განჩინება

სისხლის სამართლის 31.07.2018
საქმის ნომერი
020141318700055170
თარიღი
31.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020141318700055170

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №31აგ-18 31 ივლისი, 2018 წელი

მ------–---–ი გ-------, 31აგ-18 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ------- მ------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი---- ბ-----–--ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 19 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 2 აპრილის განაჩენით გ------- მ------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „ა,“ „დ“ ქვეპუნქტებით (ოთხი ეპიზოდი); სსკ–ის 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა,“ „დ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი); სსკ–ის 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „ა,“ „დ“ ქვეპუნქტებით (მ------ ო------ის მიმართ ქურდობის ეპიზოდში) - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც სსკ–ის 63–ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად; მასვე საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 5000 ლარი;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „ა,“ „დ“ ქვეპუნქტებით (თ---------- ს------ის მიმართ ქურდობის ეპიზოდში) - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც სსკ–ის 63–ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „ა,“ „დ“ ქვეპუნქტებით (დ----- კ--------ის მიმართ ქურდობის ეპიზოდში) - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც სსკ–ის 63–ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „ა,“ „დ“ ქვეპუნქტებით (დ-------- ხ-–-------ის მიმართ ქურდობის ეპიზოდში) - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც სსკ–ის 63–ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „ა,“ „დ“ ქვეპუნქტებით (ზ---- ფ------ის მიმართ ქურდობის ეპიზოდში) - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც სსკ–ის 63–ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „ა,“ „დ“ ქვეპუნქტებით (ნ-------- ს--------ის მიმართ ქურდობის ეპიზოდში) - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც სსკ–ის 63–ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „ა,“ „დ“ ქვეპუნქტებით (გ--- ო-------ის მიმართ ქურდობის ეპიზოდში) - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც სსკ–ის 63–ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, მკაცმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით გ------- მ------–---–ს საბოლოოდ სასჯელის სახედ განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც სსკ–ის 63–64–ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობითად, 5 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 5000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გ. მ------–---–ს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 1 თებერვლიდან იმავე წლის 3 თებერვლის ჩათვლით - ჩაეთვალა სასჯელის ვადაში.

 

2. 2018 წლის 9 მარტს მსჯავრდებულ გ------- მ------–---–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი---- ბ-----–--ემ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა აღნიშნული განაჩენის ახალ კანონთან - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა იმ საფუძვლით, რომ მას დანაშაული ჩადენილი აქვს არასრულწლოვანების პერიოდში.

 

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 19 მარტის განჩინებით ადვოკატ ი---- ბ-----–--ის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.

 

4. კასატორი - მსჯავრდებულ გ------- მ------–---–ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი---- ბ-----–--ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 19 მარტის განჩინების გაუქმებასა და გ. მ------–---–ის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვას იმ მოტივით, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კანონის მოქმედების სფეროშია მოქცეული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი და, შესაბამისად, გ. მ------–---–ის შუამდგომლობაც - ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო. მოცემულ შემთხვევაში გ. მ------–---–ი იყო 18 წლის, მაგრამ განრიდების ნორმები ვრცელდება 18-დან - 21 წლამდე ასაკის პირთა მიმართ. გ------- მ------–---–ი არის სტუდენტი, ასევე ეუფლება ინგლისურ ენას.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.

 

3. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე–3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მიზნებისათვის არასრულწლოვნად ითვლება პირი, რომელსაც დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის შეუსრულდა 14 წელი, მაგრამ არ შესრულებია 18 წელი.

 

4. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მსჯავრდებული გ------- მ------–---–ი დ----------–--------–-–-------------ს, ხოლო დანაშაული ჩადენილი აქვს 2015 წლის 1 თებერვალს, ე.ი როდესაც ის უკვე სრულწლოვანი – 18 წლის გახდა.

 

5. არასრულწოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-2 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ გ------- მ------–---–ის მიმართ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 38-ე-48-ე მუხლებით დადგენილი ნორმებით გათვალისწინებული განრიდების ღონისძიების გამოყენების მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდება, ვინაიდან სამართალწარმოების პროცესის დასრულების შემდეგ განრიდების გამოყენების მოთხოვნა მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.

 

6. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი არ ეხება მსჯავრდებულ გ------- მ------–---–ის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და არ აუმჯობესებს მის სამართლებრივ მდგომარეობას, რის გამოც თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ გ------- მ------–---–ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ გ------- მ------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი---- ბ-----–--ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 19 მარტის განჩინება მსჯავრდებულ გ------- მ------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი---- ბ-----–--ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად;

 

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

 

პ. სილაგაძე