განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010210019001853213
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-277-2019 26 დეკემბერი, 2019 წელი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ლაურა მიქავა
მოსამართლეები: თამარ სვანიძე
ინდირა მაშანეიშვილი
სხდომის მდივანი - ბექა გიორგაძე
აპელანტი (მოსარჩელე) - ლ---–- ბ-------ე
წარმომადგენელი - დ----------------ე
მოწინააღმდეგე მხარე - შპს მ---- ლ---------------ი
წარმომადგენელი - გ--------–--------ი
დავის საგანი - ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: 1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების, ნაწილობრივ, გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი: გასაჩივრებული გადაწყვეტილებით: ,,1. ლ---–- ბ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივად. 2. ცვლილებები შევიდეს ნოტარიუს ხ------ა კ--–--------–---–ის 2017 წლის 17 იანვრის №1-------- სააღსრულებო ფურცლის მერვე პუნქტში (აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა) მოვალე გ------- ტ------–-–---–ისათვის სარგებელისა და პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრების ნაწილში, ასევე შეუსრულებელი ვალდებულების მოცულობის განსაზღვრის ნაწილში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: - სარგებელი: - 2016 წლის 30 სექტემბრიდან 2017 წლის 14 იანვრამდე - 1208.2052 აშშ დოლარი (11.5068 აშშ დოლარის ყოველდღიური დარიცხვა) - პირგასამტეხლო: - 2016 წლის 30 ოქტომბრიდან 2017 წლის 14 იანვრამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 0.07 %, სულ 744.837 აშშ დოლარი (9.8 აშშ დოლარის ყოველდღიური დარიცხვა); - 2017 წლის 14 იანვრიდან სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად წარდგენამდე ყოველდღიურად 11.5068 აშშ დოლარის სარგებელის სახით დარიცხვა და 9.8 აშშ დოლარის პირგასამტეხლოს სახით დარიცხვა; - შეუსრულებელი ვალდებულების მოცულობა განსაზღვრული იქნას სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანის შემდეგ. - სხვა ნაწილში 2017 წლის 17 იანვრის №1-------- სააღსრულებო ფურცელი დარჩეს უცვლელი. 3. ცვლილებები შევიდეს ნოტარიუს ხ------ა კ--–--------–---–ის 2017 წლის 24 თებერვლის №1-------- სააღსრულებო ფურცლის მერვე პუნქტში (აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა) მოვალე გ------- ტ------–-–---–ისათვის პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრების ნაწილში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: - პირგასამტეხლო: - 2017 წლის 21 იანვრიდან 2017 წლის 24 თებერვლამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 0.07 %, სულ 95.875 აშშ დოლარი (2.81 აშშ დოლარის ყოველდღიური დარიცხვა); - 2017 წლის 24 თებერვლიდან სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად წარდგენამდე ყოველდღიურად 3,2876 აშშ დოლარის სარგებელის სახით დარიცხვა და 2.81 აშშ დოლარის პირგასამტეხლოს სახით დარიცხვა; - სხვა ნაწილში 2017 წლის 24 თებერვლის №1-------- სააღსრულებო ფურცელი დარჩეს უცვლელი. 4. ცვლილებები შევიდეს ნოტარიუს ხ------ა კ--–--------–---–ის 2017 წლის 17 იანვრის №1-------- სააღსრულებო ფურცლის მერვე პუნქტში (აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა) მოვალე გ------- ტ------–-–---–ისათვის სარგებელისა და პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრების ნაწილში და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: - სარგებელი: - 2016 წლის 20 ოქტომბრიდან 2017 წლის 14 იანვრამდე - 300,6416 აშშ დოლარი (2,8767 აშშ დოლარის ყოველდღიური დარიცხვა) - პირგასამტეხლო: - 2016 წლის 20 ოქტომბრიდან 2017 წლის 14 იანვრამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 0.07 %, სულ 210.710 აშშ დოლარი (2.46 აშშ დოლარის ყოველდღიური დარიცხვა); - 2017 წლის 14 იანვრიდან სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად წარდგენამდე ყოველდღიურად 2,8767 აშშ დოლარის სარგებელის სახით დარიცხვა და 2,46 აშშ დოლარის პირგასამტეხლოს სახით დარიცხვა; - სხვა ნაწილში 2017 წლის 17 იანვრის №1-------- სააღსრულებო ფურცელი დარჩეს უცვლელი. 5. №1-------- სანოტარო აქტი გაუქმდეს. 6. ლ---–- ბ-------ის სარჩელი 2016 წლის 19 ივლისისა და 20 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს. 7. ლ---–- ბ-------ეს სახ. ბაჟის სახით დაეკისროს 760 ლარის გადახდა. მას სახ. ბაჟი გადახდილი აქვს. 8. შპს ,,მ---- ლ---------------ს“ დაეკისროს ლ---–- ბ-------ეს აუნაზღაუროს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის ნაწილი 100 ლარი. 9. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 მარტის და 2018 წლის 10 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდეს და აღმასრულებელი გათავისუფლდეს სააღსრულებო ფურცლის აღსრულების შედეგად მიღებული თანხის შპს ,,მ---- ლ---------------ისათვის“ გადაცემის აკრძალვისაგან.” საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. 2015 წლის 12 მარტს გ------- ტ------–-–---–სა და შპს ,,მ---- ლ---------------ს“ შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გ------- ტ------–-–---–მა მოპასუხისაგან 24 თვის ვადით ისესხა 15 000 აშშ დოლარი. მხარეები არ დავობენ, რომ ხელშეკრულების მიხედვით გ------- ტ------–-–---–ს სესხზე უნდა გადაეხადა სარგებელი. ისინი ასევე შეთანხმებული იყვნენ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაზე. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა გ------- ტ------–-–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ. ბათუმი ს. ხ--–--–---–ის ქ. №1---- ბ. 5-–- (ს/კ 0------------------). 2.2. გ------- ტ------–-–---–ს, 2015 წლის 12 მარტის სესხი უნდა დაეფარა გრაფიკის მიხედვით. მიუხედავად გრაფიკზე შეთანხმებისა, გ------- ტ------–-–---–მა შეთანხმებულ ვადებში სესხის დასაფარი თანხები დროულად ვერ შეიტანა და სესხი ვერ დაფარა. მხარეები არ დაობენ მასზედ, რომ სესხის გადასაფარად გამოყენებული იქნა 2014 წლის 30 მარტის სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა. საერთო ჯამში დასახელებული სესხის დასაფარად გადახდილი იქნა 22 947.83 აშშ დოლარი, აქედან 15 000 აშშ დოლარი ძირითადი თანხაა, 4274.85 აშშ დოლარი სარგებელია, ხოლო 3072.98 აშშ დოლარი შეადგენს პირგასამტეხლოს. 2.3. ქ. ბათუმი ს. ხ--–--–---–ის ქ. №1---- ბ. 5-–- (ს/კ 0------------------) მდებარე უძრავი ქონება, ლ---–- ბ-------ის საკუთრებაა. 2.7. გ------- ტ------–-–---–ს 2015 წლის 12 მარტის სესხი უნდა დაეფარა გრაფიკის მიხედვით. გადახდის გრაფიკის მიხედვით პირველი შენატანი მას უნდა გადაეხადა 2015 წლის 13 აპრილს. გ------- ტ------–-–---–მა ამ ვადაში გადაიხადა მხოლოდ სარგებელი 394.52 აშშ დოლარი. ამ თანხის გადახდით სესხის ძირი თანხა არ შემცირებულება. კვლავინდებურად გადასახდელი დარცა 15 000 აშშ დოლარი. გ------- ტ------–-–---–მა შემდეგი შენატანის ვადა 13 მაისი და მომდევნო ვადა - 13 ივნისი, დაარღვია და სესხზე არც ძირი თანხა და არც სარგებელი არ გადაიხადა. მან შენატანის განხორციელების ვადას გადააცილა 84 დღე, რის გამოც მას დაერიცხა პირგასამტეხლო. სესხის ამონაწერიდან დგინდება, რომ ვადაგადაცილების გამო დავალიანებას ერიცხება დასაფარი სესხის 0.2 %, რამაც საერთო ჯამში შეადგინა 1620 აშშ დოლარი. გ------- ტ------–-–---–მა 2015 წლის 6 ივლისს გადიხადა 2359.72 აშშ დოლარი, რომლითაც დაიფარა მხოლოდ სარგებელი და ჯარიმები. ანალოგიურად ვადაგადაცილებები გაგრძელდა შემდეგ პერიოდშიც. პირველი 7 შენატანით გ------- ტ------–-–---–ს გადახდილი აქვს მხოლოდ ჯარიმები და სარგებელი. მან ძირითადი თანხის ნაწილი გადაიხადა მხოლოდ 2015 წლის 12 დეკემბერს და 2016 წლის 12 იანვარს. მანამდე იხდიდა მხოლოდ ჯარიმებს და სარგებელს. 2016 წლის 12 თებერვლიდან კვლავ ვადაგადაცილებაში აღმოჩნდა. მან ვეღარ შეძლო გრაფიკის მიხედვით სესხის დაფარვა; 2.8. 2016 წლის 30 მარტს გ------- ტარელაშვილსა და შპს ,,მ---- ლ---------------ს“ შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ახალი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს ,,მ---- ლ---------------მა“ გ------- ტ------–-–---–ს 24 თვის ვადით ასესხა 14000 აშშ დოლარი. სესხზე გადასახდელი სარგებელი შეადგენს ყოველთვიურად ძირი თანხის 2.5 %. სესხის დაფარვის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში სესხს დაერიცხება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მიმდინარე ბალანსის 0.2 %-ის ოდენობით. პირგასამტეხლო დაერიცხება მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა გ------- ტ------–-–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ. ბათუმი ს. ხ--–--–---–ის ქ. №1---- ბ. 5. (ს/კ 0------------------). ხელშეკრულების მიხედვით იპოთეკარის მიერ სესხის დაფარვის მოთხოვნისას უნდა დაიფაროს ძირი თანხა სრულად და დაფარვის მომენტისათვის დარიცხული სარგებელი და პირგასამტეხლო. 2.9. სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 30 მარტის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გ------- ტ------–-–---–ზე გაცემული სესხის თანხის ძირითადი ნაწილით, დაიფარა 2015 წლის 12 მარტის სესხი (დაახლოებით 10 000 ლარით). საერთო ჯამში დასახელებული სესხის დასაფარად გადახდილი იქნა 22 947.83 აშშ დოლარი, აქედან 15 000 აშშ დოლარი ძირითადი თანხაა, 4274.85 აშშ დოლარი სარგებელია, ხოლო 3072.98 აშშ დოლარი შეადგენს პირგასამტეხლოს. აღნიშნულის შემდეგ მხარეებს შორის 2015 წლის 12 მარტის სასესხო ურთიერთობა დასრულდა. 2015 წლის 12 მარტის სასესხო ურთიერთობის დასრულების შემდეგ გ------- ტ------–-–---–სა და მოპასუხეს შორის გაგრძელდა 2016 წლის 30 მარტის სასესხო ურთიერთობა. საქმეში წარმოდგენილი სესხის ამონაწერით დგინდება, რომ 2016 წლის 30 მარტის სესხის დაფარვის მიზნით გ------- ტ------–-–---–ს თანხა უნდა შეეტანა ყოველი თვის 30 რიცხვში (გარდა ორი შემთხვევისა). მას პირველი შენატანი უნდა შეეტანა 2016 წლის 30 აპრილს. გ------- ტ------–-–---–მა ერთი დღით გადააცილა შენატანი და 2016 წლის 1 მაისს გადაიხადა 384.71 აშშ დოლარი, საიდანაც 356.71 აშშ დოლარით დაიფარა სარგებელი, ხოლო 28 აშშ დოლარით დაიფარა ვადაგადაცილების პირგასამტეხლო. მან ასევე თითო დღით გადააცილა მაისის თვის, ივნისისა და ივლის თვის გადახადის ვადას. ამისათვის მან გადაიხადა პირგასამტეხლო 28-28 აშშ დოლარი. ასევე დაფარა სარგებელიც. 2016 წლის 30 ივლისს და 30 აგვისტოს გრაფიკით გათვალისწინებული სესხის დასაფარი თანხა არ გადაიხადა, რის გამოც მას დაერიცხა ჯარიმები. საერთო ჯამში მან 2016 წლის 20 სექტემბერს გადაიხადა დარიცხული ჯარიმები 1456 აშშ დოლარი, ასევე სარგებელი 701.91 აშშ დოლარი. ბოლო გადახდა გადაიხადა 2016 წლის 30 სექტემბერს - 356.71 აშშ დოლარი. ამ თანხითაც დაიფარა მხოლოდ სარგებელი. ფაქტობრივად მან სესხის აღებიდან, ანუ 2016 წლის 30 მარტიდან 2016 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით გადაიხადა 3937.25 შშ დოლარი, მაგრამ ამ თანხით მთლიანად დაიფარა სარგებელი 2117.25 აშშ დოლარი, სესხის საკომ---- 280 აშშ დოლარი და ვადაგადაცილების ჯარიმები 1540 აშშ დოლარი. სესხის ძირითად თანხა ისევ დარჩა 14 000 აშშ დოლარი. გ------- ტ------–-–---–მა სესხის დაფარვა 2016 წლის 30 ოქტომბრიდან შეწყვიტა. 2.10. სესხის დაფარვის შეწყვეტის გამო, შპს ,,მ---- ლ---------------მა“ ნოტარიუსს მიმართა სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით. 2017 წლის 17 იანვარს ნოტარიუსმა ხ------ა კ--–--------–---–მა გასცა №1-------- სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც 2016 წლის 30 მარტის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე გ------- ტ------–-–---–ს გადასახდელად განესაზღვრა: - სესხის ძირითადი თანხა - 14000 აშშ დოლარი; - 2016 წლის 30 სექტემბრიდან 2017 წლის 14 იანვრამდე სესხის სარგებელი 1254.24 აშშ დოლარი (ყოველდღიური დარიცხვა 11.5068 აშშ დოლარი) - 2016 წლის 30 ოქტომბრიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლო - ძირითადი თანხის 0. 2 %, სულ 2 212 აშშ დოლარი (ყოველდღიური დარიცხვა 28 აშშ დოლარი); - სააღსრულებო ფურცლის საზღაური 120 ლარს+6.72 ლარი+4.13 ლარი; - სარგებელის დარიცხვა 11.5068 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 28 აშშ დოლარი ყოველდღიურად სააღსრულებო ფურცლის წარდგენამდე; - საარსრულებო ფურცლით ასევე დადგინდა იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია. 2.11. სააღსრულებო ფურცლის სიზუსტესთან დაკავშირებით პირგასამტეხლოსა და სარგებელის ნაწილში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გადასახდელი სარგებლის ოდენობა განსაზღვრულია 2016 წლის 30 მარტის ხელშეკრულებით. სესხის დაფარვის გრაფიკის მიხედვით გ------- ტ------–-–---–ს 2016 წლის 30 ოქტომბრამდე სარგებელი გადახდილი აქვს სრულად. 2016 წლის 30 ოქტომბერს მას უნდა გადაეხადა 345.20 აშშ დოლარი, 2016 წლის 30 ნოემბერს უნდა გადაეხადა 356.71 აშშ დოლარი, ხოლო 2016 წლის 30 დეკემბერს უნდა გადაეხადა 345.20 აშშ დოლარი. გ------- ტ------–-–---–ს 2017 წლის 14 იანვრამდე (კრედიტორის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნამდე) უნდა გადაეხადა 14 დღის სარგებელი, რაც შეადგენს (11.5068X14) 161,0952 აშშ დოლარს. საერთო ჯამში ვალდებულების დარღვევიდან 2017 წლის 14 იანვრამდე გადასახდელი სარგებელი შეადგენს 1208.2052 აშშ დოლარს. ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცელში მითითებული აქვს 1254.24 აშშ დოლარი. 2016 წლის 30 მარტის ხელშეკრულების მიხედვით სესხის დაფარვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანებას უნდა დაერიცხოს სესხის 0.2 %. სააღსრულებო ფურცლის მიხედვით გ------- ტ------–-–---–ს პირგასამტეხლო დაერიცხა 2016 წლის 30 ოქტომბრიდან 2017 წლის 14 იანვრამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 28 აშშ დოლარი. დღეების დათვლით დადგენილია, რომ 2016 წლის 30 ოქტომბრიდან 2017 წლის 14 იანვრამდე 76 დღეა. ამ პეროდზე დარიცხული 28 აშშ დოლარი შეადგენს 2128 აშშ დოლარს. სააღსრულებო ფურცელი ასევე შეიცავს სხვა აღსასრულებელ ვალდებულებას. კერძოდ, ყოველდღიურად სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად წარდგენამდე სარგებელის დარიცხვას 11.5068 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს 28 აშშ დოლარის ოდენობით. სავარაუდოდ აღნიშნული გულისხმობს სარგებელისა და პირგასამტეხლოს დარიცხვას 2017 წლის 14 იანვრიდან სააღსრულებო ფურცლის აღმასრულებელთან წარდგენამდე. ამ ნაწილში სარსრულებო ფურცელი იმ ფაქტობრივი გარემოების შესაბამისია, რაც 2016 წლის 30 მარტის ხელშეკრულებაშია მითითებული. 2.12. საქმეში წარმოდგენილი სესხის ამონაწერით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 19 ივლისის სესხის დაფარვის მიზნით გ------- ტ------–-–---–ს თანხა უნდა შეეტანა ყოველი თვის 19 რიცხვში (გარდა რამოდენიმე შემთხვევისა). მას პირველი შენატანი უნდა შეეტანა 2016 წლის 19 აგვისტოს. მან ერთი თვით გადააცილა შენატანი და 2016 წლის 20 სექტემბერს გადაიხადა 459.83 აშშ დოლარი, საიდანაც 203.81 აშშ დოლარით დაიფარა სარგებელი, ხოლო 256 აშშ დოლარით დაიფარა ვადაგადაცილების პირგასამტეხლო. მან 2016 წლის 19 ოქტომბერს, 19 ნოემბერს და 19 დეკემბერს გადაიხადა სარგებელის ნაწილი 98.63 აშშ დოლარი, 101.91 და 98.63 აშშ დოლარი. 2016 წლის 19 დეკემბრის შემდეგ სესხის შესატანი თანხა არ შეიტანა, რის გამოც მას დაერიცხა ჯარიმები. საერთო ჯამში მან სესხის აღებიდან 2016 წლის 19 დეკემბრის ჩათვლით გადაიხადა 839 შშ დოლარი, მაგრამ ამ თანხით მთლიანად დაიფარა სარგებელი 503 აშშ დოლარი, სესხის საკომ---- 80 აშშ დოლარი და ვადაგადაცილების ჯარიმები 256 აშშ დოლარი. სესხის ძირითად თანხა ისევ დარჩა 4 000 აშშ დოლარი. გ------- ტ------–-–---–მა სესხის დაფარვა 2017 წლის 19 იანვრიდან შეწყვიტა. 2.13. 2016 წლის 20 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, გ------- ტ------–-–---–სა და შპს ,,მ---- ლ---------------ს“ შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს ,,მ---- ლ---------------მა“ გ------- ტ------–-–---–ს 12 თვის ვადით ასესხა 3500 აშშ დოლარი. სესხზე გადასახდელი სარგებელი შეადგენს ყოველთვიურად ძირი თანხის 2.5 %-ს. სესხის დაფარვის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში სესხს დაერიცხება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მიმდინარე ბალანსის 0.2 %-ის ოდენობით. პირგასამტეხლო დაერიცხება მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება მდებარე ქ. ბათუმი ს. ხ--–--–---–ის ქ. №1---- ბ. 5-–- (ს/კ 0------------------). იპოთეკარის მიერ სესხის დაფარვის მოთხოვნისას უნდა დაიფაროს ძირი თანხა სრულად და დაფარვის მომენტისათვის დარიცხული სარგებელი და პირგასამტეხლო. საქმეში წარმოდგენილი სესხის ამონაწერით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 20 სექტემბრის სესხის დაფარვის მიზნით გ------- ტ------–-–---–ს თანხა უნდა შეეტანა ყოველი თვის 20 რიცხვში (გარდა ორი შემთხვევისა). მას პირველი შენატანი უნდა შეეტანა 2016 წლის 20 ოქტობერს. გ------- ტ------–-–---–მა სესხის დასაფად თანხა არ შეიტანა. შესაბამისად, პირველი შეტანის თარიღიდან ვადაგადაცლებაშია. 2.14. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ------- ტ------–-–---–ს მოპასუხემ 2016 წლის 19 ივლისს და 20 სექტემბერს სესხად გადასცა 4000 აშშ დოლარი და 3500 აშშ დოლარი იმ პირობებით, რაც ასახულია სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში. 2.15. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 19 ივლისის სესხის დაფარვა გ------- ტ------–-–---–მა შეწყვიტა 2016 წლის 19 დეკემბრიდან. სესხის დაფარავის შეწყვეტის გამო შპს ,,მ---- ლ---------------მა“ ნოტარიუსს მიმართა სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით. 2017 წლის 24 თებერვალს ნოტარიუსმა ხ------ა კ--–--------–---–მა გასცა №1-------- სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც 2016 წლის 19 ივლისის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე გ------- ტ------–-–---–ს გადასახდელად განუსაზღვრა: - სესხის ძირითადი თანხა - 4000 აშშ დოლარი; - სესხის სარგებელი 2016 წლის 19 დეკემბრიდან 2017 წლის 24 თებერვლამდე 220.27 აშშ დოლარი (ყოველდღიური დარიცხვა 8 აშშ დოლარი); - პირგასამტეხლო - (ძირითადი თანხის 0. 2 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე) 280 აშშ დოლარი (2017 წლის 21 იანვრიდან ყოველდღიურად დაერიცხა 8 აშშ დოლარი). - სააღსრულებო ფურცლის საზღაური 120 ლარს+6.72 ლარი+4.13 ლარი. - ყოველდღიურად სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად წარდგენამდე სარგებელის დარიცხვა 3.2876 აშშ დოლარის და პირგასამტეხლო 8 აშშ დოლარის ოდენობით. სააღსრულებო ფურცლით ასევე დადგინდა იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია. 2.16. სასამართლომ მიიჩნია, რომ ძირი თანხა სწორადაა განსაზღვრული. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომლითაც დადგინდებოდა, რომ გ------- ტ------–-–---–ს 2016 წლის 19 ივლისის სესხის ძირი თანხის დასაფარად გარკვეული თანხა აქვს გადახდილი. მის მიერ გადახდილი თანხებით დაიფარა სარგებელი და პირგასამტეხლო. 2016 წლის 19 ივლისის სესხის სარგებელთან დაკავშირებით სასამართლომ დაადგინა, რომ სესხის ამონაწერის მიხედვით გ------- ტ------–-–---–ს 2016 წლის 19 დეკემბრამდე სარგებელი გადახდილი აქვს სრულად. 2017 წლის 20 იანვარს და 20 თებერვალს უნდა გადაეხადა 105.20 აშშ დოლარი და 101.92 აშშ დოლარი, საერთო ჯამში ვალდებულების დარღვევიდან 2017 წლის 24 თებერვლის ჩათვლით გადასახდელი სარგებელი შეადგენს 220.27 აშშ დოლარს. 2016 წლის 19 ივლისის სესხის ხელშეკრულების მიხედვით სესხის დაფარვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხს უნდა დაერიცხოს სესხის 0.2 %. სააღსრულებო ფურცლის მიხედვით გ------- ტ------–-–---–ს პირგასამტეხლო დაერიცხა 2017 წლის 21 იანვრიდან 2017 წლის 24 თებერვლამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 8 აშშ დოლარი. დღეების დათვლით დგინდება, რომ 2017 წლის 21 იანვრიდან 2017 წლის 24 თებერვლამდე 34 დღეა. ამ პეროდზე დარიცხული 8 აშშ დოლარი შეადგენს 272 აშშ დოლარს. №1-------- სააღსრულებო ფურცელი ასევე შეიცავს სხვა აღსასრულებელ ვალდებულებას, კერძოდ ყოველდღიურად სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად წარდგენამდე სარგებელის დარიცხვა 3.2876 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 8 აშშ დოლარი ყოველდღიურად სააღსრულებო ფურცლის წარდგენამდე. სავარაუდოდ აღნიშნული გულისხმობს სარგებელისა და პირგასამტეხლოს დარიცხვას 2017 წლის 24 თებერვლიდან სააღსრულებო ფურცლის აღმასრულებელთან წარდგენის პერიოდამდე. ამ ნაწილში საღსრულებო ფურცელი იმ ფაქტობრივი გარემოების შესაბამისია, რაც 2016 წლის 19 ივლისის ხელშეკრულებაშია მითითებული. 2.17. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ------- ტ------–-–---–მა ვადაზე ადრე შეწყვიტა 2016 წლის 20 სექტემბრის სესხის დაფარვა. სესხის დაფარავის შეწყვეტის გამო შპს ,,მ---- ლ---------------მა“ ნოტარიუსს მიმართა სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით. 2017 წლის 17 იანვარს ნოტარიუსმა ხ------ა კ--–--------–---–მა გასცა №1-------- სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც 2016 წლის 20 სექტემბრის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე გ------- ტ------–-–---–ს გადასახდელად განუსაზღვრა: - სესხის ძირითადი თანხა - 3500 აშშ დოლარი; - სესხის სარგებელი 2016 წლის 20 ოქტომბრიდან 2017 წლის 14 იანვრამდე 343.33 აშშ დოლარი (ყოველდღიური დარიცხვა 2.8767 აშშ დოლარი); - პირგასამტეხლო - ძირითადი თანხის 0.2 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 623 აშშ დოლარი (ყოველდღიური დარიცხვა 7 აშშ დოლარი); - სააღსრულებო ფურცლის საზღაური 120 ლარს+6.72 ლარი+4.13 ლარი; -ყოველდღიურად საარსრულებო ფურცლის აღსასრულებლად წარდგენამდე სარგებელის დარიცხვა 2.8767 აშშ დოლარის და პირგასამტეხლო 7 აშშ დოლარის ოდენობით. - საარსრულებო ფურცლით ასევე დადგინდა იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია. 2.18. სასამართლომ მიიჩნია, რომ №1-------- სააღსრულებო ფურცელში გადასახდელი ძირი თანხა სწორადაა განსაზღვრული. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომლითაც დადგინდებოდა, რომ გ------- ტ------–-–---–ს 2016 წლის 20 სექტემბრის სესხის ძირი თანხის დასაფარად გარკვეული თანხა აქვს გადახდილი. 2016 წლის 20 სექტემბრის სესხის სარგებელთან დაკავშირებით სასამართლომ დაადგინა, რომ გ------- ტ------–-–---–ს სარგებელი საერთოდ არ აქვს გადახდილი. №1-------- სააღსრულებო ფურცლით განისაზღვრა 2016 წლის 20 ოქტომბრიდან 2017 წლის 14 იანვრამდე პერიოდის სარგებელის საკითხი. გ------- ტ------–-–---–ს 20 ოქტომბერს უნდა გადაეხადა 86.30 აშშ დოლარი, 20 ნოემბერს უნდა გადაეხადა 85.35 აშშ დოლარი, 20 დეკემბერს უნდა გადაეხადა 71.25 აშშ დოლარი, ხოლო 20 იანვრამდე მას უნდა გადაეხადა 69.29 აშშ დოლარი. იქიდან გამომდინარე, რომ აღმასრულებელმა სარგებელი დათვალა მხოლოდ 14 იანვრამდე, საანგარიშო გადასახდელს უნდა დააკლდეს 6 დღის სარგებელი, რაც შეადგენს 57,7416 აშშ დოლარს. სულ 300.6416 აშშ დოლარს. 2016 წლის 20 სექტემბრის სესხის ხელშეკრულების მიხედვით, სესხის დაფარვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხს უნდა დაერიცხოს სესხის 0.2 %. სააღსრულებო ფურცლის მიხედვით გ------- ტ------–-–---–ს პირგასამტეხლო დაერიცხა 2017 წლის 20 ოქტომბრიდან 2017 წლის 14 იანვრამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 7 აშშ დოლარი. დღეების დათვლით დგინდება, რომ 2016 წლის 20 ოქტომბრიდან 2017 წლის 14 იანვრამდე 86 დღეა. ამ პეროდზე დარიცხული 7 აშშ დოლარი შეადგენს 602 აშშ დოლარს. №1-------- სააღსრულებო ფურცელი ასევე შეიცავს სხვა აღსასრულებელ ვალდებულებას, კერძოდ, ყოველდღიურად სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად წარდგენამდე სარგებელის დარიცხვა 2.8767 აშშ დოლარის და პირგასამტეხლო 7 აშშ დოლარის ოდენობით. სავარაუდოდ აღნიშნული გულისხმობს სარგებელისა და პირგასამტეხლოს დარიცხვას 2017 წლის 14 იანვრიდან სააღსრულებო ფურცლის აღმასრულებელთან წარდგენის პერიოდამდე. ამ ნაწილში საღსრულებო ფურცელი იმ ფაქტობრივი გარემოების შესაბამისია, რაც 2016 წლის 20 სექტემბრის ხელშეკრულებაშია მითითებული. შპს ,,მ---- ლ---------------მა“ 2017 წლის 8 ნოემბერს განცხადებით მიმართა ნოტარიუსს ხ------ა კ--–--------–---–ს და მოითხოვა 2017 წლის 17 იანვრის №1-------- სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა. განცხადებაში მითითებულია, რომ სააღსრულებო ფურცლის ,,8“ პუნქტში არასწორადაა მითითებული შეუსრულებელი ვალდებულება. სასამართლომ დაადგინა, რომ სააღსრულებო ფურცელში მითითებულია შემდეგი შესასრულებელი ვალდებულება: - ძირითადი თანხა - 14000 აშშ დოლარი; - სარგებელი - 1254,24 აშშ დოლარი; - პირგასამტეხლო - 2212 აშშ დოლარი. ამ თანხის ჯამი შეადგენს 17 466.24 აშშ დოლარს. მიუხედავად ამისა სააღსრულებო ფურცელში მითითებული იქნა 3466.24 აშშ დოლარი. სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ნამდვილად წარმოადგენს არითმეტიკულ უსწორობას და იგი ნოტარიუსმა გაასწორა საფუძვლიანად. 2.19. სასამართლომ მიიჩნია, რომ შეუსრულებელი ვალდებულება №1-------- სააღსრულებო ფურცელში არასწორადაა დათვლილი. რეალურად არსებობს შემდეგი შეუსრულებელი ვალდებულება: - ძირითადი თანხა - 14000 აშშ დოლარი; - სარგებელი - 1208.2052 აშშ დოლარი; - პირგასამტეხლო - 2128 აშშ დოლარი. ამ თანხის ჯამი შეადგენს 17336,2052 აშშ დოლარს. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.20. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. შესაბამისად ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. 2.21. სასამართლომ განმარტა, რომ მოთხოვნის უფლება შესაბამისი საფუძვლის გარეშე არარსებობს. თანხის გადახდის მოთხოვნას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი ვალდებულების არსებობა (საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი). ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. მისი დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. დადგენილია, რომ გ------- ტ------–-–---–ი და შპს ,,მ---- ლ---------------ი“ სახელშეკრულებო ურთიერთობაში არიან. მათ შორის დადებული გარიგება ატარებს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ელემენტებს. შესაბამისად მხარეებს შორის ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა. მხარეთა მიერ შეთანხმებული გარიგება შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 327-ე მუხლის პირველი ნაწილის პრინციპებს. დასახელებული ნორმების მიხედვით მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხეზე შეთანხმდნენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს. წინამდებარე შემთხვევაში სესხზე მხარეთა შეთანხმება არ ეწინააღმდეგება კანონს, გამომდინარეობს მორალური პრინციპებიდან და არ არღვევს საჯარო წესრიგს. ამიტომაც სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დადებული შეთანხმება ნამდვილია. 2.22. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლზე მითითებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,მ---- ლ---------------ი“ საკრედიტო დაწესებულებაა და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა ფულად-საკრედიტო ურთიერთობები. გ------- ტ------–-–---–ს თანხა სჭირდებოდა და სურვილი ჰქონდა თანხის დასესხებისა. მან სესხი მოსთხოვა შპს ,,მ---- ლ---------------ს“. მათი ინტერესები დაემთხვა ერთმანეთს, რის საფუძველზე ორივე მხარემ გამოავლინა სესხის ხელშეკრულების დადების ნამდვილი ნება, რაც გახდა ხელშეკრულების დადების საფუძველი. ნების გამოვლენის საფუძველზე მხარეებს შორის დაიდო ოთხი გარიგება. ოთხივე სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა გ------- ტ------–-–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ. ბათუმი ს. ხ--–--–---–ის ქ. №1---- ბ. 5- ში (ს/კ 0------------------). 2.23. თითოეულ მხარეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე უფლება აქვს მეორე მხარისაგან მოითხოვოს ნაკისრი მოვალეობის შესრულება. თავის მხრივ ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი გარიგების მონაწილეებს ავალდებულებს ვალდებულება შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მხარეები ვალდებულნი არიან დასახელებული მოთხოვნები დაიცვან ზედმიწევნით. მხოლოდ ამ წესის დაცვის შემთხვევაში ჩაეთვლებათ მათ ვალდებულება შესრულებულად. სესხის ხელშეკრულების დადებისა და ფულის გადაცემის შემდეგ, შპს ,,მ---- ლ---------------მა“ წარმოეშვა მოთხოვნის უფლება. კერძოდ, გ------- ტ------–-–---–ისაგან მოეთხოვა სანაცვლო ვალდებულების შესრულება. სესხის ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, როდესაც სესხის გაცემის შემდეგ, გამსესხებელს აქვს მხოლოდ მოთხოვნის უფლება და არაა სანაცვლო ვალდებულებით შეზღუდული. თავის მხრივ გ------- ტ------–-–---–ი ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. 2.24 2016 წლის 30 მარტის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით მიღებული 14 000 აშშ დოლარი უნდა დაფარულიყო 24 თვის ვადაში გრაფიკის მიხედვით. გ------- ტ------–-–---–მა 2016 წლის 30 სექტემბრამდე მოპასუხის სალაროში შეიტანა 3937.75 აშშ დოლარი, მაგრამ ამ თანხით ძირი თანხა არ დაფარულა. მას შეჰქონდა მხოლოდ სარგებელი და ვადაგადაცილების ჯარიმები. შესაბამისად, გადასახდელი ძირი თანხა კვლავინდებურად 14000 აშშ დოლარი რჩებოდა. ამ ნაწილში №1-------- სააღსრულებო ფურცელი ვალდებულების შესაბამისია, რის გამოც ამ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა. მართალია მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გ------- ტ------–-–---–ს მხოლოდ 1000 აშშ დოლარი აქვს გადასახდელი, მაგრამ მისი ასეთი მოსაზრება არაა საფუძვლიანი. საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დგინდება, რომ 2016 წლის 30 მარტის სესხზე ძირი თანხის ანგარიშში თანხა იყოს გადახდილი. 2.25. №1-------- სააღსრულებო ფურცელში, შესასრულებელი ვალდებულებების გრაფაში ძირ თანხად მითითებულია 4000 აშშ დოლარი. სააღსრულებო ფურცლის საფუძველია 2016 წლის 19 ივლისის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება. სესხის დაფარვის მიზნით გ------- ტ------–-–---–ს თანხა უნდა შეეტანა ყოველი თვის 19 რიცხვში (გარდა რამოდენიმე შემთხვევისა). მას პირველი შენატანი უნდა შეეტანა 2016 წლის 19 აგვისტოს. მან ერთი თვით გადააცილა შენატანი და 2016 წლის 20 სექტემბერს გადაიხადა 459.83 აშშ დოლარი, საიდანაც 203.81 აშშ დოლარით დაიფარა სარგებელი, ხოლო 256 აშშ დოლარით დაიფარა ვადაგადაცილების პირგასამტეხლო. მან 2016 წლის 19 ოქტომბერს, 19 ნოემბერს და 19 დეკემბერს გადაიხადა სარგებელის ნაწილი 98.63 აშშ დოლარი, 101.91 და 98.63 აშშ დოლარი. 2016 წლის 19 დეკემბრის შემდეგ სესხის შესატანი თანხა არ შეიტანა, რის გამოც მას დაერიცხა ჯარიმები. საერთო ჯამში მან სესხის აღებიდან 2016 წლის 19 დეკემბრის ჩათვლით გადაიხადა 839 შშ დოლარი, მაგრამ ამ თანხით მთლიანად დაიფარა სარგებელი 503 აშშ დოლარი, სესხის საკომ---- 80 აშშ დოლარი და ვადაგადაცილების ჯარიმები 256 აშშ დოლარი. სესხის ძირითად თანხა ისევ დარჩა 4 000 აშშ დოლარი. ამ ნაწილში №1-------- სააღსრულებო ფურცელი შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისია, რის გამოც ამ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა. 2.26. №1-------- სააღსრულებო ფურცელში, შესასრულებელი ვალდებულებების გრაფაში ძირ თანხად მითითებულია 3500 აშშ დოლარი. სააღსრულებო ფურცლის გაცემის საფუძველია 2016 წლის 20 სექტემბრის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება. სესხის დაფარვის მიზნით გ------- ტ------–-–---–ს თანხა უნდა შეეტანა გრაფიკის მიხედვით, მაგრამ მას სესხის ძირი თანხის დასაფარად შენატანები განხორციელებული არ აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ გ------- ტ------–-–---–ს ძირი თანხის სახით გადასახდელი აქვს 3500 აშშ დოლარი. შესაბამისად №1-------- სააღსრულებო ფურცელი შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისია, რის გამოც ამ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა. 2.27. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც ,,სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი”. 2016 წლის 30 მარტის, 19 ივლისისა და 20 სექტებრის ხელშეკრულებების ანალიზით დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულებები სასყიდლიანი იყო. მხარეებს განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი. გ------- ტ------–-–---–ს უნდა გადაეხადა ის სარგებელი, რაც დაწესებული იყო ხელშეკრულებით. სარგებელის გადახდა ისეთივე ვალდებულებაა, როგორც ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულება. ამიტომ მას სარგებელის გადახდის ვალდებულებაც უნდა შეესრულებინა საქ. სკ-ის 361-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. მას ხელშეკრულებით ეკისრებოდა ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულება. 2.28. სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 2.29. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე მითითებით სასამართლომ შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო შეამცირა ძირი თანხის 0.07%-მდე ყოველი დავაგადაცილებული დღისთვის. განმარტა, რომ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ოდენობის 0.2 % ეწინააღმდეგება გონივრულობას. სასამართლომ მიუთითა, რომ სამივე სააღსრულებო ფურცელი აღსასრულებელ ვალდებულებად ითვალისწინებს პირგასამტეხლოს დარიცხვას სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად წარდგენამდე. სასამართლო მიიჩნევს, რომ სამივე სააღსრულებო ფურცელში მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს 0.07 %-მდე. 2.30. 2016 წლის 19 ივლისისა და 20 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების კანონიერებასთან დაკავშირებით (იმ საფუძვლით, რომ მას სესხის თანხა არ მიუღია) სასამართლომ განმარტა, რომ სესხად თანხის გადაუცემლობა არ წარმოადგენს გარიგების ბათილად ცნობის საფუძველს, ეს შეიძლება გახდეს თანხის მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი და არ იმსჯელა გარიგების ბათილად ცნობის საფუძველზე. 2.31. სასამართლომ მიუთითა ნოტარიატის შესახებ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მეხუთე ნაწილზე ,,ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები“.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა ლ---–- ბ-------ემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. კერძოდ: გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება ნაწილობრივ, კერძოდ გადაწყვეტილების მე-6 პუნქტი და სარჩელი დაკმაყოფილდეს ამ ნაწილში, რითაც 2016 წლის 19 ივლისს გაფორმებული სესხის ხელშეკრულება №2-------------ისა (4000 აშშ დოლარი) და 2016 წლის 20 სექტემბერს გაფორმებული სესხი ხელშეკრულება №2-------------ის (3500 აშშ დოლარზე) დასაფარად გადახდილი თანხები 13000 (ცამმეტი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით ჩაითვალოს 2016 წლის 30 მარტს გაფორმებული სესხის ხელშეკრულება N1--------იდან გამომდინარე არსებული ვალდებულება ჩამეთვალოს შესრულებულად (აღნიშნულზე გაცემულია სააღსრულებლო ფურცელი N1--------). შესაბამისად ბათილად ცნოთ თანმდევი: ნოტარიუსს: ხ------ა კ--–--------–---–ის მიერ 2017 წლის 24 თებერვალს გაცემული სააღსრულებო ფურცელი №1-------- და 2017 წლის 17 იანვარს №1-------- გაცემული სააღსრულებო ფურცელი. ფაქტობრივი საფუძვლები და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ მსესხებელზე 2016 წლის 19 ივნისსა (#2------------) 4000 აშშ დოლარსა და 2016 წლის 20 სექტემბერს (#2------------) 3500 აშშ დოლარზე გაფორმებული სესხის ხელშეკრულებები გამოყენებულია წინა ხელშეკრულების დავალიანების (პროცენტი და პირგასამტეხლო) გადასაფარად, რეალურად მხარეებს შორის არ დადებულა სესხის ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებელს უნდა გადაცემოდა თანხა, რასაც უშუალოდ ხელშეკრულება ითვალისწინებს, ხელშეკრულებით გაწერილი თანხა, როგორც ავღნიშნეთ მოხმარდა 2016 წლის 30 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების დავალიანებების დაფარვას.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ ლ---–- ბ-------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1.1. 2016 წლის 30 მარტს გ------- ტ------–-–---–სა და შპს ,,მ---- ლ---------------ს“ შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ახალი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს ,,მ---- ლ---------------მა“ გ------- ტ------–-–---–ს 24 თვის ვადით ასესხა 14000 აშშ დოლარი. სესხზე გადასახდელი სარგებელი შეადგენს ყოველთვიურად ძირი თანხის 2.5 %. სესხის დაფარვის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში სესხს დაერიცხება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მიმდინარე ბალანსის 0.2 %-ის ოდენობით. პირგასამტეხლო დაერიცხება მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება მდებარე ქ. ბათუმი ს. ხ--–--–---–ის ქ. №1---- ბ. 5. (ს/კ 0------------------); 4.1.2. 2016 წლის 20 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თანახმად, გ------- ტ------–-–---–სა და შპს ,,მ---- ლ---------------ს“ შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს ,,მ---- ლ---------------მა“ გ------- ტ------–-–---–ს 12 თვის ვადით ასესხა 3500 აშშ დოლარი. სესხზე გადასახდელი სარგებელი შეადგენს ყოველთვიურად ძირი თანხის 2.5 %-ს. სესხის დაფარვის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში სესხს დაერიცხება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მიმდინარე ბალანსის 0.2 %-ის ოდენობით. პირგასამტეხლო დაერიცხება მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება მდებარე ქ. ბათუმი ს. ხ--–--–---–ის ქ. №1---- ბ. 5-–- (ს/კ 0------------------); 4.1.3. 2016 წლის 19 ივლისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ გ------- ტ------–-–---–სა და შპს ,,მ---- ლ---------------ს“ შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს ,,მ---- ლ---------------მა“ გ------- ტ------–-–---–ს 24 თვის ვადით ასესხა 4000 აშშ დოლარი. სესხზე გადასახდელი სარგებელი შეადგენს ყოველთვიურად ძირი თანხის 2.5 %. სესხის დაფარვის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში სესხს დაერიცხება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მიმდინარე ბალანსის 0.2 %-ის ოდენობით. პირგასამტეხლო დაერიცხება მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება მდებარე ქ. ბათუმი ს. ხ--–--–---–ის ქ. №1---- ბ. 5-–- (ს/კ 0------------------); 4.2. ქ. ბათუმი ს. ხ--–--–---–ის ქ. №1---- ბ. 5-–- (ს/კ 0------------------) მდებარე უძრავი ქონება, აპელანტის - ლ---–- ბ-------ის საკუთრებაა (ტ.2 ს.ფ. 60); 4.3. აპელანტი ითხოვს 2016 წლის 19 ივლისს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების (№2------------, 4000 აშშ დოლარი) და 2016 წლის 20 სექტემბერს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების (№2------------, 3500 აშშ დოლარზე) დასაფარად გადახდილი თანხებით (13000 (ცამმეტი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით), 2016 წლის 30 მარტს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან (N1-------) გამომდინარე არსებული ვალდებულება ჩაეთვალოს შესრულებულად (აღნიშნულზე გაცემულია სააღსრულებლო ფურცელი N1--------). მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებს, რომ 2016 წლის 19 ივნისსა (#2------------) 4000 აშშ დოლარსა და 2016 წლის 20 სექტემბერს (#2------------) 3500 აშშ დოლარზე გაფორმებული სესხის ხელშეკრულებებით მსესხებელს თანხა არ გადაცემია. ეს თანხა გამოყენებულია წინა ხელშეკრულების დავალიანების (პროცენტი და პირგასამტეხლო) გადასაფარად, რეალურად მხარეებს შორის არ დადებულა სესხის ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებელს უნდა გადაცემოდა თანხა; 4.4. დადგენილია, რომ 2016 წლის 30 მარტის, 19 ივლისისა და 20 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებები სასყიდლიანი იყო. მხარეებს განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი. გ------- ტ------–-–---–ს უნდა გადაეხადა ყოველთვიური საპროცენტო სარგებელი, თითოეული ხელშეკრულებისთვის, ყოველთვიურად ძირი თანხის 2.5%-ს; 4.5. დადგენილია, რომ 2016 წლის 30 მარტის, 19 ივლისისა და 20 სექტებრის ხელშეკრულებების განსაზღვული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მსესხებლისთვის გადასახდელად გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო, რომლის ოდენობა განისაზღვრა სესხად გაცემული თანხის 0.2%-ით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; 4.6. პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ გ------- ტ------–-–---–მა 2016 წლის 30 მარტის, 19 ივლისისა და 20 სექტებრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული თანხები მიიღო (ტ.2 ს.ფ. 76-79), თუმცა სრულად და ჯეროვნად არ შეასრულა ამ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, დადგენილ ვადებში არ გადაიხადა სესხი, მასზე დარიცული სარგებელი (პროცენტებით), რის გამოც სამივე სესხზე დაერიცხა პირგასამტეხლო; 4.7. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომლითაც დადგინდებოდა, რომ გ------- ტ------–-–---–ს სესხის ძირი თანხიების დასაფარად გარკვეული თანხა აქვს გადახდილი. პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ გ------- ტ------–-–---–ის მიერ გადახდილი თანხებით სარგებელი და პირგასამტეხლო დაიფარა, მხარეებმა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დაადასტურეს, რომ ხელშეკრულებით არ ყოფილა გათვალისწინებული სესხის ძირი თანხის გადახდა გათვალისწინებული იყო მხოლოდ პროცენტის დარიცხვა და ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს გადახდა. ხელშეკრულებების თანახმად, სესხის დაფარვის მოთხოვნისას უნდა დაფარულიყო ძირი თანხა სრულად, დაფარვის მომენტისთვის დარიცხული სარგებელი და პირგასამტეხლო. ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის დაბრუნების ვალდებულება გათვალისწინებული არ იყო ხელშეკრულების ვადის დასრულებამდე (ძირითადი დანხის დაფარვის მოთხოვნისა და მსესხებლის მიერ მისი დაფარვის ვალდებულების წარმოშობის მომენტი). სამართლებრივი დასაბუთება 4.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის მე-302 მუხლის 31 ნაწილის თანახმად, კრედიტორისა და მესაკუთრის წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებაში მხარეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორისთვის გადაცემა და რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული გარიგება დადასტურებული უნდა იქნეს სანოტარო წესით; 4.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულ მხარეს უფლება აქვს მეორე მხარისაგან მოითხოვოს ნაკისრი მოვალეობის შესრულება. თავის მხრივ ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი გარიგების მონაწილეებს ავალდებულებს ვალდებულება შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მხარეები ვალდებულნი არიან დასახელებული მოთხოვნობი დაიცვან ზედმიწევნით. მხოლოდ ამ წესის დაცვის შემთხვევაში ჩაეთვლებათ მათ ვალდებულება შესრულებულად; 4.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მიხედვით, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი; 4.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლებით დადგენილი წესებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას; 4.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-302 მუხლის 31 ნაწილის თანახმად, კრედიტორისა და მესაკუთრის წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებაში მხარეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორისთვის გადაცემა და რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული გარიგება დადასტურებული უნდა იქნეს სანოტარო წესით. ნოტარიატის შესახებ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები; 4.12. 2016 წლის 30 მარტის, 19 ივლისის და 20 სექტემბრის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის შესახებ აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით, პალატა განმარტავს, რომ ეს ხელშეკრულებები კანონით დადგენილი წესითაა შედგენილი და დადასტურებული, შესაბამისად, მათი ბათილად ცნობის საფუძვლები არ არსებობს. რაც შეეხება თანხის მიუღებლობის გამო გარიგების შეცილებას, საქმეში არსებული ხელშეკრულებებიდან (გ------- ტ------–-–---–ის სანოტარო წესით დამოწმებული ხემოწერები) და სალაროს გასავლის ორდერებიდან (ტ.2 ს.ფ. 76-79, გ------- ტ------–-–---–ის ხელმოწერები თანხების მიღებაზე) გამომდინარე პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ გ------- ტ------–-–---–მა სალაროს გასავლის ორდერებში მითითებული თანხები მიიღო, შესაბამისად, აპელანტის მიერ საწინააღმდეგოს მტკიცება საფუძველს მოკლებულია; 4.13. საქმის მასალებით დადგენილია, რომ: - 2016 წლის 30 მარტის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით მიღებული 14 000 აშშ დოლარი უნდა დაფარულიყო 24 თვის ვადაში გრაფიკის მიხედვით. გ------- ტ------–-–---–მა 2016 წლის 30 სექტემბრამდე მოპასუხის სალაროში შეიტანა 3937.75 აშშ დოლარი, მაგრამ ამ თანხით ძირი თანხა არ დაფარულა. მას შეჰქონდა მხოლოდ სარგებელი და ვადაგადაცილების ჯარიმები. შესაბამისად გადასახდელი ძირი თანხა კვლავინდებურად 14 000 აშშ დოლარი რჩებოდა. - 2016 წლის 19 ივლისის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით მიღებული 4000 აშშ დოლარის ოდენობით სესხის დაფარვის მიზნით გ------- ტ------–-–---–ს თანხა უნდა შეეტანა ყოველი თვის 19 რიცხვში (გარდა რამოდენიმე შემთხვევისა). მას პირველი შენატანი უნდა შეეტანა 2016 წლის 19 აგვისტოს. მან ერთი თვით გადააცილა შენატანი და 2016 წლის 20 სექტემბერს გადაიხადა 459.83 აშშ დოლარი, საიდანაც 203.81 აშშ დოლარით დაიფარა სარგებელი, ხოლო 256 აშშ დოლარით დაიფარა ვადაგადაცილების პირგასამტეხლო. მან 2016 წლის 19 ოქტომბერს, 19 ნოემბერს და 19 დეკემბერს გადაიხადა სარგებელის ნაწილი 98.63 აშშ დოლარი, 101.91 და 98.63 აშშ დოლარი. 2016 წლის 19 დეკემბრის შემდეგ სესხის შესატანი თანხა არ შეიტანა, რის გამოც მას დაერიცხა ჯარიმები. საერთო ჯამში მან სესხის აღებიდან 2016 წლის 19 დეკემბრის ჩათვლით გადაიხადა 839 აშშ დოლარი, მაგრამ ამ თანხით მთლიანად დაიფარა სარგებელი 503 აშშ დოლარი, სესხის საკომ---- 80 აშშ დოლარი და ვადაგადაცილების ჯარიმები 256 აშშ დოლარი. სესხის ძირითად თანხა ისევ დარჩა 4 000 აშშ დოლარი. - 2016 წლის 20 სექტემბრის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება. სესხის დაფარვის მიზნით გ------- ტ------–-–---–ს თანხა უნდა შეეტანა გრაფიკის მიხედვით, მაგრამ მას სესხის ძირი თანხის დასაფარად შენატანები განხორციელებული არ აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ გ------- ტ------–-–---–ს ძირი თანხის სახით გადასახდელი აქვს 3500 აშშ დოლარი. სარგებლის სახით გ------- ტ------–-–---–ს 20 ოქტომბერს უნდა გადაეხადა 86.30 აშშ დოლარი, 20 ნოემბერს უნდა გადაეხადა 85.35 აშშ დოლარი, 20 დეკემბერს უნდა გადაეხადა 71.25 აშშ დოლარი, ხოლო 20 იანვრამდე მას უნდა გადაეხადა 69.29 აშშ დოლარი. 4.14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, გ------- ტ------–-–---–ი ვალდებული იყო შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულებები: გადაეხადა სესხის პროცენტი, პროცენტის გადახდის ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლო და ხელშეკრულების დასრულების მომენტისთვის - სესხის ძირითადი თანხა, რაც მოვალის მიერ ჯეროვნად და დათქმულ დროს არ შესრულებულა. მოსარჩელეს (ლ---–- ბ-------ეს) სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც მოპასუხის მიმართ სესხის ხელშეკრულებებით (რომელთა უზრუნველსაყოფადაც იპოთეკით დაიტვირთა მისი კუთვნილი უძრავი ქონება) ნაკისრი ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულებას დაადასტურებდა. 4.15. ამდენად, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ გ------- ტ------–-–---–მა მოპასუხის მიმართ ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა, დადგენილ ვადებში არ გადაიხადა სესხები, მასზე დარიცული პროცენტებით. შესაბამისად, ნოტარიატის შესახებ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მეხუთე ნაწილის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის 1 ნაწილისა და 302-ე მუხლის 31 ნაწილის საფუძველზე, კრედიტორი უფლებამოსილი იყო სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით ნოტარიუსისათვის მიემართა. 4.16. შპს მ---- ლ---------------მა ნოტარიუსს მოსთხოვა საღსრულებო ფურცლის გაცემა. 4.17. 2017 წლის 17 იანვარს და 24 თებერვალს ნოტარიუსის მიერ გაცემული იქნა სამი სააღსრულებო ფურცელი, რომლის მე-8 პუნქტით დადგინდა აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობები. ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო გ------- ტ------–-–---–ს სამივე სესხზე დაერიცხა პირგასამტეხლო; 4.18. სააღსრულებო ფურცლების თანახმად, განისაზღვრა სესხად გაცემული თანხის 0.2%-ით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე და რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე მართებულად იქნა შემცირებული 0,07%-მდე.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერია, დასაბუთებულია, მისი გაუქმების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს. შესაბამისად, ლ---–- ბ-------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.
6. საპროცესო ხარჯები 6.1. ლ---–- ბ-------ის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დაადგინა:
1. ლ---–- ბ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ლაურა მიქავა
მოსამართლეები ინდირა მაშანეიშვილი
თამარ სვანიძე