განაჩენი

სისხლის სამართლის 30.03.2020
საქმის ნომერი
330100120003393812
ინსტანცია
თარიღი
30.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100120003393812

საქმე N1b/427-20

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

30 მარტი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: კახაბერ მაჭავარიანმა

 

ქ.თბილისის პროკურატურის განყოფილების სტაჟიორ-პროკურორის გ--------–-–--–---- სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე დ------------------------------ მიმართ, პ/№ 1---------- დაბადებული 2----–-–----------------- რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ზ---------------------------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 177-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 29 იანვრის განაჩენით, დ---------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1700(ათას შვიდასი)ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით - 2019 წლის 29 ნოემბრიდან 2019 წლის 2 დეკემბრის ჩათვლით - დანიშნული სასჯელი შეუმსუბუქდა და საბოლოოდ, განესაზღვრა ჯარომა 1500(ათას ხუთასი)ლარის ოდენობით.

დ----------------ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 29 ნოემბერს, დაახლოებით 19:40 საათზე, თბილისში მეტროპოლიტენით სარგებლობისას, სადგურ „---------------------- ვესტიბიულში ყოფნის დროს, დ---------------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მეტროს ბაქანზე მყოფ მ------------ ხელჩანთიდან ფარულად დაეუფლა ამ უკანასკნელის კუთნილ 80 ლარად ღირებულ „SAMSUNG“-ის ფირმის მობილურ ტელეფონს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის პროკურატურის განყოფილების სტაჟიორ-პროკურორმა გ--------–-–--–----- რომელმაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დ----------------- მიმართ წარდგენილი ბრალდება გარდა მის აღიარებისა უტყუარად დასტურდება დაზარალებულ მ------------, მოწმეების: გ------------–---–------–-----------–-------–---–----------–--------------------------------–---- გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, ამოღებული ნივთმტკიცებით, ნივთმტკიცების გახსნისა და დათვალიერების ოქმით, ნივთის ამოცნობის ოქმით, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნთ და საქმეში არსებული ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და მათ, თანახმად საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

ამდენად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ დ----------------მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება.

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით, ვინაიდან მსჯავრდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, სადაოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მტკიცებულებები, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ არის და მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული.

პირველი ინსტანციის სასამართლომ შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, დ----------------ს განუსაზღვრა ადეკვატური სასჯელის სახე და ზომა, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორცილებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 29 იანვრის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ქ.თბილისის პროკურატურის განყოფილების სტაჟიორ-პროკურორის გ--------–-–--–---- სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 29 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. დ---------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1700(ათას შვიდასი)ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით - 2019 წლის 29 ნოემბრიდან 2019 წლის 2 დეკემბრის ჩათვლით - დანიშნული სასჯელი შეუმსუბუქდეს და საბოლოოდ, განესაზღვროს ჯარომა 1500(ათას ხუთასი)ლარის ოდენობით.

4. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ დ----------------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტან პირს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი თანხა.

5.ნივთმტკიცებები:

- დ----------------- პირადი ჩხრეკისას ამოღებული „SAMSUNG“-ის ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო ს-----------–-------------------–---–- - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს დაზარალებულ მ-------------

- დ----------------- პირადი ჩხრეკისას ამოღებული საფულე მასში მოთავსებული ნივთებით და „ქსიაომის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო ს-----------–-------------------–---–- - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს დ----------------ს.

- დ----------------- ნერწყვის ნიმუში და მობილური ტელეფონიდან აღებული ანაწმენდები, რომლებიც გაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

6. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანიდან და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

7. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი