განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N330210114502136
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №ას-1161-1081-2017 26 აპრილი, 2018 წელი
ას-1161-1081-2017 უსწორობა ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),პაატა ქათამაძე, ზურაბ ძლიერიშვილი
საკასაციო პალატამ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 5 აპრილის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-16 პუნქტში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 აპრილის განჩინებით დამტკიცდა მორიგება თ----- ბ-–----–---–სა და თ----- ჯ--------ეს შორის, თანხის დაკისრების თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია სასამართლო განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტა სასამართლო სხდომაზე.
ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 აპრილის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-16 პუნქში უნდა გასწორდეს უსწორობა, კერძოდ, 2018 წლის 5 აპრილის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-16 პუნქტში "კასატორს თ----- ბ-–----–---–ს (პირადი #0----------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 2017 წლის 1 აგვისტოს გ--- კ----------–--ის (პ/ნ 2----------) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 (სამასი) ლარი და 2017 წლის 12 ივლისს გ--- კ----------–--ის (პ/ნ 2----------) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1283 (ათას ორას ოთხმოცდასამი) ლარი /სულ 1583 -ათას ხუთას ოთხმოცდასამი ლარი/", ნაცვლად მიეთითოს, "კასატორს თ----- ბ-–----–---–ს (პირადი #0----------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 2017 წლის 1 აგვისტოს გ--- კ----------–--ის (პ/ნ 2----------) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 (სამასი) ლარი და 2017 წლის 12 ოქტომბერს გ--- კ----------–--ის (პ/ნ 2----------) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1283 (ათას ორას ოთხმოცდასამი) ლარი /სულ 1583 -ათას ხუთას ოთხმოცდასამი ლარი/".
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 372-ე, 260-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 აპრილის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-16 პუნქტში დაშვებული უსწორობა.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 აპრილის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-16 პუნქტი "კასატორს თ----- ბ-–----–---–ს (პირადი #0----------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 2017 წლის 1 აგვისტოს გ--- კ----------–--ის (პ/ნ 2----------) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 (სამასი) ლარი და 2017 წლის 12 ივლისს გ--- კ----------–--ის (პ/ნ 2----------) მიერ გადახდილი
სახელმწიფო ბაჟი 1283 (ათას ორას ოთხმოცდასამი) ლარი /სულ 1583 -ათას ხუთას ოთხმოცდასამი ლარი/", გასწორდეს და მიეთითოს, "კასატორს თ----- ბ-–----–---–ს (პირადი #0----------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 2017 წლის 1 აგვისტოს გ--- კ----------–--ის (პ/ნ 2----------) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 (სამასი) ლარი და 2017 წლის 12 ოქტომბერს გ--- კ----------–--ის (პ/ნ 2----------) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1283 (ათას ორას ოთხმოცდასამი) ლარი /სულ 1583 -ათას ხუთას ოთხმოცდასამი ლარი/".
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ზ. ძლიერიშვილი