განაჩენი

სისხლის სამართლის 08.04.2020
საქმის ნომერი
190100119003331144
ინსტანცია
თარიღი
08.04.2020

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 190100119003331144

საქმე №1ბ/475-20

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

13 აპრილი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

მოსამართლე: მაია თეთრაული

 

სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

მსჯავრდებული: მ----------–---–--–----- (პირადი ნომერი: 3----------), დაბადებული 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ--------------–----------------------------ში.

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811 მუხლის მესამე ნაწილი.

სასჯელი: განაჩენთა ერთობლიობით - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 15(თხუთმეტი) დღის ვადით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიცია:

 

რ---------------–----------------–---------–-–-------------- განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ----------–---–--–------ ინტერესების დამცველმა ადვოკატმა კ-----------–---–მა და ითხოვა მსჯავრდებულ მ----------–---–--–------ათვის გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის შემცირება.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

რ---------------–----------------–---------–-–---------–---- განაჩენით მ----------–---–--–----- მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ-ის 111,3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

2----–-–---------------- გამოცემული №------ შემაკავებელი ორდერით მაკა ჭიხინაშვილი-შაჰანს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი, ა------–----- ცხოვრობს. ასევე, აეკრძალა ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. 2----–-–----------------, დაახლოებით 22:00 საათზე, მ----------–---–--–----- მივიდა ქ-----------–---–----------------------------ში არსებულ ა------–-----ს საცხოვრებელ სახლში, სადაც გახდა აგრესიული, კარს დაარტყა ხელები და ფეხები და მეუღლეს ა------–----ს მიყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

მ----------–---–--–------ მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებულ მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა. კერძოდ: შეტყობინებით დანაშაულის შესახებ, მოწმეების - დ-------------–----, მ-----–------, გ-----------–------, ნ-----–------, ა------–-----ს გამოკითხვის ოქმებით, მ----------–---–--–------ დაკავების ოქმით, რ---------------–----------------–---------–-–---------–---- განაჩენით, №------ შემაკავებელ ორდერით და საქმეში არსებულ სხვა ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ მ----------–---–--–------ დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებს. პალატამ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები შეაფასა როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ მაკა ჭიხინაშვილი-შაჰანმა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811 მუხლის მესამე ნაწილით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

მ----------–---–--–------ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.

 

მაკა ჭიხინაშვილი-შაჰანს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ მ----------–---–--–------ათვის სასჯელის შემცირების თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“.

 

სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლის მესამე ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მაკა ჭიხინაშვილი-შაჰანს განუსაზღვრა სასჯელის მინიმუმი.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა მ----------–---–--–------ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და ისე განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომელიც მსჯავრდებულისათვის იქნება დამაფიქრებელი და პალატის აზრით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და თანაზომიერი და პროპორციულია მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ რ---------------–-----------------–---------–-–-------------- განაჩენი, მ----------–---–--–------ მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ მ----------–---–--–------ ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

რ---------------–----------------–----------–-–-------------- განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

მ----------–---–--–----- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811 მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდეს მ----------–---–--–------ მიმართ რ---------------–----------------–---------–-–---------–---- განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახალი განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს რ---------------–----------------–---------–-–---------–---- განაჩენით დანიშნული მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 15(თხუთმეტი) დღის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით მაკა ჭიხინაშვილი-შაჰანს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 15(თხუთმეტი) დღის ვადით.

 

მაკა ჭიხინაშვილი-შაჰანს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2----–-–---------------დან.

 

მ----------–---–--–------ მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: /მ. თეთრაული/