განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700061876
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №86აგ-18 ქ. თბილისი
ტ--–--–-–---–ი ნ-----–----, 86აგ-18 24 დეკემბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ-----–---- ტ--–--–-–---–ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ-----– ბ------–---–ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ივლისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის განაჩენით ნ-----–---- ტ--–--–-–---–ი (------------–-------–--–-) ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (3 ეპიზოდი) – 3-3 წლით, ხოლო სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (3 ეპიზოდი) – 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ნ-----–---- ტ--–--–-–---–ს საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 3 წლით გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 4000 ლარი.
2. 2018 წლის 19 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ნ-----–---- ტ--–--–-–---–მა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის განაჩენის გადასინჯვა იმ საფუძვლით, რომ ბელგიის სამეფოს ქალაქ ლიეჟის საქალაქო სასამართლოდან გამოთხოვილი და მიღებული მასალა (ნ-----–---- ტ--–--–-–---–ის მოთხოვნის – პასპორტში არასწორი მონაცემების სწორი მონაცემებით შეცვლის თაობაზე) იქნება ახალი ფაქტი და მტკიცებულება, რომელიც განაჩენის გამოტანის დროს სასამართლოსათვის არ იყო ცნობილი და რომლითაც უდავოდ დადგინდება, რომ ნ. ტ--–--–-–---–ს არ ჩაუდენია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის განაჩენით შერაცხული დანაშაული.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ ნ-----–---- ტ--–--–-–---–ის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.
4. კასატორი – მსჯავრდებული ნ-----–---- ტ--–--–-–---–ი და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ-----– ბ------–---–ი საკასაციო საჩივრით ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ივლისის განჩინების გაუქმებასა და ნ-----–---- ტ--–--–-–---–ის შუამდგომლობის დასაშვებად ცნობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. შუამდგომლობასა და საკასაციო საჩივარში მითითებულ გარემოებასთან დაკავშირებით პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, კერძოდ, ამ შემთხვევაში მსჯავრდებულ ნ-----–---- ტ--–--–-–---–ს არ მიუთითებია არცერთ ფაქტსა ან მტკიცებულებაზე, რომელიც, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის შესაბამისად, შეიძლებოდა განაჩენის გადასინჯვის საფუძველი გამხდარიყო. რაც შეეხება ბელგიის სამეფოს ქალაქ ლიეჟის საქალაქო სასამართლოსათვის ნ-----–---- ტ--–--–-–---–ის მიმართვას პასპორტში მონაცემების გასწორების თაობაზე, აღნიშნული ცნობილი იყო საქმის განმხილველი სასამართლოსათვის 2014 წლის 23 სექტემბრის განაჩენის დადგენის დროს.
3. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ ნ-----–---- ტ--–--–-–---–ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ნ-----–---- ტ--–--–-–---–ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ-----– ბ------–---–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ივლისის განჩინება მსჯავრდებულ ნ-----–---- ტ--–--–-–---–ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე