განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 02.03.2020
საქმის ნომერი
030210018002603261
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
02.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №030210018002603261

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ-1128-2019 02 მარტი, 2020 წელი

ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი): მოსამართლეები: ლაურა მიქავა ირმა პერანიძე ინდირა მაშანიშვილი

 

სხდომის მდივანი - თეონა ქიმერიძე

 

აპელანტი - ი--- ა------

წარმომადგენელი - ნ---- ბ-----

მოწინააღმდეგე მხარე წარმომადგენელი - ა----–--- ა---–---, ო----- კ---------- ქ------- გ-------

 

დავის საგანი - მემკვიდრედ აღიარება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის დაზუტებული მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა არსებითად განსახილველად დაბრუნება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი - ა----–--- ა---–---ს სარჩელი დაკმაყოფილდა. - ა----–--- ა---–--- ცნობილ იქნა 2002 წლის 11 ივლისს გარდაცვლილი მამის, მამკვიდრებელ ა-–---------- კ--------ას დანაშთი სამკვიდრო ქონების (რომელიც შეადგენს მთელი ქონების 1/3 წილს) საცხოვრებელი ფართის, მდებარე: ქ.ფოთი, ს--------–------------ (ყოფილი მ--–-------------- რაც აგრეთვე ფიქსირდება საქართველოს სსრ ფ------ სახალხო დეპუტატების საქალაქო (რაიონული) საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ 0--------- წელს გაცემულ ორდერში) მემკვიდრედ. - მოპასუხეს დაეკისრა სახ. ბაჟის 100 ლარის გადახდა. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. 2018 წლის 19 ივნისის N5---------- დაბადების მოწმობის შესაბამისად, ა----–--- ა---–---ს მამად მითითებულია ა-–--------- კ--------ა, ხოლო დედად - ი---–-- კ--------ო. 2.2. 2018 წლის 25 ივნისის N2---------- ქორწინების მოწმობის შესაბამისად, ა----–--- კ--------ა და ზ------ ა---–--- დაქორწინდნენ. 2.3. 2018 წლის 07 მაისის N2---------- გარდაცვალების მოწმობის შესაბამისად, ა-–---------- კ--------ა გარდაიცვალა 2002 წლის 11 ივლისს. 2.4. 1978 წლის 08 ივნისის საქართველოს სსრ ფ------ სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ორდერის შესაბამისად, კ--------ა ნ----–--- ვ-–--------ის ასულს, რომლის ოჯახის შემადგენლობაშიც შედიოდნენ: კ--------ა ნ----–--- ვ-–--------ის ასული, და - კ--------ა ა-–-–- ვ-–--------ის ასული და ძმა - კ--------ა ა-–---------- ვ-–--------ის ძე, მიეცა უფლება დაეკავებინა 2 ოთახი ბინა N--, ფართობით 28,29 კვ.მ, სადარბაზო N2, სართული 5, მ--–----- ქუჩა. ორდერის გაცემის საფუძვლად მითითებულია ფ------ საქალაქო (რაიონული) საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილება 0--------- წლის ოქმი N2-----. 2.5. ქალაქ ფ------ მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 06 აგვისტოს N1-0------ წერილით, ს--------–---ფ------ იურიდიული დახმარების უფროსს ნ----- ბ-------ას ეცნობა, რომ ქ.ფოთი, მ--–-------------- ამჟამად არის ქ.ფოთი, ს--------–------------. 2.6. ქალაქ ფ------ მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 27 ივნისის N1-------- წერილით, ს--------–---ფ------ იურიდიული დახმარების უფროსს ნ----- ბ-------ას ეცნობა, რომ ქ.ფოთი, მ--–----- ქ.N2----- ამჟამად არის ქ.ფოთი, ს--------–------------. 2.7. 2015 წლის 18 თებერვალს მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის შესაბამისად, ქ-------–-, ს--------–-------------ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრე არის ი--- ა------. 2.8. 2011 წლის 13 მაისს გაცემული N7-- საკუთრების უფლების მოწმობის მიხედვით, ტ------- კ--------ას საკუთრებაში გადაეცა ქ-------–-, ს--------–--ს (ყოფილი მ--–-----) ქ.N2------ში მდებარე უძრავი ქონება. 2.9. 2011 წლის 13 მაისის N--- ბრძანების თანახმად, ტ------- კ--------ას მიენიჭა უსასყიდლოდ საკუთრების უფლება მის კანონიერ სარგებლობაში არსებულ ქალაქ ფ----–-, ს--------–--ს (ყოფილი მ--–-----) ქ.N2------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ოროთახიან ბინაზე. 2.10. 2011 წლის 19 იანვარს შპს ,,ა---------“ მიერ გაცემული ოროთახიანი ბინის ტექნიკური პასპორტის შესაბამისად, ტ------- კ--------ა არის ქ-------–-, ს--------–--ს (ყოფილი მ--–-----) ქ.N2------ში მდებარე უძრავი ქონების მფლობელი. 2.11. 2011 წლის 07 ივნისის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, ტ------- კ--------ამ ქ-------–-, ს--------–-------------ში მდებარე უძრავი ქონება 4000 ლარად მიყიდა ი--- ა------ს. 2.12. 2011 წლის 30 მაისს მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის შესაბამისად, ქ-------–-, ს--------–-------------ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრე არის ტ------- კ--------ა. 2.13. 2012 წლის 26 ივნისს მომზადებული საჯარო რეესტრიდან ამონაწერის შესაბამისად, ქ-------–-, ს--------–-------------ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრე არის ი--- ა------. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.14. სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შედეგად. ამავე კოდექსის 1320-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე, ხოლო 1328-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. 2.15. სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად, 1. გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. 2. კანონით მემკვიდრეობა გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე - მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი. 2.16. სამოქალაქო კოდექსის 1307-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ: ა. კანონით მემკვიდრეობის დროს - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან; ბ. ანდერძით მემკვიდრეობისას - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, აგრეთვე ისინი, რომლებიც ჩაისახნენ მის სიცოცხლეში და დაიბადნენ მისი გარდაცვალების შემდეგ, მიუხედავად იმისა, მისი შვილები არიან ისინი თუ არა, ასევე იურიდიული პირები. 2.17. სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად: 1. სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე; 2. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო; 3. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი; 4. თუ ერთ- ერთი მემკვიდრე სამკვიდროდან წილის მიღებაზე უარს იტყვის სხვა მემკვიდრის სასარგებლოდ, ასეთი მოქმედება ჩაითვლება სამკვიდროს მიღებად. 2.18. სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. 2.19. სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. 2.20. სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლი ადგენს სამკვიდროს მიღების წესსა და პირობებს და განსაზღვრავს, თუ რა ჩაითვლება სამკვიდროს მიღებად. ნორმის მე-2 ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, სამკვიდროს მიღების ორი წესია შემოთავაზებული: ა) როდესაც მემკვიდრე განცხადებით მიმართავს სანოტარო ბიუროს სამკვიდროს მიღების თაობაზე; ბ) მემკვიდრე ფაქტობრივად დაეუფლება სამკვიდროს/მის ნაწილს _ განახორციელებს იმგვარ იურიდიულ მოქმედებებს, რაც მისი მხრიდან სამკვიდროს მიღებად განიხილება. ანუ სამკვიდროს მისაღებად, საჭიროა, როგორც მოსარჩელის ცალმხრივი ნების არსებობა, ისე _ ამ ნების გარეგანი ფორმირება (თანხვედრა) კანონით დადგენილი წესით. ბუნებრივია, როგორც ერთი, ისე _ მეორე ქმედება სამართლებრივი ძალის მატარებელია მაშინ, თუ იგი ამავე კოდექსის 1424-ე მუხლით გათვალისწინებულ 6-თვიან ვადაში განხორციელდა. თავის მხრივ, როდესაც სარჩელის საგანს სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლების გზით მიღება წარმოადგენს და ამას არ ეთანხმება მოპასუხე, მტკიცების საგანში შემავალი უმთავრესი ფაქტის _ ქონების ფაქტობრივად დაუფლების ტვირთი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელის მხარეზეა. არც მატერიალური და არც საპროცესო სამართლის ნორმები არ გვთავაზობს მტკიცებულებათა იმგვარ ნუსხას, რომლებითაც შეიძლებოდა, დადასტურებულიყო მოსარჩელის მიერ სამკვიდროს/მისი ნაწილის დადგენილ ვადაში მესაკუთრის მსგავსად დაუფლება, შესაბამისად, ეს გარემოება შეიძლება დადასტურდეს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ნებისმიერი მტკიცებულებით (მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტანტაციის მასალები, ნივთიერი თუ წერილობითი მტკიცებულება და სხვა). ამავე კოდექსის მე-4 და 103-ე (1) მუხლების შესაბამისად, მტკიცებულებები უნდა წარადგინოს მოსარჩელემ, რაც შეეხება მტკიცებულებათა შეფასებას, შეჯიბრებითობის ფარგლებში საქმეში არსებული მტკიცებულებების კვლევას სასამართლო ახდენს თავისუფალი შეფასების ფარგლებში (სსსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილი წესით), რომელიც მოიცავს მათ, როგორც ინდივიდუალურ, ისე _ ერთობლივად გამოკვლევას, მტკიცებულების იურიდიული სანდოობის შესწავლას, მათ შეპირისპირებას, რაც სასამართლოს უქმნის შინაგან რწმენას მტკიცების საგანში შემავალი ფაქტის დადასტურების საკითხზე. 2.21. ზემოაღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ უნდა არსებობდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება და სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედებები, რომლებიც თავის მხრივ ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობასა და მართვას. ასეთად კი მიიჩნევა მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრის ცხოვრება იმავე საცხოვრებელ სახლში და სხვა. სამკვიდრო მიღებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც უშუალოდ მემკვიდრე არ ფლობს მამკვიდრებლის ნივთებს, მაგრამ მისი მოქმედებიდან დასტურება, რომ სამკვიდროს თავისად მიიჩნევს, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს გადასახადების გადახდაში, მისი ოჯახის წევრების მიერ სამკვიდრო ქონების დაუფლებასა და მართვაში, დამქირავებლისათვის ქირის გადახდევინებაში, თხოვებაში და ა.შ. (იხ. უზენაესი სასამართლო 2015 წლის 29 მაისის №ას-1329-1267-2014 გადაწყვეტილება). 2.22. ამასთანავე, სამართლებრივი ნორმა იმპერატიული დანაწესის სახით ადგენს დროს, რომლის განმავლობაშიც მემკვიდრემ უნდა გამოთქვას სამკვიდროს მიღების სურვილი. სამკვიდროს მისაღებად საჭირო მოქმედებები (სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა და მართვა, განცხადების შეტანა სანოტარო ორგანოში) შესრულებული უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში. დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში მემკვიდრე, როგორც წესი, კარგავს სამკვიდროს მიღების უფლებას. ამდენად, იმისათვის, რომ აღნიშნული ნორმით დარეგულირდეს განსახილველი ურთიერთობა, სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში მემკვიდრე ფაქტობრივად უნდა დაეუფლოს ქონებას ან მართოს იგი. სასამართლომ აღნიშნა, რომ სამკვიდროს მიღება არის ცალმხრივი გარიგება, რაც იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრის მოქმედებები უნდა მიუთითებდნენ მემკვიდრის ნებაზე სამკვიდროს მიღების შესახებ. 2.23. მოწმე ს-----–--- კ------ამ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ა----–--- ა---–--- ცხოვრობდა 19 წელი მის მეზობლად, მამის გარდაცვალებამდეც და მას შემდეგ, რემონტსაც აკეთებდა, კარებიც გამოცვალა. რემონტი მამის გარდაცვალების შემდეგ გააკეთა. დაახლოებით 5-6 წელია იქ აღარ ცხოვრობს. 2.24. მოწმე ნ----- მ--------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ იყო ა----–--- ა---–---ს კარის მეზობელი იცნობდა მის მშობლებსაც. ა----–--- ა---–--- იქ დაიბადა და გაი---რდა. ის მშობლების გარდაცვალებამდე და მისი გარდაცვალების შემდეგაც ცხოვრობდა მშობლების სახლში. 2.25. სამოქალაქო კოდექსის 1434-ე მუხლის თანახმად, მკვიდრეს შეუძლია უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე სამი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა მან შეიტყო, ან უნდა შეეტყო თავისი მოწვევის შესახებ სამკვიდროს მისაღებად. საპატიო მიზეზის არსებობისას ეს ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, მაგრამ არა უმეტეს ორი თვისა. უარის თქმა სამკვიდროს მიღებაზე უნდა გაფორმდეს სანოტარო ორგანოში. 2.26. სამოქალაქო კოდექსის 1447-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეს, რომელიც ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ფლობას ან მართვას, სამკვიდროს მისაღებად დადგენილი დროის განმავლობაში შეუძლია უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე, რის შესახებაც განცხადებით უნდა მიმართოს სანოტარო ორგანოს. 2.27. დადგენილია, რომ ა----–--- ა---–---ს, რომელსაც სამკვიდრო მიღებული ჰქონდა ფაქტობრივი ფლობით, აღნიშნული ნორმებით დადგენილ ვადაში არ განუცხადებია უარი სამკვიდროზე. ა.ა---–--- არის გარდაცვლილი მამის ა.კ--------ას მემკვიდრე, რომლის უარყოფა იურიდიული ინტერესის არარსებობით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით შეუძლებელია, შესაბამისად გარდაცვლილი მამის დარჩენილი ქონების მემკვიდრეცაა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია უდავოდ და საქმისათვის მნიშვნელობის არ მქონედ ის გარემოება, რომ 2011 წლიდან ი--- ა------ არის ქონების მესაკუთრე. ი--- ა------სათვის სარჩელიდან გახდა ცნობილი, რომ მოსარჩელე ა----–--- ა---–--- ყოფილა აწ გარდაცვლილი ა-–---------- კ--------ას შვილი. ის არ იცნობდა არც ა-–---------- კ--------ას და არც მის შვილებს. ა-–---------- კ--------ა გარდაცვლილა 2002 წლის 11 ივლისს. მესაკუთრისათვის უცნობი იყო, რომ მის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონება, მდებარე ქალაქ ფ----–- ს--------–--ს ქუჩა 3-----ში პრივატი---ციამდე საქართველოს სსრ ფ------ სახალხო დეპუტატების საქალაქო/რაიონული საბჭოს აღმასკომის მიერ სარგებლობის უფლებით გადაცემული იყო 1978 წლის 8 ივნისის გაცემული ორდერით ნ----–--- კ--------აზე და ბინის ორდერში ასევე ჩაწერილი იყვნენ მისი და-ძმა ა-–---------- და ა-–-–- კ--------ები. ორდერის გაცემის საფუძველი იყო ფ------ საქალაქო საბჭოს აღმასკომის 0--------- წლის ოქმი 2-----. მესაკუთრე როდესაც იძენს ნივთზე საკუთრების უფლებას ის კანონმდებლობის შესაბამისად ითხოვს ამონაწერს საჯარო რეესტრიდან და ამოწმებს ხომ არაა ქონება უფლებრივად ან ნივთობრივად დატვირთული რაიმე უფლებით. ი--- ა------მ ქონების შეძენამდე გადაამოწმა საჯარო რეესტრში ეს ინფორმაცია და მას შემდეგ რაც დარწმუნდა რომ ქონება არ იყო სადაო და არ არსებობდა რაიმე შეზღუდვა შეიძინა ეს ნივთი. წლების მანძილზე ი--- ა------ მოსამსახურედ მუშაობდა თურქეთში ოჯახში და დანაზოგი თანხით და ასევე დამატებით მისი საცხოვრებელი ბინის გადაფორმების გზით შეძლო შეეძინა ქალაქ ფ----–- ს--------–--ს ქუჩა 3-----ში მდებარე ბინა. რომ სცოდნოდა, რომ ბინა იყო სადავო ან 9 წლის შემდეგ იქნებოდა სადაო, ის მას არ შეიძენდა და შრომით ნაშოვნი ფულით იყიდდა უდავო ბინას. ცხადია არც რემონტს ჩაატარებდა მასში. 3.2. ი--- ა------ს ჩართვა მესამე პირად არც კი სურდა მოსარჩელეს, რაზეც განაცხადა კიდევაც პროცესზე. რომ არა მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმეში მესაკუთრის მესამე პირად ჩართვაზე, ისე წაართმევდნენ ქონებას ი--- ა------ს, რომ საზღვარგარეთ ყოფნის გამო ვერც კი შეიტყობდა და ვერ შეძლებდა კანონიერი უფლებების დაცვას. თუმცა სასამართლო გადაწყვეტილებით მოსამართლემ მაინც უკანონო გადაწყვეტილება მიიღო და კეთილსინდისიერი შემძენის საკუთრებაზე 1/3 წილის მემკვიდრედ ცნო მოსარჩელე, რაც გაუგებარია. როგორ უნდა აისახოს საჯარო რეესტრში ეს გადაწყვეტილება, თუკი რეესტრის ჩანაწერი არ გაუქმებულა. ი--- ა------ კეთილსინდისიერი შემძენია და ბინის მესაკუთრე. ის არ იყო ვალდებული ერკვია, თუ მისი საკუთრება რა წესით მიიღო წინა მესაკუთრემ. მან კანონიერად შეიძინა საცხოვრებელი ბინა და გაატარა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში. იცოდა რომ ქონება არ იყო სადაო, არ იყო უფლებრივად დატვირთული და მისი გასხვისება განხორციელდა კანონის შესაბამისად. არც ო----- კ---------თან მას არ მქონია არავითარი ურთიერთობა, რადგან ქონება შეიძინა ტ------- კ--------ასაგან, რომელიც ამონაწერის მიხედვით ნასყიდობის დროს იყო ბინის მესაკუთრე. მან წარმოუდგინა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, როგორც მისი საკუთრების უფლების დამადასტურებელი მტკიცებულება. 3.3. სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია უდავოდ და საქმისათვის მნიშვნელობის არ მქონედ ის გარემოება, რომ როცა ი--- ა------მ ნასყიდობის ხელშეკრულება დაარეგისტრირა საჯარო რეესტრში და მიიღო ამონაწერი უძრავ ქონებაზე, რომლის საკადასტრო კოდია 0------------------, ბინა იყო კეთილმოუწყობელი. 2011 წლის 19 დეკემბერს აიღო სესხი კერძო იპოთეკარისაგან და იპოთეკით დატვირთა ბინა, ჩაატარა რემონტი. ბინა დღეისათვის კეთილმოწყობილია და 35000 აშშ დოლარი დახარჯა მასზე. შეთანხმების თანახმად, 4000 ლართან ერთად ქალაქ ფ----–- ს------იას ქუჩა 2--- ში მდებარე საცხოვრებელი ბინა, ს/კ 0------------------, 2014 წლის 10 ნოემბერს გადაუფორმა ტ------- კ--------ას. ბინა იყო რეგისტრირებული ი---ს ყოფილი მეუღლის გ--–- ს---–---იას სახელზე. 3.4. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. სამოტივაციო ნაწილი მოსამართლემ დაუთმო სამოქალაქო კოდექსიდან მემკვიდრეობითი სამართლის მუხლების ციტირებას და იმას, თუ რა გზას უნდა მიმართოს მემკვიდრემ ქონების მისაღებად. რაც კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელეს არ გაუკეთებია. მოსამართლემ აღნიშნა, რომ მემკვიდრეს უნდა მიემართა სანოტარო ბიუროსათვის განცხადებით მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში ან მიეღო ქონება ფაქტობრივი მფლობელობით. დადგენილია და უდავოა, რომ ა----–--- ა---–---ს სანოტარო ბიუროსათვის არ მიუმართავს არც ზოგად სამკვიდროზე სამკვიდრო მოწმობის მისაღებად და არც კონკრეტულ ქონებაზე. ასევე ის 2011 წლიდან არ ფლობდა ქონებას, რადგან ის გასხვისდა და არც 2011 წლამდე. მოსამართლე დაეყრდნო მოწმე ს-----–--- კ------ას ჩვენებას, რომ ა----–--- ა---–--- 5-6 წელია არ ცხოვრობს ბინაში, მაშინ როცა 2011 წლიდან ბინა ი--- ა------ს საკუთრებაა და რემონტს სწორედ რომ ი--- ატარებდა და არა ა----–--- ა---–---. ანუ არა 5-6 წელი არამედ 8 წელი, რაც მიუთითებს იმაზე რომ მოწმე ცრუობს. თანაც ის კონფლიქტში იყო ი--- ა------სთან. ეს გარემოება არ გაითვალისწინა სასამართლომ. 3.5. მოსარჩელე დავის საგანში უთითებდა, რომ მას სურდა აღიარებითი სარჩელის აღძვრა. სასამართლოს არავითარი ყურადღება არ მიუქცევია ამ გარემოებაზე. სსკ-ის 180-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილებას გარკვეული სარგებლობა უნდა მოჰქონდეს მოსარჩელისათვის. რეალურად აღძრული აღიარებითი სარჩელიდან არ ჩანს მოსარჩელის ინტერესი. რა სარგებლობა უნდა მოუტანოს ქონების 1/3 წილზე მემკვიდრედ ცნობამ ა----–--- ა---–---ს, როცა ქონება მესამე პირის საკუთრებას წარმოადგენს. როგორ უნდა შევიდეს კეთილსინდისიერი შემძენის ქონების 1/3 წილში ა----–--- ა---–---, თუ იქ ცხოვრობს ი--- ა------ მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად. 3.6. სასამართლომ ა----–--- ა---–--- ცნო მემკვიდრედ ა-–---------- კ--------ას დანაშთი სამკვიდრო ქონების მემკვიდრედ, რაც შეადგენს მთელი ქონების 1/3 წილს. სადაა დანაშთი სამკვიდრო? ა-–---------- კ--------ას გარდაცვალების დღისათვის საკუთრება არ დარჩა. ის ფლობდა არაპრივატიზირებული ბინის 1/3 წილს. რეალურად მოსამართლემ ა----–--- ა---–--- ცნო კეთილსინდისიერი შემძენის საკუთრებაში არსებული ქონების 1/3 წილის ე.წ მემკვიდრედ. გადაწყვეტილებაში კი საერთოდ არ იმსჯელა არც ი--- ა------ს საკუთრების უფლებაზე, არც საჯარო რეესტრის ჩანაწერის არსებობის უტყუარობის პრეზუმფციაზე. 3.7. სააპელაციო სასამართლო სხდომაზე აპელანტმა დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა არსებითად განსახილველად დაბრუნება, აღიარებითი სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების მიზნით, რასაც დაეთანხმა მოწინააღმდეგე მხარე.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.1. განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე ა----–--- ა---–--- ითხოვდა - 2002 წლის 11 ივლისს გარდაცვლილი მამის, მამკვიდრებელ ა-–---------- კ--------ას დანაშთი სამკვიდრო ქონების (რომელიც შეადგენს მთელი ქონების 1/3 წილს) საცხოვრებელი ფართის, მდებარე: ქ.ფოთი, ს--------–------------ (ყოფილი მ--–--------------), რაც ასევე ფიქსირდებოდა საქართველოს სსრ ფ------ სახალხო დეპუტატების საქალაქო (რაიონული) საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ 0--------- წელს გაცემულ ორდერში) მემკვიდრედ ცნობას; 4.2. მოცემულ სარჩელზე ა----–--- ა---–---მ მოპასუხედ მიუთითა მისი და - ო----- კ----------. 4.3. დადგენილია, რომ სადავო უძრავი ქონება საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რეგისტრირებულია ი--- ა------ს საკუთრებაში, რომელიც მოცემულ საქმეში ჩართული იყო მესამე პირად; 4.4. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნა თავისი ბუნებით აღიარებითია. აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის კი, ისევე, როგორც მისი დასაბუთებულობის საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია და აქედან გამომდინარე, სასამართლომ, პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე; 4.5. კანონის დანაწესიდან გამომდინარე (სსკ-ის 180-ე მუხლი), სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარასებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს (აღიარებითი მოთხოვნა); 4.6. მითითებული ნორმის განმარტებიდან გამომდინარე, იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის სუბიექტური ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია და უფლების სადავოობის აღმოფხვრა შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით; 4.7. მიკუთვნებითი (აღსრულებითი), გარდაქმნითი სარჩელებისაგან განსხვავებით, რომლებიც მიმართულია უკვე დარღვეული უფლების დაცვისაკენ, აღიარებითი სარჩელების დროს, მოსარჩელის უფლება ჯერ კიდევ არაა დარღვეული, მაგრამ არსებობს მისი მომავალში დარღვევის საშიშროება, რადგან ვიღაც ედავება მას ამ უფლებაში (იხ. სუსგ ას148-138-2015-ბ, 27.11.2015), ამასთან, აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, გადაწყვეტილების შედეგად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის. აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა“ (იხ. სუსგ № ას-1061-1001-2015, 29.12.2015); 4.8. გასათვალისწინებელია, რომ აღიარებითი სარჩელი დაუშვებელია, თუ უკვე შესაძლებელია სარჩელის აღძვრა ვალდებულების შესრულების თაობაზე, ე.ი. თუ შესაძლებელია აღიძრას მიკუთვნებითი (აღსრულებითი) სარჩელი. აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის ეს უკანასკნელი კრიტერიუმი განპირობებულია საპროცესო ეკონომიისა და სწრაფი მართლმსაჯულების ინტერესებით, რათა თავიდან იქნეს აცილებული ერთი დავის ფარგლებში რამდენიმე სარჩელის აღძვრა (იხ. სუსგ 148- 138-2015-ბ, 27.11.2015); 4.9. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიზანია სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვება. წარმოდგენილი სარჩელი კი მოთხოვნილი სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, ცხადია, გამორიცხავს მოსარჩელის იურიდიული ინტერესის დაკმაყოფილებას. მოცემული აღიარებითი სასარჩელო მოთხოვნა არ წარმოადგენს დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალებას, რომლის შედეგადაც გარკვეული სამართლებრივი შედეგი დადგება მხარისათვის. 4.10. ამასთან, გასათვალიწინებელია ის გარემოება, რომ მოცემულ სარჩელზე მესამე პირად ჩართული იყო ი--- ა------, რომელიც საჯარო რეესტრის მონაცემებით წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს. წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში კი მას ჰქონდა მხოლოდ მესამე პირის სტატუსი (არ აქვს დაყენებული ცალკე მოთხოვნა); 4.11. პალატა განმარტავს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-ლი და მე-2 მუხლების შესაბამისად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს; 4.12. ამავე კოდექსის 178-ე მუხლის ”ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელეს ვალდებულებაა სარჩელში მიუთითოს მოპასუხე, მოპასუხის წინააღმდეგ წარდგენილი მოთხოვნა, კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს, ასევე მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სარჩელში მითითებულ გარემოებებს; 4.13. სააპელაიო პალატა მიუთითებს, რომ სათანადო მოპასუხის მონაწილეობის გარეშე სარჩელთან დაკავშირებით დავის განხილვა წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლო განხილვის თაობაზე უფლების დარღვევას, ხოლო ასეთი წესით განხილულ დავაზე მიღებული გადაწყვეტილება იმდენად არასრულს წარმოადგენს, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია (სსკ-ის 394. ე1 მუხლი); 4.14. ამავე კოდექსის 393.3 მუხლის შესაბამისად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა, მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი; 4.15. დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლო სხდომაზე აპელანტმა დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა არსებითად განსახილველად დაბრუნება, აღიარებითი სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების მიზნით, რასაც დაეთანხმა მოწინააღმდეგე მხარე; 4.16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად, სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: ა) არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; ბ) გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი; 4.18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს; 4.19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია; 4.20. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე საქალაქო სასამართლოს ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ზემოთ მითითებული შენიშვნების გათვალისწინებით;

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

 

6. საპროცესო ხარჯები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საპროცესო ხარჯის განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანის დროს.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ი--- ა------ს დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს ფოთის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება;

 

3. №2/1128-2019 სამოქალაქო საქმე, ხელახალი არსებითი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე, ფოთის საქალაქო სასამართლოს;

 

4. მხარეთა შორის საპროცესო ხარჯების განაწილების საკითხი გადაწყდეს საქმის ხელახალი განხილვის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებით;

 

5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

6. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: მოსამართლეები: ლაურა მიქავა ირმა პერანიძე ინდირა მაშანეიშვილი