განჩინება

სისხლის სამართლის 17.05.2018
საქმის ნომერი
010141318700051358
თარიღი
17.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700051358

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №3აგ-18 17 მაისი, 2018 წელი

ს-------- ე----, 3აგ-18 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების - ე---- ს--------ს, ნ----- ს--------სა და ნ-------- გ-–------------ ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ--–--- წ--–------- საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 ივლისის განაჩენით საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორ ლაშა ფანჩულიძესა და ბრალდებულ ე---- ს-------ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება დამტკიცდა.

ე---- ს-------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 2231–ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

სსკ–ის 2231–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სსკ–ის 55–ე მუხლის საფუძველზე - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, საიდანაც სსკ–ის 50–ე მუხლის გამოყენებით 9 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 2 წელი და 3 თვე სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.

მასვე საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 50 000 ლარი, ხოლო სსკ–ის 52–ე მუხლის თანახმად, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა:

- მის სარგებლობაში არსებული ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებული თანხა - 6500 აშშ დოლარი, 3375 ევრო, 60 ლარი და 100 თურქული ლირა.

- მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული 3580 ევრო და 823,20 ლარი.

საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, სსკ–ის 55–ე მუხლის საფუძველზე დაენიშნა - თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 9 თვით, რაც სსკ–ის 63–ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.

მასვე დამატებითი სასჯელის სახით სსკ–ის 42–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე განესაზღვრა ჯარიმა – 50 000 ლარი, ხოლო სსკ–ის 52–ე მუხლის თანახმად, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა ბრალდებულის მფლობელობაში არსებული განზრახი დანაშაულის იარაღი, კერძოდ, სატრანსპორტო საშუალება: BMW X5, 3.0 D 2006, სახელმწიფო სანომრე ნიშნით Z------ (საიდენტიფიკაციო №(VIN): W----------------).

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელები შეიკრიბა სრულად და საბოლოოდ ე---- ს-------ს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 9 თვით, საიდანაც 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 5 წელი, საქართველოს სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით.

მასვე, დამატებითი სასჯელის სახით საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუველზე განესაზღვრა ჯარიმა – 100 000 ლარი და საქართველოს სსკ–ის 52–ე მუხლის თანახმად, ჩამოერთვა:

- მის მფლობელობასა და სარგებლობაში არსებული ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებული 6500 აშშ დოლარი, 3375 ევრო, 60 ლარი და 100 თურქული ლირა.

- მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული 3580 ევრო და 823,20 ლარი.

მასვე უსასყიდლოდ ჩამოერთვა დანაშაულის საგანი, სატრანსპორტო საშუალება: BMW X5, 3.0 D 2006, სახელმწიფიო სანომრე ნიშნით Z------ (საიდენტიფიკაციო №(VIN): W----------------)

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

 

ნ----- ს-------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 2231–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მასვე დამატებითი სასჯელის სახით საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე განესაზღვრა ჯარიმა – 200 000 ლარი.

 

ნ-------- გ-–----------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მასვე დამატებითი სასჯელის სახით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე განესაზღვრა ჯარიმა – 200 000 ლარი.

 

2. 2017 წლის 18 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულების - ე---- ს--------ს, ნ----- ს--------სა და ნ-------- გ-–------------ ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ--–--- წ--–------მ, რომელმაც სსსკ–ის 310–ე მუხლის „ბ“, „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 21 ივლისის განაჩენის გადასინჯვა და მსჯავრდებულების - ე---- ს--------ს, ნ----- ს--------სა და ნ-------- გ-–------------ მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულების - ე---- ს--------ს, ნ----- ს--------სა და ნ-------- გ-–------------ ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ--–--- წ--–------- შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.

 

4. კასატორი, მსჯავრდებულების - ე---- ს--------ს, ნ----- ს--------სა და ნ-------- გ-–------------ ინტერესების დამცველი, ადვოკატი ვ--–--- წ--–------ საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 30 ოქტომბრის განჩინების გაუქმებასა და სააპელაციო სასამართლოს მიერ შუამდგომლობის დაშვებას შემდეგი მოტივით: მათ მიერ შედგენილი მოქალაქეთა გამოკითხვის ოქმებით ირკვევა, რომ 2010 წლის 3 ნოემბერს ე---- ს--------ს ფაქტობრივი დაკავების ადგილზე სოდის თანამშრომლებმა უკანონოდ დააკავეს მისი მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი, რომლებსაც ადგილზე ჩამოართვეს მობილურები და ჩასხეს მანქანაში, რათა არ ეყურებინათ ე---- ს--------ს მიმართ განოხორციელებული უკანონო ქმედებებისათვის. აღნიშნული უკანონო ქმედებების გამო ე. ს--------ს სიდედრი ადგილზე გარდაიცვალა. შუამდგომლობაზე დართული ფაქტები და მტკიცებულებები გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და იგი მსჯავრდებულთა უდანაშაულობას ამტკიცებს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე საქმის გარემოებები სამართლებრივად სწორად შეაფასა.

 

3. პალატა აღნიშნავს, რომ არც შუამდგომლობასა და არც საკასაციო საჩივარში ადვოკატი ვ--–--- წ--–------ არ უთითებს არც ერთ ისეთ გარემოებაზე, რომელიც საკასაციო პალატას შესაძლებლობას მისცემდა, გადაესინჯა კანონიერ ძალაში შესული განაჩენი; შუამდგომლობაზე დართული მასალის (გამოკითხვის ოქმები) შინაარსი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ბ“ და „ზ“ ნაწილებით გათვალისწინებული განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს.

 

4. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულების -ე---- ს--------ს, ნ----- ს--------სა და ნ-------- გ-–------------ ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ--–--- წ--–------- შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულების - ე---- ს--------ს, ნ----- ს--------სა და ნ-------- გ-–------------ ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ--–--- წ--–------- საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ოქტომბრის განჩინება მსჯავრდებულების - ე---- ს--------ს, ნ----- ს--------სა და ნ-------- გ-–------------ ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ--–--- წ--–------- შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

 

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

 

პ. სილაგაძე