განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141319700091188
საქმე №1ბ/1072-17
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 მარტი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ
ანა გოცირიძის, ოთარ ჯუგაშვილის, ნანა გიგიტაშვილის მდივნობით,პროკურორების - მ---------------ის, ნ--------------ის,ადვოკატ - ნ-----–--------ის,მსჯავრდებულ - ვ----–------------ის მონაწილეობით,მსჯავრდებულ ვ----–------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ვ----–----------------------ს მიმართ - დაბადებული 1----–-–-----------რს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--–---------------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით:
ვ----–------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ვ----–------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 24 იანვრიდან.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
ვ----–------------მა ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 24 იანვარს, დაახლოებით 14:00 საათზე, ვ----–------------ი და დ--------------–---–ი წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, ცდილობდნენ საკეტის დაზიანების გზით, უკანონოდ შეეღწიათ თბილისში, გ-–----------------------------- კორპუსის, მ--------------–---------------------–--------------------------–------ ბინაში, რის შემდეგაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდნენ სხვადასხვა ნივთებს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ვ----–------------მა, რომელიც ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 23 ოქტომბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტის მტკიცებით, განაჩენი არის უკანონო, დაუსაბუთებელი, აშკარად მიკერძოებული და არასამართლიანი. მის სამოტივაციო ნაწილში არ არის აღწერილი ის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რაც სინამდვილეში წარმოადგინა ბრალდების მხარემ. განაჩენში არ არის ნაჩვენები და აღწერილი დაცვის მხარის პოზიცია და ის გარემოებები, რაც დასაბუთებულად წარმოსთქვა ადვოკატმა. აპელანტის განმარტებით, მოსამართლემ აშკარად და სიმართლის გვერდის ავლით, განაჩენის სამოტივაციო ნაწილში არ ასახა მტკიცებულებები იმ ქრონოლოგიით და სინამდვილით, რაც ეს დაფიქსირდა საქმის არსებითად განხილვის დროს. განაჩენში არ არის ასახული ის რეალობა, რაც გაჟღერებულ იქნა სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეებისგან; ასევე, უყურადღებოდ დარჩა პროკურორის მიერ განხორციელებული ის უკანონობები, რასაც ის ჩადიოდა მოწმეთა დაკითხვის დროს. მოსამართლე ხელს უწყობდა პროკურორს სიცრუის წარმოსახვაში და ამის საპირისპიროდ აშკარად ხელს უშლიდა ადვოკატს მოწმეების სრულად და ეფექტურ დაკითხვაში. ზემოხსენებული და სხვა კანონდარღვევები სასამართლოს მხრიდან განხორციელდა მიზანმიმართულად, რათა საბოლოოდ ბრმად და ყოველგვარი დასაბუთების, ლოგიკური და სამართლიანი მსჯელობის გარეშე დადგენილიყო უკანონო გამამტყუნებელი განაჩენი. მოსამართლემ არ იმსჯელა წერილობით მტკიცებულებების სამართლებრივ და ფაქტობრივ გარემოებებზე და დაეყრდნო მხოლოდ პროკურორის განმარტებას, ყოველგვარი სამართლიანი განსჯის გარეშე; არ იმსჯელა არცერთი მოწმის ჩვენებაზე ლოგიკურად; ასევე, არ იმსჯელა საქმეზე გამოკვლეული ნივთმთმტკიცებებთან დაკავშირებით და ადვოკატის მიერ წარმოდგენილ წერილობით და სიტყვიერ არგუმენტებზე, რომ პოლიციის თანამშრომლების ჩვენებები არის სრული სიცრუე და მათ მიერ მოხდა მტკიცებულებების გაყალბება; არ იმსჯელა ექსპერტების დამაჯერებლობას მოკლებული და არამყარი ჩვენებების ირგვლივ; სათანადო შეფასება არ მისცა იმ ფაქტს, რომ წარდგენილი ბრალდება არის ცრუ, მოგონილი და უკანონო.
აღნიშნულისა და საჩივარში მითითებული სხვა გარემოებების გათვალისწინებით, დაცვის მხარე ითხოვს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმებას და მსჯავრდებულ ვ----–------------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მსჯავრდებულმა და მისმა ადვოკატმა ნ-----–--------ემ მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება; ასევე ალტერნატივის სახით, დაცვის მხრემ მოითხოვა მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.
პროკურორმა იშუამდგომლა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების თაობაზე.
სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივარს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ნ-----–--------------მა განაცხადა, რომ 2017 წლის 24 იანვარს, სახლიდან გავიდა 14:00 საათისთვის და უკან დაბრუნდა დაახლოებით ორსაათნახევარში. შინ დაბრუნებისას, მის საცხოვრებელ ბინასთან დახვდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც ელოდებოდნენ ექსპერტებს. ბინის წინ გაბმული იყო პოლიციის ლენტი. ექსპერტების მისვლის შემდეგ, დაზარალებულის და კორპუსის თავმჯდომარის მონაწილეობით, დათვალიერებულ იქნა შემთხვევის ადგილი, საიდანაც აიღეს ანაბეჭდები და სუნის ნიმუშები. მისი ბინის კარს აქვს ოთხი საკეტი, თუმცა ერთი არის დაზიანებული და კარი იკეტება სამი საკეტით. ერთი მექანიკური საკეტია და კარს კეტავს შიდა მხრიდან, ხოლო ორი საკეტით კარი იკეტება გარედან. დაინახა, რომ კარის საკეტში ჩარჩენილი იყო ლითონის ნატეხი. ნ-----–--------------მა გამორიცხა ბინის ქურდობის მცდელობის ფაქტზე რომელიმე მეზობლის მხრიდან პოლიციაში დარეკვის შესაძლებლობა, ვინაიდან მის წინ მცხოვრები მეზობელი იმ მომენტისთვის საერთოდ არ იმყოფებოდა სახლში.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ი-----–--------–---მა განაცხადა, რომ 2017 წლის 24 იანვარს, დაახლოებით 14:00-14:30 საათის შუალედში, მეწყვილე კ-----------–---–--ან ერთად, მოსახელობის აღწერის მიზნით იმყოფებოდა თბილისში, გ-–----------------------------- კორპუსის მე-12 სართულზე. მე-13 სართულზე ასვლის დროს შემოესმა რკინის ჩხაკუნის ხმა. კიბეზე ასვლისას, თავზე დაადგა N---ე ბინასთან ჩაცუცქულ ორ პიროვნებას, რომლებიც ე.წ. „ატმეჩკებით“ აწვალებდნენ კარის საკეტს. როგორც შემდეგ ნახა, ე.წ. „ატმეჩკის“ ნაწილი ჩარჩენილი იყო კარის საკეტში. მათ მიერ დადგენილ იქნა აღნიშნული პირების ვინაობა, რომლებიც აღმოჩნდნენ დ--------------–---–ი და ვ----–------------ი. სამორიგეო ნაწილს აცნობა მომხდარი ფაქტის შესახებ და ითხოვა დახმარება, რის შემდეგაც, დაახლოებით ათ წუთში ადგილზე მივიდნენ პოლიციის სხვა თანამშრომლები. ი-----–--------–---ის განმარტებით, ბ-----------------–---------------–----–----–---–--ან ერთად მოახდინა დ--------------–---–ის დაკავება და პირადი ჩხრეკა, ხოლო პ---------------–-–---–მა, ლ-–------------–---–მა და კ-----------–---–მა მოახდინეს ვ----–------------ის დაკავება და პირადი ჩხრეკა. დ--------------–---–ის პირადი ჩხრეკის დროს, მისი ხელიდან ამოღებულ იქნა ე.წ. „ატმეჩკები“. მოწმის განმარტებით, ბინის კარის გაღების მცდელობისას, ე.წ. „ატმეჩკები“ ორივე მათგანს ეჭირა ხელში. როგორც ახსოვს, ვ----–------------ი აღიარებდა, რომ აღნიშნული ე.წ. „ატმეჩკებით“ აპირებდა კარის გაღებას და დ--------------–---–თან ერთად, ბინის გაქურდვას.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე კ-----------–---–მა განაცხადა, რომ 2017 წლის 24 იანვარს, დაახლოებით 14:00-14:30 საათის პერიოდში, მეწყვილე ი-----–--------–---თან ერთად, იმყოფებოდა თბილისში, გ-–----------------------------- კორპუსის, მე-12 სართულზე და ახორციელებდა მოსახლეობის აღწერას. მე-13 სართულზე ასვლის დროს, შემოესმა რკინის ჩხაკუნის ხმა. ის და მისი მეწყვილე ფ-------–----------------------------–-------------------------------ე ბინის შესასვლელში ჩაცუცქულ ორ პიროვნებას, რომლებსაც ხელში ეჭირათ ე.წ. „ატმეჩკები“ და აწვალებდნენ კარის საკეტს. ამ დროს ე.წ. „ატმეჩკის“ ნაწილი ერთ-ერთ დამნაშავეს დარჩა საკეტში. სამართალდამცავებმა სამორიგეო ნაწილს აცნობეს მომხდარი ფაქტის შესახებ და ითხოვეს დახმარება. აღნიშნულის პარალელურად, დაადგინეს იმ პირების ვინაობა, რომლებიც ცდილობდნენ ბინის კარის გაღებას და როგორც აღმოჩნდა, ისინი იყვნენ დ--------------–---–ი და ვ----–------------ი. ამ უკანასკნელმა განმარტა, რომ დ--------------–---–თან ერთად, აპირებდა ბინის გასაქურდად შესვლას. დაახლოებით ათ წუთში ადგილზე მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რის შემდეგაც მოხდა დ--------------–---–ის და ვ----–------------ის დაკავება. კერძოდ, თავად, პ---------------–-–---–თან და ლ-–------------–---–--ან ერთად დააკავა ვ----–------------ი და ჩაუტარა მას პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი ხელიდან ამოღებულ იქნა ე.წ. „ატმეჩკები“. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა დ--------------–---–ის ჩხრეკა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე პ---------------–-–---–მა განაცხადა, რომ 2017 წლის 24 იანვარს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც, დაახლოებით 14:30 საათზე, თანამშრომელ ი-----–--------–---ისგან მიღებულ იქნა შეტყობინება, რომ მას და კ-----------–---–ს, თბილისში, გ-–----------------------------- კორპუსის, მე-13 სართულზე, N---ე ბინის ქურდობის მცდელობის ფაქტზე შეჩერებული ჰყავდათ ორი პიროვნება. მოწმე თანამშრომლებთან - ლ-–------------–---–--ან, ბ-----------------–---------------–----–----–---–--ან ერთად გამოცხადდა მითითებულ მისამართზე, სადაც ი-----–--------–---თან და კ-----------–---–--ან ერთად დახვდათ მათ მიერ შეჩერებული დ--------------–---–ი და ვ----–------------ი. სამართალდამცავების მიერ ადგილზე მოხდა აღნიშნული პირების დაკავება და ჩაუტარდათ პირადი ჩხრეკა. მოწმის განმარტებით, ჩხრეკის დროს, ვ----–------------ის მარჯვენა ხელიდან ამოღებულ იქნა ორი ცალი ლითონის ე.წ. „ატმეჩკა“, ასევე მისი შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა: მობილური ტელეფონი, ერთი ცალი ლითონის ჯაჭვი და ლითონის ბეჭედი, ხოლო შარვლის უკანა ჯიბიდან - საფულე, მასში მოთავსებული ფულადი თანხით. ვ----–------------მა ჩხრეკის ოქმის სისწორე დაადასტურა ხელისმოწერით და განაცხადა, რომ ამოღებული ე.წ. „ატმეჩკები“ ეკუთვნოდა მას, იგი დ--------------–---–თან ერთად აპირებდა N---ე ბინის გაქურდვას.
ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ-–------------–---–მა და დამატებით განმარტა, რომ იგი 2017 წლის 24 იანვარს, დანაშაულებრივი ქმედების შესახებ შეტყობინების მიღებისას თანამშრომლებთან: პ---------------–-–---–თან, ი-----–----–----–---–თან და ბ-----------------–თან ერთად იმყოფებოდა თბილისში, გლდანის მე-5 და მე-7 მკ/რაიონების კვეთაზე, სადაც ახორციელებდნენ მოსახლეობის აღწერას.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ბ-----------------–მა განაცხადა, რომ 2017 წლის 24 იანვარს, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. თანამშრომლებთან: ი-----–----–----–---–თან, ლ-–------------–---–--ან და პ---------------–-–---–თან ერთად იმყოფებოდა თბილისში, გლდანის მე-5 და მე-7 მ/რაიონის კვეთასთან და აწარმოებდა მოსახლეობის აღწერას. სამორიგეო ნაწილიდან მიიღეს შეტყობინება, რომ თბილისში, გ-–----------------------------- კორპუსში მყოფ კ-----------–---–ს და ი-----–--------–---ს შეჩერებული ჰყავდათ ორი პიროვნება ბინის ქურდობის მცდელობის ფაქტზე და ესაჭიროებოდათ დახმარება. შეტყობინებაში მითითებულ მისამართზე მისულებს ადგილზე დახვდათ ი-----–--------–---ი, კ-----------–---–ი და მათ მიერ შეჩერებული, იდენტიფიცირებული პირები - დ--------------–---–ი და ვ----–------------ი. სამართალდამცავების მიერ მოხდა აღნიშნული პირების ადგილზე დაკავება. კერძოდ, თავად მონაწილეობა მიიღო დ--------------–---–ის დაკავებაში. ამ უკანასკნელს ნაკაწრის სახით დაზიანება ჰქონდა მუხლის არეში, რაზეც განაცხადა, რომ დაზიანება მიღებული ჰქონდა დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე. დაკავებულ დ--------------–---–ს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისგან ამოღებულ იქნა ე.წ. „ატმეჩკები“. აღნიშნულის პარალელურად მიმდინარეობდა ვ----–------------ის პირადი ჩხრეკა თანამშრომლების მიერ.
ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ი-----–----–----–---–მა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ექსპერტმა შ--–------------ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 24 იანვარს, მეწყვილე ნ-------------–---–--ან ერთად, მონაწილეობა მიიღო თბილისში, გ-–----------------------------- კორპუსის, ბინა N---ში მდებარე შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში. ადგილზე მისვლისას, დახვდა გამომძიებელი, დაზარალებული და კორპუსის თავმჯდომარე. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად, ამოღებულ იქნა ანაწმენდები, საკეტის გულა, რომელშიც მოთავსებული იყო ლითონის ფრაგმენტი, ასევე - დაზარალებულის მიერ წარდგენილი გასაღები, რაც დაილუქა ადგილზე და შემდგომი საექსპერტო კვლევის მიზნით გადასცა გამომძიებელს.
ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ექსპერტმა ნათია მარღიშვილმა და მოწმე გ---–-----------–---მ.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამომძიებლებმა გ-------------–--------------------–---–---------------------------------------–-–---–-------------------–-–---–-------------------------ამ დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს თბილისში, გ-–----------------------------- კორპუსის, მე-13 სართულზე არსებულ N---ე ბინასთან, რომელიც წარმოადგენს ნ-----–--------------ის საცხოვრებელ ბინას. N---ე ბინის კარს გააჩნია ოთხი საკეტი, კერძოდ, ერთი ცალი კარის ზედა ნაწილში, მეორე კარის სახელურის ზემოთ, ხოლო ორი მათგანი კარის სახელურის ქვემოთ. ქვემოდან მეორე და კარის სახელურიდან ქვევით პირველ საკეტს, რომელიც არის მრგვალი ფორმის, მასში ჩადებულია მცირე ზომის ლითონის ფრაგმენტი. აღნიშნული კარი არის დაკეტილ მდგომარეობაში. შემთხვევის ადგილიდან, კინოლოგიის სამსახურის ექსპერტების მიერ, ფეხსაცმლის საწმენდი ნოხის ზედაპირიდან ამოღებულ იქნა ერთი ცალი სუნის კვალის ნიმუში, ხოლო ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ, შესასვლელი კარის გარეთა სახელურიდან ამოღებულ იქნა ანაწმენდების ორი ნიმუში. კარის საკეტის გულა, წარმოდგენილ გასაღებთან ერთად და საკეტის ბუდიდან ამოღებული ლითონის ფრაგმენტი, ცალ-ცალკე მოთავსდა ქაღალდის კონვერტში და დაილუქა სპეცპაკეტში. ექსპერტების მიერ ასევე დამუშავებულ იქნა შესასვლელი კარის გარე ზედაპირი სპეციალური დაქტილოფხვნილით, რაზეც რაიმე სახის კვალი ნანახი და ამოღებული არ ყოფილა.
ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, დ--------------–---–ი ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა 2017 წლის 24 იანვარს, 14:33 საათზე და ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი მარცხენა ხელიდან ამოღებულ იქნა ოთხი ცალი ლითონის სხვადასხვა ზომის და ფორმის ე.წ. „ატმეჩკა“.
ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ვ----–------------ი ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა 2017 წლის 24 იანვარს, 14:35 საათზე და ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი მარჯვენა ხელიდან ამოღებულ იქნა ორი ცალი ლითონის ე.წ. „ატმეჩკა“, ასევე ტანთჩაცმული მოლურჯო ფერის ჯინსის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბეში აღმოჩენილ და ამოღებულ იქნა: წითელი ფერის შავკლავიატურიანი „ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, ერთი ცალი ვერცხლისფერი ჯაჭვი და ერთი ცალი ვერცხლისფერი ბეჭედი, ხოლო იმავე შარვლის უკანა მარცხენა ჯიბეში აღმოჩენილ და ამოღებულ იქნა შავი ფერის ტყავის საფულე, მასში მოთავსებული სხვადასხვა კუპიურით.
2017 წლის 25 იანვრის ნიმუშის აღების ოქმების თანახმად, ბრალდებულებისგან: დ--------------–---–ისგან და ვ----–------------ისგან აღებულ იქნა: სუნის, ნერწყვის და ხელის კვლის ნიმუშები.
2017 წლის 27 იანვრის ოდოროლოგიური ექსპერტიზის N4------- დასკვნის თანახმად, 2017 წლის 24 იანვარს, თბილისში, გ-–----------------------------- კორპუსის, N---ე ბინის გაქურდვის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით, ოდოროლოგიურ ექსპერტიზაზე წარდგენილი, შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ: ბინაში შესასვლელი კარის წინ დაფენილი ფეხსაწმენდი ხალიჩის ზედაპირიდან აღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტურია 1983 წლის 24 აგვისტოს დაბადებული დავით გურამის ძე გოგიჩაიშვილისგან (პირადი No1---------) და 1----–-–-----------რს დაბადებული ვ----–----------------------სგან (პირადი NO1---------) აღებული სუნის კვალის ნიმუშების. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ბ-----------------მ.
2017 წლის 16 მარტის ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, პაკეტში, წარწერით: „ამოღებულია კარის საკეტის გულა და წარმოდგენილია გასაღები“, მოთავსებულ მოვერცხლისფრო მეტალის საგანზე არსებული ბიომასალის (ობ. N1) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ვ----–------------ს (ობ. N5, პაკეტი, წარწერით: ნერწყვის ნიმუში აღებულ იქნა პირის ღრუდან სტერილური ბიომასალის ჩხირით. ბრალდებული ვ----–------------ი). ამავე პაკეტში მოთავსებულ მოვერცხლისფრო მეტალის ტრაპეციული ფორმის საგანზე არსებული ბიომასალის (ობ. N2) გენეტიკური პროფილი შერეულია. ობ. N2-ის გენეტიკური პროფილის ერთ-ერთი წილი ვ----–------------ის (ობ. N5), ხოლო მეორე წილი - დ--------------–---–ის (ობ. N4, პაკეტი, წარწერით: ნერწყვის ნიმუში აღებული პირის ღრუდან სტერილური ბიოლოგიური ჩხირით. ბრალდებული დ--------------–---–ი“) გენეტიკური პროფილების იდენტურია. ამავე პაკეტში მოთავსებულ მოოქროსფრო მეტალის გასაღებზე (ობ. N23) გენოტიპირებისთვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დეენემის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა; პაკეტში, წარწერით: „ანაწმენდები სველი და მშრალი ბიოლოგიური ჩხირებით აღებულია შესასვლელი კარის გარეთა სახელურიდან (სულ ორი ნიმუში) მოთავსებულ სპეცდანიშნულების ჩხირებზე არსებული ბიომასალის (ობ. N3) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ვ----–------------ს (ობ. N5). დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა შ-----------–------მ.
2017 წლის 16 მაისის ტრასოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, NF-------- ფუთაში მოთავსებული ლითონის ფრაგმენტი, დაზიანებამდე წარმოადგენდა „ვ----–------------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული 02 (ორი) ცალი ე.წ. „ატმეჩკიდან“ ერთ-ერთის შემადგენელ ნაწილს“; წარმოდგენილ საკეტის ფრაგმენტს ექსპლუატაციური ცვეთის ფონზე, კვლევით ნაწილში მითითებულ მიდამოში, აღინიშნება მექანიკური ზემოქმედების შედეგად განვითარებული დაზიანება. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ლ----------------მ, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ ლითონის ფირფიტის დაბოლოება ხასიათდებოდა უსწორმასწორო - ხორკლიანი რელიეფით, რაც დამახასიათებელია ტეხვისთვის.
2019 წლის 7 ივნისის ხელწერის ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, ხელმოწერა, ვასილს ანასტასოვის სახელით, განლაგებული: ბრალდებულის გამოკითხვის ოქმზე, 2017 წლის 24 იანვრის თარიღით, ბოლო გვერდზე, ხელნაწერი ტექსტის ქვემოთ, შესრულებულია ვ----–------------ის მიერ; მცირე ტექსტობრივი ჩანაწერი, რომელიც იწყება და მთავრდება სიტყვებით: „ოქმი დაბეჭდილია ........“ „........ ვაწერ ხელს“, განლაგებული ბრალდებულის გამოკითხვის ოქმზე, 2017 წლის 24 იანვრის თარიღით, ბოლო გვერდზე, ნაბეჭდი ტექსტის ქვემოთ სავარაუდოა, რომ შესრულებულია ვ----–------------ის მიერ. კატეგორიული ფორმით პასუხის გაცემა ვერ მოხერხდა ნიმუშების სიმცირის გამო (არ იქნა წარმოდგენილი ვ----–------------ის ხელწერის თავისუფალი ნიმუშები). დასკვნის სისწორე სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ც-------------ამ, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში გამოვლინდა უფრო მეტი თანადამთხვევა, ვიდრე განსხვავება. კატეგორიულ დასკვნამდე ვერ მივიდნენ იმის გამო, რომ თავისუფალი ნიმუშები არ იყო საკმარისი.
ვ----–------------მა და დ--------------–---–მა თავი არ ცნეს დამნაშავედ მათთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განაცხადეს, რომ შემთხვევის დღეს გლდანის მე-7 მ/რაიონში იმყოფებოდნენ დასაქირევებელი ბინის მოძიების მიზნით. მათ არანაირი შეხება დაზარალებულის ბინასთან და მისი გაქურდვის მცდელობის ფაქტთან არ ჰქონიათ. პოლიციის თანამშრომლებმა უსაფუძვლოდ დააკავეს ისინი, რის შემდეგაც დაექვემდებარნენ ზეწოლას, მუქარას, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას სამართალდამცავების მხრიდან.
პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულთა აღნიშნულ განმარტებებს, ვინაიდან ისინი აშკარად არასარწმუნოა და წარმოადგენს მცდელობას, როგორმე გამორიცხონ თავიანთ ქმედებაში ბრალად წარდგენილი დანაშაულის ნიშნები. ვ----–------------ის განმარტებები აშკარა წინააღმდეგობაშია საქმეზე შეკრებილ და გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებებთან, რომელთა საერთო ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ მის მიერ ნამდვილად იქნა ჩადენილი ბრალად წარდგენილი დანაშაული და მის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია.
პალატა პირველ რიგში ყურადღებას გაამახვილებს მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარში მითითებულ იმ არგუმენტებზე და აქცენტებზე, რომელთა მიხედვითაც ის ცდილობს ბრალდების მხარის მტკიცებულებების არადამაჯერებლად წარმოჩენას და მისი ბრალეულობის გამორიცხვას იმ ქმედების ჩადენაში, რისთვისაც იგი მსჯავრდებულად იქნა ცნობილი.
სააპელაციო საჩივარში განვითარებული მსჯელობა იმის შესახებ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ეფუძნება მხოლოდ საქმის შედეგით დაინტერესებულ მოწმეთა (პოლიციელთა) არადამაჯერებელ ჩვენებებს, აშკარად უსაფუძვლოა და ვერ იქნება გაზიარებული. მსჯავრდებულთა დაკავებასა და პირად ჩხრეკაში მონაწილე პოლიციის თანამშრომლები საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებს ასახავენ სრულყოფილად და ზედმიწევნით; არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც მათი ჩვენების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველს შექმნიდა, არ არის გამოვლენილი; სამართალდამცავების - ი-----–--------–---ის და კ-----------–---–ის მიერ დეტალურად იქნა აღწერილი, თუ რა მიზნით იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილას და რა ვითარება დახვდათ კონკრეტულად მე-3 კორპუსის მე-13 სართულზე. სააპელაციო პალატისათვის გაურკვეველია, თუ რატომ არის დამაჯერებლობას მოკლებული, რომ პოლიციის თანამშრომლები შემთხვევის დღეს, 14:30 საათზე ახდენდნენ მოსახლეობის აღწერას. ის გარემოება, რომ იმ პერიოდში მათი განყოფილების თანამშრომლები დაკავებულები იყვნენ სწორედ მოსახლეობის აღწერით, დასტურდება არა მხოლოდ ი-----–--------–---ის და კ-----------–---–ის, არამედ ბ-----------------–ის, ი-----–----–----–---–ის, ლ-–------------–---–ის და პ---------------–-–---–ის ჩვენებებითაც, რომლებიც სხვა მისამართზე - გლდანის მე-5 და მე-7 მიკრორაინოების კვეთასთან ახორციელებდნენ აღნიშნულ საქმიანობას. ასევე, ი-----–--------–---მა და კ-----------–---–მა ნათლად მოახსენეს სასამართლოს, რომ მას შემდეგ, რაც მე-3 კორპუსში, მე-12 სართულიდან ადიოდნენ მე-13 სართულზე, მათ შემოესმათ რკინის ჩხაკუნის ხმა, რამაც მათი ყურადღება მიიქცია, ხოლო უშუალოდ მე-13 სართულზე ასულებს N---ე ბინასთან დახვდათ ორი პიროვნება, როგორც მათი იდენტიფიცირების შემდეგ გაირკვა - დ--------------–---–ი და ვ----–------------ი. ორივე მათგანს ხელში ეჭირათ ე.წ. „ატმეჩკები“ და ცდილობდნენ ხსენებული ბინის კარის გაღებას. პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებით დასტურდება, რომ მათ ჩაატარეს ვ----–------------ის და დ--------------–---–ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც თითოეული მათგანისაგან ამოღებული იქნა მათ ხელში არსებული ე.წ. „ატმეჩკები“. ასევე, ი-----–--------–---მა და კ-----------–---–მა დაადასტურეს, რომ როგორც შენიშნეს, ერთი ე.წ. „ატმეჩკის“ ნაწილი ჩარჩენილი იყო კარის საკეტში. რაც შეეხება დაცვის მხარის აპელირებას, რომ თუკი მსჯავრდებულებს ნამდვილად ეჭირათ ხელში ე.წ. „ატმეჩკები“, რატომ არ მოახდინეს მათი ვიდეო ან ფოტო გადაღება, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოწმეებმა ეს ინფორმაცია ასახეს ბრალდებულთა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებში და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა არ ავალდებულებს სამართლადამცავი ორგანოს თანამშრომლებს, აწარმოონ თითოეული საგამოძიებო მოქმედების ფოტო ან ვიდეოგადაღება. ი-----–--------–---ისა და კ-----------–---–ის ჩვენებები მსჯავრდებულების ვ----–------------ისა და დ--------------–---–ის დაკავების ადგილის, ვითარების, მათი პირად ჩხრეკის და ამოღებული ნივთების შესახებ, სრულ შესაბამისობაშია სხვა პოლიციელების ჩვენებებთან. მათი განმარტებით, შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდნენ ქ.თბილისიში, გლდანის მე-7 მკ/რ-ში, მე-3 კორპუსის მე-13 სართულზე, სადაც ი-----–--------–---ს და კ-----------–---–ს N---ე ბინის წინ შეჩერებულები ჰყავდათ ვ----–------------ი და დ--------------–---–ი. პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის განმარტებას, აღნიშნული ჩვენებების საეჭვოდ მიჩნევასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებები დამაჯერებელი და სარწმუნოა, ვინაიდან მათ წინააღმდეგობების გარეშე, ურთიერთთანხვედრილად და თანმიმდევრულად მოახსენეს სასამართლოს მათთვის ცნობილი ფაქტების და მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების თაობაზე. ამასთან, საქმის მასალებით არ ვლინდება და დაცვის მხარის მიერაც ვერ იქნა დასაბუთებული სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან მსჯავრდებულების მიმართ რაიმე დაინტერესების არსებობა.
დაცვის მხარე ვრცელ მსჯელობას უთმობს იმ ფაქტზე აპელირებას, რომ პოლიციის თანამშრომლები ცრუობენ სასამართლოს წინაშე და მათ მიერ ჩვენებაში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება სინამდვილეს, თუმცა აღნიშნული არის მხოლოდ დაცვის მხარის ვერსია, ზეპირი მსჯელობა და არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით. მხარის მიერ წამოჭრილი ვერსია რომ იქცეს უტყუარად დადასტურებულ ფაქტად, მას საფუძვლად სჭირდება შესაბამისი მტკიცებულებითი ბაზა, რაც მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია; მან ვერ შეძლო დაედასტურებინა, თუ რატომ იყო წარმოუდგენელი სამართალდამცავებს შემთხვევის მომენტში ეწარმოებინათ მოსახლეობის აღწერა, სადარბაზოში მე-12 სართულიდან მე-13 სართულზე ასვლისას გაეგოთ კარზე ზემოქმედების შედეგად წარმოშობილი რკინების ჩხაკუნის ხმა; ასევე, არ არსებობს იმ გარემოებების დადასტურებულად მიჩნევის მტკიცებულებითი საფუძველი, რომ მსჯავრდებულები დააკავეს ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ეს შესაბამის ოქმებშია აღნიშნული; რომ პოლიციის განყოფილებაში მიყვანისთანავე (შემთხვევის ადგილის დათვალიერებამდე) დაკავებულებს პირის ღრუდან ჩხირის მეშვეობით აუღეს ნიმუშები, რომელიც არ დაულუქავთ და დაიტანეს შემთხვევის ადგილზე არსებულ საგნებზე. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. შესაბამისად, დაცვის მხარე უფლებამოსილი იყო ჩაეტარებინა საგამოძიებო ექსპერიმენტი, სასამართლოს წინაშე წარმოედგინა მოწმეები, შესაბამისი ორგანოდან გამოეთხოვა ინფორმაცია, რაც ეჭვის ქვეშ დააყენებდა საქმის არსებითი განხილვისას დაკითხული სამართალდამცავების ჩვენების რეალურობას, თუმცა აღნიშნული, მოცემულ შემთხვევაში, არ მომხდარა და დაცვის მხარის ზეპირსიტყვიერი მსჯელობა რჩება მხოლოდ ვერსიად, რაც ვერ გადაწონის საქმეზე წარმოდგენილი იმ მტკიცებულებების სანდოობას და რელევანტურობას, რომელთა ერთობლიობაც უტყუარად ადასტურებს ვ----–------------ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.
პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ „საქმეზე „ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ (Ochelkov v. Russia) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დაეთანხმა განმცხადებლის მოსაზრებას, რომ პოლიციელების განცხადებები მცირე მნიშვნელობის იყო, რადგან არ იყო განმტკიცებული არანაირი მტკიცებულებით (პუნქტი 90), რაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციელთა ჩვენებებს იმთავითვე მცირე (ისევე, როგორც აღმატებული) მნიშვნელობა აქვს. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს თითოეული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იმის მიხედვით, თუ მთლიანობაში რამდენად კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად მიმდინარეობდა წინასასამართლო გამოძიება“ (იხ. 2017 წლის 10 მაისის № 96აპ-17 გადაწყვეტილება, პარ. 11.). განსახილველ შემთხვევაში კი არ არსებობს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც ეჭვის ქვეშ დააყენებდა მოპოვებული მტკიცებულებების კანონიერებას და სანდოობას, ხოლო სასამართლოს მათი სხვაგვარი შეფასების შესაძლებლობას მისცემდა.
პალატა, ასევე აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად არ დასდებია მხოლოდ პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებები, მათი შეფასება მოხდა სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში და სათანადო დასაბუთების საფუძველზე იქნა გამოტანილი შესაბამისი დასკვნები. კერძოდ, მოწმეთა ჩვენებები სრულ თანხვედრაშია საქმეზე წარმოდგენილ ნივთიერ და წერილობით მტკიცებულებებთან, მათ შორის ბრალდებულთა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის, შემთხვევის ადგილის დათავლიერების ოქმებთან და ექსპერტიზის დასკვნებთან. ბრალდებულების დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებით დგინდება, რომ დ--------------–---–ის მარცხენა ხელიდან ამოღებულ იქნა ოთხი ცალი ლითონის ე.წ. „ატმეჩკა“, ხოლო ვ----–------------ის მარჯვენა ხელიდან ამოღებულ იქნა ორი ცალი ლითონის ე.წ. „ატმეჩკა“ და სხვა ნივთები. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი კი ადასტურებს სამართალდამცავების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას იმ ნაწილში, რომ N---ე ბინის კარის ქვემოდან მეორე და კარის სახელურიდან ქვევით პირველ საკეტში, რომელიც არის მრგვალი ფორმის, ჩადებულია მცირე ზომის ლითონის ფრაგმენტი. მსჯავრდებულების დაკავებასა და პირად ჩხრეკაში მონაწილე პოლიციის თანამშრომლებმა, გამომძიებელმა და ექსპერტებმა სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს, რომ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ფარგლებში მათ მიერ ამოღებული ნივთები და სხვადასხვა საკვლევი ნიმუშები, თითეულ შემთხვევაში დაილუქა სათანადო წესით; ექსპერტების განმარტებით გამომძიებლებს გადასცეს დალუქული საკვლევი მასალები. აღნიშნულის თაობაზე მითითება გაკეთებულია შესაბამის საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ოქმებში, რომლებიც ქრონოლოგიურად თანხვედრაშია ერთმანეთთან, მათ შორის სუნისა და ნერწყვის ნიმუშები აღებულია 2017 წლის 25 იანვარს, მაშინ, როდესაც შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ნიმუშების ამოღება და სათანადო წესით დალუქვა მოხდა 24 იანვარს; ოქმები შედგენილია სრულყოფილად და ხელმოწერილია მასში მონაწილე პირების მიერ. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ექსპერტიზის დასკვნების თანახმად, საკვლევი ობიექტები იყო დალუქული და ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. ის გარემოება, რომ სასამართლოს წინაშე დაკითხვის დროს ნიმუშის აღებაში მონაწილე ექსპერტებს ვიზულურად არ ახსოვთ ბრალდებულები, რომლებთანაც არც თუ ისე მცირე ხნის წინ ჩაატარეს საპროცესო მოქმედებები და მას შემდეგ, ყოველდღიურად შეხება ჰქონდათ უამრავ პირთან, ვერ გახდება მათ ჩვენებებში ეჭვი შეტანის საფუძველი.
სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების ჩვენებები და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილი გარემოებები, სრულ თანხვედრაშია დაზარალებულ ნ-----–--------------ის ჩვენებასთან, რომელმაც თანმიმდევრულად და დეტალურად მოახსენა სასამართლოს, თუ რა დროს დატოვა საცხოვრებელი სახლი და შინ დაბრუნებულს, რა მდგომარეობა დახვდა ბინის წინ. დაზარალებულმა დაადასტურა შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილეობის ფაქტი და განაცხადა, რომ შესაბამის ოქმს ხელი მოაწერა წაკითხვის შემდეგ. მან ისაუბრა ნიმუშების, ანაწმენდების აღების და დალუქვის თაობაზე, ხოლო ის გარემოება, რომ მოწმე ვერ უთითებს უშუალოდ რამდენ ლუქზე მოაწერა ხელი და რომელ პაკეტში რა იყო მოთავსებული, არ ნიშნავს, რომ იგი შემთხვევის ადგილის დათვალიერებას არ ესწრებოდა ან აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა კანონდარღვევით.
პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნებზეც და განარტავს, რომ ტრასოლოგიური, ოდოროლოგიური და ბიოლოგიური ექსპერტიზის დაკვენებით უტყუარად იქნა დადასტურებული ბრალდების მხარის ვერსია - ვ----–------------ისა და დავით გოგიჩაიშივილის შემთხვევის ადგილზე ყოფნისა და N---ე ბინის კარის გაღების მცდელობის შესახებ. კერძოდ: ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ბინაში შესასვლელი კარის წინ დაფენილი ფეხსაწმენდი ხალიჩის ზედაპირიდან აღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტურია დ--------------–---–ისგან და ვ----–------------ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშებისა. აღნიშნული შედეგები ცალსახად მოწმობს, რომ ვ----–------------ი იმყოფებოდა სწორედ გ-–----------------------------- კორპუსის, მე-13 სართულზე და მცდარია მისი განმარტება, რომ იგი ხსენებულ კორპუსში მხოლოდ მე-2 სართულზე იყო ასული, ხოლო დ--------------–---–ი კი თითქოსდა საერთოდ არ ყოფილა სადარბაზოში შესული. დაცვის მხარე არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებს ექსპერტ ბესარიონ ისაკაძის განმარტებას, რომ თითქოსდა მან ვერ დააკონკრეტა ოდოროლოგიური ექსპერტიზის მიმდინარეობის კანონიერება. ექსპერტმა ცალსახად დაადასტურა როგორც მის მიერ კვლევის ჩატარება შესაბამისი პროტოკოლის სრული დაცვით, ასევე გაცემული დასკვნის სისწორე და კატეგორიული ხასიათი.
ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ კარის საკეტის გულაზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ვ----–------------ს, ხოლო მეტალის ტრაპეციული ფორმის საგანზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი - როგორც ვ----–------------ს, ისე - დ--------------–---–ს. ასევე, შემთხვევის ადგილზე, შესასვლელი კარის გარეთა სახელურიდან აღებულ ანაწმედებზე გამოვლინდა ვ----–------------ის გენეტიკური პროფილი. ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, კი შემთხვევის ადგილზე კარის საკეტის გულადან ამოღებული ლითონის ფრაგმენტი წარმოადგენს სწორედ ვ----–------------ისაგან ამოღებული ერთ-ერთი ე.წ. „ატემჩკის“ შემადგენელ ნაწილს. ამასთან, წარმოდგენილ საკეტის ფრაგმენტს აღენიშნება მექანიკური ზემოქმედების შედეგად განვითარებული, ტეხვითი დაზიანება. ყოველივე აღნიშნული სააპელაციო პალატის შეფასებით, ნათლად ადასტურებს, რომ ვ----–------------ს ნამდვილად ჰქონდა დაზარალებულის კუთვნილი ბინის კარზე შემხებლობა და მასზე სპეციალური ხელსაწყოს გამოყენებით ახორციელებდა ფიზიკურ ზემოქმედებას.
რაც შეეხება ვ----–------------ის განმარტებას, რომ პოლიციის თამაშრომლების მხრიდან მასზე განხორციელდა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, იგი დაექვემდებარა მუქარას, ზეწოლას და მისი უფლებები დარღვეული იქნა არაერთგზის, პალატა მიუთითებს, რომ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან ვ----–------------ის მიმართ უკანონო ქმედებების განხორციელების ფაქტზე რაიმე სახის შემაჯამებელი გადაწყვეტილება სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი არ ყოფილა. მხოლოდ დაცვის მხარის ზეპირსიტყვიერ მსჯელობებზე დაყრდნობით კი ბრალდებულის უფლებების დარღვევაზე იმპერატიული მსჯელობა სასამართლოს შეუძლებლად მიაჩნია. აღნიშნული ფაქტი, რათქმაუნდა, საჭიროებს სათანადო რეაგირებას შესაბამისი ორგანოების მხრიდან, თუმცა წარმოადგენს არა მოცემული სს საქმის ფარგლებში განსახილველ, არამედ ცალკე კვლევისა და გამოძიების საგანს. ვ----–------------ისათვის დანაშაულებრივი ქმედების დაბრალებასა და ამ მიზნით მტკიცებულებების ფალსიფიკაციასთან დაკავშირებით კი, გაუგებარია, თუ რა დაინტერესება უნდა ჰქონოდათ პოლიციის თანამშრომლებს, რომ ბრალდებული ემხილებინათ არარსებული დანაშაულის ჩადენაში და არასწორი ინფორმაცია მიეწოდებინათ სასამართლოსთვის, იმ ფონზე, როდესაც მათ დაკავებამდე ვ----–------------თან და დ--------------–---–თან არანაირი შემხებლობა არ ჰქონიათ და მათ მიმართ რაიმე პირადი ინტერესის არსებობა ვერ იქნა გამოვლენილი.
სააპელაციო პალატა შეფასებას მისცემს ვ----–------------ის განმარეტებებს იმასთან დაკავშირებითაც, რომ გამომძიებლის მიერ მისი გამოკითხვის ოქმზე არ არის მისი მინაწერი „ჩვენება დაწერილია ჩემი კარნახით....“. მიუხედავად იმისა, რომ თავად დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ხელწერის ექსპერტიზის დასკვნით, ალბათობის მაღალი ხარისხით დადასტურდა ხსენებული ხელნაწერის მსჯავრდებულ ვ----–------------ის მიერ შესრულების ფაქტი, სააპელაციო პალატა, საქართველოს სსსკ-ის 247-ე მუხლის შესაბამისად, რათქმაუნდა, შეფასებას არ აძლევს მსჯავრდებულის მიერ გამოძიების ეტაპზე მიწოდებულ ინფორმაციას და მის მიმართ დადგენილი გამამტყუნებელი განაჩენი არ ემყარება აღნიშნული ოქმით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ასევე, ვერ იქნება გაზიარებული დაცვის მხარის განმარტება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას დაირღვა მსჯავრდებულის უფლებები, სასამართლო იყო მიკერძებული და არ მიეცათ საშუალება, სრულყოფილად, შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით გამოეკვლიათ წარმოდეგნილი მტკიცებულებები. პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მხარეთა თამნასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის სრული დაცვით განიხილა სისხლის სამართლის საქმე, რა დროსაც ადგილი არ ჰქონია საპროცესო კანონმდებლობის დარღვევას და მოსამართლის ბრალდების მხარისადმი მიკერძოებას; სასამართლოს დასკვნები საქმეში არსებული მტკიცებულებების კანონიერების, რელევანტურობისა და საკმარისობის კუთხით, საფუძვლიანი და არგუმენტირებულია, რამაც განაპირობა კანონიერი გადაწყვეტილების გამოტანა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას. სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (Khan v. the United Kingdom, no 35394/97, 34; Bykov v. Russia, no.4378/02, 95).
პალატა ყურადღებას გაამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებაზეც, რომლის მიხედვითაც არ არის სავალდებულო სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (Suominen v. Finland, პუნქტი 34; Van de Hurk v. the Netherlands, პუნქტი 61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (Georgiadis v. Greece, პუნქტი 43).
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს პალატა აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულელების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის შეფასებით, არ არსებობს დაცვის მხარის მოსაზრების გაზიარების საფუძველი, რომ საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება ვ----–------------ის მიერ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების ფაქტი, პირველი ინსტანციის სასამართლოში არ მოხდა მტკიცებულებების სათანადო შეფასება და განაჩენს საფუძლად დაედო ვარაუდი. პალატა მიიჩნევს, პირველი ინსტანციის სასამართლომ საკმაოდ დასაბუთებული და არგუმენტირებული მსჯელობა იქონია თითოეული მტკიცებულებით დადგენლი ფაქტობრივ გარემოებებზე. მოწმეთა ჩვენებებში არ არსებობს არსებითი ხასიათის უზუსტობები, რაც მათში ეჭვის შეტანის საფუძველს შექმნიდა, აღნიშნული ჩვენებების სისწორე გამყარებულია საქმეში წარმოდგენილი არაერთი საგამოძიებო მოქმედების ოქმებით და სხვა მტკიცებულებებით, ხოლო მტკიცებულებები, რაც საკმარისი იქნებოდა ყოველივე აღნიშნულის გაუზიარებლობისთვის, სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა.
ამდენად, პალატამ შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დაზარალებულ ნ-----–--------------ის და პოლიციის თანამშრომლების ჩვენებები, ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, მსჯავრდებულთა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმები, ტრასოლოგიური, ოდოროლოგიური და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები, წარმოადგენენ ურთიერთშეთანხმებულ და სარწმუნო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც უტყუარად ადასტურებენ, რომ 2017 წლის 24 იანვარს, დაახლოებით 14:00 საათზე, ვ----–------------ი და დ--------------–---–ი წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, ცდილობდნენ საკეტის დაზიანების გზით, უკანონოდ შეეღწიათ თბილისში, გ-–----------------------------- კორპუსის, მ--------------–---------------------–--------------------------–------ ბინაში, რის შემდეგაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდნენ სხვადასხვა ნივთებს. ამდენად, ვ----–------------ის მიერ ჩადენილია ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და მას მსჯავრი უნდა დაედოს აღნიშნული კვალიფიკაციით.
რაც შეეხება მსჯავრდებულის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომლის თანახმადაც სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით და მსჯავრდებულის მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების (არ გააჩნია), ჩადენილი დანაშაულის გავრცელებული ხასიათის, დანაშაულის მოტივისა და მიზანის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, ვ----–------------ის პიროვნების, მისი ინდივიდულაური მასახიათებლების და მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში მისი მონაწილეობის ხარისხისა და როლის მხედველობაში მიღებით, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მის მიმართ დანიშნულია სამართლიანი, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის პროპორციული და ადეკვატური სასჯელი. თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამასთან, შეძლებს დააფიქროს ვ----–------------ი, რომ უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, გასაკიცხაობის ხარისხი და გახდება მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი, რის გამოც არც მის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქების ნაწილში არსებობს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის საფუძველი.
შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის კოლეგიის 2017 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ვ----–------------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 23 ოქტომბრის განაჩენი;
ვ----–------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 26 იანვრის განჩინებით, ვ----–------------ის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული - პატიმრობა გაუქმებულია.
მსჯავრდებულ ვ----–------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 24 იანვრიდან.
ნივთიერი მტკიცებულებები:
- დ--------------–---–ის და ვ----–------------ის ხელის კვლის და ნერწყვის ნიმუშები; საკეტის გულაში მოთავსებული ლითონის ფრაგმენტი; დ--------------–---–ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ლითონის სხვადასხვა ზომის და ფორმის ოთხი ცალი ე.წ. „ატმეჩკა“ და ვ----–------------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ლითონის ორი ცალი ე.წ. „ატმეჩკა“, რომლებიც გადაგზავნილი იყო სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში“, ასევე დ--------------–---–ის და ვ----–------------ის სუნის ნიმუშები; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ანაწმენდები და სუნის ნიმუში, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-2 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
- შემთხვევის ადგილიდან ამოღებული კარის საკეტის გულა, გასაღებთან ერთად და ვ----–------------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული პირადი ნივთები, რომლებიც გადაგზავნილი იყო სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში“, ასევე დ--------------–---–ის და ვ----–------------ის ბინების ჩხრეკის დროს ამოღებული ნივთები, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-2 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს, ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს, ხოლო შემთხვევის ადგილის ამსახველი ფოტომასალა, გადატანილი ერთ ცალ ელექტრონულ დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს, საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მანუჩარ კაპანაძე