განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №020310519002816127
საქმე №3/ბ-346-19წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
13 ნოემბერი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე: მურთაზ მეშველიანი
სხდომის მდივანი: ონისე გურეშიძე
აპელანტი – ს---–----–---–-----ე
მოწინააღმდეგე მხარე – ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია
დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დავალდებულება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
2019 წლის 23 იანვარს ს---–----–---–-----ის წარმომადგენელმა თ----------–-----–---–მა სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოპასუხე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 20 დეკემბრის №3--- წერილის ბათილად ცნობა და მოპასუხის, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის დავალდებულება მოსარჩელე ს---–----–---–-----ესთან გააფორმოს ნასყიდობის ხელშეკრულება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლ-------ში მდებარე 4----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე.
სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 04 დეკემბრის N870 განკარგულებით, ,,სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, ზუგდიდის, აბაშის, სენაკის, მარტვილის, ხობისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მათ შორის დანართში მითითებული უძრავი ქონება (მდებარე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი, სოფელი ლ-------, ს/კ. 4-----------) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად -1 (ერთი) აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარად გადაეცათ, განკარგულების დანართში მითითებულ აფხაზეთიდან დევნილებს, მათ შორის მოსარჩელეს. ზემოაღნიშნული განკარგულებით, არ განსაზღვრულა კონკრეტული ვადა და პირობა, განკარგულებაში მითითებულ უძრავ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულებისა, განკარგულების დანართში მითითებული პირებისთვის, მათ შორის მოსარჩელისთვის. შესაბამისად, მოსარჩელემ 2017 წლის 26 სექტემბერს წერილით მიმართა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობას და მოითხოვა მასთან (ს---–----–---–-----ესთან) გაეფორმებინა ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით სიმბოლურ ფასად გადაცემის შესახებ და გადასცემოდა საკუთრებაში ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკუთრებაში არსებული ქონება (მდებარე ჩხოროწყუ სოფელ ლ-------, ს/კ 4-----------). ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2018 წლის 20 დეკემბრის N3--- წერილით, მოსარჩელეს უარი ეთქვა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკუთრებაში არსებული ქონების (მდებარე, ჩხოროწყუ სოფელ ლ-------, ს/კ. 4-----------) საკუთრებაში გადაცემაზე.
მოპასუხე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელი არ ცნო და მისი უარყოფა მოითხოვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილებით ს---–----–---–-----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
სასამართლომ დაადგინა, რომ ზუგდიდის, აბაშის, სენაკის, მარტვილის, ხობისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აფხაზეთიდან დევნილთათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 04 დეკემბრის №840 განკარგულებით, ,,სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, ზუგდიდის, აბაშის, სენაკის, მარტვილის, ხობისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების საკუთრებაში არსებული ქონება (№1, №2, №3, №4, №5 და №6 თანართების მიხედვით) პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცათ ამავე დანართებში მითითებულ აფხაზეთიდან დევნილებს.
დანართ №6-ში პირველ ნომრად მითითებულია ს---–----–---–-----ე, რომლითაც მოსარჩელისათვის გადასაცემ ქონებად განისაზღვრა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლ-------ში მდებარე 4----------- საკადასტრო კოდით უძრავი ქონება.
განკარგულების მე-2 პუნქტის მიხედვით, საპრივატიზაციო პირობად დადგინდა საპრივატიზაციო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარულ დღეში.
დადგენილია, რომ მოსარჩელე ს---–----–---–-----ესთან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ხელშეკრულება პრეზიდენტის განკარგულების მიღებიდან 3 თვის ვადაში არ დადებულა.
მოსარჩელე ს---–----–---–-----ემ 2017 წლის 26 სექტემბერს №3--- განცხადებით მიმართა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიას, რომელმაც იმ მოტივით, რომ დღეის მდგომარეობით ,,სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ’’ საქართველოს კანონი ძალადაკარგული იყო, ხოლო ამ კანონისაგან განსხვავებით დღეისათვის მოქმედი საქართველოს ორგანული კანონი - ,,ადგილობირვი თვითმმართველობის კოდექსი’’ არ ითვალისწინებდა მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებას, უარი უთხრა ს---–----–---–-----ეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლ-------ში მდებარე 4----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების გადაცემაზე.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელის აღძვრა არ ნიშნავს სასამართლოს მხრიდან უეჭველად მის დაკმაყოფილებას. ამ კუთხით აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. მსგავსი შინაარსის ნორმაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლითაც ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.
სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზაცია დისპოზიციურობის პრინციპის გამოვლინებაა, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მითითებული სახელმძღვანელო დებულების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს... (სსს კოდექსის მე-3 მუხლი). გარდა ამისა, სარჩელის უფლებაში გაერთიანებულია ორი უფლება: 1. სარჩელისა აღძვრის უფლება და 2. სარჩელის დაკმაყოფილების უფლება. იმისათვის, რომ მოსარჩელემ მიაღწიოს შედეგს სარჩელის დაკმაყოფილების სახით, აუცილებელია სარჩელში სასარჩელო მოთხოვნა იყოს დასაბუთებული, როგორც საპროცესო-სამართლებრივი, ისე მატერიალურ- სამართლებრივი ნორმების შესაბამისად. აღნიშნული მსჯელობა გამომდინარეობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი პუნქტიდან, რომლითაც მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.
განსახილველ შემთხვევაში, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის საფუძვლიანობის შესამოწმებლად გამოსაკვლევი იყო გარემოება, კანონიერია თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა მასთან ხელშეკრულების დადების თაობაზე.
სადავო ურთიერთობის სპეციალური ნორმატიული აქტია საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ’’, რომელიც მოქმედებდა სადავო პერიოდში - 2009-2010 წლებში. იგი განსაზღვრავდა საქართველოს სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის სამართლებრივ, ეკონომიკურ, ორგანიზაციულ საფუძვლებსა და ძირითად პირობებს. ამავე კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით კანონმდებლის მიერ რეგლამენტირებულ იქნა, რომ სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების მიზანია, საკუთრების უფლება გადაეცეს იმ მყიდველს, რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის დადგენილ პირობას (პირობებს), ხოლო თუ პირდაპირი მიყიდვა ხორციელდება კონკურენტული შერჩევის საფუძველზე – საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ დაინტერესებულ პირს (პოტენციურ ინვესტორს), რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს სახელმწიფო ქონების ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას დადგენილ პირობას (პირობებს). სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს და შესაბამის პირობებს ადგენს საქართველოს პრეზიდენტი.
სწორედ მითითებული კანონი დაედო საფუძვლად საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის №870 განკარგულებას ,,ზუგდიდის, აბაშის, სენაკის, მარტვილის, ხობისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აფხაზეთიდან დევნილთათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ’’, რომლითაც
დადგინდა, რომ ზუგდიდის, აბაშის, სენაკის, მარტვილის, ხობისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების საკუთრებაში არსებული ქონება, მათ შორის, №6 დანართის პირველ ნომრად აღრიცხული და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლ-------ში მდებარე 4----------- საკადასტრო კოდით უძრავი ნივთი გადაეცეს ს---–----–---–-----ეს პირდაპირი მიყიდვის ფორმით.
განკარგულების მე-2 პუნქტის მიხედვით, საპრივატიზაციო პირობად დადგინდა საპრივატიზაციო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარულ დღეში.
სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების შესახებ გარიგების გაფორმების წესს არეგულირებდა ,,სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლი, რომლის მე-5 პუნქტის მუხედვით, პირდაპირი მიყიდვის ფორმით სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისას მყიდველსა და
გამყიდველს შორის იდება შესაბამისი წერილობითი ხელშეკრულება. ხელშეკრულება იდება პირდაპირი მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 3 თვისა. ეს ვადა აგრეთვე ვრცელდება სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული აქციების, წილების მართვის უფლების გადაცემისას დასადებ ხელშეკრულებაზე.
კანონის პირველი მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, ამ კანონის აღსრულების მიზნებისათვის, პრივატიზება ნიშნავს ფიზიკური ან იურიდიული პირების მიერ ან მათი გაერთიანებების მიერ სახელმწიფო ქონებაზე ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენას ამ კანონით დადგენილი წესებით, რომელთა შორისაა მე-10 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზაციო პირობა, რაც მოცემულ ვითარებაში, მხარეთა მიერ შესრულებული არ არის, სახეზე არ გვაქვს კანონით დადგენილ ვადაში ხელშეკრულების გაფორმების ფაქტი და უდავოა ისიც, რომ მოსარჩელეს არ მიუმართავს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის პირდაპირი მიყიდვის შესახებ პრეზიდენტის №870 განკარგულების მიღებიდან 3 თვის ვადაში ხელშეკრულების გაფორმების მოთხოვნით და მისი მოთხოვნა არ ყოფილა იგნორირებული მოპასუხის მხრიდან.
რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის პოზიციას, რომ დღეის მდგომარეობით საქართველოს კანონმდებლობა, ,,ადგილობირვი თვითმმართველობის კოდექსი’’ არ ანიჭებს ჩხოროწუს მუნიციპალიტეტის მერიას, როგორც ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს უფლებას მოახდინოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 3--ე, 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე რაიონულმა სასამართლომ გასაჩივრებული აქტი - 20.12.2018 წლის წერილი კანონშესაბამისად ჩათვალა და შესაბამისად, ს---–----–---–-----ის სარჩელი არ დააკმაყოფილა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს---–----–---–-----ის წარმომადგენელმა თ----------–-----–---–მა, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, მოკლებულია სამართლებრივ და ფაქტობრივ წინამძღვრებს, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლიტური საფუძველია.
აპელანტის განმარტებით, რაიონულმა სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. კერძოდ, აღსანიშნავია, რომ სელმარ წულუკიძე ჩხოროწყუს სოფელ ლ-------ში უძრავ ქონებას (ს/კ. 4-----------) ფლობს და განკარგავს 2008 წლიდან, როდესაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტომ აღნიშნული ქონება შეიძნია ფიზიკური პირისაგან და გადასცა აპელანტს (მოსარჩელეს) საკუთრებაში, ხოლო 2009 წლის 04 დეკემბრის საქართველოს პრეზიდენტის N870 განკარგულებით დაევალა შესაბამის ადმინისტრაციულ სტრუქტურას (ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს) გაეფორმებინა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება აპელანტ ს---–----–---–-----ესთან.
აპელანტის განმარტებით ,,სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტით სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზება ხორციელდება აუქციონის და პირდაპირი მიყიდვის ფორმებით, გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით და 6.2 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ს---–----–---–-----ეს პირდაპირი მიყიდვის ფორმებით გადაეცა უძრავი ქონება. პირდაპირი მიყიდვის ფორმით სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისას მყიდველსა და გამყიდველს შორის იდება შესაბამისი წერილობითი ხელშეკრულება. ხელშეკრულება იდება პირდაპირი მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 3 თვისა. მაგრამ აღნიშნულზე ადმინისტრაციული ორგანო იყო ვალდებული გაეფორმებინა ხელშეკრულება ს---–----–---–-----ესთან. სამთვიანი ვალდებულება ქონდა ჩხოროწყუს გამგეობას რომელსაც ქონება გადაეცა კონკრეტული პირისათვის გადასაცემად (გამგეობა წარმოადგენდა ქონების გამტარს) ნება გამოხატული იყო (არის) და სამთვიანი ვალდებულება არ ქონდა ფიზიკურ პირს რომელსაც პირდასპირი მიყიდვის წესით გადაეცა ქონება.
აპელანტის განმარტებით საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 04 დეკემბრის N870 განკარგულებით, "სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი, სოფელი ლ-------, (ს/კ. 4-----------, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად -1 (ერთი) აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარად გადაეცა ს---–----–---–-----ეს.
ზემოაღნიშნული განკარგულებით, საპრივატიზებო პირობად განისაზღვრა საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარულ დღეში. ამ განკარგულების ხელმოწერის დღიდან 2010 წლის 01 იანვრამდე ჩხოროწყუს მუნიციპასლიტეტის გამგეობას კანომდებლობით დადგენილი წესით უნდა გაეფორმებინა ნასყიდობის ხელშეკრულება აპელანტთან.
მოსარჩელეს არ მიუმართავს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის პირდაპირი მიყიდვის შესახებ პრეზიდენტის განკარგულების მიღებიდან 3 თვის ვადაში ხელშეკრულების გაფორმების მოთხოვნით ვინაიდან ასეთი ვალდებულება მას განკარგულებით არ ქონდა და არც კანონი ავალდებულებდა, აღნიშნული ვალდებულება ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა განეხორციელებინა.
აპელანტის განმარტებით განკარგულების გამოცემიდან 3 თვეში ვერ დაიდებოდა ხელშეკრულება გამომდინარე იქედან, რომ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის 2010 წლის 18 მაისის N9- წერილის საფუძველზე, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონება, მდებარე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი, სოფელი ლ------- (ს/კ. 4-----------), სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კატეგორიიდან გადაყვანილი იქნა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კატეგორიაში. (ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის 2010 წლის 18 მაისის N9- წერილი, განცხადება, განცხადების მიღების ბარათი, გადაწყვეტილება N8--------------, 2010 წლის 24 მაისის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან).
აპელანტის განმარტებით დღევანდელი მდგომარეობით საქართველოს კანონმდებლობა, ,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ არ ანიჭებს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიას, როგორც ადგილობრივი თვითმართველ ერთეულს უფლებას მოახდინოს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზირება.
აპელანტის განმარტებით მისი მოთხოვნა არის ნასყიდობის ხელშეკრულების დადება, რომელიც ჩხოროწყუს გამგეობამ (მუნიციპალიტეტმა) უნდა განხორციელოს, რადგან ნება მხარეებს შორის გამოხატული იყო ჯერ კიდევ 2008 წელს, როდესაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2008 წლის 19 დეკემბრის N2-- წერილით განაცხადა თანხმობა მის საკუთრებაში არსებული ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტიში მდებარე უძრავი ქონება (სოფელი ლ-------) გადაცემოდა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობას შემდგომში, მასში ს---–----–---–-----ის შესასახლებლად (ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-სვანეთის სამხარეო სამმართველოს 2009 წლის 22 მაისის N2------- წერილი; განცხადება, განცხადების მიღების ბარათი, გადაწყვეტილება N8-------------- და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან), ხოლო 2009 წლის 04 დეკემბრის საქართველოს პრეზიდენტის N870 განკარგულებით დაევალა შესაბამის ადმინისტრაციულ სტრუქტურას (ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს) გაეფორმებინა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება აპელანტთან.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო გამოცხადებულ მხარეთა მოსაზრების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს---–----–---–-----ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად კი გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად თუ იგი იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
პალატა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტზე მითითებით განმარტავს, რომ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 20 დეკემბრის №3--- წერილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომლის კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში.
საქმეში არსებული მასალებით, კერძოდ ზუგდიდის, აბაშის, სენაკის, მარტვილის, ხობისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აფხაზეთიდან დევნილთათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 04 დეკემბრის №870 განკარგულების პირველი პუნქტის თანახმად - ,,სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, ზუგდიდის, აბაშის, სენაკის, მარტვილის, ხობისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების საკუთრებაში არსებული ქონება (№1, №2, №3, №4, №5 და №6 თანართების მიხედვით) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად -1 (ერთ) აშშ დოლარის ექვივალენტ ლარად გადაეცათ ამავე დანართებში მითითებულ აფხაზეთიდან დევნილებს.
ამავე განკარგულების მე-2 პუნქტის თანახმად საპრივატიზაციო პირობად განისაზღვრა საპრივატიზაციო თანხის გადახდა ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარულ დღეში. მე-3 პუნქტით განისაზღვრა, რომ ამ განკარგულების ხელმოწერის დღიდან 2010 წლის 01 იანვრამდე შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგეობებმა კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყონ N1, N2, N3, N4, N5 და N6 დანართების მიხედვით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კატეგორიის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კატეგორიად შეცვლასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება.
განკარგულების მე-4 პუნქტის თანახმად ეს განკარგულება გარდა პირველი და მე-2 პუნქტებისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მე-5 პუნქტში მიეთითა, რომ ამ განკარგულების პირველი და მე-2 პუნქტები ამოქმედდეს შესაბამისი მუნიციპალიტეტების გამგეობების მიერ ამ განკარგულების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების დასრულებისთანავე.
დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 04 დეკემბრის №870 განკარგულების N6 დანართში პირველ ნომრად მითითებულია ს---–----–---–-----ე, რომლისთვის გადასაცემ ქონებად მითითებულია - ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელი ლ-------, ს/კ-ით 4-----------.
საქმეში არსებული ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის 2010 წლის 18 მაისის N9- წერილით ჩხოროწყუს სარეგისტრაციო სამსახურს ეთხოვა საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 04 დეკემბრის №870 განკარგულების საფუძველზე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დანართში მითითებული დასახელებებზე დამაგრებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კატეგორიები გადაეყვანათ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კატეგორიაში...
ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-სვანეთის სამხარეო სამმართველოს 2009 წლის 22 მაისის N2------ წერილით ირკვევა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2008 წლის 19 დეკემბრის N2-- წერილის საფუძველზე არ არის წინააღმდეგი მის საკუთრებაში არსებული ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტეროტორიაზე მდებარე უძრავი ქონება გადაეცეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობას შემდგომში მასში ადგილნაცვალ პირთა შესასახლებლად...
2009 წლის 18 მაისს მომზადებული ამონაწერით ირკვევა, რომ სარეგისტრაციო ზონა, ჩხოროწყუ, კოდი-46, სექტორი, ლ-------, კოდი-05, კვარტლის N99, ნაკვეთის N009, დაუზუსტებელი ფართით- 5000 კვ.მ, საცხოვრებელი სახლით, მესაკუთრეა შინაგან საქმეთა სამინისტრო, უფლების დამადასტურებელ იურიდიულ დოკუმენტად მითითებულია უძრავი ქონების 03.10.2008 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება.
2009 წლის 25 მაისს მომზადებული ამონაწერით ირკვევა, რომ სარეგისტრაციო ზონა, ჩხოროწყუ, კოდი-46, სექტორი, ლ-------, კოდი-05, კვარტლის N01, ნაკვეთის N811, დაუზუსტებელი ფართით- 5634 კვ.მ, N1 საცხოვრებელი სახლი გაშენების ფართი 161 კვ.მ., მესაკუთრეა - სახელმწიფო, უფლების დამადასტურებელ იურიდიულ დოკუმენტად მითითებულია ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-სვანეთის სამხარეო სამმართველოს 22.05.2009 წლის N2------- მომართვა.
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დამატებითი ქონების სახით გადაცემის შესახებ 2009 წლის 27 ივლისის N3- ხელშეკრულებით დადგენილია, რომ ერთი მხრივ სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-სვანეთის სამხარეო სამმართველომ და მეორეს მხრივ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობამ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 23 თებერვლის N1------ და სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-სვანეთის სამხარეო სამმართველოს 2009 წლის 20 ივლისის N1------ ბრძანებების საფუძველზე დადეს ხელშეკრულება, რომ სამმართველო მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე გადასცემს, ხოლო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი საკუთრებაში, დამატებითი ქონების სახით იღებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებას ... ამავე ხელშეკრულების 2.1. პუნქტში მითითებულია, რომ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია:- საკუთრებაში გადაცემული ქონება გამოიყენოს თავისი შეხედულებისამებრ კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით. სამმართველო ვალდებულია ქონება გადასცეს უსასყიდლოდ...
2009 წლის 12 აგვისტოს მომზადებული ამონაწერით ირკვევა, რომ სარეგისტრაციო ზონა, ჩხოროწყუ, კოდი-46, სექტორი, ლ-------, კოდი-05, კვარტლის N44, ნაკვეთის N001, დაზუსტებელი ფართით - 42-- კვ.მ, N1 საცხოვრებელი სახლი გაშენების ფართით 156.7 კვ.მ., ნაკვეთის წინა N4-----------, მესაკუთრეა - ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობა, უფლების დამადასტურებელ იურიდიულ დოკუმენტად მითითებულია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დამატებითი ქონების სახით გადაცემის შესახებ 27.07.2009 წლის N3- ხელშეკრულება.
დადგენილია, რომ მოსარჩელე ს---–----–---–-----ესთან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ხელშეკრულება პრეზიდენტის განკარგულების მიღებიდან 3 თვის ვადაში არ დადებულა.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 20 დეკემბრის N3--- წერილით ირკვევა, რომ ,,ზუგდიდის, აბაშის, სენაკის, მარტვილის, ხობისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების საკუთრებაში არსებული ქონების აფხაზეთიდან დევნილთათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 04 დეკემბრის №870 განკარგულების საფუძველზე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება - ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლ-------ში მდებარე 42-- კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ს/კ-ით 4----------- პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად 1(ერთ) აშშ დოლარის ექვივალენტ ლარად გადაეცა აფხაზეთიდან დევნილ ს---–----–---–-----ეს...
ამავე წერილით ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული განკარგულება (04.12.09წ N870) გამოიცა ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, რომელიც ამჟამად ძალდაკარგულია. ამ კანონისგან განსხვავებით დღეისთვის მოქმედი საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ არ ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზაციას, ამდენად ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას განახორციელოს ს---–----–---–-----ისათვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გადაცემა N870 განკარგულებით განსაზღვრული წესით.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე პალატა განმარტავს შემდეგს:
დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 04 დეკემბრის N870 განკარგულება გამოცემულია ,,ადგილობრივი თვითმართელი ერთეულის ბრძანების შესაბამისად’’ საქართველოს კანონის საფუძველზე.
მართალია აღნიშნული კანონი ძალადაკარგულია 2014 წლის ,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის’’ 166-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუმცა ამავე მუხლის მე-3 ნაწილით ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტების ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან იურიდიულ ძალას ინარჩუნებს მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ამ აქტების უფლებამოსილი ორგანოების (მოცემულ შემთხვევაში პრეზიდენტის) მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაუქმებამდე. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 04 დეკემბრის N870 განკარგულება კი გაუქმებული არ არის.
,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართლებრივი აქტი არის უფლებამოსილი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული (გამოცემული), შესასრულებლად სავალდებულო აქტი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად - სამართლებრივი აქტის სახეებია ნორმატიული აქტი და ინდივიდუალური აქტი. მე-3 ნაწილით - ნორმატიული აქტი არის უფლებამოსილი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული (გამოცემული) სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს.
სასამართლო მიუთითებს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
ზემოთ მითითებული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელის 2017 წლის 26 სექტემბრის N3--- წერილის (განცხადების) დაკმაყოფილება უნდა მომხდარიყო პრეზიდენტის 2009 წლის 04 დეკემბრის N870 განკარგულების საფუძველზე, ვინაიდან დღეის მდგომარეობით ზემოაღნიშნული განკარგულება (04.12.09წ. N870) ძალაშია.
პალატა მიუთითებს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 3--ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 3--ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოტანილია საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევის გარეშე, რომლის არარსებობისას საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. შესაბამისად სახეზეა გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი და ადმინისტრაციული ორგანოსათვის ქმედების განხორციელების დავალდებულების პირობები.
5. საპროცესო ხარჯები
ს---–----–---–-----ე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის ,,პ“ ქვეპუნქტის თანახმად განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ამდენად მას (ს---–----–---–-----ეს) უნდა დაუბრუნდეს მის მიერ პირველი ინსტანციისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებში საქმის განხილვისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (100 ლარი + 150 ლარი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 3--ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 389-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ს---–----–---–-----ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილება;
3. ს---–----–---–-----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. ბათილად იქნეს ცნობილი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 20 დეკემბრის №3--- წერილი;
5. დაევალოს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიას საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 04 დეკემბრის N870 განკარგულების საფუძველზე გააფორმოს ს---–----–---–-----ესთან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლ-------ში მდებარე №4----------- საკადასტრო კოდის მქონე უძრავ ნივთზე შესაბამისი ხელშეკრულება;
6. ს---–----–---–-----ეს დაუბრუნდეს მის მიერ პირველი ინსტანციისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებში საქმის განხილვისათვის სს „საქართველოს ბანკის“ მეშვეობით 2019 წლის 21 იანვარს N1 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის გადახდილი 100 ლარი და 2019 წლის 04 სექტემბერს N8380174347 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარი;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6), მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მისამართი:ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32).
მოსამართლე: მურთაზ მეშველიანი