განაჩენი

სისხლის სამართლის 30.03.2020
საქმის ნომერი
140100119003317718
ინსტანცია
თარიღი
30.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100119003317718

საქმე №1ბ/397-20წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

30 მარტი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

მსჯავრდებულ მ---------------–----–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ-----------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

მ---------------–----–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 16 დეკემბერს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №5----------, ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, მცხოვრების გორის რაიონის სოფელ პ-------------------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;120-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 27 იანვრის განაჩენით მ---------------–----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;120-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

მ---------------–----–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ.

 

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2019 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, გორის რაიონის სოფელ პ-------------------ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა მ---------------–----–---–მა, შელაპარაკებისას შვილს - გ-------------–----–---–ს თავში ორჯერ დაარტყა შუშის გრაფინი, რის შედეგადაც გ-------------–----–---–მა მიიღო სხეულის მსუბუქი დაზიანება, რასაც შედეგად მოჰყვა ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ---------------–----–---–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ-----------------–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მ---------------–----–---–ისათვის დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლა შესაბამისი გამოსაცდელი ვადის დაწესებით, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტის განმარტებით, წარდგენილ ბრალდებაში მ---------------–----–---–მა თავი მთლიანად ცნო დამნაშავედ გამოძიების ეტაპზევე, ხოლო შემდგომ წინასასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ გამხდარა სადავოდ და დამტკიცდა როგორც უდავო მტკიცებულებები. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ასევე თავი სრულად ცნო დამნაშავედ, მოინანია და ითხოვა პატიება, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.

აპელანტის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ მ---------------–----–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია და სახეზე გვაქვს მხოლოდ შემამსუბუქებელი გარემოებები, როგორიცაა: ბრალად შერაცხული ქმედებების გულწრფელი აღიარება, თანამშრომლობა გამოძიებასთან, იგი ოჯახთან ერთად მიეკუთვნება სოციალურად დაუცველ ფენას, ნასამართლობის არმქონეა, მისი ქმედება მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიას, თუმცა მას მაინც დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით. აპელანტის განმარტებით, საჩივრის განხილვის მომენტისათვის მ---------------–----–---–ს რამდენიმე თვე ექნება უკვე გატარებული თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.

მსჯავრდებულ მ---------------–----–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ-----------------–---–ის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რ-----------–----ემ, რომელმაც ითხოვა სააპელაციო საჩივრის უარყოფა და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტი, მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენების გარდა, დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ფოტოცხრილით და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით, გ-------------–----–---–თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ფოტოცხრილით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით.

 

პალატა არ ეთანხმება მსჯავრდებულის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ-----------------–---–ის მოთხოვნას, მ---------------–----–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლის თაობაზე. სააპელაციო პალატა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, ითვალისწინებს რა დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მ---------------–----–---–ისთვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეს.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს აპელანტის მითითებაზე, რომ მ---------------–----–---–მა აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული და ითანამშრომლა გამოძიებასთან, მისი ოჯახი სოციალურად დაუცველია, იგი არ ყოფილა ნასამართლევი, და სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის ზომა შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე, სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობები და მსჯავრდებულ მ---------------–----–---–ს, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის შეცვლის საფუძველი არ არსებობს.

 

პალატას მიაჩნია, რომ სწორედ მ---------------–----–---–ის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი გარემოებები გახდა მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალური ზომის შეფარდების საფუძველი. ამასთან, მის მიერ ოჯახის წევრის - შვილის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მიყენების ფონზე, პალატას გაუმართლებელ ლმობიერებად მიაჩნია მ---------------–----–---–ისათვის დანიშნული სასჯელის მინიმალური ზომის პირობით მსჯავრად ჩათვლა.

 

ამდენად, პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია მ---------------–----–---–ისათვის დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა, ვინაიდან, თვლის, რომ ასეთ შემთხვევაში, ჩადენილი დანაშაულისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, ვერ იქნება უზრუნველყოფილი სასჯელის მიზნები, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ მ---------------–----–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ-----------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 27 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

მ---------------–----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;120-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

მ---------------–----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.

 

მ---------------–----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 27 ოქტომბრიდან.

 

საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

- ტანსაცმელი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

- სისხლის ნიმუში, გრაფინი და თეფშის ფრაგმენტი, განადგურდეს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე