განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 10.03.2020
საქმის ნომერი
330310018002735192
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
10.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310018002735192

საქმე №3ბ/152-20

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

10 მარტი, 2020 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე - დავით ახალბედაშვილი

სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი

აპელანტი - გ------ი ნ-–--–-–---–ი

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

წარმომადგენელი - ლ----------–-–---–-

დავის საგანი - ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით გ------ი ნ-–--–-–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 27 დეკემბრის N3593 ბრძანების თანახმად, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის N582 ბრძანებით დამტკიცებული „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის“ მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის (2-თვიანი საგამოცდო ვადით) საფუძველზე, გ------ი სპარტაკის ძე ნ-–--–-–---–ი დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ გამომძიებლად (საშტატო კატეგორია ,,პოლკოვნიკი”, შტატი N8/1034-01).

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 11 თებერვლის N237 ბრძანების თანახმად, სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ „სახელმწიფო სპეციალური წოდების შესახებ“ საქართველოს კანონის 55 მუხლის და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 8 თებერვლის N90 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ“ დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის და მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, გ------ი სპარტაკის ძე ნ-–--–-–---–ს - საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი ,,სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა საგამოძიებო სამმართველოს მოადგილეს - გამომძიებელს“ (საბატო კატეგორია ,,პოლკოვნიკი“, შტატი 18/1034) მიენიჭა სახელმწიფო სპეციალური წოდება: „თავდაცვის სამხედრო პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი“.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 26 თებერვლის N342 ბრძანების თანახმად, გ------ი სპარტაკის ძე ნ-–--–-–---–ი 2013 წლის 27 თებერვლიდან დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა საგამოძიებო სამმართველოს უფროსის მოადგილედ-გამომძიებლად.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 29 მაისის N1282 მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ ბრძანების თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა საგამოძიებო სამმართველოს უფროსის მოადგილეს გამომძიებელს (საშტატო კატეგორია „პოლკოვნიკი’’, შტატი N8/1034-01), თავდაცვის სამხედრო პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკ გ------ი სპარტაკის ძე ნ-–--–-–---–ს ,,სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 8 თებერვლის N90 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ”, დებულების მე-2 მუხლის და მე-3 მუხლის თანახმად, მიენიჭა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდება „თავდაცვის სამხედრო პოლიციის პოლკოვნიკი“ (ს.ფ. 14-17);

N00774 დროებითი მოწმობის თანახმად, აღნიშნული მოწმობა მიეცა რეზერვის კაპიტანს 1970 წელს დაბადებულს გ------ი სპარტაკის ძე ნ-–--–-–---–ს, მასზედ, რომ იგი ნამდვილად მიღებულია სამხედრო აღრიცხვაზე 2010 წლის 25 ოქტომბრიდან. (სსს N850, კოდი N200, თანამდებობა - იურისტი). სამხედრო სამსახურში არ უმსახურია. უშიშროების მინისტრის 30.11.2002 წლის N1267 ბრძანებით მიენიჭა კაპიტნის წოდება. 2010 წლის 25 ოქტომბრიდან აყვანილია აღრიცხვაზე, 2013 წლის 09 იანვრიდან მოხსნილია აღრიცხვიდან (ს.ფ. 38);

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 01 მაისის NMOD01700001430 ბრძანების თანახმად, კადრების განკარგულებაში მყოფი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი საამართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა საგამოძიებო სამმართველოს ყოფილი უფროსი გამომძიებელი“ (საშტატო კატეგორია „ვიცე-პოლკოვნიკი’’, შტატი N8/1034-01), თავდაცვის სამხედრო პოლიციის პოლკოვნიკი გ------ი სპარტაკის ძე ნ-–--–-–---–ი გათავისუფლდა სამსახურიდან 2017 წლის პირველი მაისიდან (ს.ფ. 18);

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 06 აგვისტოს NMIA81801894011 წერილის თანახმად, ნამსახურების ნუსხის შესაბამისად, გ------ი ნ-–--–-–---–ის ნამსახური შეადგენს 16 (თექვსმეტი) წელი 7 (შვიდი) თვე და 28 (ოცდარვა) დღე, საიდანაც სამთავრობო დაცვაში ნამსახური შეადგენს 5 (ხუთი) წელი 4 (ოთხი) თვე 13 (ცამეტი) დღე, უშიშროების სამინისტროში 4 (ოთხი) წელი 1 (ერთი) თვე 19 (ცხრამეტი) დღე, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში 7 (შვიდი) წელი 1 (ერთი) თვე 26 (ოცდაექვსი) დღე (ს.ფ. 22);

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის 2018 წლის 20 აგვისტოს NMOD 7180083 ცნობის თანახმად, თავდაცვის სამხედრო პოლიციის პოლკოვნიკი გ------ი სპარტაკის ძე ნ-–--–-–---–ი (პ/ნ 01007002139) 2012 წლის 27 დეკემბრიდან - 2017 წლის 1 მაისამდე (4 წელი, 4 თვე და 4 დღე) მსახურობდა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში. გ. ნ-–--–-–---–ს წოდებით წელთა ნამსახური 2013 წლის 02 თებერვლიდან 2017 წლის 01 მაისამდე შეადგენს (4 წელი, 3 თვე და 10 დღე);

შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის 2018 წლის 21 ნოემბრის NMOD 91801183067 ცნობის თანახმად, თავდაცვის სამხედრო პოლიციის პოლკოვნიკი გ------ი სპარტაკის ძე ნ-–--–-–---–ის (პ/ნ 01007002139) წელთა ნამსახურობა 2017 წლის 01 მაისის მდგომარეობით შეადგენდა - 20 წელს, 09 თვეს და 25 დღეს და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში მუშაობის პერიოდში ყოველთვიურად იღებდა წელთა ნამსახურების დანამატს ფულადი სარგოების 35 პროცენტის ოდენობით (ს.ფ. 19, 21);

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2019 წლის 05 თებერვლის NMOD 11900113723 წერილის თანახმად, გ------ი ნ-–--–-–---–ი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში არ გადიოდა სამხედრო სამსახურს, ხოლო თავდაცვის სამინისტროში სპეციალური წოდებით სამსახური არ არის გათვალისწინებული ,,სამხედრო შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით. აქედან გამომდინარე, არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რათა შედგენილ იქნას წელთა ნამსახურობის ანგარიში, გ------ი ნ-–--–-–---–ის შესახებ, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით (ს.ფ. 66);

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 08 აპრილის MIA11900901240 წერილის თანახმად, გ------ი ნ-–--–-–---–ს გაეგზავნა ინფორმაცია, მის პირად საქმეში არსებული ნამსახურობის ნუსხის მიხედვით სამხედრო წოდებით ნამსახურების და სამხედრო წოდებების მინიჭების შესახებ, წელთა ნამსახურობის თაობაზე, საქართველოს რესპუბლიკის სამთავრობო დაცვის სამსახური 28/06/1995 - 11/11/2000წწ. - 05 წელი, 04 თვე, 13 დღე; საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო 11/11/2000 - 30/12/2004წწ. - 04 წელი, 01 თვე, 19 დღე.

წოდებების მინიჭება: „უმცროსი ლეიტენანტი" საქართველოს რესპუბლიკის სამთავრობო დაცვის სამსახურის უფროსის ბრძანება N643 პ/შ, 28/06/1995წ; „ლეიტენანტი“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება N0754, 31/10/1997წ; „უფროსი ლეიტენანტი“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება N5-720, 16/11/1999წ; „კაპიტანი" საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის ბრძანება N1267 პ/შ 30/11/2002წ (ს.ფ. 85);

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2018 წლის 31 ოქტომბრის №MOD 418 01096078 წერილობითი მიმართვის, თანახმად გ------ი ნ-–--–-–---–ს ეცნობა, რომ სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, კომპენსაცია ენიშნებათ სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ პირებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი. ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისათვის წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება: პროკურატურის ორგანოებში სამსახური; სამხედრო სამსახური; შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში სამსახური; სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახური; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში სამსახური. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში ის არ გადიოდა სამხედრო სამსახურს (თავდაცვის სამინისტროში სპეციალური წოდებით სამსახური არ არის გათვალისწინებული ზემოთ მითითებულ კანონში), უარი ეთქვა მას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე (ს.ფ. 13);

დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, განსახლველ შემთხვევაში სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს მოსარჩელის მოთხოვნა, 2012 წლის 27 დეკემბრიდან, 2017 წლის 01 მაისამდე (4 წლის, 3 თვისა და 10 დღის) საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთვარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა საგამოძიებო სამმართველოში ნამსახურის ჩათვლა სამხედრო მოსამსახურის ნამსახურად, გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობიდან.

სასამართლოს მითითებით, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 101-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით. სამხედრო ვალდებულების მოხდის ფორმას ადგენს კანონი.

„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამხედრო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებული სახე, რომელიც მოიცავს სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ) და კადრის სამხედრო სამსახურებს, აგრეთვე სარეზერვო სამხედრო სამსახურს სამხედრო შეკრებებისა და სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში. სამხედრო სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება ამ კანონით და სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. სამხედრო სამსახურში გაწვევისა და სამხედრო მოსამსახურესთან სამსახურებრივი ურთიერთობების საკითხებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დისკრეციული უფლებამოსილებების ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება განისაზღვროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პერსონალის მართვის პოლიტიკის საკითხები.

მითითებული კანონის 32-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, სამხედრო სამსახურის დაწყების დღედ ითვლება სამხედრო ნაწილის პირად შემადგენლობაში ან შესაბამისი სამხედრო უწყების სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის დღე. სამხედრო სამსახურის დამთავრების დღედ ითვლება ამ კანონით დადგენილი სამხედრო სამსახურის ვადის გასვლისა და სამხედრო ნაწილის პირადი შემადგენლობის სიიდან ამორიცხვის დღე.

პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურის სტატუსი საქართველოს მოქალაქეს, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეს ენიჭება სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის დღიდან და ეხსნება სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღესვე.

ამრიგად, სასამართლომ განმარტა, რომ მითითებული ნორმები სამხედრო სამსახურის დაწყებისა და დასრულების აუცილებელ სამართლებრივ საფუძვლებად, პირის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვასა და ამორიცხვას ადგენს, რაც მოცემული სამართლებრივი ურთიერთობის კანონით, ზოგადად და გენერალურად მოწესრიგებას წარმოადგენს და იგი შეფარდებული უნდა იქნეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალურ სამართლებრივ ურთიერთობასთან, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 11 თებერვლის N237 ბრძანების საფუძველზე ირკვევა, რომ გ------ი სპარტაკის ძე ნ-–--–-–---–ს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი ,,სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა საგამოძიებო სამმართველოს მოადგილეს - გამომძიებელს“ (საბატო კატეგორია პოლკოვნიკი“ , შტატი 18/1034), სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ „სახელმწიფო სპეციალური წოდების შესახებ“ საქართველოს კანონის 55 მუხლის და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 8 თებერვლის N90 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ“ დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის და მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მიენიჭა სახელმწიფო სპეციალური წოდება: „თავდაცვის სამხედრო პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი“.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 29 მაისის N1282 მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ ბრძანების თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა საგამოძიებო სამმართველოს უფროსის მოადგილეს გამომძიებელს (საშტატო კატეგორია „პოლკოვნიკი’’, შტატი N8/1034-01), თავდაცვის სამხედრო პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკ გ------ი სპარტაკის ძე ნ-–--–-–---–ს ,,სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 8 თებერვლის N90 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ”, დებულების მე-2 მუხლის და მე-3 მუხლის თანახმად, მიენიჭა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდება „თავდაცვის სამხედრო პოლიციის პოლკოვნიკი”.

სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 01 მაისის NMOD01700001430 ბრძანების თანახმად, კადრების განკარგულებაში მყოფი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი საამართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა საგამოძიებო სამმართველოს ყოფილი უფროსი გამომძიებელი“ (საშტატო კატეგორია „ვიცე-პოლკოვნიკი’’, შტატი N8/1034-01), თავდაცვის სამხედრო პოლიციის პოლკოვნიკი გ------ი სპარტაკის ძე ნ-–--–-–---–ი გათავისუფლდა სამსახურიდან 2017 წლის პირველი მაისიდან.

სასამართლომ მიუთითა, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის N582 ბრძანებით დამტკიცებული ,,სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესზე“, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს წესი ვრცელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამხედრო მოსამსახურეებზე, სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებზე, მათ შორის შტატგარეშე მოსამსახურეებზე.

სასამართლომ ასევე მიუთითა ,,სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ" საქართველოს კანონის მე-51 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალურ წოდებას წინ ემატება სიტყვა „თავდაცვის“, ხოლო საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 8 თებერვლის N90 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ“ დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამინისტროს სპეციალურ წოდებას წინ ემატება სიტყვა: „თავდაცვის”, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციაში სპეციალურ წოდებას წინ ემატება სიტყვები: „თავდაცვის სამხედრო პოლიციის. ამავე დებულების მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, თუ პირს გააჩნია სხვა უწყებაში მინიჭებული „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სპეციალური წოდება, მას სამინისტროს შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნისას, მიენიჭება სხვა უწყებაში მინიჭებული სპეციალური წოდების იდენტური სპეციალური წოდება, მიუხედავად თანამდებობისათვის დაწესებული წოდების ზედა ზღვრისა. თუ სამინისტროში არ არსებობს სხვა უწყებაში მინიჭებული წოდების იდენტური წოდება, პირს მიენიჭება სპეციალური წოდების კატეგორიაში მყოფი შესაბამისი რიგის წოდება. წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება ნებისმიერ უწყებაში სპეციალური წოდებით ნამსახურები წლები.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 8 თებერვლის N90 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ” დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ეს დებულება ადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა (გარდა სამხედრო მოსამსახურეებისა) სახელმწიფო სპეციალური წოდების სახეებს, კლასიფიკაციას, თანაფარდობას, მინიჭებისა და ჩამორთმევის წესს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სპეციალური წოდებით თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მსახური არ გულისხმობს სამხედრო წოდებით მსახურს, მას აქვს განსხვავებული აღნიშვნა და სპეციალურ წოდებას ემატება სიტყვა ,,თავდაცვის". ამავე დებულების მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, თუ პირს გააჩნია სხვა უწყებაში მინიჭებული „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სპეციალური წოდება, მას სამინისტროს შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნისას, მიენიჭება სხვა უწყებაში მინიჭებული სპეციალური წოდების იდენტური სპეციალური წოდება, მიუხედავად თანამდებობისათვის დაწესებული წოდების ზედა ზღვრისა. თუ სამინისტროში არ არსებობს სხვა უწყებაში მინიჭებული წოდების იდენტური წოდება, პირს მიენიჭება სპეციალური წოდების კატეგორიაში მყოფი შესაბამისი რიგის წოდება. წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება ნებისმიერ უწყებაში სპეციალური წოდებით ნამსახურები წლები.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) პირველ მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირთა წრე, კერძოდ, ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე შემდეგი პირები: ა) „ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში და სამხედრო რეზერვის პირველ თანრიგში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობენ საქართველოს სამხედრო ძალებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში“. ამავე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე შემდეგი პირები: რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში, ყოფილი სსრ კავშირის და საქართველოს სსრ-ის, დამოუკიდებელი თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა ორგანოებში, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოსა და ყოფილ სსრ კავშირში შემავალ მოკავშირე რესპუბლიკებს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელ სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებით (შეთანხმებით).

„სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-11 მუხლით განსაზღვრულია სამხედრო მოსამსახურისათვის სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების განმსაზღვრელი პირობები. მითითებული მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი;

სასამართლომ აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნულ ნორმათა გათვალისწინებით, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნას ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობა უკავშირდება, კერძოდ, პირი სამხედრო სამსახურში ჩარიცხული უნდა იყოს 1991-1995 წლებში, დათხოვნილი უნდა იქნეს ზღვრული ასაკის მიღწევის გამო, უნდა ჰქონდეს შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, ასევე, დათხოვნილი უნდა იყოს სამხედრო სამსახურიდან.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემული საკითხი სწორედ ასეა განმარტებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკით (იხ. საქმე №ბს-632-619(კ-14)).

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოების შესახებ, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 11.02.2013 წლის N237 ბრძანებით გ------ი ნ-–--–-–---–ს მიენიჭა სახელმწიფო სპეციალური წოდება - „თავდაცვის სამხედრო პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი“. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 29.05.2013 წლის N1282 ბრძანებით გ------ი ნ-–--–-–---–ს მიენიჭა სახელმწიფო სპეციალური წოდება - ,,თავდაცვის სამხედრო პოლიციის პოლკოვნიკი“, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 01.05.2017 წლის N1430 ბრძანებით (სპეციალური წოდების მქონე) თავდაცვის სამხედრო პოლიციის პოლკოვნიკი გ------ი ნ-–--–-–---–ი გათავისუფლდა სამსახურიდან.

სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 06 აგვისტოს NMIA81801894011 წერილზე, რომლის თანახმად, ნამსახურების ნუსხის შესაბამისად, გ------ი ნ-–--–-–---–ის ნამსახური შეადგენს 16 (თექვსმეტი) წელი 7 (შვიდი) თვე და 28 (ოცდარვა) დღე, საიდანაც სამთავრობო დაცვაში ნამსახური შეადგენს 5 (ხუთი) წელი 4 (ოთხი) თვე 13 (ცამეტი) დღე, უშიშროების სამინისტროში 4 (ოთხი) წელი 1 (ერთი) თვე 19 (ცხრამეტი) დღე, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში 7 (შვიდი) წელი 1 (ერთი) თვე 26 (ოცდაექვსი) დღე.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის 2018 წლის 20 აგვისტოს NMOD 7180083 ცნობის თანახმად, თავდაცვის სამხედრო პოლიციის პოლკოვნიკი გ------ი სპარტაკის ძე ნ-–--–-–---–ი (პ/ნ 01007002139) 2012 წლის 27 დეკემბრიდან - 2017 წლის 1 მაისამდე (4 წელი, 4 თვე და 4 დღე) მსახურობდა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში. გ. ნ-–--–-–---–ს წოდებით წელთა ნამსახური 2013 წლის 02 თებერვლიდან 2017 წლის 01 მაისამდე შეადგენს (4 წელი, 3 თვე და 10 დღე);

საქმეში წარმოდგენილი N00774 დროებითი მოწმობის თანახმად, აღნიშნული მოწმობა მიეცა რეზერვის კაპიტანს 1970 წელს დაბადებულს გ------ი სპარტაკის ძე ნ-–--–-–---–ს, მასზედ, რომ იგი ნამდვილად მიღებულია სამხედრო აღრიცხვაზე 2010 წლის 25 ოქტომბრიდან. (სსს N850, კოდი N200, თანამდებობა - იურისტი). სამხედრო სამსახურში არ უმსახურია. უშიშროების მინისტრის 30.11.2002 წლის N1267 ბრძანებით მიენიჭა კაპიტნის წოდება. 2010 წლის 25 ოქტომბრიდან აყვანილია აღრიცხვაზე, 2013 წლის 09 იანვრიდან მოხსნილია აღრიცხვიდან.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2019 წლის 05 თებერვლის NMOD 11900113723 წერილის თანახმად, რომ გ------ი ნ-–--–-–---–ი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში არ გადიოდა სამხედრო სამსახურს, ხოლო თავდაცვის სამინისტროში სპეციალური წოდებით სამსახური არ არის გათვალისწინებული ,,სამხედრო შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შეთხვევაში არ არსებობდა სამართლებრივი საფუძველი, რათა შედგენილ იქნას წელთა ნამსახურობის ანგარიში, გ------ი ნ-–--–-–---–ის შესახებ, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით.

სასამართლომ განმარტა, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ნამსახურობის წელთა გამოანგარიშება ხდება არა სპეციალური წოდების მინიჭებიდან, არამედ პირის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის დღიდან, კერძოდ სასამართლო მიუთითებს აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებზე, რომელთა მიხედვით, პენსიის დანიშვნისათვის წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება: პროკურატურის ორგანოებში სამსახური; სამხედრო სამსახური; შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში სამსახური; სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახური; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში სამსახური; პარტიზანულ რაზმებსა და შენაერთებში სამსახური; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში მუშაობის პერიოდი – სამხედრო სამსახური ან შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში კადრში დატოვებით; ტყვეობაში ყოფნის პერიოდი, თუ ტყვემ არ ჩაიდინა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული; სასჯელის მოხდის და პატიმრობის პერიოდი, თუ სამხედრო მოსამსახურე, რიგითი ან უფროსი შემადგენლობის პირი უსაფუძვლოდ იყო მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში ან რეპრესირებული. წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,სამხედრო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებული სახე, რომელიც მოიცავს სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ) და კადრის სამხედრო სამსახურებს, აგრეთვე სარეზერვო სამხედრო სამსახურს სამხედრო შეკრებებისა და სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში“.

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტების და ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ გ------ი ნ-–--–-–---–ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სამხედრო მოსამსახურის სტატუსი არ ჰქონია, მას ჰქონდა სახელმწიფო სპეციალური წოდება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მსახურის დროს არ მომხდარა მისი გაწვევა შეიარაღებული ძალების რიგებში და სტატუსის მინიჭება, იგი დაინიშნა კონკრეტულ თანამდებობაზე და მიენიჭა სახელმწიფო სპეციალური წოდება ,,თავდაცვის სამხედრო პოლიციის ვიცე-პოკლოვნიკი“, ხოლო შემდეგ „თავდაცვის სამხედრო პოლიციის პოლკოვნიკი“. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე ვერ აკმაყოფილებდა „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს, რამეთუ აღნიშნული კანონი მხოლოდ სამხედრო მოსამსახურეებს ეხება და არა სპეციალური წოდების მქონე პირებს.

სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 18 მაისის N40 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის კომპეტენციაა საქართველოს კანონმდებლობის თანახმად საქართველოს შეიარაღებული ძალების მოქმედ სამხედრო მოსამსახურეთა, საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნილ პირთა, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისთვის მებრძოლთა, სამხედრო სამსახურის გავლის დროს, საომარი მოქმედებების შედეგად და სამშვიდობო მისიებში დაღუპულთა, დასახიჩრებულთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალურ-სამართლებრივი გარანტიები უზრუნველსაყოფად სათანადო ღონისძიებათა განხორციელება, კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისად, იქედან გამომდინარე, რომ გ------ი ნ-–--–-–---–ი არ იყო სამხედრო მოსამსახურე, ჰქონდა სპეციალური წოდება, სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრი, ვერ განახორციელებდა გარკვეულ ღონისძიებებს მისი სოციალურ-სამართლებრივი გარანტიების უზრუნველსაყოფად.

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს, ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, ხოლო მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი და შესაბამისი მტკიცებულებანი. კანონის აღნიშნული ნორმები ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე კანონი ადგენს საგამონაკლის შემთხვევას. კერძოდ, როდესაც დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აღნიშნული აქტის გამომცემ ორგანოზე მოპასუხე სუბიქტზე. მიუხედავად ამისა, მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება ადმინისტრაციულ აქტთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენისას არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისგან ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება.

პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ადასტურებს სადაო აქტების დასაბუთებულობას, ხოლო მოსარჩელე ვერ აბათილებს აქტების დასაბუთებას წარმოდგენილი სასარჩელო განცხადებით და მასში მოყვანილი ფაქტებით. ამედენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც, არ არსებობს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2018 წლის 31 ოქტომბრის №MOD41801096078 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.

გ------ი ნ-–--–-–---–ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

აპელანტის მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის არ იყო ცნობილი მსგავს სამართლებრივ დავასთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შინაარსი. კერძოდ, აპელანტი მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2019 წლის 17 ოქტომბერს მიღებულ გადაწყვეტილებაზე საქმე Nბს-107 (კ-19) და ითხოვს მის მიერ წარდგენილი სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.

სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ნაწილობრივ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, როგორც უდავო გარემოებებზე და სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით აღნიშნავს შემდეგს:

სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, სააპელაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა - კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ------ი ნ-–--–-–---–ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლი განსაზღვრავს ?????????? ???????????? ??????? ??????? ????? ????? ??? ს, ხოლო წელთა ნამსახურობის პენსიის განმსაზღვრელი პირობა მოცემულია ამავე კანონის მე-11 მუხლში. კერძოდ, ზემოთ მითითებული კანონის პირველი მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე შემდეგი პირები: რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში, ყოფილი სსრ კავშირის და საქართველოს სსრ-ის, დამოუკიდებელი თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა ორგანოებში, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოსა და ყოფილ სსრ კავშირში შემავალ მოკავშირე რესპუბლიკებს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელ სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებით (შეთანხმებით).

ამავე კანონის მე-11 მუხლისს მიხედვით, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ: ა) ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; ბ) იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო საჭიროების გამო გაწვეულ იქნენ სამხედრო სამსახურში, საპენსიო ასაკის მიღწევის დღისათვის იმყოფებიან სამხედრო სამსახურში და აქვთ სამხედრო ძალებში წელთა ნამსახურობის 10 წელი; გ) ყოფილი სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოების, სასაზღვრო ჯარების, სხვა კანონიერი სამხედრო ფორმირებების სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ პენსიონერებს, რომლებიც შემდგომ ჩაირიცხნენ საქართველოს სამხედრო ძალების კადრის სამხედრო სამსახურში.

რაც შეეხება ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლს, იგი უშუალოდ განსაზღვრავს წელთა ნამსახურობის გამოანგარიშების წესს. ამ კანონის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი წელთა ნამსახურებაში პენსიის დანიშვნისათვის ჩაითვლება საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სამსახური, სამხედრო სამსახური, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში სამსახური სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახური, პარტიზანულ რაზმებსა და შენაერთებში სამსახური, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში და სახელმწიფო ორგანიზაციებში მუშაობის პერიოდი, სამხედრო სამსახური ან შინაგან საქმეთა და უშიშროების ორგანოებში და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურში კადრში დატოვებით, ტყვეობაში ყოფნის პერიოდი თუ ტყვემ არ ჩაიდინა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული სასჯელის მოხდის და პატიმრობის პერიოდი თუ სამხედრო მოსამსახურეები რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები უსაფუძვლოდ იქნენ მიცემულნი სისხლის სამართლის პასუხისგებაში და რეპრესირებულნი. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან.

მოცემული დავის ობიექტურად და კანონიერად გადაჭრის მიზნით, უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს განისაზღვროს, ჩაითვლება თუ არა გ------ი ნ-–--–-–---–ის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთვარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა საგამოძიებო სამმართველოში 2012 წლის 27 დეკემბრიდან, 2017 წლის 01 მაისამდე (4 წლის, 3 თვისა და 10 დღის) ნამსახურობის პერიოდი სამხედრო სამსახურში მუშაობის პერიოდად.

გ------ი ნ-–--–-–---–ის პირადი საქმისა და შსს-ს 2018 წლის 06 აგვისტოს NMIA81801894011 წერილის საფუძველზე ადმ.ორგანომ დაადგინა, რომ გ------ი ნ-–--–-–---–ის ნამსახური შეადგენს 16 (თექვსმეტ) წელს 7 (შვიდ) თვესა და 28 (ოცდარვა) დღეს, საიდანაც სამთავრობო დაცვაში ნამსახური შეადგენს 5 (ხუთ) წელს 4 (ოთხ) თვესა და 13 (ცამეტ) დღეს, უშიშროების სამინისტროში 4 (ოთხი) წელი 1 (ერთი) თვე 19 (ცხრამეტი) დღე, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში 7 (შვიდი) წელი 1 (ერთი) თვე 26 (ოცდაექვსი) დღე (ს.ფ. 22);

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის 2018 წლის 20 აგვისტოს NMOD 7180083 ცნობის თანახმად, თავდაცვის სამხედრო პოლიციის პოლკოვნიკი გ------ი სპარტაკის ძე ნ-–--–-–---–ი (პ/ნ 01007002139) 2012 წლის 27 დეკემბრიდან - 2017 წლის 1 მაისამდე (4 წელი, 4 თვე და 4 დღე) მსახურობდა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში. გ. ნ-–--–-–---–ს წოდებით წელთა ნამსახური 2013 წლის 02 თებერვლიდან 2017 წლის 01 მაისამდე შეადგენს (4 წელი, 3 თვე და 10 დღე);

შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის 2018 წლის 21 ნოემბრის NMOD 91801183067 ცნობის თანახმად, თავდაცვის სამხედრო პოლიციის პოლკოვნიკი გ------ი სპარტაკის ძე ნ-–--–-–---–ის (პ/ნ 01007002139) წელთა ნამსახურობა 2017 წლის 01 მაისის მდგომარეობით შეადგენდა - 20 წელს, 09 თვეს და 25 დღეს და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში მუშაობის პერიოდში ყოველთვიურად იღებდა წელთა ნამსახურების დანამატს ფულადი სარგოის 35 %-ის ოდენობით (ს.ფ. 19, 21);

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 08 აპრილის MIA11900901240 წერილის თანახმად, გ------ი ნ-–--–-–---–ს გაეგზავნა ინფორმაცია, მის პირად საქმეში არსებული ნამსახურობის ნუსხის მიხედვით სამხედრო წოდებით ნამსახურების და სამხედრო წოდებების მინიჭების შესახებ, წელთა ნამსახურობის თაობაზე, საქართველოს რესპუბლიკის სამთავრობო დაცვის სამსახური 28/06/1995 - 11/11/2000წწ. - 05 წელი, 04 თვე, 13 დღე; საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო 11/11/2000 - 30/12/2004წწ. - 04 წელი, 01 თვე, 19 დღე. წოდებების მინიჭება: „უმცროსი ლეიტენანტი" საქართველოს რესპუბლიკის სამთავრობო დაცვის სამსახურის უფროსის ბრძანება N643 პ/შ, 28/06/1995წ; „ლეიტენანტი“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება N0754, 31/10/1997წ; „უფროსი ლეიტენანტი“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება N5-720, 16/11/1999წ; „კაპიტანი" საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის ბრძანება N1267 პ/შ 30/11/2002წ (ს.ფ. 85);

სააპელაციო პალატის შეფასებით სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად, საერთო სტაჟის გაანგარიშებისას, ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულიად უსაფუძვლოდ მხედველობაში არ მიიღო საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთვარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა საგამოძიებო სამმართველოში 2012 წლის 27 დეკემბრიდან, 2017 წლის 01 მაისამდე (4 წლის, 3 თვისა და 10 დღის) ნამსახურობის პერიოდი, რადგან ჩათვალა, რომ აღნიშნული პერიოდი არ არის გათვალისწინებული „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში.

პალატა მიუთითებს ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი ან უცხო ქვეყნის მოქალაქე („სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილ შემთხვევაში), რომელიც სამხედრო სამსახურს გადის საქართველოს სამხედრო ძალებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, სამხედრო უწყებებში, აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეული პირი სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლისას;

სააპელაციო პალატა ასევე მიუთითებს ,,სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე, რომლის მე-2 მუხლის თანახმად, სამხედრო პოლიცია არის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური სამართალდამცავი სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საქმეთა გამოძიებას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირებას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ობიექტებისა და შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების დისლოკაციის ადგილების დაცვას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას და ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა ფუნქციებს.

ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით, პალატა განმარტავს, რომ ვინაიდან სამხედრო პოლიცია წარმოადგენს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალურ სტრუქტურული ერთეულს, შესაბამისად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ამ სექტორში მუშაობაც წარმოადგენს სწორედ რომ სამხედრო ძალებში სამსახურს. შესაბამისად, ცხადია, რომ სადავო პერიოდში გ------ი ნ-–--–-–---–ი წარმოადგენდა სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირს. სადავო საკითხის ანალოგიურად გადაწყვეტის შესახებ მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკაც (იხ. სუსგ 17.10.2019 წ. Nბს-107 (კ-19)).

სააპელაციო პალატა კვლავ მიუთითებს ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მითითებული დათქმა ითვალისწინებს წელთა ნამსახურობის გამოანგარიშებას სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან. ამგვარად, ადმინისტრაციულ ორგანოს, გ------ი ნ-–--–-–---–ის სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად, სტაჟის გაანგარიშებისას, ასევე უნდა გაეთვალისწინებინა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთვარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა საგამოძიებო სამმართველოში 2012 წლის 27 დეკემბრიდან, 2017 წლის 01 მაისამდე (4 წლის, 3 თვისა და 10 დღის) ნამსახურობის პერიოდი.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

ამავე კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოქმედების განუხორციელებლობა - პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა გ------ი ნ-–--–-–---–ის საჩივრის დაკმაყოფილებისა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

საპროცესო ხარჯები:

აპელანტი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, შესაბამისად გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 389-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გ------ი ნ-–--–-–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

 

3. გ------ი ნ-–--–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

4. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის 2018 წლის 31 ოქტომბრის №MOD 418 01096078 წერილობითი მიმართვა.

 

5. დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელე გ------ი ნ-–--–-–---–ს 2012 წლის 27 დეკემბრიდან, 2017 წლის 01 მაისამდე (4 წლის, 3 თვისა და 10 დღის) საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა საგამოძიებო სამმართველოში ნამსახური ჩაეთვლება სამხედრო მოსამსახურის ნამსახურად, რათა სახელმწიფო კომპენსაციის გადაანგარიშებისათვის მისი ნამსახურობის წლებმა ჯამში შეადგინოს 20 წელი, 11 თვე და 8 დღე.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. N6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე დავით ახალბედაშვილი