განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100119002904547
საქმე №1/ბ-174-2020წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
03 აპრილი, 2020 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
ზეპირი მოსმენის გარეშე, ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა----–--- წ---------ს და მსჯავრდებულ ა-----– მ------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ----- შ----ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა-----– მ------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–--------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი №5----------), საშუალო განათლების მქონის, ნასამართლევის, მცხოვრების ქ--------–--------------------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებითა და 111; 3811 მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1.ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ა-----– მ------–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა: 1.ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ და არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; 2.ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 05 თებერვალს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ--------–--------–--–---–--------------------–-, ა-----– მ------–---–მა არასრულწლოვანი ე-- ს-----–--ს თანდასწრებით, ყელის და ხელის არეში ხელის მოჭერით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს, წინასწარი შეცნობით ორსულ ი----- ს-----–--ს, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
2019 წლის 07 თებერვალს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქ--------–-----–-----–------------–----------- ი----- ს-----–--ს საცხოვრებელ კორპუსთან მიახლოვებით, თავად ი----- ს-----–--სთან მიახლოვებით და მასთან კომუნიკაციით, ა-----– მ------–---–მა არ შეასრულა „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვის და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე №0----- შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.
ზემოაღნიშნულის გამო ა-----– მ------–---–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებითა და 111; 3811 მუხლის პირველი ნაწილით.
2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით:
ა-----– მ------–---–ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა” ქვეპუნქტზე.
ა-----– მ------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ვადით.
ა-----– მ------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა-----– მ------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით.
მსჯავრდებულ ა-----– მ------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან _ 2019 წლის 07 თებერვლიდან.
ა-----– მ------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა გაუქმდა.
განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა-----– მ------–---–მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ; მანვე ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 05 თებერვალს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ---------–--------–--–---–--------------------–-, ა-----– მ------–---–მა არასრულწლოვანი ე-- ს-----–--ს თანდასწრებით, ყელის და ხელის არეში ხელის მოჭერით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ცემა წინასწარი შეცნობით ორსულ ი----- ს-----–--ს, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. მანვე, 2019 წლის 07 თებერვალს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქ--------–-----–-----–------------–----------- ი----- ს-----–--ს საცხოვრებელ კორპუსთან მიახლოვებით, თავად ი----- ს-----–--სთან მიახლოვებით და მასთან კომუნიკაციით, არ შეასრულა „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვის და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე №0----- შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ა-----– მ------–---–ი და ი----- ს-----–-- არ ითვლებოდნენ ოჯახის წევრებად, რის გამოც სახეზე არ იყო ოჯახური დანაშაული, შესაბამისად, ა-----– მ------–---–ს წარდგენილი ბრალდებიდან უნდა ამორიცხვოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლზე მითითება და იგი დამნაშავედ უნდა ყოფილიყო ცნობილი მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლის პირველი ნაწილით, ასევე მისი ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირებულიყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა” ქვეპუნქტზე.
3.სააპელაციო საჩივრების არსი:
3.1.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეებმა.
3.1.1.ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ა----–--- წ---------მ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა ა-----– მ------–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 3811 მუხლის პირველი ნაწილითა და 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მისთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგი საფუძვლით: სასამართლოში გამოკვლეული იქნა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რომლებითაც დადასტურდა ბრალდების მხარის პოზიციის სისწორე, რაც საკმარისი უნდა ყოფილიყო ა-----– მ------–---–ისათვის წარდგენილ ბრალდებაში განაჩენის გამოსატანად. ამასთან, ა-----– მ------–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად ლმობიერი, რადგან მას დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი არ აუნაზღაურებია და სასამართლოს მისთვის უნდა დაენიშნა უფრო მკაცრი სასჯელი.
3.1.2.მსჯავრდებულ ა-----– მ------–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა პ----- შ----ემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ა-----– მ------–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, იმ საფუძვლით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დააფუძნა მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებას, რაც საკმარისი არ იყო ა-----– მ------–---–ის დამნაშავედ ცნობისათვის, ხოლო სხვა რაიმე პირდაპირი სახის მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა მის მიერ ძალადობის ჩადენის ფაქტი, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4.გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანის დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივრები, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ა-----– მ------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ----- შ----ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა----–--- წ---------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას ა-----– მ------–---–ის ქმედების ძალადობით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით) დაკვალიფიცირების თაობაზე და მიაჩნია, რომ ადვოკატის მოთხოვნა მსჯავრდების ამ ნაწილში ა-----– მ------–---–ის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ საფუძვლიანია, კერძოდ:
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განსაზღვრულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ხსენებული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ანალოგიური შინაარსის შემცველია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს” და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ,,ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ" (El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) №39630/09 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება და ,,ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ" (Hassan v The UK) №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება).
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა ა-----– მ------–---–ის მიერ ი----- ს-----–--ს ცემის ფაქტი. ამ ნაწილში ა-----– მ------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება ფაქტობრივად ეფუძნება ერთადერთ პირდაპირ მტკიცებულებას _ დაზარალებულ ი----- ს-----–--ს ჩვენებას, რომლის თანახმად, 2019 წლის 05 თებერვალს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ--------–------–--–---–---------–---------------- ბინაში, ა-----– მ------–---–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას, კერძოდ, ხელი წაუჭირა ყელში, მიათრია კედელთან და დაუწყო დახრჩობა და ცემა, რის შედეგადაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. მართალია, სააპელაციო პალატას დაზარალებულის ჩვენების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არ გააჩნია, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდების მხარეს სხვა პირდაპირი სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ა-----– მ------–---–ის მიერ ი----- ს-----–--ს ცემის ფაქტს, სასამართლოში არ წარმოუდგენია, მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება საკმარისი არ არის ა-----– მ------–---–ის დამნაშავედ ცნობისათვის. რაც შეეხება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, აღნიშნული დასკვნით დასტურდება მხოლოდ ის გარემოება, რომ ი----- ს-----–--ს სხეულზე აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები სხეულის სხვადასხვა არეში და ეს მტკიცებულება ვერ ადასტურებს დაზარალებულისათვის ამ დაზიანებების ა-----– მ------–---–ის მიერ მიყენების ფაქტს.
ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ, ვინაიდან, არ არსებობს ა-----– მ------–---–ის მიერ ი----- ს-----–--ს მიმართ ძალადობის ჩადენის დამადასტურებელ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის 11 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით შერაცხულ ბრალდებაში იგი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს, მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო.
რაც შეეხება ა-----– მ------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, აღნიშნული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტითაა დადასტურებული საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემდეგი მტკიცებულებებით:
2018 წლის 06 თებერვალს გაცემული №0----- შემაკავებელი ორდერით დადგენილია, რომ მსხვერპლის _ ი----- ს-----–--ს განცხადების საფუძველზე, მოძალადე ა-----– მ------–---–ს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, მსხვერპლთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.
დაზარალებულ ი----- ს-----–--ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 07 თებერვალს, დაახლოებით 18 საათზე, იგი ჩაჯდა ქ--------–------–-------------- მდებარე მისი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოსთან გაჩერებულ თავის კუთვნილ ავტომანქანაში, ჩართო ძრავა და გათბობას ელოდებოდა. ამ დროს მანქანის კარი გამოაღო ა-----– მ------–---–მა, რის გამოც ძალიან შეეშინდა და მაშინვე შეატყობინა პოლიციას. დაახლოებით ათ წუთში მივიდნენ პოლიციის მუშაკები, რომლებმაც წაიყვანეს ა-----– მ------–---–ი.
მოწმის სახით დაკითხული, შსს ბ--------------–-----------------–--ს პოლიციის მეორე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ რ---- ხ------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2019 წლის 07 თებერვალს იმყოფებოდა სამსახურში. დაახლოებით 18 საათზე განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომ ქ--------–-----–-----–------------–----------- ი----- ს-----–--ს საცხოვრებელ სახლთან მისული იყო ა-----– მ------–---–ი, რომელსაც შემაკავებელი ორდერით აკრძალული ჰქონდა მასთან მიახლოვება. იგი ხელმძღვანელობის დავალებით, გამომძიებელ ზვიად წულუკიძესთან და უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ რ----–-- თ----ესთან ერთად გავიდა მითითებულ მისამართზე, სადაც საცხოვრებელი სახლის სადარბაზოს შესასვლელთან იდგა ა-----– მ------–---–ი, ხოლო იქვე ეზოში გაჩერებულ მანქანაში იჯდა ი----- ს-----–--. ეს უკანასკნელი პოლიციელების დანახვისთანავე გადმოვიდა მანქანიდან. ის იყო ნამტირალევი, აღელვებული და სთხოვდა მათ ა-----– მ------–---–ი გაერიდებინათ იქედან, რადგან ეშინოდა მისი. ვინაიდან, ა-----– მ------–---–ის ქმედება ეწინააღმდეგებოდა შემაკავებელი ორდერით მისთვის დაწესებულ აკრძალვებს, იგი დაკავეს და გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.
იგივე გარემოებები დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა რ----–-- თ----ემ.
ბრალდებულის დაკავების ოქმით დასტურდება, რომ ა-----– მ------–---–ი დაკავებული იქნა 2019 წლის 07 თებერვალს, 18:15 საათზე, ქ--------–-----–-----–------------–----------- ი----- ს-----–--ს საცხოვრებელი სახლის სადარბაზოს მიმდებარედ.
ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არის დადასტურებული ა-----– მ------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა და ამ ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 ოქტომბრის განაჩენის გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
სააპელაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის სამოტივაციო ნაწილში მითითებულ მსჯელობას, რომ ა-----– მ------–---–ის ქმედება არასწორად იყო დაკვალიფიცირებული, როგორც ოჯახური დანაშაული, ვინაიდან, ის და ი----- ს-----–-- არ წარმოადგენდნენ ოჯახის წევრებს. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლი ამ კოდექსის მიზნებისათვის ადგენს ოჯახის წევრთა წრეს, რომელიც უფრო ფართო მოცულობისაა, ვიდრე ოჯახური წრის ზოგადად დამკვიდრებული სამართლებრივი გაგება, ვინაიდან, ოჯახის საყოველთაოდ აღიარებული წევრების გარდა, იგი მოიცავს ყოფილ მეუღლეს, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს და აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირებს, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ა-----– მ------–---–ი და ი----- ს-----–-- იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში ან მუდმივად ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. ასეთი სასამართლოში დაკითხვისას კატეგორილად უარყო თავად დაზარალებულმა ი----- ს-----–--მაც. შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისათვის ისინი ვერ ჩაითვლებიან ოჯახის წევრად.
ზემოაღნიშნულ მსჯელობის შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენის სამოტივაციო ნაწილში სწორად მიუთითა, რომ ა-----– მ------–---–ს ბრალდებიდან უნდა ამორიცხვოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლზე მითითება და იგი ცნობილი უნდა ყოფილიყო დამნაშავედ მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლის პირველი ნაწილით, თუმცა განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით, ა-----– მ------–---–ი მაინც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111; 3811 მუხლის პირველი ნაწილით იქნა ცნობილი დამნაშავედ, რაც უნდა გასწორდეს, განაჩენის სარეზოლუციო ნაწილიდან უნდა ამოირიცხოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლზე მითითება და ა-----– მ------–---–ი ცნობილი უნდა იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლის პირველი ნაწილით.
რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ა-----– მ------–---–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის შესახებ, სააპელაციო პალატა თვლის, რომ იგი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს არანაირ მოტივაციას, თუ რატომ მიიჩნევს იგი მსჯავრდებულისათვის დანიშნულ სასჯელს ზედმეტად ლმობიერად და რა სახის ზიანი უნდა აენაზაურებინა ა-----– მ------–---–ს დაზარალებულისათვის.
ამასთან, სააპელაციო პალატა ყურადებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, ბოლო დანაშაულის ჩადენის დროს ა-----– მ------–---–ი ნასამართლევი იყო განზრახი დანაშაულისათვის და საქმის მასალების მიხედვით, მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია, შესაბამისად, სახეზე იყო დანაშაულის რეციდივი, რის გამოც მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა არ უნდა ყოფილიყო ერთ წელზე ნაკლები, თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილისა, რომლის მიხედვით, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. აქვე სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს, გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს, გამოიყენოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან სხვა გზით გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა, თუ ბრალდების მხარემ შეიტანა სააპელაციო საჩივარი სწორედ ამ მოთხოვნით და თუ მას ასეთი პოზიცია ეკავა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოცემულ შემთხვევაში კი, სახელმწიფო ბრალმდებელი სასჯელის გამკაცრებას ითხოვს მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ ა-----– მ------–---–ს არ აუნაზღაურებია დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი და მას სააპელაციო საჩივარში ირიბადაც კი არ მიუთითებია ა-----– მ------–---–ის წინა ნასამართლობაზე ან დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნის წესზე, რის გამოც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი არ არის ამ კუთხით გააუარესოს მსჯავრდებულის მდგომარეობა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა----–--- წ---------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მსჯავრდებულ ა-----– მ------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ----- შ----ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა----–--- წ---------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.მსჯავრდებულ ა-----– მ------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ----- შ----ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
3.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება.
4.ა-----– მ------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით შერაცხულ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
5.ა-----– მ------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით.
6.მსჯავრდებულ ა-----– მ------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 07 თებერვლიდან.
7.ცნობად იქნას მიღებული, რომ ა-----– მ------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
8.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.
9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ვ.დოლიძე/