განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700055952
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №49აგ-18 16 ოქტომბერი, 2018 წელი
ს--------–--ე ვ-–--------, 49აგ-18 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ-–-------- ს--------–--ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე-- ლ-------ას საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 28 მაისის განაჩენით ვ-–-------- ს--------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (შპს ,,ბ------ი“ - სს ,,კ----------------–ის“ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;
საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (შპს ,,ს-----ე“ –
,,ბ------ის“, შპს ,,ქ-------–ი“ - ,,ბ------ის“ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;
საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (შპს ,,ჯ---------ი“ - ,,კ--------ის“, შპს ,,ს-----ე“ - ,,კ--------ის“, შპს ,,ქ-------–ი“ -,,კ--------ის“ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;
საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 9 წლით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 200000 ლარი;
საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მე-6 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 11 წლით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილობრივი შეკრების გზით, ვ-–-------- ს--------–--ეს საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 წლითა და 6 თვით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით - ჯარიმა 200000 ლარი.
ვ-–-------- ს--------–--ეს საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, როგორც დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება, სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალება LEXUS GX 470, სახელმწიფო ნომრით O------, ვინ კოდი J----------------.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ვ-–-------- ს--------–--ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 28 მაისის განაჩენში ვ-–-------- ს--------–--ის მიმართ შევიდა შემდეგი ცვლილება:
ვ-–-------- ს--------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (შპს ,,ბ------ი“ - სს ,,კ----------------–ის“ ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით -
თავისუფლების აღკვეთა 6 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით;
საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (შპს ,,ს-----ე“ - ,,ბ------ის“, შპს ,,ქ-------–ი“ - ,,ბ------ის“ ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - თავისუფლების აღკვეთა 6 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად;
საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (შპს ,,ჯ---------ი“ - ,,კ--------ის“, შპს ,,ს-----ე“ - ,,კ--------ის“, შპს ,,ქ-------–ი“ - ,,კ--------ის“ ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით;
საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 3000 ლარი;
საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მე-6 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 2000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ ვ-–-------- ს--------–--ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობითად, 5 წლის გამოსაცდელი ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 5000 ლარი.
ვ-–-------- ს--------–--ეს საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, როგორც
დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება, სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალება LEXUS GX 470, სახელმწიფო
ნომრით O------, ვინ კოდი J----------------.
3. 2018 წლის 20 მარტს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს მსჯავრდებულმა ვ-–-------- ს--------–--ემ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ე-- ლ-------ამ, რომლებმაც მოითხოვეს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 28 მაისისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 18 ოქტომბრის (საპროცესო შეთანხმება) განაჩენების გადასინჯვა, კერძოდ, ცვლილების შეტანა იმ ნაწილში, რომლითაც ვ-–-------- ს--------–--ეს, საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, როგორც დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება, სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალება LEXUS GX 470, სახ. ნომრით O------, ვინ კოდი J----------------.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ვ-–-------- ს--------–--ის და მისი ინტერსების დამცველის, ადვოკატ ე-- ლ-------ას შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ დაუშვებლად იქნა ცნობილი.
5. კასატორი – მსჯავრდებული ვ-–-------- ს--------–--ე და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ე-- ლ-------ა საკასაციო საჩივრით ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის განჩინების გაუქმებას, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 28 მაისისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 18 ოქტომბრის (საპროცესო შეთანხმება) განაჩენების გადასინჯვას, კერძოდ, ცვლილების შეტანას იმ ნაწილში, რომლითაც ვ-–-------- ს--------–--ეს, საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, როგორც დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება, სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალება LEXUS GX 470, სახ. ნომრით O------, ვინ კოდი J----------------. კასატორის პოზიციით, ავტომანქანა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული არ ყოფილა, რასაც ადასტურებს სს ,,თ----- ბანკსა“ და ვ-–-------- ს--------–--ეს შორის 2010 წლის 8 აპრილს დადებული ხელშეკრულება საბანკო კრედიტის შესახებ, რომელშიც კრედიტის გაცემის მიზნობრიობაში მითითებულია - ავტომობილის შეძენა. ამასთან, სასამართლომ განაჩენის გამოტანისას არ დაასაბუთა, თუ რატომ მიიჩნია სატრანსპორტო საშუალება - LEXUS GX 470 - დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ მსჯავრდებულ ვ-–-------- ს--------–--ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე-- ლ-------ას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
2. მოცემულ შემთხვევაში კასატორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 18 ოქტომბრის განაჩენის გადასინჯვას საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და ახლად გამოვლენილ გარემოებად მიიჩნევს 2010 წლის 8 აპრილით დათარიღებულ სს ,,თ----- ბანკსა“ და ვ-–-------- ს--------–--ეს შორის დადებულ საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებას, რომელშიც კრედიტის გაცემის მიზნობრიობაში მითითებულია - ავტომობილის შეძენა.
3. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა სრულად იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომლის თანახმადაც, საჩივრის ავტორს ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და სასამართლო მიიჩნევდა ახლად გამოვლენილ გარემოებად, არ წარმოუდგენია.
4. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ ხელშეკრულება დათარიღებულია 2010 წლის 8 აპრილით. ამასთან, გადასასინჯი განაჩენი წარმოადგენს სასამართლოს გადაწყვეტილებას საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე, ბრალზე გარიგებისა და სასჯელზე შეთანხმების ფორმით. სააპელაციო სასამართლოს განაჩენში აღნიშნულია, რომ სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას მსჯავრდებულის მიმართ არ გამოვლენილა ძალადობა, დაშინება, მოტყუება ან რაიმე სხვა სახის უკანონო დაპირება, აღნიშნული შეთანხმება ნებაყოფლობითია და მიღწეულია მსჯავრდებულის მხრიდან მის ადვოკატთან შესაბამისი იურიდიული დახმარების მიღებით.
5. რაც შეეხება კასატორის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ვ-–-------- ს--------–--ის მიერ სატრანსპორტო საშუალება LEXUS GX 470-ის დანაშაულებრივი გზით მოპოვებას, აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მტკიცებულებები სამართლებრივად შეფასდა საქმის განხილვისას, ხოლო მათი ხელახლა შეფასების სამართლებრივი საფუძველი მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატას არ გააჩნია.
6. ამდენად, არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ახლად გამოვლენილი გარემოება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ ვ-–-------- ს--------–--ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე-- ლ-------ას შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ კანონიერია და მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ვ-–-------- ს--------–--ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე-- ლ-------ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მარტის განჩინება მსჯავრდებულ ვ-–-------- ს--------–--ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე-- ლ-------ას შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე