განჩინება

სისხლის სამართლის 30.11.2018
საქმის ნომერი
010141318700061129
თარიღი
30.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700061129

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№339აპ-18 ქ. თბილისი

წ--------–- ს---–---, 339აპ-18 30 ნოემბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ ს---–--- წ-------–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ-------– გ---------ს, - დ----------–-------–--–ს, - ბრალი დაედო ქურდობაში ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანმხებით ჯგუფის მიერ; ასევე - ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობაში; ხოლო ს---–--- წ--------–ს, - დ----------–-------–--–ს, - ბრალი დაედო ქურდობაში ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანმხებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის.

 

აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 5 თებერვლის განაჩენით გ-------– გ--------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელთან ერთად „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, სხვა უფლებებთან ერთად, 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

2016 წლის 14 ნოემბერს, ღამის საათებში, თ---–--–ი, გ------------------–ის მიმდებარე ტერიტორიაზე, საგზაო მოძრაობის წესის დარღვევისათვის გააჩერეს „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით W--------, რომელსაც მართავდა გ-------– გ---------.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 8 სექტემბრის განაჩენით ს---–--- წ--------–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი.

 

2016 წლის 31 ოქტომბერს, დაახლოებით 11.30 საათზე, თ---–--–ი, ე-–---------------ის ტერიტორიაზე, ახალი მაღაზიების პირველ მწკრივში, №-- მაღაზიასა და იქვე განთავსებული დაშლილი ავტომანქანის ძარას შორის, ვიწრო გასასვლელში, ს---–--- წ--------–მა და გ-------– გ---------მ წინასწარი შეთანხმებით გადაუღობეს გზა რ---- ი-----–---ს და ხელი შეუშალეს თავისუფლად გასვლაში. მათ მიერ ხელოვნურად შექმნილი წინაღობის გადალახვისას და მათ შორის დაბრკოლებით გავლისას გ-------– გ--------- დაზარალებულის შარვლის წინა, მარჯვენა ჯიბიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა რ---- ი-----–---ის კუთვნილ 300 ლარს, რის შემდეგაც ს---–--- წ--------–- და გ-------– გ--------- დაუყოვნებლივ მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან.

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 ივნისის განაჩენით გ-------– გ--------ის მიმართ საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.

 

გ-------– გ--------- ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

 

საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

სსკ–ის 381–ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ - საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნულ სასჯელს - 4 წლით თავისუფლების აღკვეთას - დაემატა სსკ–ის 381–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელის ნაწილი – 1 წელი და საბოლოოდ გ-------– გ---------ს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 9 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1500 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ-------– გ---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 1500 ლარი.

 

გ-------– გ---------ს სასჯელის მოხდა აეთვალა 2016 წლის 30 ნოემბრიდან.

 

ს---–--- წ--------–- საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

3. აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 აპრილის განაჩენით შევიდა ცვლილება:

 

გ-------– გ--------- ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

 

საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ–ის 381–ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელს - 5 წლით თავისუფლების აღკვეთას - დაემატა საქართველოს სსკ–ის 381–ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის ნაწილი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და დანაშაულთა ერთობლიობით გ-------– გ---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 9 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 1500 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობილობით, გ-------– გ---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 1500 ლარი.

 

მსჯავრდებულ გ-------– გ---------ს სასჯელის მოხდა აეთვალა 2016 წლის 30 ნოემბრიდან.

 

ს---–--- წ--------–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 8 სექტემბრის განაჩენით ს---–--- წ-------–ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან ერთი წელი და ჯარიმა - 1000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ს---–--- წ--------–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 1000 ლარი.

 

მსჯავრდებულ ს---–--- წ--------–ს სასჯელის მოხდის ათვლა უნდა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 30 ნოემბრიდან 2017 წლის 8 ივნისის ჩათვლით.

 

4. კასატორი - მსჯავრდებული ს---–--- წ--------–- ითხოვს გამამართლებელი განაჩენის დადგენას იმ მოტივით, რომ გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია. ამასთან, მას წაერთვა უფლება, მონაწილეობა მიეღო სააპელაციო სასამართლოში მისი სისხლის სამართლის საქმის განხილვაში.

 

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

 

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

7. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა.

 

8. პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოთხოვნას გამართლების შესახებ, ვინაიდან დაზარალებულ რ---- ი-----–---ის ჩვენებით, ამოცნობის ოქმებითა და მაღაზიის სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერებით გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტითაა დადასტურებული, რომ ს---–--- წ--------–მა და გ-------– გ---------მ წინასწარი შეთანხმებით გადაუღობეს გზა რ---- ი-----–---ს და ხელი შეუშალეს თავისუფლად გავლაში. მათ მიერ ხელოვნურად შექმნილი წინაღობის გადალახვისას და მათ შორის დაბრკოლებით გავლისას გ-------– გ--------- დაზარალებულის შარვლის წინა, მარჯვენა ჯიბიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა რ---- ი-----–---ის კუთვნილ 300 ლარს, რის შემდეგაც ს---–--- წ--------–- და გ-------– გ--------- დაუყოვნებლივ მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან.

 

9. ს---–--- წ-------–ის პოზიციასთან დაკავშირებით, რომ მას წაერთვა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვაში მონაწილეობის უფლება, რაც წარმოადგენს კანონის უხეშ დარღვევას, პალატა მიუთითებს შემდეგს:

 

საქმის მასალებით ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლომ არაერთხელ გაუგზავნა შეტყობინება ს---–--- წ--------–ს მის მიერ მითითებულ მისამართზე, ასევე არაერთხელ სცადა მასთან სატელეფონო კომუნიკაციის დამყარება; გარდა ამისა, ს---–--- წ--------–- ესწრებოდა საქალაქო სასამართლოს სხდომას, სადაც მოსამართლემ განმარტა განაჩენის გასაჩივრების წესი და ვადები, შესაბამისად, ს---–--- წ--------–ს, როგორც გამართლებულ პირს, უნდა ჰქონოდა გონივრული მოლოდინი პროკურორის მიერ განაჩენის გასაჩივრებისა, თუმცა მას ინტერესი არ გამოუხატავს საქმის შემდგომი განხილვის მიმართ, რაც მისი უფლება იყო; პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ მის ინტერესებს სააპელაციო სასამართლოში იცავდა ადვოკატი; გარდა ამისა, სააპელაციო პალატის სხდომაზე არ გამოკვლეულა რაიმე ახალი მტკიცებულება და შეფასდა მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეთა, მათ შორის - ს---–--- წ-------–ის მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებები.

 

ამდენად, ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ს---–--- წ-------–ის მითითებას, რომ მის მიმართ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება.

 

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ ს---–--- წ-------–ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე