 სული გასაყიდი ხბო. ამ დროს ლ-----–-----ე იმყოფება მარტო და მოწმეებს მოურიგდა საქონლის ფასთან დაკავშირებით, ხოლო მ------------–-ძე მოგვიანებით მივიდა მათთან. მოწმეებმა დაადასტურეს, რომ მისთვის მისაღები ფასი დაასახელა ლ-----–-----ემ და მიუხედავად მ------------–-ძის რჩევისა, რომ იაფად გაყიდვას სჯობდა, საერთოდ არ გაეყიდა ის საქონელი, მან მაინც მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება ხბოების გაყიდვის თაობაზე. აღნიშნულ პროცესში მ------------–-ძის როლი გამოიხატა მხოლოდ მასში, რომ როდესაც ლ-----–-----ის მიერ დასახელებული ფასი იყო 3500 ლარი, ხოლო ვ-----------–---–ი და ი-----–--------–-–---–ი სთავაზობდნენ 3000 ლარს, მ------------–-ძემ უარჩიათ სადავო 500 ლარის შუაზე გაყოფა. მოწმეთა განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ შვიდი სული პირუტყვი ერთ ჯერზე ვერ მიჰყავდათ, მათ ლ-----–-----ის მოთხოვნით, იმავე დღეს წაიყვანეს ისინი ორ გზად, რა დროსაც მ------------–-ძე მხოლოდ პირველ შემთხვევაში ესწრებოდა საქონლის დატვირთვას. ასევე, მათ შეთანხმებული ფულადი თანხა - 3250 ლარი სრულად გადასცეს ლ-----–-----ეს ორ ნაწილად და მ------------–-ძის თანდასწრებით მოხდა მხოლოდ 1000 ლარის გადაცემა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ მოწმეების ვ-----------–---–ის და ი-----–--------–-–---–ის ჩვენებებით არცერთ შემთხვევაში არ იკვეთება მ------------–-ძის დაინტერესება არც გასაყიდი პირუტყვისადმი და არც მათი რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხისადმი.

 

პალატა მიიჩნევს, რომ გამართლებულ მ------------–-ძის ჩვენება სრულ შესაბამისობაშია მოწმეების ვ-----------–---–ის და ი-----–--------–-–---–ის მიერ მოწოდებულ ინფორმაციასთან. მან ი-----–--------–-–---–ის ჩვენების იდენტურად მოახსენა სასამართლოს, თუ როდის გაიცნეს ერთმანეთი და რა მიზნით გამოართვა მას ტელეფონის ნომერი. უშუალოდ ლ-----–-----ის მიერ საქონლის რელიზაციის დღესთან დაკავშირებით მ------------–-ძემ განაცხადა, რომ ლ----მა სთხოვა მასთან დასახმარებლად მისვლა. ვ-----------–---–ის და ი-----–--------–-–---–ის ჩვენების მსგავსად, მან განმარტა, რომ როდესაც ლ----თან ჩავიდა, ეს უკანაკსნელი საქონლის ფასზე თანხმედოებოდა მოვაჭრეებთან და მან სადავო 500 ლარის შუაზე გაყოფის იდეა შესთავაზა მოლაპარაკებაში მონაწილე მხარეებს. რაც შეეხება მის მიერ ლ-----–-----ისათვის საქონლის გაყიდვის შედეგად მიღებული ფულადი თანხის გამორთმევას, გამართლებულმა განმარტა, რომ მან სესხის სახით გამოართვა ლ-----–-----ეს ფულადი თანხა ლომბარდისა და ბავშვის წამლისათვის. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ბრალდების მხარეს საქმის არსებითი განხილვისას არ წამოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც მ------------–-ძის მიერ მიცემული ჩვენების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველს შექმნიდა. იმ პირობებეში კი, როდესაც მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არაერთ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით შესაბამისობაშია ნეიტრალური მოწმეების - ვ-----------–---–ისა და ი-----–--------–-–---–ის ჩვენებებთან, სააპელაციო პალატა ვერ მოახდენს მ------------–-ძის დისკრედიტაციას მხოლოდ მისი საპროცესო სტატუსიდან და საქმის შედეგისადმი ინტერესიდან გამომდინარე.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს ბრალდების მხარის შეფასებაზე ლ-----–-----ის მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებთან დაკავშირებითაც, რომელსაც აპელანტი მიიჩნევს მ------------–-ძის და ლ-----–-----ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის დამადასტურებელ პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებებად. აღნიშულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა მიუთითებს შემდეგს: საქართველოს უზენაესმა სასამართლომ N5------- 2016 წლის 28 აპრილის განაჩენში აღნიშნა, რომ „ბრალდებულებს საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ჩვენება არ მიუციათ, არამედ ვითარება აღადგინეს იმ ხერხების დემონსტრირებით, რაც მათ მიერ გამოყენებული იყო ბრალდების მხარის მიერ მათთვის დანაშაულად შერაცხული ქმედების ჩასადენად. ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენა კი ჩვენებად ვერ იქნება მიჩნეული, რის გამოც მის მიმართ არ ვრცელდება მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვა. ამასთან, ბრალდებულის მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ამსახველი ოქმი, რომელიც შედგენილ იქნა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, მისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომელიც სასამართლოს მიერ შეიძლება გამოყენებულ იქნეს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის დადგენისა და დასაბუთებისათვის. თუმცა, იმავეს თქმა შეუძლებელია საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენების (ინფორმაციის) თაობაზე, რადგან ამ უკანასკნელზეც ვრცელდება ის ზოგადი შემზღუდავი წესი, რაზედაც პირდაპირ არის მითითებული მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის პირველ ნაწილში.“ ხსენებულის და საქართველოს სსსკ-ის 247-ე მუხლის მოთხოვნის საფუძველზე, პალატა განმარტავს, რომ დაუშვებელია ბრალდებულის მიერ გამოძების ეტაპზე მიცემული ჩვენება რაიმე ფორმით გამოქვეყნდეს სასამართლო სხდომაზე და იგი გამოყენებული იქნას როგორც მტკიცებულება, თუ ეს უკანასკნელი არ იქნება თანახმა. ვინაიდან მოცემული საქმის ფარგლებში ლ-----–-----ის მონაწილეობით საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა მისი ჩვენებების ადგილზე შემოწმების მიზნით, ხოლო ეს უკანასკნელი საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე არ ყოფილა წარმოდგენილი და სასამართლოსათვის უცნობია მისი პოზიცია გამოძიების ეტაპზე მის მიერ მიწოდებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, პალატა ვერ შეაფასებს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს საქმეზე წარმოდეგნილ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში.

 

პროკურორი სააპელაციო საჩივარში განმარტავს, რომ კიდევ ერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რაც მ------------–-ძის მიერ ლ-----–-----ესთან ერთად საქონლის ქურდობის ჩადენის ფაქტს ადასტურებს, არის ლ-----–-----ის მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია. სააპელაციო პალატის შეფასებით 2017 წლის 8 დეკემბერს 19:18 საათზე, ლ-----–-----ის მობილური ტელეფონიდან მ------------–-ძის ტელეფონის ნომერზე გსაული შეტყობინების შინაარსი, რომ მას რაც უნდოდა ხომ გააკეთებინა და აწი რაღაში სჭირდებოდა, რომ ეპასუხა, რადგან პოლიციამ გაიგო, შესაძლოა ობიექტურ დამკვირვებელს ნამდვილად უქმნიდეს გარკვეულ ეჭვს, რომ მოცემულ შემთხვევაში საუბარი ეხება მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას. თუმცა შეტყობინების შინაარსი არ არის ცალსახა, მასში არ ვლინდება არა თუ დაზარალებულის კუთვნილი პირუტყვის დაუფლებასთან ბრალდებულების კავშირი, არამედ საერთოდ, გაურკვეველი რჩება, თუ რა ფაქტზეა საუბარი შეტობინებაში. სასამართლოს არ მოუსმენია შეტყობინების ავტორის ახსნა-განმარტება მის მიერ შედგენილი ტექსტის შინაარსთან დაკავშირებით, ხოლო ადრესატი განმარტავს, რომ მას არ ახსოვს, როდის და რასთან დაკავშირებით გაუგზავნა მსგავსი სახის შეტყობინება ლ-----–-----ემ. ასევე, სხვა სახის მტკიცებულება, რაც ხსენებული შეტყობინების შინაარსის ბრლადების მხარის სასარგებლოდ ინტერპრეტაციის შესაძლებლობას მოგვცემდა, არ არის წარმოდგენილი. ამ პირობებში მხოლოდ პოლიციის თანამშრომლების მიერ ინფორმაციის მიღებაზე აპელირება ვერ დაადასტურებს, რომ ლ-----–-----ე და მ------------–-ძე წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ დაზარალებულის კუთვნილ საქონელს და წარმოდგენილ შეტყობინებაში საუბარია სწორედ აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებაზე.

 

ამდენად, პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას და მიიჩნევს, რომ სასამართლო სხდომაზე მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპის საფუძველზე, მათივე მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა მ------------–-ძის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, ხოლო ლ-----–-----ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს და განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს.

 

უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას, რომლითაც უნდა დადასტურდეს სისხლის სამართლის საქმისათვის რელ----ტური ფაქტობრივი გარემოებების არსებობა. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა არაერთი საეჭვო გარემოება, ბრალდების მხარემ კი მოპოვებული და სასამართლოსათვის წარდგენილი მტკიცებულებებით, ვერ უზრუნველყო აღნიშნული ეჭვების გაბათილება და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით სასამართლოს დარწმუნება, რომ მ------------–-ძემ ჩაიდინა ქურდობა, სხვისი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სადგომში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ამდენად, მ------------–-ძე ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს, რაც ასევე წარმოადგენს ლ-----–-----ის გამართლების საფუძველს მისთვის ბარალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების წინასწარი შეთანხებით ჯგუფის მიერ ჩადენაში.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს და თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 ოქტომბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

პროკურორ გ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

უცვლელად დარჩეს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 17 ოქტომბრის განაჩენი;

 

მ------------–-ძე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

მ------------–-ძის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთ) თვეში გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა - 1000 ლარი დაუბრუნდეს მის შემტანს მ------------–-ძეს, ხოლო 5000 ლარის ნაწილში ყადაღა მოეხსნას წა-–---------------------–-------–ი მდებარე თ---------------ის (პ/ნ 6----------) კუთვნილ უძრავ ქონებებს: 1. დაზუსტებული ფართობი 5-------------------------------------------------–-----------------------------------------.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, მ------------–-ძეს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

ლ-----–-----ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ლ-----–-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

ლ-----–-----ეს დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს წინამდებარე განაჩენით დანიშნული სასჯელის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო 2017 წლის 9 დეკემბრიდან იმავე წლის 12 დეკემბრის ჩათვლით.

 

ლ-----–-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

ნივთიერი მტკიცებულებები: 7 სული ხბო - დაუბრუნდეს დაზარალებულ დ-------------–--ეს; „ჰუავეის“ ფირმის მობილური ტელეფონი და პირადობის მოწმობა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს ლ-----–-----ეს; „აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მ------------–-ძეს; ფულადი თანხა 966 ლარი და 20 თეთრი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს ი-----–--------–-–---–ს, ხოლო შპს „მ--------–----ნ“ გამოთხოვილი CD დაერთოს მოცემულ საქმეს და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მსჯავრდებულ ლ-----–-----ეს, რომლის მიმართაც გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია მის დაუსწრებლად, უფლება აქვს განაჩენი გაასაჩივროს 1 (ერთი) თვის ვადაში დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოში გამოცხადების მომენტიდან, ან განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული მოითხოვს საკასაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.

 

მოსამართლე მანუჩარ კაპანაძე