განაჩენი

სისხლის სამართლის 25.03.2020
საქმის ნომერი
080100119003125473
ინსტანცია
თარიღი
25.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100119003125473

საქმე №1/ბ-146-2020წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

19 მარტი, 2020 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე ო------ თ--------ის ძე კ----------ის მიმართ, დაბადებული: 198- წლის 13 თ--------–ს, პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, ნასმართლობის არმქონე, მცხოვრები ქ. ქ. ქუთაისი, ხ--------ს ქუჩა N6/134.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ო----- კ----------ემ ჩაიდინა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 10 ივლისს, ღამის საათებში, ქუთაისში, ხ--------ს ქუჩა N6/134-ში მდებარე ბინის საძინებელ ოთახში ო------ კ----------ემ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით არასრულწლოვანი შვილის 2017 წლის 15 ნ--------- დაბადებული გ-------– კ----------ის თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს ქ--------ე ბ--–-------ეს. კერძოდ: ო------ კ----------ე თვლის, რომ ცოლი ვალდებულია მის სურვილებს და მითითებებს დაემორჩილოს და მასთან შეთანხმების გარეშე არაფერი გადაწყვიტოს. ვინაიდან ქ--------ე ბ--–-------ე მეუღლესთან შეთანხმების გარეშე დაპირდა ნათესავს ოჯახის კუთვნილი პლანშეტის დროებით სარგებლობაში გადაცემას, აღნიშნულით განაწყენებულმა ო------ კ----------ემ რამდენჯერმე შეაგინა მას დედისა და ახლო ნათესავების მისამართით და გაშლილი ხელი დაარტყა სახეში, რის შედეგადაც ქ--------ე ბ--–-------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 15 იანვრის განაჩენით ო------ კ----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.

 

ო------ კ----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

 

ო------ კ----------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 10 ივლისიდან - 2019 წლის 12 ივლისის ჩათვლით.

 

სააპელაციო საჩივრის მოტივები:

 

აპელანტი - დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორი რ----- თ---------ა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 15 იანვრის განაჩენში, სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ო----- კ----------ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას. შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი არის ლმობიერი, სასამართლომ არ გაითვალისწინა ო----- კ----------ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმნედების სიმძიმე, საზოგადოებრივი საშიშროება და ქმედების შედეგი. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ოჯახის წევრის, ქალის მიმართ გენდერული დისკრიმინაციის და ძალადობის გათვალისწინებით, აუცილებელია ო----- კ----------ის მიმართ გამოყენებულ იქნას ისეთი სასჯელი, რომელიც წარმოადგენს მისი ქმედების პროპორციულ ღონისძიებას, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, მართლწინააღმდეგობა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და საბოლოოდ შეამციროს მსჯავრდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

აპელანტი - მსჯავრდებულ ო----- კ----------ის ინტერესების დამცველი ადვოკატი კ------- გ--–-----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 15 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანას, დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას და ო----- კ----------ის მიმართ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნას. შემდეგ მოტივებზე მითითებით: განაჩენი სასჯელის ნაწილში არის ზედმეტად მკაცრი, ვინაიდან ო----- კ----------ე აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არ არის ნასამართლევი, ბრალდების მხარის მტკიცებულებები სადაო არ გაუხდია, ჩადენილია ნაკლებად მძიმე ხასიათის დანაშაული. მსჯავრდებულისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი საზიანო იქნება მისთვის და ოჯახისთვის, რადგან იგი პერიოდულად დადის აღმოსავლეთ ევროპაში და ფიზიკური შრომით გამოიმუშავებს ფულად თანხას, ხოლო პირობითი მსჯავრის შემთხვევაში, მას ამის საშუალება შეზღუდული ექნება უახლოესი ორი წლის მანძილზე, რაც მნიშვნელოვნად აისახება არა მარტო მის პირად მატერიალურ, არამედ ოჯახის და შვილების მდგომარეობაზეც.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ პროკურორის და მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ო----- კ----------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულ ქ--------ე ბ--–-------ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების: ი-–------------------------------------------------------------------------------------------- ბ--–-------ის გამოკითხვის ოქმებით, შეტყობინებებით საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, შემაკავებელი ორდერით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ ო----- კ----------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრებითაა სადავოდ გამხდარი.

 

მსჯავრდებულ ო----- კ----------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის განსაზღვრისას თანაზომიერების პრინციპიდან გამომდინარე კანონით განსაზღვრული ნორმები ლეგიტიმურ მიზანს, გამოსადეგობას და პროპორციულობას უნდა ემსახურებოდეს. პროპორციულობა - კონსტიტუციურობის უნივერსალური კრიტერიუმია. სასჯელის მიზნები კი თავისებური ორიენტირია სასამართლოსათვის სასჯელის დანიშვნისას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან); სასამართლომ ასევე მხედველობაში მიიღო მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად, მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ო----- კ----------ის მიმართ დანიშნული სასჯელის როგორც გამკაცრების, ასევე შემსუბუქების საფუძველი. შესაბამისად გასაჩივრებული განაჩენი ო----- კ----------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორის რ----- თ---------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

მსჯავრდებულ ო----- კ----------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის კ------- გ--–-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 15 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ო------ კ----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 02(ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ო------ კ----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

 

ო------ კ----------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 10 ივლისიდან - 2019 წლის 12 ივლისის ჩათვლით.

 

საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, მსჯავრდებულ ო------ კ----------ეს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო კონტროლი მის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებად ცნობილი: საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტომასალა ერთ ცალ დისკზე, შსს საინფორმაციო ცენტრ 112-ის აუდიო ჩანაწერი ერთ ცალ დისკზე - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე