განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 09.03.2020
საქმის ნომერი
080210018002735912
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
09.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №080210018002735912

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ-936-19 09 მარტი, 2020 წელი

ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ლაურა მიქავა

 

სხდომის მდივანი - თეონა ქიმერიძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ი----- ს---------ე, მ----–- გ------–--ე - ო---- ხ----–---–ი - ა------ ა--------------- რ-------–--ის ფ-------- და ე----------- ს----------ო - შპს ,,ბ-------- თ-------- კ---------ი“

დავის საგანი - მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 01 ივლისის გადაწყვეტილება

1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების ნაწილში, კერძოდ, ა------ ა--------------- რ-------–--ის ფ-------- და ე----------- ს----------ოს შპს ,,ბ-------- თ-------- კ---------თან“ ერთად, სოლიდარულად, დაეკისროს მათ სასარგებლოდ მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

- მ----–- გ------–--ის და ი----- ს---------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

- შპს ,,ბ-------- თ-------- კ---------ს“ მ----–- გ------–--ის სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი ხელფასი 2012 წლის 01 ოქტომბრიდან ყოველთვიურად 260 ლარის ოდენობით, რაც სარჩელის შეტანის დღისთვის შეადგენდა - 14 405 ლარს.

- შპს ,,ბ-------- თ-------- კ---------ს“ მ----–- გ------–--ის სასარგებლოდ დაეკისრა დაყოვნებული ხელფასის 0.07%, რაც შეადგენდა სარჩელის შემოტანის დღისათვის - 8322 ლარს.

- შპს ,,ბ-------- თ-------- კ---------ს“ მ----–- გ------–--ის სასარგებლოდ დაეკისრა დაყოვნებული ყოველთვიური ხელფასის, 260 ლარის 0.07% - 2016 წლის 29 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

- შპს ,,ბ-------- თ-------- კ---------ს“ ი----- ს---------ის სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი ხელფასი 2012 წლის 01 ოქტომბრიდან ყოველთვიურად 270 ლარის ოდენობით, რაც სარჩელის შეტანის დღისთვის შეადგენდა - 15015 ლარს.

- შპს ,,ბ-------- თ-------- კ---------ს“ ი----- ს---------ის სასარგებლოდ დაეკისრა დაყოვნებული ხელფასის 0.07%, რაც შეადგენდა სარჩელის შემოტანის დღისათვის - 8696 ლარს.

- შპს ,,ბ-------- თ-------- კ---------ს“ ი----- ს---------ის სასარგებლოდ დაეკისრა დაყოვნებული ყოველთვიური ხელფასის, 270 ლარის 0.07% - 2016 წლის 29 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

- შპს ,,ბ-------- თ-------- კ---------ს“ მოსარჩელე მ----–- გ------–--ის სასარგებლოდ დაეკისრა იურიდიული მომსახურების საფასური - 1000 ლარის ოდენობით.

- შპს ,,ბ-------- თ-------- კ---------ს“ მოსარჩელე ი----- ს---------ის სასარგებლოდ დაეკისრა იურიდიული მომსახურების საფასური - 1000 ლარის ოდენობით.

- მოსარჩელეების - მ----–- გ------–--ის და ი----- ს---------ის სასარჩელო მოთხოვნა მორალური ზიანის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

- მოსარჩელეების - მ----–- გ------–--ის და ი----- ს---------ის მოთხოვნა მოპასუხე ა------ ა--------------------------–---- ფ-------- და ე----------- ს----------ოს მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

- მოპასუხე შპს ,,ბ-------- თ-------- კ---------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა - 1406.49 ლარის ანაზღაურება.

 

2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. 1999 წლის 01 აპრილს ბ-------- რაიონული სასამართლოს მიერ რეგისტრირებული იქნა შპს ,,ბ-------- თ-------- კ---------ი“, რომლის დირექტორი და შემდგომ ლიკვიდატორი იყო ე--------- ფ-----------. 2006 წლიდან შპს ,,ბ-------- თ-------- კ---------ი“ გადავიდა ა------ ა--------------- რ-------–--ის ფ-------- და ე----------- ს----------ოს დაქვემდებარებაში, იგივე სახელმწიფოს 100%-იანი წილით.

 

2.2. მოპასუხე ი----- ს---------ე შპს ,,ბ-------- თ-------- კ---------ში“ მუშაობდა ბუღალტრად და მის მიერ 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2016 წლის 01 ივლისამდე და მიუღებელი ხელფასი შეადგენდა 15015 ლარს.

 

2.3. მოპასუხე მ----–- გ------–--ე შპს ,,ბ-------- თ-------- კ---------ში“ მუშაობდა მოანგარიშე-საქმეთა მმართველად და მის მიერ 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2016 წლის 01 ივლისამდე და მიუღებელი ხელფასი შეადგენდა 14 405 ლარს.

 

2.4. 2005 წლის 15 დეკემბრიდან შპს ,,ბ-------- თ-------- კ---------ი“ იმყოფებოდა გაკოტრების რეჟიმში, რომელიც გაგრძელდა 2008 წლის 15 აპრილამდე.

 

2.5. 2008 წლის 15 თებერვლის ა------ ა--------------- რ-------–--ის ფ-------- და ე----------- მ---------- N62 ბრძანებით შპს ,,ბ-------- თ-------- კ---------ის“ დირექტორი ნ------- ძ---–--ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დირექტორად დაინიშნა ე--------- ფ-----------.

 

2.6. 2008 წლის 09 ივნისის ა------ ა--------------- რ-------–--ის ფ-------- და ე----------- მ---------- N--- ბრძანებით საწარმოს მიერ მიღებული წმინდა მოგებიდან 1 500 000 ლარი მიმართული იქნა დივიდენდის სახით ა------ ა--------------- რ-------–--ის ბიუჯეტში, ხოლო წმიდა მოგების დარჩენილი ნაწილი დატოვებული იქნა საწარმოში.

 

2.7. 2009 წლის 29 იანვარს ა------ ა--------------- რ-------–--ის ფ-------- და ე----------- მ---------- N52 ბრძანებით ლიკვიდირებული იქნა შპს ,,ბ-------- თ-------- კ---------ი“ და საზოგადოების ლიკვიდატორად დაინიშნა შპს ,,ბ-------- თ-------- კ---------ის“ დირექტორი ე--------- ფ-----------. ლიკვიდატორ ე--------- ფ----------ის სახელფასო განაკვეთი განისაზღვრა 150 ლარით; მთავარი ბუღალტრის - ი----- ს---------ის სახელფასო განაკვეთი განისაზღვრა 270 ლარით და მოანგარიშე საქმეთა მმართველის - მ----–- გ------–--ის სახელფასო განაკვეთი განისაზღვრა 260 ლარით.

 

2.8. 2008 წლის 13 თებერვლის შპს ,,ბ-------- თ-------- კ---------ის“ კრედიტორთა კრებაზე წარდგენილი საბოლოო ცხრილის პროექტის შესაბამისად შპს ,,ბ-------- თ-------- კ---------ის“ მიერ გაწეული და მოსალოდნელი ხარჯების ჯამი შეადგენდა 8 415 109.92 ლარს და 406 483 დოლარს.

 

2.9. ი/მ რ----- გ--------ემ - აუდიტორმა შპს ,,ბ-------- თ-------- კ---------ის“ საბუღალტრო დოკუმენტაციის შესწავლით დაადგინა, რომ შპს ,,ბ-------- თ-------- კ---------ს“ ერიცხებოდა 953 718 ლარის ვალდებულებები, ხოლო 3 019 776 ლარის აქტივები.

 

2.10. მოსარჩელეები ითხოვდნენ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების დაკისრებას სოლიდარულად, როგორც შპს ,,ბ-------- თ-------- კ---------ის“, ასევე ა------ ა--------------- რ-------–--ის ფ-------- და ე----------- ს----------ოსათვის. სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხე შპს ,,ბ-------- თ-------- კ---------ის“ მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობა ნიშნავდა, რომ მას აღნიშნული დავის ინტერესი არ გააჩნდა და სადავოდ არ ხდიდა მოთხოვნებს. სადავოდ არ ხდიდა მოსარჩელეთა მუშაობას და მათ მიუღებელი ხელფასის ანაზღაურებას მოპასუხე ა------ ა--------------- რ-------–--ის ფ-------- და ე----------- ს----------ოც, ის განმარტავდა, რომ მას როგორც არაუფლებამოსილ პირს არ უნდა დაკისრებოდა თანხის გადახდა.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.11. საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. ორგანული კანონის 31-ე მუხლის შესაბამისად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომის ხელშეკრულებით.

 

2.12. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე ი----- ს---------ე შპს ,,ბ-------- თ-------- კ---------იში“ მუშაობდა ბუღალტრად და მის მიერ 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2016 წლის 01 ივლისამდე და მიუღებელი ხელფასი შეადგენდა 15015 ლარს. მოპასუხე მ----–- გ------–--ე შპს ,,ბ-------- თ-------- კ---------იში“ მუშაობდა მოანგარიშე-საქმეთა მმართველად და მის მიერ 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2016 წლის 01 ივლისამდე და მიუღებელი ხელფასი შეადგენდა 14 405 ლარს. მოცემული პერიოდის შესაბამისი უკუგება შრომის ანაზღაურების სახით არ განხორციელებულა.

 

2.13. შესაბამისად, ვინაიდან დასტურდებოდა სადავო პერიოდში მოსარჩელეების მიერ მოპასუხე შპს ,,ბ-------- თ-------- კ---------ის“ სასარგებლოდ შრომითი ურთიერთობის განხორციელების გარემოება, მაშასადამე საფუძვლიანი იყო მოსარჩელეების მოთხოვნა შრომის ანაზღაურების ნაწილში.

 

2.14. საქართველოს შრომის კოდექსის მე-31 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა იძულებით განაცდურზე ყოველი დაყოვნებული დღისათვის 0,07%-ის დაკისრების თაობაზე, ემყარებოდა ზემოაღნიშნულ ნორმას.

 

2.15. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს არსებული ფულადი ვალდებულებიდან და არა იმ თანხიდან, რომელიც სასამართლომ დააკისრა ან შეიძლება დააკისროს პირს არსებული ძირითადი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის იძულებითი განაცდურის, როგორც ზიანის ანაზღაურების სახით.

 

2.16. ამავე კოდექსის 31.3 მუხლის სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ განმარტა, რომ დამსაქმებელს დაყოვნებული თანხის 0,07%-ის გადახდის ვალდებულება წარმოეშობოდა იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ჰქონდა დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობას, ანუ, სახეზე იყო გადახდის ვალდებულების არსებობა და საბოლოო ანგარიშსწორების განუხორციელებლობა, ხელფასის, გამოუყენებელი შვებულების სახით, რაც შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში გასაცემ თანხას წარმოადგენდა.

 

2.17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2016 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში (საქმე №ას-268-255-2016), განმარტა, რომ იძულებითი განაცდურის ანგარიშსწორების დაყოვნების გამო მოპასუხისათვის კანონისმიერი პირგასამტეხლო (დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07%) საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებიდან და 31-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარეობს, რომლის მიხედვითაც: ა) მხარეებს შორის არსებული შრომითი ურთიერთობა არ უნდა იყოს შეწყვეტილი; ბ) შეთანხმებული შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად უნდა გაიცემოდეს; გ) დამსაქმებელმა უნდა დაარღვიოს ძირითადი ვალდებულება - მან უნდა გადააცილოს შრომის ანაზღაურების შეთანხმებულ ვადას ან საბოლოო ანგარიშსწორების კანონით დადგენილ შვიდღიან ვადას (საქართველოს შრომის კოდექსის 34-ე მუხლი).

 

2.18. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილი ვრცელდებოდა მხოლოდ არსებული შრომითი ურთიერთობების იმ სფეროზე, როდესაც შრომის ანაზღაურება (ხელფასი, საშვებულებო ანაზღაურება და სხვა) ყოვნდებოდა.

 

2.19. საქართველოს შრომის კოდექსის 34-ე მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

 

2.20. სასამართლომ განმარტა, რომ სწორედ ამ 7 დღიან ვადაში უნდა მოხდეს მხარეთა შორის ანგარიშსწორება, ხოლო 7 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ იწყება დაყოვნების პირგასამტეხლოს 0,07%-ის ათვლა და არა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თარიღიდან. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი შრომითი ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის პირგასამტეხლოს, განაცდური თანხის 0,07%-ის დაკისრების შესახებ საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო. კერძოდ, ზემოთმითითებული მსჯელობის გათვალისწინებით დაყოვნების პირაგსამტეხლოს ათვლის თარიღად უნდა განსაზღვრულიყო 2016 წლის 29 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

2.21. რაც შეეხება მოსარჩელეების მოთხოვნას მოპასუხე ა------ ა--------------- რ-------–--ის ფ-------- და ე----------- ს----------ოსათვის თანხის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლო იყო შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად, იურიდიული პირი არის განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი, საკუთარი ქონების მქონე, ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. ამავე კოდექსის 25-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა წარმოიშობა მისი რეგისტრაციის მომენტიდან და წყდება მისი ლიკვიდაციის დასრულების ფაქტის რეგისტრაციის მომენტიდან.

 

2.22. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორი კრედიტორების წინაშე ვალდებულებებისათვის პასუხს არ აგებს, ხოლო 44-ე მუხლის თანახმად, „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით“. განსახილველ შემთხვევაში, სახეზე არ იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, კ---------ის უფლებამონაცვლედ ა------ ა--------------- რ-------–--ის ფ-------- და ე----------- ს----------ოს ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები. ა------ ა--------------- რ-------–--ის ფ-------- და ე----------- ს----------ო როგორც შპს-ს პარტნიორი, პასუხს არ აგებდა საზოგადოების ვალდებულებებისათვის. აღნიშნულ პრინციპს საფუძვლად ედო საზოგადოების, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტის - იურიდიული პირის განცალკევებულობა მისი პარტნიორისაგან.

 

2.23. ამდენად, საზოგადოების 100%-იანი წილის მფლობელი პარტნიორისათვის ცნობილი ვერ იქნებოდა სამომავლო ვალდებულებები, კერძოდ, სამომავლოდ საზოგადოებაში არსებული სახელფასო დავალიანების და აღნიშნული დავალიანების ანაზღაურებაზე კრედიტორთა პრეტენზიების შესახებ.

 

2.24. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგენლობის საზოგადოებასა და სააქციო საზოგადოებაში პარტნიორთა საეთო კრების ან აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს წლიური მოგებისა და შუალედური მოგების დივიდენდების სახით განაწილება.

 

2.25. საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლი მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შრის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე. შესაბამისად, მოსარჩელეების მოთხოვნა თანხის ა------ ა--------------- რ-------–--ის ფ-------- და ე----------- ს----------ოსათვის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი იყო.

 

2.26. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამავე კოდექსის 413-ე მუხლის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.

 

2.27. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირს ზიანის ანაზღაურება ეკისრება თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. კერძოდ, თუ არსებობს ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ბრალი ზიანის მიმყენებელს მიუძღვის. შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეების მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით მისი დაუსაბუთებლობის გამო.

 

3. გადაწყვეტილება გაასაჩივრა ი----- ს---------ემ და მ----–- გ------–--ემ

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტების განმარტებით, არასწორი და დაუსაბუთებელია სასამართლოს დასკვნა მოპასუხე ა------ არ ფ-------- და ე----------- ს----------ოსათვის სოლიდარულად მიუღებელი ხელფასისა და დაყოვნებული ხელფასის 0.07%-ის არ დაკისრების ნაწილში. ა------ არ ფ-------- და ე----------- მ---------- 2008 წლის 09 ივნისის #--- ბრძანების საფუძველზე, ა------ არ ფ-------- და ე----------- ს----------ომ დივიდენდის სახით კომპანიიდან უკანონოდ წაიღო 1 500 000 ლარი, რითაც უშუალო და პირდაპირი ზიანი მიაყენა მისივე დაფუძნებულ 100% წილით შპს ,,ბ-------- თ-------- კ---------ს“, რის გამოც იგი საქმეზე არის მოპასუხე და აკისრია ვალდებულებები ამ პერიოდში (15.04.2008-02.12.2016) საწარმოში მომუშავე პირებს სრულად აუნაზღაუროს სახელფასო დავალიანება, ასევე, მისი დაგვიანებით გაუცემლობის შედეგად დარიცხული პირგასამტეხლო. იგი დივიდენდის თანხის მიღებით უსაფუძვლოდ გამდიდრდა. შესაბამისად, ა------ არ ფ-------- და ე----------- ს----------ოს შპს ,,ბ-------- თ-------- კ---------თან“ ერთად, სოლიდარულად უნდა დაეკისროს პირველი ინსტანციის მიერ მათ სასარგებლოდ დაკისრებული თანხები.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით;

 

ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით;

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს მ----–- გ------–--ის და ი----- ს---------ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 01 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ა------ არ ფ-------- და ე----------- სამინისტოს მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო სასამართლოში დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე, რომლისთვისაც სასამართლო სხდომის ადგილისა და დროის შესახებ ცნობილი იყო კანონით დადგენილი წესით;

 

4.2. აპელანტების, ი----- ს---------ის და მ----–- გ------–--ის წარმომადგენელმა იშუამდგომლა მოწინააღმდეგე მხარის არასაპატიო მიზეზით სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა;

 

4.3. სააპელაციო პალატა უპირველესად მიუთითებს, რომ უსაფუძვლოა აპელანტების წარმომადგენლის შუამდგომლობა მოწინააღმდეგე მხარის არასაპატიო მიზეზით სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

4.4. დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 09 მარტს სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე, რომელიც სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ გაფრთხილებული იყო სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით;

 

4.5. დადგენილია, რომ აპელანტების, ი----- ს---------ის და მ----–- გ------–--ის წარმომადგენელმა მოწინააღმდეგე მხარის სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ;

 

4.6. საქართველოს სსკ-ის 387-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საქმის განხილვაზე არ გამოცხადდება მოწინააღმდეგე მხარე, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით, სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც, შეიძლება, დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ;

 

4.7. საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით;

 

4.8. საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის;

 

4.9. საქართველოს სსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე;

 

4.10. მოცემულ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას. აღნიშნული კი გამორიცხავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას;

 

4.11. პალატა გასაჩივრებულ ნაწილში სრულიად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მის სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა მითითებული სამართლის ნორმები;

 

4.12. სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, აპელანტები სადავოდ ხდიან გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას იმ ნაწილში, რომლითაც მათ უარი ეთქვათ ა------ ა--------------- რ-------–--ის ფ-------- და ე----------- ს----------ოსათვის, შპს ,,ბ-------- თ-------- კ---------თან“ ერთად, სოლიდარულად მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების დაკისრებაზე;

 

4.13. მოცემული დავის განხილვისას მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ირკვევა, რომ მეწარმე სუბიექტი - ,,ბ-------- თ-------- კ---------ი“ წარმოადგენს შეზღუდული პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოებას, რომლის 100%-იანი წილის მესაკუთრეა ა------ ა--------------- რ-------–--ა;

 

4.14. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტების მითითებას იმ გარემოებაზე, რომ ა------ არ ფ-------- და ე----------- მ---------- 2008 წლის 09 ივნისის #--- ბრძანების საფუძველზე, ა------ არ ფ-------- და ე----------- ს----------ომ დივიდენდის სახით უკანონოდ წაიღო 1 500 000 ლარი, რითაც უშუალო და პირდაპირი ზიანი მიაყენა მისივე დაფუძნებულ 100% წილით შპს ,,ბ-------- თ-------- კ---------ს“, რის გამოც იგი საქმეზე არის მოპასუხე და აკისრია ვალდებულებები ამ პერიოდში (15.04.2008-02.12.2016) საწარმოში მომუშავე პირებს სრულად აუნაზღაუროს სახელფასო დავალიანება და მისი დაგვიანებით გაუცემლობის შედეგად დარიცხული პირგასამტეხლო;

 

4.15. ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კომანდიტური საზოგადოების შეზღუდული პარტნიორები (კომანდიტები), შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოებისა და კოოპერატივის პარტნიორები საზოგადოების ვალდებულებებისათვის კრედიტორების წინაშე პასუხს არ აგებენ. კომანდიტური საზოგადოების შეზღუდული პარტნიორები, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოებისა და კოოპერატივის პარტნიორები კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ მათ მიერ შეუტანელი შესატანითაც, თუ პასუხისმგებლობა დადგა პარტნიორთა მიერ შეთანხმებული შენატანის სრულად შეტანამდე. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კომანდიტური საზოგადოების შეზღუდული პარტნიორი, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოებისა და კოოპერატივის პარტნიორები საზოგადოების კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ პირადად, თუ ისინი ბოროტად გამოიყენებენ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ფორმებს;

 

4.16. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით;

 

4.17. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ შპს ,,ბ-------- თ-------- კ---------ის“ 100%-იანი წილის მესაკუთრეა ა------ ა--------------- რ-------–--ა, იგი მოცემულ დავაში არ წარმოადგენს პასუხისმგებელ სუბიექტს, შესაბამისად, იგი საზოგადოების ვალდებულებებისათვის კრედიტორების წინაშე უშუალოდ პასუხს არ აგებს, რაც გამორიცხავს სააპელაციო საჩივარში გადმოცემული მსჯელობის გაზიარების შესაძლებლობას და მის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებას. მოცემული დავის ფარგლებში, კომპანიის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, კრედიტორების წინაშე პასუხისმგებებელი სუბიექტია თავად შპს ,,ბ-------- თ-------- კ---------ი“;

 

4.18. საქართველოს კანონის ,,მეწარმეთა შესახებ“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასა და სააქციო საზოგადოებაში შესაბამისად პარტნიორთა საერთო კრების ან აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს წლიური მოგებისა და შუალედური მოგების დივიდენდების სახით განაწილება;

 

4.19. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ პარტნიორს კანონიდან გამომდინარე სრული უფლება აქვს მიიღოს დივიდენდი კომპანიიდან. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ აპელანტები (კრედიტორები) მიიჩნევდნენ, რომ ა------ არ ფ-------- და ე----------- ს----------ომ დივიდენდის სახით კომპანიიდან უკანონოდ წაიღო 1 500 000 ლარი, რითაც უშუალო და პირდაპირი ზიანი მიაყენა მისივე დაფუძნებულ 100% წილით შპს ,,ბ-------- თ-------- კ---------ს“, მათ შეეძლოთ აღეძრათ სარჩელი პარტნიორის მიერ კომპანიის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების თაობაზე, რაც მათ მიერ მოთხოვნილი არ ყოფილა. მოცემული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში კი ა------ არ ფ-------- და ე----------- ს----------ო ვერ ჩაითვლება პასუხისმგებელ სუბიექტად, რის გამოც არ არსებობს მის მიმართ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი;

 

4.20. ამდენად, სსკ-ის 230-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელში/სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას, რის გამოც სარჩელი ა------ არ ფ-------- და ე----------- ს----------ოს მიმართ არ უნდა დაკმაყოფილდეს;

 

4.21. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც - ა------ არ ფ-------- და ე----------- ს----------ოს მიმართ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმით, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, ი----- ს---------ის და მ----–- გ------–--ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია;

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი----- ს---------ის და მ----–- გ------–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 01 ივლისის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. აპელანტ ი----- ს---------ის და მ----–- გ------–--ის (წარმომადგენელი ო---- ხ----–---–ი) შუამდგომლობა მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ი----- ს---------ის და მ----–- გ------–--ის (წარმომადგენელი ო---- ხ----–---–ი) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

3. დარჩეს უცვლელი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 01 ივლისის გადაწყვეტილება;

 

4. აპელანტები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

6. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ლაურა მიქავა