განჩინება

სისხლის სამართლის 25.07.2018
საქმის ნომერი
010100218700053233
თარიღი
25.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100218700053233

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№76აპ-18 ქ. თბილისი

ფ---–---–--- რ----–--, 76აპ-18 25 ივლისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 1 დეკემბრის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ცოტნე ცერცვაძისა და მსჯავრდებულ რ----–-- ფ---–---–---ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 მაისის განაჩენით რ----–-- ფ---–---–---, -დ----------–-------–--–-, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

 

საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ თ-- ა------–---–ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით.

 

საქართველოს სსკ-ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ მ--- შ--–--------ის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით.

 

საქართველოს სსკ-ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ დ----- ჩ----------ის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით.

 

საქართველოს სსკ-ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, სასჯელთა შთანთქმის წესით, რ----–-- ფ---–---–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით. საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 21 ნოემბრის განაჩენითა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 24 იანვრის განჩინებით რ----–-- ფ---–---–---ს მიმართ შემცირებული პირობითი მსჯავრი - 3 წელი და საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, რ----–-- ფ---–---–---ს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკეთა 4 წლითა და 6 თვით, რომლის მოხდა აეთვალა დაკავებიდან - 2016 წლის 15 აგვისტოდან.

 

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 1 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

 

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ რ----–-- ფ---–---–---მ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით (სამი ეპიზოდი). აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 21 ნოემბრის განაჩენით რ----–-- ფ---–---–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 24, 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

2016 წლის 4 აგვისტოს, ღამით, რ----–-- ფ---–---–--- ქ. თ---–--–-, გ-–--------------–-------------------------------------–ში, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა შ--–--------ის კუთვნილ „აცერის“ ფირმის 1336 ლარის ღირებულების ლეპტოპს, ტყავის საფულეს, 60 ლარსა და 60 აშშ დოლარს; ასევე ფარულად დაეუფლა ნ----- შ--–--------ის საფულეს, ოქროულობას, 700 ლარის ღირებულების, რითაც დაზარალებულ მ--- შ--–--------ეს მიაყენა 1610 ლარის, ხოლო ნ----- შ--–--------ეს 800 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2016 წლის 13 აგვისტოს, რ----–-- ფ---–---–---მ უკანონოდ შეაღწია თ---–--–-, გ-–---------------------------- კორპუსის ბინა №-–ში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა თ-- ა------–---–ის კუთვნილ საფულეს მასში მოთავსებულ 100 ლარით, ჩანთას მასში მოთავსებული სხვადასხვა ნივთებით და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა, რითაც თ-- ა------–---–ს მიაყენა 500 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2016 წლის 13 აგვისტოს, რ----–-- ფ---–---–---მ უკანონოდ შეაღწია გ-–--------------------------–ე კორპუსის ბინა №--–ში საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა დ----- ჩ----------ის კუთვნილ „სამსუნგ გალაქსი ს–5“ მოდელის მობილურ ტელეფონს, ღირებულს 500 ლარად და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა, რითაც დ----- ჩ----------ეს მიაყენა 500 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა როგორც ბრალდების, ისე - დაცვის მხარემ. პროკურორი ითხოვს რ----–-- ფ---–---–---სთვის სასჯელის გამკაცრებას, ხოლო მსჯავრდებული - კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოტანას.

 

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

 

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

7. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა.

 

8. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად მიუთითებენ რ----–-- ფ---–---–---ს მიერ ქურდობის ჩადენის ფაქტზე.

 

9. რაც შეეხება სასჯელს, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სასჯელი განსაზღვრულია საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების შესაბამისად, სამართლიანია და არ არსებობს მისი არც დამძიმების და არც შემსუბუქების საფუძველი.

 

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ცოტნე ცერცვაძისა და მსჯავრდებულ რ----–-- ფ---–---–---ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე