განაჩენი

სისხლის სამართლის 25.03.2020
საქმის ნომერი
050100119003033440
ინსტანცია
თარიღი
25.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 050100119003033440

საქმე №1/ბ-167-2020წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

20 მარტი, 2020 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბ----- გ------ის ძე ს-----------–---–ის მიმართ დაბადებული: 198- წლის 18 დ-------ის, პირადი ნომერი: 4----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: რეგისტრირებული ჩოხატაური, სოფელი ზემო ს------ი, ფაქტობრივად მცხოვრები ჩოხატაური, სოფელი დ---–-–--ე, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 16 იანვრის განაჩენზე, პროკურორის სააპელაციო საჩივრით,აღწერილობითი ნაწილი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

 

ბ----- ს-----------–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა 1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის (2018 წლის 12 ნოემბრიდან 2019 წლის 3 მარტამდე ეპიზოდი). 2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის (2019 წლის 24 თებერვლის ეპიზოდი); 3. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის (2019 წლის 16 მარტის ეპიზოდი); 4. შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.

 

რაც გამოიხატა შემდეგში:

 

1. 2018 წლის 12 ნოემბრიდან 2019 წლის 03 მარტამდე, ბ----- ს-----------–---–ი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დ---–-–--ეში, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში, მეუღლეს ს-------- ნ-----ს, რომელთანაც რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება 2015 წლიდან, ნასამართლობის გაქარწყლებამდე, უსაფუძვლო ეჭვიანობის ნიადაგზე, მათი არასრულწლოვანი შვილების - გ------, გ----, შ----, დ----- და გ------- ს-----------–---–ების თანდასწრებით, სისტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა გინებით და უწმაწური სიტყვების მიმართვით, რითაც ს-------- ნ----- განიცდიდა ტანჯვას. იგი მსჯავრდებულია მის მიერ განხორციელებული ოჯახური ძალადობისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით,2. 2019 წლის 24 თებერვალს, დაახლოებით 14:00 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ბ----- ს-----------–---–მა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დ---–-–--ეში, ს---–ში ყოფნისას, მეუღლეს ს-------- ნ-----ს, რომელთანაც რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება 2015 წლიდან, ლომბარდში ჩაბარებულ ოქროს სამკაულებთან დაკავშირებით ურთიერთშელაპარაკებისას დაუწყო გინება და რამდენჯერმე ჩაარტყა ხელი თავის და გულმკერდის არეში, რითაც მიაყენა ფიზიკური ტკივილი.

 

3. 2019 წლის 16 მარტს, დაახლოებით 18:00 საათზე, ბ----- ს-----------–---–მა მეუღლეს - ს-------- ნ-----ს, მიუხედავად იმისა, რომ შემაკავებელი ორდერით ეკრძალებოდა მასთან მიახლოება, ალკოჰოლით მთვრალმა მიაკითხა საცხოვრებელ ს---–ში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დ---–-–--ეში და მათი არასრულწლოვანი შვილის - გ---- ს-----------–---–ის თანდასწრებით, განაწყენებულმა იმ მიზეზით, რომ მის მიმართ გაცემული იყო შემაკავებელი ორდერი, ს-------- ნ-----ს მისაღებ ოთახში დაუწყო გინება, რა დროსაც იგი თმების მოქაჩვით წააქცია საწოლზე, მარცხენა ხელი ჩაჭიდა მკლავში, ხოლო მარჯვენა ხელი რამდენჯერმე ჩაარტყა თავის არეში, შემდეგ ძალით გაიყვანა სამზარეულო ოთახში, სადაც მუშტების რამდენჯერმე დარტყმით ცემა თავის და ზურგის არეში და აღნიშნული ძალადობით მიაყენა ფიზიკური ტკივილი და მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯ---------–---ის მოუშლელად.

 

4. 2019 წლის 03 მარტს, შსს ჩოხატაურის რაიონულ სამმართველოში გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც ბ----- ს-----------–---–ს 30 დღით აეკრძალა მსხვერპლის - მეუღლის ს-------- ნ-----ს საცხოვრებელ ს---–თან, მასთან და იმ ადგილთან მიახლოება, სადაც ეს უკანასკნელი იმყოფებოდა, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა, ბ----- ს-----------–---–მა 2019 წლის 16 მარტს, ასევე მეორე დღეს 17 მარტს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დ---–-–--ეში, საცხოვრებელ ს---–ში მიაკითხა ს-------- ნ-----ს, რითაც დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 16 იანვრის განაჩენით ბ----- ს-----------–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, ,,ე’’ ქვეპუნქტებით (2018 წლის 12 ნოემბრიდან 2019 წლის 3 მარტამდე ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით (2019 წლის 24 თებერვლის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, ,,ე’’ ქვეპუნქტებით (2019 წლის 16 მარტის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდა.

 

ბ----- ს-----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

ბ----- ს-----------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

მასვე,სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყო დაკავების დღიდან - 2019 წლის 12 ივნისიდან.

 

ბ----- ს-----------–---–ს განემარტა, რომ მას, როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, ,,ე’’ ქვეპუნქტებით (2018 წლის 12 ნოემბრიდან 2019 წლის 3 მარტამდე ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით (2019 წლის 24 თებერვლის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, ,,ე’’ ქვეპუნქტებით (2019 წლის 16 მარტის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში გამართლებულ პირს, უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი მ------ ნ--------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 16 იანვრის ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და ბ----- ს-----------–---–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, ,,ე’’ ქვეპუნქტებით (2018 წლის 12 ნოემბრიდან 2019 წლის 3 მარტამდე ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით (2019 წლის 24 თებერვლის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, ,,ე’’ ქვეპუნქტებით (2019 წლის 16 მარტის ეპიზოდი); 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობას და დანაშაულთა ერთობლიობით ისეთი სასჯელის დანიშვნას, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან. შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი ბ. ს-----------–---–ის გამართლების ნაწილში არის დაუსაბუთებელი, უკანონო და არ გამომდინარეობს სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებიდან. ბ----- ს-----------–---–ის მხრიდან ძალადობის ჩადენა, გარდა დაზარალებულის ს-------- ნ-----ს ჩვენებისა და მისი მონაწილებით ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა, სხვა არაერთი მტკიცებულებეით დასტურდება, კერძოდ: მოწმეების - ნ----- ნ-----ს, ა---------– ნ-----ს, ნ--- შ---–--ის, თ---------- უ------------ის, მ--–---- მ----–--ის, მ-–- წ-------ის, გ------- ჯ--------ის და დ----- ი------ის ჩვენებებით, შეტყობინებით, დაზარალებულის სამედიცინო დოკუმენტაციით, ექიმ ნ----- კ-----ის ჩვენებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და ექსპერტ გ------- გ-------–-–---–ის ჩვენებით. ზემოთ აღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ბ----- ს-----------–---–ის მხრიდან ადგილი ჰქონდა არა მხოლოდ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობას, არამედ მეუღლის ს-------- ნ-----ს მიმართ განხორციელებულ სისტემატურ დამცირებას, შეურაცხყოფას და ძალადობის ფაქტს, მათივე არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით.

 

მსჯავრდებულ ბ----- ს-----------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის თ------ ჟ----ას მიერ წარმოდგენილია შესაგებელი, რომლითაც გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო საჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივარს ბ----- ს-----------–---–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, ,,ე’’ ქვეპუნქტებით (2018 წლის 12 ნოემბრიდან 2019 წლის 3 მარტამდე ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით (2019 წლის 24 თებერვლის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, ,,ე’’ ქვეპუნქტებით (2019 წლის 16 მარტის ეპიზოდი) დამნაშავედ ცნობის ნაწილში. შემდეგ გარემეობათა გამო:

 

დაზარალებულმა ს-------- ნ-----მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დაწყებამდე უარი განაცხადა მეუღლის - ბ----- ს-----------–---–ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ამასთან, პროკურორის შეკითხვებზე დაზარალებულ ს-------- ნ-----ს არ დაუდასტურებია ბ----- ს-----------–---–ის მიერ, არასრულწლოვანის თანდასწრებით მის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფისა და დამცირების, ასევე ძალადობის განხორციელებისა და ამ ძალადობის შედეგად მის მიმართ ფიზიკური ტკივილის ან ტანჯვის მიყენების ფაქტი. დაზარალებულმა ს-------- ნ-----მ სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, თუმცა დაადასტურა, რომ ბ----- ს-----------–---–მა დ---–-–--ეში მიაკითხა, სადაც მისვლა ეკრძალებოდა. აღნიშნულის შესახებ ნ--- შ---–--ემ შეატყობინა პოლიციას.

 

არასრულწლოვანმა - გ---- ს-----------–---–მა, შ---- ს-----------–---–მა და გ------ი ს-----------–---–მა სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე.

 

სასამართლო სხდომაზე პოლიციის თანამშრომლებმა - მ-–- წ-------ემ, გ------- ჯ--------ემ, დ----- ი------ემ დაადასტურეს, რომ ბ----- ს-----------–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.

 

შსს ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა მ--–---- მ----–--ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს, ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა თ---------- უ------------ემ განმარტა, რომ საქმეზე ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებები და დაადასტურა მათი სისწორე.

 

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ გ------- გ-------–-–---–ის ჩვენების და მის მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სამედიცინო დოკუმენტაციის მონაცემებით (შპს ,,ჯ---------–---ის ს---–ი გ------ში’’ ცნობა N----- ჯ---------–---ის მდგომარეობის შესახებ, დათარიღებული 17.03.2019 წელი) ს-------- ნ-----მ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 17.03.2019 წელს 13:25 საათზე, საიდანაც გაეწერა იმავე დღეს 14:05 საათზე დიაგნოზით: მარცხენა მხრის ზედაპირული დაზიანება. მას ასევე აღენიშნებოდა სამი სისხლნაჟღენთი მარცხენა მხრის ზედა მესამედში ლატერალურ არეში. 17.03.2019 წელს 22:19 - 22:30 საათზე ჩატარებული პირადი გასანჯვით ს-------- ნ-----ს სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში). დაზიანებები განვითარებული არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯ---------–---ის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ჩოხატაურის კლინიკის ,,ჯ---------–---ის ს---–ი გ------ში’’ მორიგე ექიმმა ნ----- კ-----ემ დაადასტურა 2019 წლის 17 მარტს, 13:30 საათზე სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ ს-------- ნ-----ს კლინიკაში მიყვანის ფაქტი.

 

2019 წლის 17 მარტის N------ შეტყობინების თანახმად, ნ--- შ---–--ემ სამართალდამცავ ორგანოს აცნობა, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დ---–-–--ეში ბ----- ს-----------–---–ის ოჯახში ადგილი ჰქონდა ოჯახურ კონფლიქტს.

 

2019 წლის 17 მარტის N------ შეტყობინების თანახმად, კლინიკა ,,ჯ---------–---ის ს---–ი გ------ს’’-ს მორიგე ექიმმა ნ----- კ-----ემ სამართალდამცავ ორგანოს აცნობა, რომ კლინიკაში მიყვანილია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დ---–-–--ეში მცხოვრები ს-------- ნ-----, დიაგნოზით მარცხენა მხრის ზედაპირული დაზიანება.

 

მოწმის სახით დაკითხულ მ-–- წ-------ის ჩვენების თანახმად, ის მუშაობს შსს ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2019 წლის 03 მარტს მიიღო თ---------- უ------------ის პატაკი ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, ბ----- ს-----------–---–ის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემის თაობაზე. ჩოხატაურის რაიონულ სამმართველოში ს-------- ნ-----ს დაუკავშირდა მეუღლე - ბ----- ს-----------–---–ი რომელმაც მუქარით მოსთხოვა დროულად მისულიყო ს---–ში. ს-------- ნ-----მ ითხოვა მეუღლის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემა. 2019 წლის 03 მარტს გამოცემულ შემაკავებელ ორდერში მსხვერპლად დაფიქსირებულია ს-------- ნ-----, ხოლო მოძალადედ ბ----- ს-----------–---–ი. შემაკავებელი ორდერის მიხედვით, მსხვერპლის მიმართ განხორციელდა ფსიქოლოგიური ძალადობა, რის გამოც მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. შემაკავებელი ორდერი გააცნო როგორც მსხვერპლს, ასევე მოძალადეს, რაც დადასტურებულია მათი ხელმოწერებით. ორდერი გამოცემული იქნა 30 კალანდარული დღით. შემაკავებელი ორდერის ასლი ბ----- ს-----------–---–ს ჩააბარა 2019 წლის 03 მარტს, ხოლო 05 მარტს შსს ჩოხატაურის რაიონულ სამმართველოში ამ უკანასკნელს გააცნო მისი ვალდებულებები. როგორც ორდერის გამომცემი პირი ანხორციელებდა მონიტორინგს შემაკავებელი ორდერით გათვალისწინული პირობების შესრულებაზე, რა დროსაც ახდენდა სატელეფონო გასაუბრებას მსხვერპლთან და მოძალადესთან. 2019 წლის 17 მარტს, 12:32 საათზე დაურეკა ს-------- ნ-----ს, რომელმაც უთხრა, რომ მასთან მისული იყო ბ----- ს-----------–---–ი. დაახლოებით 10 წუთში, შსს ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს გამომძიებლთან ერთად მივიდა ჩოხატაურის მუნციპალიტეტის სოფელ დ---–-–--ეში მდებარე ს-------- ნ-----ს საცხოვრებელ ს---–ში, სადაც დაინახა ბ----- ს-----------–---–ი, რომელიც მიიმალა. ს-------- ნ-----სგან გაიგო, რომ 2019 წლის 16 მარტს მასთან იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბ----- ს-----------–---–ი, რომელიც პასუხს სთხოვდა პოლიციის მიერ შემაკავებელი ორდერის გამოცემის გამო. მოწმის განმარტებით, 2019 წლის 03 მარტს, შემაკავებელი ორდერის გამოცემის მომენტისთვის ოჯახური ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. შემაკავებელი ორდერის გამოცემა მოხდა ს-------- ნ-----ს გამოკითხვიდან და შემაკავებელი ორდერის ოქმში არსებული ქულებიდან გამომდინარე.

 

მოწმის სახით დაკითხულ გ------- ჯ--------ის ჩვენების თანახმად, ის მუშაობს შსს ჩოხატაურის რაიონულ სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2019 წლის 17 მარტს ჩოხატაურის რაიონულ სამმართველოში ნ--- შ---–--ისაგან მიიღეს შეტყობინება ბ----- ს-----------–---–ის მიერ ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით. შემდეგ თვით ს-------- ნ----- მივიდა პოლიციის შენობაში, რადგან კონფლიქტი ჰქონდა მეუღლესთან - ბ----- ს-----------–---–თან, რის გამოც შემაკავებელი ორდერი იყო გამოცემული. წინა დღეს, 16 მარტს ბ----- ს-----------–---–ი ნასვამი მისულა ს-------- ნ-----სთან, რის შესახებაც ნ--- შ---–--ემ შეატყობინა პოლიციას.

 

მოწმის სახით დაკითხულ დ----- ი------ის ჩვენების თანახმად, ის მუშაობს ჩოხატაურის რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2019 წლის 17 მარტს, მ-–- წ-------ესთან ერთად იმყოფებოდა შემოვლაზე, რა დროსაც ამ უკანასკნელს ს-------- ნ-----მ აცნობა, რომ 16 მარტს მასთან მისული იყო ბ----- ს-----------–---–ი, რომლის მიმართ გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი 30 დღის ვადით. მალევე მივიდნენ სოფელ დ---–-–--ეში, ს-------- ნ-----ს საცხოვრებელ ს---–თან. ეზოში დაინახა ბ----- ს-----------–---–ი, რომელიც ჭიშკრიდან სწრაფად გადმოვიდა და საპირისპირო მიმართულებით წავიდა. ს-------- ნ-----სგან გაიგეს ბ----- ს-----------–---–ის მიერ შემაკავებელი ორდერის დარღვევის თაობაზე, რადგან ბ----- ს-----------–---–ს ერთი თვით აეკრძალა სოფელ დ---–-–--ეში ს-------- ნ-----ს ს---–ში მისვლა. ს-------- ნ----- ითხოვდა დახმარებას შემაკავებელი ორდერის დარღვევის გამო.

 

მოწმის სახით დაკითხულ შსს ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელის მ--–---- მ----–--ის ჩვენების თანახმად, შსს ჩოხატაურის რაიონულ სამმართველოში შესული შეტყობინების საფუძველზე მიმდინარეობდა გამოძიება ოჯახური ძალადობის ფაქტზე, რაც ს-------- ნ-----მ არ დაადასტურა გამოკითხვის დროს. მეუღლესთან განხორციელებული კომუნიკაციისას ბ----- ს-----------–---–მა ს-------- ნ-----ს უთხრა, რომ იცოდა სად იმყოფებოდა და ნახავდა რაც დაემართებოდა. ამის გამო გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი. შემაკავებელი ორდერის გამოცემის შემდეგ ბ----- ს-----------–---–ი ცხოვრობდა სოფელ ზემო ს------ში. ამ უკანასკნელის მიერ შემაკავებელი ორდერის დარღვევის თაობაზე გაიგო მ-–- წ-------ისაგან.

 

მოწმის სახით დაკითხულ შსს ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლის თ---------- უ------------ის ჩვენების თანახმად, 2019 წლის 02 მარტს დაიწყო გამოძიება ბ----- ს-----------–---–ის მიერ მეუღლის მიმართ ძალადობის ფაქტზე, რაც არ დადასტურდა. გამოკითხვის დროს, ს-------- ნ-----ს დაურეკა ბ----- ს-----------–---–მა, რომელმაც იცოდა, რომ ს-------- ნ----- საგამოძიებო ორგანოში იმყოფებოდა და მუქარით მოსთხოვა ს---–ში მისვლა. მან შეადგინა პატაკი, რომლითაც მიზანშეწონილად მიიჩნია შემაკავებელი ორდერის გამოცემა, რაც შესასრულებად დაეწერა უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს - მ-–- წ-------ეს. ბ----- ს-----------–---–ის მუქარის შესახებ ინფორმაცია ს-------- ნ-----მ წერილობითაც დაადასტურა მ-–- წ-------ესთან გამოკითხვის დროს, რის გამოც გამოიცა შემაკავებელი ორდერი ერთი თვის ვადით და ბ----- ს-----------–---–ს სხვა ვალდებულებებთან ერთად აეკრძალა ს-------- ნ-----სთან მიახლოება. შემაკავებელი ორდერის დარღვევა მოხდა მ-–- წ-------ის მიერ მონიტორინგის წარმოების დროს. მ-–- წ-------ემ პირადად ნახა თუ როგორ გამოვიდა ბ----- ს-----------–---–ი ს-------- ნ-----ს ს---–იდან, სადაც ეკრძალებოდა მიახლოება და პოლიციის ავტომანქანის დანახვაზე გაიქცა.

 

მოწმის სახით დაკითხულ ნ----- ნ-----ს ჩვენების თანახმად, ის არის ს-------- ნ-----ს და. ბ----- ს-----------–---–ი, რომლის მიმართაც შემაკავებელი ორდერი იყო გამოცემული, სოფელ დ---–-–--ეში არ უნდა ყოფილიყო, რადგან აკრძალული ჰქონდა ს-------- ნ-----სთან მიახლოება.

 

2019 წლის 03 მარტის შემაკავებელი ორდერი N------ თანახმად, მოძალადე - ბ----- ს-----------–---–მა მსხვერპლის - ს-------- ნ-----ს მიმართ განახორციელა რა ფსიქოლოგიური ძალადობა, შემაკავებელი ორდერის მე-8 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’, ,,გ’’, ,,დ’’ პუნქტებით ბ----- ს-----------–---–ს განესაზღვრა შემდეგი ვალდებულებები: აეკრძალა იმ ს---–თან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, მოძალადეს ასევე აეკრძალა თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობა. ორდერის მოქმედების ვადად განისაზღვრა 30 (ოცდაათი) დღე. შემაკავებელი ორდერი ხელმოწერილია ბ----- ს-----------–---–ის და ს-------- ნ-----ს მიერ.

 

2019 წლის 03 მარტის შემაკავებელი ორდერის ოქმის N------ თანახმად, ოქმში დაფიქსირებულია სავარაუდო მსვერპლის - ს-------- ნ-----ს მიერ მიწოდებული ინფორმაცია განმეორებითი ძალადობის რისკების განსაზღვრის მიზნით. მიწოდებული ინფორმაცია დადასტურებულია ს-------- ნ-----ს ხელმოწერით.

 

შემაკავებელი ორდერით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებაზე მონიტორინგის მიზნით, ძალადობის მსხვერპლთან სატელეფონო გასაუბრების 2019 წლის 17 მარტის ოქმით დასტურდება, რომ მსხვერპლმა - ს-------- ნ-----მ დაადასტურა ბ----- ს-----------–---–ის მხრიდან შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტი, კერძოდ 2019 წლის 16 და 17 მარტს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დ---–-–--ეში მდებარე ს-------- ნ-----ს საცხოვრებელ ს---–ში ბ----- ს-----------–---–ის მისვლის ფაქტი.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების მოპოვებისას, საპროცესო კანონმდებლობის ისეთ დარღვევებს, რაც გავლენას იქონიებდა საქმის საბოლოო შედეგზე, ადგილი არ ჰქონია. ისინი რელევანტურია, უტყუარია და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბ----- ს-----------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტს.

 

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, ,,ე’’ ქვეპუნქტებით (2018 წლის 12 ნოემბრიდან 2019 წლის 3 მარტამდე ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით (2019 წლის 24 თებერვლის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, ,,ე’’ ქვეპუნქტებით (2019 წლის 16 მარტის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებით ბ----- ს-----------–---–ის დამნაშავედ ცნობისათვის.

 

პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის დებულებას იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ბ----- ს-----------–---–ის მხრიდან ს-------- ნ-----ს სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება, რაც გამოიწვევდა მის ტანჯვას, არასრულწლოვანის თანდასწრებით, აგრეთვე ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი. აქვე პალატა ყურდღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ დაზარალებულმა ს-------- ნ-----მ გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ, ასევე აღსანიშნავია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების ირგვლივ ვერც სხვა პირებმა მისცეს სასამართლოს ისეთი ჩვენებები, რომლებიც სარწმუნო იქნებოდა და ამ ნაწილში დადგებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებების შესახებ და შესაბამისად სასამართლო სწორედ ამ მტკიცებულებას შეაფასებს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას. რაც შეეხება, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ნაწილში მითითებულ საკითხს, რომ ს-------- ნ-----ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით, არ არის საკმარის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, ვინაიდან არ არსებობს იმის შესახებ სხვა რაიმე მტკიცებულება კონკრეტულად თუ ვინ და რა ვითარებაში მიაყენა აღნიშნული დაზიანება ს-------- ნ-----ს.

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ ბ----- ს-----------–---–ის ქმედება არ შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, ,,ე’’ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ნიშნებს.

 

შესაბამისად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland)

 

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასებისას წარმოშვებული ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ასევე ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები; სასამართლომ ასევე მხედველობაში მიიღო მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად, მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი ბ----- ს-----------–---–ის მიმართ დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანია და უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ პუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ------ ნ--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 16 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

ბ----- ს-----------–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, ,,ე’’ ქვეპუნქტებით (2018 წლის 12 ნოემბრიდან 2019 წლის 3 მარტამდე ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით (2019 წლის 24 თებერვლის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, ,,ე’’ ქვეპუნქტებით (2019 წლის 16 მარტის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდეს.

 

ბ----- ს-----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ბ----- ს-----------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

ბ----- ს-----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 12 ივნისიდან.

 

ბ----- ს-----------–---–ს განემარტოს, რომ მას, როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, ,,ე’’ ქვეპუნქტებით (2018 წლის 12 ნოემბრიდან 2019 წლის 3 მარტამდე ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით (2019 წლის 24 თებერვლის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, ,,ე’’ ქვეპუნქტებით (2019 წლის 16 მარტის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში გამართლებულ პირს, უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

- სატელეფონო შეტყობინების აუდიოჩანაწერი დისკზე, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარატმენტის ჩოხატაურის რაიონულ სამმართველოში, დაერთოს მოცემულ საქმეს და შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

- სახრახნისი და სასხლავი მაკრატელი, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარატმენტის ჩოხატაურის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს ბ----- ს-----------–---–ის ოჯახის სრულწლოვან წევრს.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე