განჩინება

სისხლის სამართლის 05.11.2018
საქმის ნომერი
010141318700056118
თარიღი
05.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700056118

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №62აგ-18 5 ნოემბერი, 2018 წელი

წ---–------ ზ------, 62აგ-18 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ------ წ---–------ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 აპრილის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 ივნისის განაჩენით ზ------ წ---–------, - დ----------–-------–--–-, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით.

 

2. ზ------ წ---–-----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2016 წლის 18 თებერვლიდან.

 

3. ამავე განაჩენით ე------ ხ--------- ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.

 

4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ე------ ხუდოევს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით.

 

5. ე------ ხუდოევს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2016 წლის 18 თებერვლიდან.

 

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 8 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

7. საქართვლოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ ზ------ წ---–------ს და ე------ ხ---------ს საკასაციო საჩივრები არ იქნა დაშვებული განსახილველად.

 

8. 2018 წლის 22 მარტს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ზ------ წ---–-----მა, რომელმაც მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 ივნისის განაჩენის გადასინჯვა.

 

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 2 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ ზ------ წ---–------ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ დაუშვებლად იქნა ცნობილი.

 

10. კასატორი – მსჯავრდებული ზ------ წ---–------ საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 2 აპრილის განჩინების გაუქმებასა და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 ივნისის განაჩენის გადასინჯვას. კასატორის პოზიციით, მას დანაშაული არ ჩაუდენია, რასაც ადასტურებს ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც მითითებულია - ოდოროლოგიურ ექსპერტიზაზე წარდგენილი შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში არაიდენტურია ზ------ წ---–------სა და ე------ ხ---------სგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის. ხსენებული ექსპერტიზის დასკვნა ბრალდების მხარემ შეგნებულად არ გადასცა და არც სასამართლოში წარადგინა, ყალბია ოქმი მტკიცებულებების გაცვლის შესახებ. ამასთან, სასამართლომ განაჩენის გამოტანისას გაიზიარა კანონის მოთხოვნათა დარღვევით დაკითხული მოწმეთა ჩვენებები.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ მსჯავრდებულ ზ------ წ---–------ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომლის თანახმადაც, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა არ არის ახალი მტკიცებულება, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 ივნისის განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად, ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას.

 

3. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ, შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ 2016 წლის 21 მარტის ოქმის თანახმად ზ------ წ---–-----ს ბრალდების მხარემ გადასცა 2016 წლის 23 თებერვლის მომართვა და ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა. ოქმს ხელს აწერს თავად ზ------ წ---–------ და გაკეთებულია წარწერა: ,,ჩავიბარე ოქმი და მასში მითითებული მტკიცებულებები სრულად“. აღნიშნულიდან გამომდინარე უსაფუძვლოა კასატორის მიერ შუამდგომლობაში მითითებული გარემოება იმის შესახებ, რომ ბრალდების მხარე შეგნებულად უმალავდა ექსპერტიზის დასკვნას.

 

4. რაც შეეხება, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სასამართლოში წარდგენას, ბრალდებისა და დაცვის მხარეს ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა თავის მტკიცებულებად სასამართლოში არ წარუდგენიათ, შესაბამისად მისი როგორც მტკიცებულების კანონით დადგენილი წესით სასამართლოში გამოკვლევა არ მომხდარა, რაც ამ შემთხვევაში ასევე ვერ გახდება ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასიჯვის საფუძველი.

 

5. კასატორის პოზიციით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 ივნისის განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული მტკიცებულებები შეაფასა სამი ინსტანციის სასამართლომ და მათი ხელმეორედ შეფასება სცილდება ახლად გამოვლენილ გარემოებათა საფუძვლით სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს.

 

6. ამდენად, არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ახლად გამოვლენილი გარემოება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ ზ------ წ---–------ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ კანონიერია და მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ ზ------ წ---–------ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 აპრილის განჩინება მსჯავრდებულ ზ------ წ---–------ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

 

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე