განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700056716
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №189აპ-18 ქ. თბილისი
დ------–---–- შ--–--, 189აპ-18 11 სექტემბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, ვასილ როინიშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 თებერვლის განაჩენზე თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა სარიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 ნოემბრის განაჩენით შ--–-- დ------–---–-, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ დაეკისრა ჯარიმა - 5000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 6 მარტის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე მოცემული განაჩენით შეფარდებულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 5 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, შ--–-- დ------–---–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 დღით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 5000 ლარი.
შ--–-- დ------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2017 წლის 16 სექტემბრიდან იმავე წლის 20 სექტემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო (5 დღე) და საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, იგი მთლიანად გათავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელისგან. საბოლოოდ მას სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარი.
გაუქმდა შ--–-- დ------–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და ყადაღა უნდა მოეხსნას შ--–-- დ------–---–-ს მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 სექტემბრის განჩინებით დაყადაღებულ მ---- ჩ-------- (პირადი N-----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას (მდებარე: ქ.-----–--–-------------–----------–-----------------------------–-------------------).
ნივთიერი მტკიცებულებებები:
„ზილ-131“ მარკის ავტომანქანა, რომელიც ინახება შს ახმეტის რაიონული სამმართველოს შენობაში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
15 ცალი წიფლის ხის მორი და ერთი ცალი ბენზოხერხი, რომლებიც ინახება შს ახმეტის რაიონული სამმართველოს შენობაში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უსასყიდლოდ უნდა ჩამოერთვას სახელმწიფოს სასარგებლოდ.
განაჩენით მსჯავრდებულ შ--–-- დ------–---–-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 6 მარტს თელავის რაიონული სასამართლოს განაჩენით შ--–-- დ------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
2017 წლის 15 სექტემბერს, დღის საათებში, ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვისათვის ნასამართლევმა შ--–-- დ------–---–მა ახმეტის რაიონის სოფელ ს------ მიმდებარე ტერიტორიაზე, ი-–----ს ხეობაში, ბენზოხერხის გამოყენებით უკანონოდ გაჩეხა სამი ძირი წიფლის ხე. აღნიშნული ქმედებით სსიპ „ეროვნული სატყეო სააგენტოს კახეთის სატყეო სამსახურს“ მიადგა 1574,5 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
2. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას და შ--–-- დ------–---–-სათვის განაჩენთა ერთობლიობით უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით - დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ქონების - „ზილ-131“ მარკის ავტომანქანის ჩამორთმევას.
3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 თებერვლის განაჩენით თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 თებერვლის განაჩენი გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შოთა სარიამ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანასა და შ--–-- დ------–---–-სათვის დამატებითი სასჯელის სახით ქონების ჩამორთმევის განსაზღვრას, კერძოდ, დანაშაულის ჩასადენად გამიზნული „ზილ-131“ მარკის ავტომანქანის ჩამორთმევას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. უსაფუძვლოა კასატორის მოთხოვნა შ--–-- დ------–---–-სათვის დამატებითი სასჯელის სახით ქონების, კერძოდ, „ზილ-131“ მარკის ავტომანქანის ჩამორთმევის თაობაზე. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს არგუმენტაციას და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ შ--–-- დ------–---–-ს შემთხვევაში არ დგინდება საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის დისპოზიციით გათვალისწინებული არცერთი პირობა და შესაბამისად, შ. დ------–---–-სათვის „ზილ-131“ მარკის ავტომანქანის ჩამორთმევის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა სარიას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
ვ. როინიშვილი