განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.02.2020
საქმის ნომერი
240210018002490470
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
25.02.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 240210018002490470

საქმე №2/ბ-893-2019წ.

განჩინება

საქართველოს სახელით

25 თებერვალი, 2020 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე - თამარ სვანიძე

სხდომის მდივანი- თეონა ქიმერიძე

აპელანტი: მ-----–- გ-------

წარმომადგენელი: ფ-------- ბ----–---

მოწინააღმდეგე მხარე: ნ--- გ----------ნ--–-----ე

წარმომადგენელი: მ----- მ---–----–---

დავის საგანი: თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: სენაკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის

1 მარტის გადაწყვეტილება

1აპელანტის მოთხოვნა

1.1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

2. სარჩელის საფუძვლები

 

2.1. 2018 წლის 12 ივნისს სენაკის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა მ-----–- გ-------მ (შემდგომში მოსარჩელე, აპელანტი მხარე) მოპასუხის (შემდგომში მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) ნ--- გ----------ნ--–-----ის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით. (იხ.ს.ფ. 1-12).

 

2.1.1.მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის ივნისის თვეში და მის შემდგომ პერიოდში (აგვისტო, სექტემბერი და ოქტომბერი) ცოლ-ქმარს, კერძოდ ნ--- გ----------ნ--–-----ეს და მის აწ გარდაცვლილ მეუღლეს დ----- ნ--–-----ეს ასესხა თანხა, რომელიც მთლიანობაში შეადგენს 3000 დოლარს. შეთანხმების თანახმად მათ მოსარჩელისათვის ყოველი თვის ბოლოს უნდა გადაეხადათ 5 %-იანი სარგებელი (პროცენტი) თანხის არ სრულად დაბრუნებამდე. აღნიშნულზე მოპასუხეების მიერ შედგა წერილობითი ხელწერილი, რომლის თანახმადაც ისინი კისრულობდნენ ვალდებულებას ყოველ მომდევნო თვეს გადაეხადათ მისთვის აღნიშნული თანხის პროცენტი.

 

შეთანხმების თანახმად გარკვეული დროის განმავლობაში მოპასუხეები იხდიდნენ პროცენტს, მაგრამ 2015 წლის 20 ივლისს გარდაიცვალა დ----- ნ--–-----ე, რის შემდგომაც გადახდას აგრძელებდა ნ--- გ----------ნ--–-----ე. ამ უკანასკნელმა ნასესხები თანხის პროცენტი გადაუხადა ბოლოს 2016 წლის 16 თებერვალს, რის შემდგომაც გადახდა შეუწყვიტა და განუმარტა, რომ მეტს აღარ გადაუხდიდა. არაერთი მცდელობა დაებრუნებინა თავისი თანხა, უშედეგო აღმოჩნდა, რის გამოც იძულებულია მიმართოს სასამართლოს და დაიცვას თავისი უფლებები.

 

2.2.მოპასუხის პოზიცია

 

2.2.1. მოპასუხე ნ--- გ----------ნ--–-----ემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მ-----–- გ-------ს ვალი 1000 აშშ დოლარი მას სრულად აქვს დაფარული. რაც შეეხება დ----- ნ--–-----ის მიერ აღებულ ვალს 2014 წლის 27 აგვისტოს და 28 სექტემბერს, აღნიშნულის შესახებ მან არაფერი იცის. ხოლო დ----- ნ--–-----ის გარდაცვალების შემდგომ სამკვიდრო და რაიმე ქონება არ დარჩენია (იხ. შესაგებელი ს.ფ. 18-25).

 

2.3.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

სენაკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებით მ-----–- გ-------ს სასარჩელი ნ--- გ----------ნ--–-----ის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით, არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.

 

2.4.დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.4.1. საქმეში ს.ფ.13-ზე წარმოდგენილი ხელწერილის შეფასებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ--- გ----------ნ--–-----ეს მოსარჩელის მიმართ პასუხიმგებლობა აღებული ქონდა 1000 დოლარზე.

,,მე მ-----–- გ-------მ, პ/ნ 3----------, გავასესხე 1000 (ათასი) აშშ დოლარი სარგებლით თვეში 5%, ძირი ფულის გადახდამდე. მე, დ----- ნ--–-----ე ვალდებული ვარ გადავიხადო ყოველ 1 რიცხვში 5%, პასპორტის N-----------, აგრეთვე ვალდებულებას ვიღებ ნ--- გ--------- ნ--–-----ე, N-----------, რომ გადავიხადოთ ყოველ 1 რიცხვში სარგებელი“. ხელწერილს ხელს აწერენ მ. გ-------, მიმღები: დ. ნ--–-----ე, ნ. გ----------ნ--–-----ე.

 

ამავე ხელწერილით სასამართლომ დაადგინა, რომ ზემოაღნიშნული 1000 დოლარის გარდა დ----- ნ--–-----ემ დამატებით მოსარჩელისაგან აიღო 2000 დოლარი.

,,მე დ----- ნ--–-----ემ, დამატებით ავიღე 1000 ათასი დოლარი მ-----–- გ-------სგან 27 აგვისტოს 2014 წელს, სარგებელი 5% უნდა გადავიხადო სანამ ძირ ფულს არ დავაბრუნებ.“

განმცხადებელი მ. გ-------, მიმღები დ. ნ--–-----ე.

 

,,28 სექტემბერს, მივიღე 500 ხუთასი დოლარი 5% სარგებლით, რასაც ხელს ვაწერ დ. ნ--–-----ე; 03 ოქტომბერს მივიღე 500 ხუთასი დოლარი, რაზეც ხელს ვაწერ დ. ნ--–-----ე“.

 

2.4.2. სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო არაა ის ფაქტი, რომ მოსარჩელე იმყოფებოდა მოპასუხესთან სასესხო სამართლებრივ ურთიერთობაში, რასაც თავად მოპასუხე მხარეც აღიარებს.

 

2.4.3. სადაოა მხარეთა შორის მხოლოდ სესხის ოდენობა და მისი სრულად გადახდის ფაქტი, კერძოდ ის ფაქტი, რომ ნ--- გ----------ნ--–-----ემ მართლაც გადაიხადა თუ არა სესხის თანხა პროცენტებიანად სრულად, რამდენს შეადგენდა მოპასუხის ვალი და შეადგენდა თუ არა 3000 დოლარს .

 

2.4.4. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ----- ნ--–-----ე გარდაიცვალა 2015 წლის 20 ივლისს, ხოლო ნ--- გ----------ნ--–-----ემ ბოლო გადახდა განახორციელა 2016 წლის 16 თებერვალს.

 

2.4.5. სასამართლომ მიუთითა, რომ მ-----–- გ-------მ ორი სხვადასხვა სესხის ხელშეკრულება(ჯ--- იგივე ე----ი ბ-----სთან და ნ--- გ----------ნ--–-----ესთან დადებული) ერთმანეთთან დააკავშირა და ისე მოითხოვა 3000 აშშ დოლარის დაკისრება სარჩელით მოპასუხისაგან-ნ--- გ----------ნ--–-----ისაგან.

 

2.4.6. სასამართლომ დაადგინა, რომ ნ--- გ----------ნ--–-----ეს მოსარჩელის მიმართ ვალდებულება აღებული ქონდა 1000 დოლარზე, რაც მის მიერ სრულად როგორც თავნის ისე პროცენტის ნაწილში გადახდილი იყო. ეს გარემოება სასამართლომ დაადგინა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მათ შორის თავად მოსარჩელის განმარტების საფუძველზე.

 

2.5.გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 50-ე, 361-ე, 429-ე მუხლებზე და განმარტა რომ მოსარჩელე წარმოდგენილი სარჩელით სხვადასხვა სასესხო ურთიერთობაზე მიუთითებს, მაგრამ საქმის მასალებით(ხელწერილებით), თვით სარჩელში მოსარჩელისვე მიერ მითითებული გარემოებების მიხედვით მოცემული დავა ეხება მ-----–- გ-------სა და ნ--- გ----------ნ--–-----ეს შორის 1000 აშშ დოლარის ფარგლებში არსებულ სასესხო ურთიერთობას.

 

2.5.4. 1-ლი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ მიცემული განმარტების საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ--- გ----------ნ--–-----ეს სასესხო ურთიერთობის ფარგლებში მ-----–- გ-------სათვის ჯამში გადახდილი აქვს 2000 აშშ დოლარი, პარალელურად კი დ----- ნ--–-----ეს გარდაცვალებამდე, 2015 წლის 20 ივლისამდე, სრულად აქვს გადახდილი სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტის თანხა, ანუ, 1000 აშშ დოლარის 5%, რაც შეადგენს თვეში 50 (ორმოცდაათ) დოლარს.

 

2.5.5. სასამართლომ დაადგინა, რომ ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხის მიერ გადახდილია დაახლოებით 2000 აშშ დოლარი.

 

2.5.6. სასამართლომ მიუთითა, რომ იმ პირობებში, როდესაც თავად მოსარჩელე ადასტურებს ნ--- გ----------ნ--–-----ის მიერ მისთვის 2016 წლის 16 თებერვალს 1000 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტს, ასევე, 2015 წლის 20 ივლისამდე სესხზე სარგებლის სრულად გადახდის ფაქტს, დადასტურებულად უნდა იქნეს მიჩნეული, ნ--- გ----------ნ--–-----ეს მიერ სასესხო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების სრულად შესრულების ფაქტს.

 

2.5.7. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625-ე, 361-ე, 427-ე მუხლებზე რომელთა თანახმადაც, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (იმ პერიოდში მოქმედი რედაქციით), სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად დადგენილია, რომ “ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას”. ამავე კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად კი, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით.

 

2.5.8. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა განმარტების საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე მ-----–- გ-------ს სასარგებლოდ მოპასუხე ნ--- გ---------- ნ--–-----ეს სესხის თავნზე 1000 აშშ დოლარზე, გადახდილი აქვს ყოველთვიური სარგებელი, ამასთან, ნ--- გ----------ნ--–-----ემ 2016 წლის 16 თებერვალს გადაიხადა სესხის ძირი თანხა 1000 აშშ დოლარის ოდენობით. სასამართლომ ასევე მხედველობაში მიიღო თავად მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება, რომ ,,სესხზე გადახდილია მეორე იმდენი“, ანუ ჯამში მოპასუხის მიერ გადახდილია დაახლოებით 2000 აშშ დოლარი. ამდენად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხემ შეასრულა ხელწერილის/შეთანხმების პირობები.

 

2.5.10. სასამართლომ მიუთითა, რომ გამომდინარე იქედან რომ სახეზეა ნ--- გ----------ნ--–-----ის მხრიდან სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნაკისრი ვალდებულების შესრულება, აღნიშნული მოსარჩელეს ართმევს უფლებას მოსთხოვოს მოპასუხეს სხვა თანხის ანაზღაურება. კერძოდ, 3000 აშშ დოლარის გადახდა. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში მოთხოვნა უსაფუძვლოა.

 

2.5.11. მოსარჩელის მოთხოვნა სესხის ძირი თანხის 3000 აშშ დოლარის მოპასუხე ნ--- გ----------ნ--–-----ეზე დაკისრების თაობაზე, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია, და განმარტა, რომ ამ გარემოების მტკიცების ტვირთი, (რომ მოსარჩელემ სარჩელით არჩეულ მოპასუხეს მართლაც ასესხა 3000 დოლარი), ეკისრებოდა თავად მოსარჩელეს, რომელმაც დავის მიმდინარეობისას ვერ შეძლო ამ ფაქტის დადასტურება ვერანაირი მტკიცებულებით. შესაბამისად მისი სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

 

3.სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

სენაკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება გაასაჩივრა მ-----–- გ-------მ და მისი გაუქმება მოითხოვა.

 

3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად ჩათვალა დადგენილად რომ მოპასუხის სესხი არის 1000 დოლარი და ის სრულად არის გადახდილი, სასამართლომ სრულიად დაუსაბუთებლად მოწმის ცრუ ჩვენება და მოპასუხის ცრუ განმარტება მიიჩნია სარწმუნოდ.

 

3.2. სესხი მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში იქნა აღებული, ამდენად იგი სსკ 1158-1159-ე მუხლების შესაბამისად გასასატურემრებლადაც საერთო ვალია.

 

3.3. მოპასუხემ განმარტა რომ თანხა გადაიხადა, თუმცა ვერ დაამტკიცა ეს ფაქტი. რადგან სსკ 429-ე მუხლის შესაბამისად არ წარმოუდგენია ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

4.1.ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ წინარე გადაწყვეტილების 2.4.1-2.4.5. პუნქტებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამავე გადაწყვეტილების 2.5.1-2.5.10-ე პუნქტებში მითითებულ სამართლებრივ შეფასებებს და დამატებით მიუთითებს შემდეგს:

 

4.1. დადგენილია და სადაო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელე მ-----–- გ-------სა და სარჩელით მოპასუხე ნ--- გ----------ნ--–-----ეს ასევე მოპასუხის აწ გარდაცვლილ მეუღლეს დ----- ნ--–-----ეს შორის 2014 წლის ივნისის თვეში დაიდო სესხის ხელშეკრულება.

 

სახელდობრ:

საქმეში ს.ფ 13-ზე წარმოდგენილია შემდეგი შინაარსის ხელწერილი:

,,მე მ-----–- გ-------მ, პ/ნ 3----------, გავასესხე 1000 (ათასი) აშშ დოლარი სარგებლით თვეში 5%, ძირი ფულის გადახდამდე. მე, დ----- ნ--–-----ე ვალდებული ვარ გადავიხადო ყოველ 1 რიცხვში 5%, პასპორტის N-----------, აგრეთვე ვალდებულებას ვიღებ ნ--- გ--------- ნ--–-----ე, N-----------, რომ გადავიხადოთ ყოველ 1 რიცხვში სარგებელი“. ხელწერილს ხელს აწერენ მ. გ-------, მიმღები: დ. ნ--–-----ე, ნ. გ----------ნ--–-----ე.

 

დადგენილია, რომ ხელწერილი გრძელდება შემდეგი შინაარსით:

,,მე დ----- ნ--–-----ემ, დამატებით ავიღე 1000 ათასი დოლარი მ-----–- გ-------სგან 27 აგვისტოს 2014 წელს, სარგებელი 5% უნდა გადაიხადოს სანამ ძირ ფულს არ დააბრუნებს.“

განმცხადებელი მ. გ-------, მიმღები დ. ნ--–-----ე.

 

,,28 სექტემბერს, მივიღე 500 ხუთასი დოლარი 5% სარგებლით, რასაც ხელს ვაწერ დ. ნ--–-----ე; 03 ოქტომბერს მივიღე 500 ხუთასი დოლარი, რაზეც ხელს ვაწერ დ. ნ--–-----ე“.

აფასებს რა აღნიშნულ წერილობით მტკიცებულებას, ხელწერილს, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ

 

2)ხელწერილის პირველ ნაწილში, სადაც საუბარია 1000 აშშ დოლარის გასესხებაზე ვალდებულებას იღებს დ. ნ--–-----ე და აგრეთვე ნ--- გ----------ნ--–-----ე რაც ნიშნავს იმას, რომ 1000 დოლარის ნაწილში მოსარჩელის მიმართ პასუხისმგებელ პირებს სოლიდარულად წარმოადგენენ მოპასუხე ნ--- გ----------ნ--–-----ე და მისი აწ გარდაცვლილი მეუღლე დ----- ნ--–-----ე.

ამ ნაწილში-

დადგენილია, რომ სესხი იყო 5%-იანი.

წარმოდგენილი ხელწერილით ასევე დგინდება, რომ გარდა ზემოაღნიშნული 1000 დოლარისა დ----- ნ--–-----ემ დამატებით მოსარჩელისგან აიღო 1000 აშშ დოლარი, 5%-იანი სარგებლით 2014 წლის 27 აგვისტოს, რომლის %-იც მას უნდა გადაეხადა ძირი თანხის დაფარვამდე; ასევე 28 სექტემბერს და 3 ოქტომბერს კვლავ 500-500 დოლარი 5%-იანი სარგებლით (ჯამში 1000 დოლარი).

მოსარჩელის განმარტებით, თანხა, 3000 დოლარი, როელსაც იგი ითხოვს მოპასუხისაგან არის თავნი, სწორედ ხელწერილში მითითებული თანხების(1000+1000+500+500=3000 დოლარი) ჯამი.

3) აფასებს რა წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებას პალატა მიიჩნევს, რომ სასესხო სამართლებრივი ურთიერთობა მოსარჩელესა და მოპასუხე ნ--- გ---------ს შორის დ----- ნ--–-----ესთან ერთად არსებობდა არა 3000 დოლარზე, არამედ 1000 აშშ დოლარზე.

2000 დოლარის ნაწილში ნ--- გ--------- არ არის სესხის სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარე ე.ი. სათანადო ვალდებული პირი.

რაც შეეხება საკითხს იმის შესახებ, რომ ნ--- გ---------ს შეიძლება თუ არა დაეკისროს და მოეთხოვოს პასუხისმგებლობა მეუღლის მიერ აღებულ ვალებზე-ამ მიმართებით პალატა ყურადღებას მიაპყრობს მოპასუხის მიერ წარმოდგენილ შესაგებელს, სადაც მან სრულიად ერთმნიშვნელოვნად მიუთითა, რომ დ----- ნ--–-----ეს სამკვიდრო არ დარჩენია და რომ მისთვის ცნობილი არ არის დ----- ნ--–-----ის ვალების შესახებ.

აღნიშნული მითითების საწინააღმდეგო მითითება, მით უფრო მტკიცება მოსარჩელეს არ განუხორციელებია.

ის გარემოება, რომ დ----- ნ--–-----ემ აღებული ვალი დახარჯა ოჯახის საჭიროებისათვის, ან მას მართლაც დარჩა სამკვიდრო ქონება, რის გამოც მიღებული სამკვიდროს ფარგლებში ნ--- გ--------- იქნებოდა პასუხისმგებელი დ----- ნ--–-----ის ვალების გადახდაზე-მოსარჩელეს არ დაუდასტურებია, მეტიც არც მიუთითებია მსგავს გარემოებაზე. მითითების შემთხვევაშიც კი ეს ფაქტი მტკიცების მაღალ სტანდარტს ითხოვს მოსარჩელისაგან.

 

4.2. მხარეებს შორის სადაო არ არის ის ფაქტი, რომ დ----- ნ--–-----ე გარდაიცვალა 2015 წლის 20 ივლისს, ხოლო ნ--- გ----------ნ--–-----ემ ბოლო გადახდა განახორციელა 2016 წლის 16 თებერვალს.

 

4.3. ნ--- გ----------ნ--–-----ე განმარტავს (და ამას მ-----–- გ-------ც ადასტურებს იხ. 1-ლი ინსტანციის სხდომის ოქმი), რომ 2016 წლის 16 თებერვალს ნ--- გ---------მ ბოლო გადახდა განახორციელა მ-----–- გ-------ს მიმართ, და გადაუხადა 1000 აშშ დოლარი, რომელიც იყო თავნი, (მ-----–- გ-------ს განმარტებით 3000-დან ნაწილი 1000 ) ხოლო მანამდე რომ მ-----–- გ-------ს ნ--- ნ--–-----ე გ--------- და მისი აწ გარდაცვლილი მეუღლე დ----- ნ--–-----ე გარდაცვალებამდე(2015 წლის 20 ივლისამდე) უხდიდნენ პროცენტს, ამ ფაქტობრივ გარემოებას არ უარყოფს და ადასტურებს მ-----–- გ-------ც.

,,სესხზე გადახდილია მეორე იმდენი“-- განმარტა 1-ლი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელის წარმომადგენელმა. (უფრო კონკრეტულად იხ. 20.02.19წ. სენაკის რ/ლი სასამართლოს სხდომის ოქმი 35:30; 35:55; 40:15;)

 

4.4. იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ სესხის თანხა 1000 აშშ დოლარი ნ--- გ----------ნ--–-----ემ (დ----- ნ--–-----ესთან ერთად) მოსარჩელისაგან აიღო 2014 წლის ივნისის თვეში, და თავნი 1000 აშშ დოლარი დააბრუნა 2016 წლის თებერვალში, ამასთან სესხი იყო 5%-იანი და მოპასუხეს ერთი ამდენი ე.ი. 1000 აშშ დოლარი ჰქონდა გადახდილი მოსარჩელისათვის პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ ვალდებულება შესრულებული აქვს. (სახელდობრ: 2014 წლის 7 თვე X 50 დოლარზე + 2015წ. 12 თვე X 50 დოლარზე + 2016 წ. იანვარი X 50 დოლარზე= 350+600+50=1000 დოლარი).

 

პალატა კიდევ ერთხელ მიაქცევს ყურადღებას იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლომ მოისმინა 1-ლი ინსტანციის სხდომის ოქმი სადაც მოსარჩელის წარმომადგენელი, რომელიც იმავდროულად მისი მეუღლეა რამდენჯერმე(3-გზის) ადასტურებს, რომ თავნი 1000 დოლარი და ,,კიდე ერთი იმდენი" ანუ სულ 2000 დოლარი ნ--- გ--------- ნ--–-----ეს გადახდილი აქვს მოსარჩელისთვის, აღნიშნული ფაქტის დადასტურება თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ნ--- გ----------ნ--–-----ის მიერ მოსარჩელესთან 2014 წლის ივნისის თვეში აღებული სესხი (1000 დოლარი თვეში 5%-ის სარგებლით) ნ--- გ---------ს მიერ გასტუმრებულია, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხები ნ--- გ----------ნ--–-----ეს მოსარჩელისათვის სრულად აქვს გადახდილი.

ამ გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის.

 

დადგენილია, (ამაზე მხარეები არ დაობენ, რომ ბოლო გადახდა (1000 აშშ დოლარი) ნ--- გ---------მ განახორციელა 2016 წლის თებერვალში. არც ის ფაქტობრივი გარემოებაა სადაო, რომ ,,ერთი ამდენი კიდევ აქვს გადახდილი მოპასუხეს" (თავად მოსარჩელის განარტება (იხ. 1-ლი ინსტანციის სხდომის ოქმი)

 

პალატა არ იზიარებს მ-----–- გ-------ს იმ პოზიციას, რომ ეს 2000 დოლარი, რომელიც მას ნ--- გ----------ნ--–-----ემ გაუსტუმრა იყო 3000 დოლარის სარგებელი და არა თავნი, რადგან საქმეში წარმოდგენილი ხელწერილით უდავოდ დასტურდება რომ ნ--- გ----------ნ--–-----ემ დ----- ნ--–-----ესთან მეუღლესთან ერთად იკისრა ვალდებულება მხოლოდ 1000 დოლარზე, ხოლო სხვა თანხებზე(2000 აშშ დოლარზე) ნ--- გ---------ს ვალდებულება მ-----–- გ-------ს მიმართ სრულიად - დაუდასტურებელია. შედავების პირობებშიც ეს ფაქტი სარწმუნო მტკიცებულებით მ-----–- გ-------მ ვერ დაადასტურა.

 

4.5. რაც შეეხება მოწმედ დაკითხული ჯ--- ბ-----ს ჩვენებას რომ ეს ვალები მისთვის და მის სასარგებლოდ აიღო მისმა ბიძამ და ბიცოლამ (დ----- და ნ--- გ----------ნ--–-----ეებმა) შესაძლოა ეს მართლაც ასე იყო, თუმცა ეს გარემოება ვერანაირად ვერ შეცვლის მოსარჩელის მიმართ ვალდებული პირის, სუბიექტის ვინაობას; და ვერც იმ რეალობას, რომ 1000 დოლარის ნაწილში ვალდებულ პირს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის წინაშე წარმოადგენს ნ--- გ----------ნ--–-----ე (დ----- ნ--–-----ესთან ერთად) და არა ჯ--- ბ-----, რადგან სარჩელზე დართული ხელწერილის თანახმად სასესხო ურთიერთობა 1000 აშშ დოლარზე ერთის მხრივ მ-----–- გ-------სა და მეორეს მხრივ დ----- ნ--–-----ესა და ნ--- გ----------ნ--–-----ეს შორის ჩამოყალიბდა და არა ჯ--- ბ-----სთან.

 

მ-----–- გ-------მ თანხა, კონკრეტულ შემთხვევაში 1000 დოლარი ანდო და ასესხა ნ--- გ----------ნ--–-----ეს და მის მეუღლეს დ----- ნ--–-----ეს და არა ჯ--- ბ-----ს.

სასესხო ურთიერთობაში უპირატეს და მთავარ მტკიცებულებად ხელწერილი უნდა იქნეს მიჩნეული და არა მოწმის ჩვენება.

 

4.6. რაც შეეხება საქმეში ს.ფ. 43-ზე წარმოდგენილ 2016 წლის 9 მარტს შედგენილ ხელწერილს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ,,მე გ------ კ------მ, ე---- ბ-----სგან მივიღე 1150 ერთი ათას ას ორმოცდაათი დოლარი. დარჩა 1000 დოლარი 5%- იანი ყოველ 9 რიცხვში გადაიხდის 50 ორმოცდაათ დოლარს. ხელს ვაწერ გ. კ------.“

_ასევე საქმეში ს.ფ. 44-ზე წარმოდგენილ 24 აპრილს შედგენილ ხელწერილს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ,,ბ----- ჯ---მ გაისტუმრა ყველა ვალი, არაფერი არა აქვს მოსატანი. გ. კ------“.

პალატის მოსაზრებით, ვერც აღნიშნული მტკიცებულებები შეფასდება განსახილველი დავის ფარგლებში სამართლებრივად ღირებულ და მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებებად, გამომდინარე იქედან, რომ ზემოაღნიშნული ხელწერილებით სასესხო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი არიან გ. კ------, ჯ--- ბ----- და ე---- ბ----- და არა განსახილველი დავის მონაწილე მხარეები: მ-----–- გ------- და ნ--- გ----------ნ--–-----ე; ზემოაღნიშნული ხელწერილებით არ ირკვევა, რომ ე---- ბ-----მ ან ჯ--- ბ-----მ გაისტუმრეს საკუთრივ ნ--- გ---------ს ვალი და არა რაიმე სხვა ვალი.

 

პალატა კიდევ ერთხელ მიუთითებს განსახილველი სამოქალაქო დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან მტკიცებულებაზე ხელწერილზე(ს.ფ. 13) რომლითაც უდავოდ დგინდება, რომ სასესხო ურთიერთობა 1000 დოლარზე წარმოშობილია მ-----–- გ-------ს და დ----- ნ--–-----ესა და ნ--- გ----------ნ--–-----ეს შორის.

 

საქმის მასალების გაცნობის, მათი ანალიზისა და გამოკვლევის, მხარეთა განმარტებების და 1-ლი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმის მოსმენის, მოსარჩელის განმარტების შედეგად სააპელაციო სასამართლო ასკვნის შემდეგს: მოსარჩელე მ-----–- გ-------ს წარმომადგენლის მტკიცებით მოპასუხე ნ--- გ----------ნ--–-----ეს 2016 წლის 16 თებერვალს გადახდილი აქვს სესხის ძირი თანხა 1000 აშშ დოლარის ოდენობით. სესხებზე გადახდილია მეორე იმდენი". ანუ ჯამში დაახლოებით 2000 აშშ დოლარი, ამ ფაქტს მოსარჩელე არ უარყოფს(3-ჯერ დადასტურა ეს გარემოება იხ. 1-ლი ინსტანციის სხდომის ოქმი), აღნიშნული კი მხარეებს შორის არსებული ვალდებულებითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველია. პალატა განმარტავს, რომ მოცემულ საქმეზე მხარეებს შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა შეწყდა ვალდებულების შესრულებით ანუ ვალის გასტუმრებით.

 

4.7. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (იმ პერიოდში მოქმედი რედაქციით), სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად დადგენილია, რომ “ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას”.

 

ამავე კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად კი, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით.

 

4.8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად - ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

4.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 387-ე მუხლის თანახმად ,,თუ მოვალეს ეკისრება კრედიტორისათვის სხვადასხვა ვალდებულებებიდან გამომდინარე ერთმანეთის მსგავსი რამდენიმე შესრულება და ის რაც შესრულდა არ არის საკმარისი ყველა ვალის დასაფარავად მაშინ დაიფარება ის ვალდებულება, რომელსაც მოვალე ამოირჩევს, ხოლო თუ მოვალე არ ამოირჩევს, მაშინ დაიფარება ის ვალი, რომლის გადახდის ვადაც პირველად დადგა“...

 

თუ აღნიშნული რეგულაციის კონტექსტში განვიხილავთ წინარე გადაწყვეტილებით უკვე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს უდავოა, რომ მოვალეს ნ--- გ----------ნ--–-----ეს არანაირი სხვადასხვა ვალდებულება მოსარჩელის მიმართ არ გააჩნდა (ანუ დარჩენილ 2000 დოლარზე იგი არ იყო პასუხისმგებელი პირი). ერთადერთი ვალდებულება და სესხი, რაც მას გააჩნდა მოსარჩელის მიმართ დ----- ნ--–-----ესთან ერთად ეს იყო ვალი-1000 დოლარის ოდენობით.

 

მოსარჩელე აღიარებს, რომ მოპასუხისაგან, ნ--- გ---------საგან მას მთლიანად 2016 წ. თებერვლამდე მიღებული აქვს 2000 დოლარი. (1000 დოლარი 2016 წლის სექტემბერში მომიტანა, ერთი იმდენი კი მანამდე).

 

უდავოა, რომ მოსარჩელე მოპასუხისგან ითხოვს 3000 დოლარს თავნს და მიუთითებს, რომ ეს არის ხელწერილში დაფიქსირებული თანხები (თავნი). მოსარჩელე მოპასუხისაგან არ ითხოვს პროცენტს. ამბობს რომ პროცენტები გადახდილია. რომ ნ--- გ---------ს მისთვის ერთი ამდენი უკვე აქვს გადახდილი.

 

გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა ვალის გადახდით-შეწყვეტილია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად ,,ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით“.

 

4.10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტს, რომლის შესაბამისადაც, მხარემ უნდა ამტკიცოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა დამტკიცება მისთვის ობიექტურად შესაძლებელია. სწორედ აღნიშნულ სტანდარტს ეფუძნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

პალატა თვლის, რომ თავად მხარეები განსაზღვრავენ მტკიცებულებათა წრეს მოთხოვნის საფუძვლის, თუ მოთხოვნის საპირისპიროს დასადასტურებლად; მოსარჩელე მხარემ მოთხოვნის დასადასტურებლად ვერ მიუთითა კონკრეტულ მტკიცებულებებზე (3000 დოლარის, უფრო სწორად 2000 დოლარის ნ--- გ----------ნ--–-----ეზე გასესხების შესახებ) და ვერ წარმოადგინა ისინი, ასევე ვერ გააქარწყლა მოპასუხის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მან მოსარჩელეს ვალი 1000 დოლარი თავის პროცენტებიანად გადაუხადა და რომ საქმეში არსებული ხელწერილის მიხედვით 2014 წლის 27 აგვისტოს, 28 სექტემბრის და 3 ოქტომბერს მისი აწ გარდაცვლილი მეუღლის მიერ აღებული ვალების შესახებ მისთვის ცნობილი არ იყო, და რომ დ----- ნ--–-----ეს სამკვიდრო არ დარჩენია, ან დ----- ნ--–-----ის მიერ აღებული 2000 დოლარი მოხმარდა სწორედ ოჯახის საჭიროებას. მეტიც, მოწმის ჯ--- ბ-----ს განმარტებით ეს ვალი დ----- ნ--–-----ემ არა თავისი ოჯახის, არამედ დისშვილის ჯ--- ბ-----ს საჭიროებისათვის აიღო. გამომდინარე აღნიშნულიდან პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელის მხრიდან მტკიცების ტვირთის საპროცესო ვალდებულება სარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობის დასადასტურებლად საკმარისად ვერ განხორციელდა, რის გამოც მხარეთა 3000 დოლარიდან 2000 დოლარის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის ფაქტი - სასამართლომ არ ჩათვალა დადგენილად. სადაო თანხების სრულად გასტუმრების შესახებ საქმეში ს.ფ. 13-ზე თავად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ხელწერილით კი უდავოდ დგინდება (და ამას ნ--- გ----------ნ--–-----ეც ადასტურებს), რომ სესხის ხელშეკრულება დაიდო 1000 დოლარზე თვეში 5%-ის სარგებლის გადახდის ვალდებულებით -ძირი თანხის გადახდამდე.

 

შესაბამისად, ზემოაღნიშნული გარემოებების გაზიარებით, პალატა მიიჩნევს, რომ მ-----–- გ-------ს სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

4.11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მ-----–- გ-------ს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმით არსებითად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, მ-----–- გ-------ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მ-----–- გ-------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს - უცვლელად უნდა დარჩეს სენაკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს (აპელანტს) გადახდება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რა ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა სარჩელი, ხოლო მოპასუხეს (მოწინააღმდეგე მხარეს), სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული; თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

 

ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის მ-----–- გ-------ს მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 324 ლარის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 2591-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ-----–- გ-------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. სენაკის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;

3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5-6 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

5.განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე თამარ სვანიძე