განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700060932
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№329აპ-18 ქ. თბილისი
მ--------- ა----, 329აპ-18 29 ნოემბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 მაისის განაჩენზე მსჯავრდებულ ა---- მ---------ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 მაისის განაჩენით ა---- მ---------, – დ----------–-------–-–--------–--ს, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე–4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით. საქარველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის განაჩენით დანიშნული და ადგილობრივი საბჭოს მიერ პირობითად ჩათვლილი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, 2 თვითა და 20 დღით. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, ა---- მ--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით. ა---- მ--------ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან – 2016 წლის 2 დეკემბრიდან.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 მაისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 20 აპრილის განაჩენით ა---- მ--------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ა---- მ--------ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ¼–ით და საბოლოოდ მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის განაჩენით ა---- მ--------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2016 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მსჯავრდებული ა---- მ--------- გათავისუფლდა პირობით ვადამდე, 1 წლით, 2 თვითა და 20 დღით ადრე.
ა---- მ--------მა მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ იყო ნასამართლევი საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის, კვლავ ჩაიდინა ანალოგიური კატეგორიის დანაშაული, კერძოდ: 2016 წლის 2 დეკემბერს, ღამის საათებში ა---- მ--------მა უკანონოდ შეაღწია მ--------––ი, შ. კ-----------------------–ში მცხოვრები ა---- მ----------–---ის საცხოვრებელი სახლის ეზოში განთავსებულ მაცივარ–კონტეინერში და სცადა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდა ფ--- მ---------ს კუთვნილ, 48 ლარად და 70 თეთრად ღირებულ ოთხ, 2,200 კგ–იან კარაქს, რომელიც მოთავსებული იყო მუყაოს ყუთში და რუსულ ენაზე ჰქონდა წარწერა – „დ----------“ და ერთ, 4,700 კგ–იან კარაქს, რომელიც მოთავსებული იყო მუყაოს ყუთში და რუსულ ენაზე გააჩნია წარწერა „ზ--–------------–---“, თუმცა დანაშაული მან ვერ მოიყვანა სისრულეში, ვინაიდან ა---- მ----------–---მა აღკვეთა მისი ქმედება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 2 მაისის განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის გამოტანას; დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები არის ურთიერთსაწინააღმდეგო; ფ--- მ--------მა და სხვა მოწმეებმა განაცხადეს, რომ ბოქლომი, რომლითაც დაკეტილი იყო კონტეინერი, იყო გატეხილი, თუმცა ექსპერტიზის დასკვნით ბოქლომზე დაზიანების კვალი არ შეინიშნება; მსჯავრდებული კონტეინერში მთვრალი შევიდა დასაძინებლად; კონტეინერიდან 7-10 მეტრში ნაპოვნი კარაქი რომ ნამდვილად კონტეინერიდან არის წაღებული, საქმის მასალებით არ დასტურდება.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ ა. მ---------ს მსჯავრდებისათვის არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი, კერძოდ, ა---- მ----------–---ის ჩვენებით დადგენილია, რომ როდესაც თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში მაცივარ-კონტეინერის კარის გაღების ხმა გაიგო, გარეთ გავიდა და დაინახა, რომ მაცივარ-კონტეინერის კარი იყო ღია; აღნიშნულის შემდეგ შვილის, რიად მ----------–---ის დახმარებით, მან კონტეინერის კარი დაკეტა და დარეკა პოლიციაში. მარნეულის შს რაიონული სამმართველოს თანამშრომლების - ი. ჩ----------სა და ა. დ--–---–---–ის ჩვენებით კი დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილზე მისვლისას, მათ გააღეს კონტეინერის კარი, შევიდნენ და ნახეს, რომ კონტეინერში ა---- მ--------- იმალებოდა. ამასთან, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ საცხოვრებელი სახლის ეზოს ბოლოში კარაქის 5 გაუხსნელი ყუთი იყო მიმოფანტული.
9. ამდენად, საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება მსჯავრდებულის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასა.
10. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ა---- მ---------ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე