განჩინება

სისხლის სამართლის 26.12.2018
საქმის ნომერი
330100116001216976
თარიღი
26.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100116001216976

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№406აპ-18 ქ. თბილისი

დ----- ო-–--, 406აპ-18 26 დეკემბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, ბ--------- ალავიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მაისის განაჩენზე საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი პროკურორის - ამირან გულუაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 28 სექტემბრის განაჩენით:

 

ფ------ გ----------- (მონაწილეობის გარეშე), – დ----------–-------–-–---------–--ს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

 

საქართველოს სსკ-ის 109–ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - 19 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 13 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 236–ე მუხლის მე-2 ნაწილით (2015 წლის 13 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 344–ე მუხლის პირველი ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 362–ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59–ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა სხვა, ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ ფ------ გ----------ს მიესაჯა - 19 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა უნდა დაეწყოს დაკავების მომენტიდან.

 

ო-–-- დ----- (მონაწილეობის გარეშე), – დ----------–-------–-–----------------ს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,109–ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 19 წლით, რომლის ათვლა უნდა დაეწყოს დაკავების მომენტიდან.

 

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 28 სექტემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება:

 

ფ------ გ----------- (მონაწილეობის გარეშე) ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

 

საქართველოს სსკ-ის 109–ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - უვადო თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 13 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 236–ე მუხლის მე-2 ნაწილით (2015 წლის 13 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 344–ე მუხლის პირველი ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 362–ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59–ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე უვადო თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა სხვა სასჯელები და საბოლოოდ ფ------ გ----------ს მიესაჯა - უვადო თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა უნდა დაეწყოს დაკავების მომენტიდან.

 

ო-–-- დ----- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,109–ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 19 წლით, რომლის ათვლა უნდა დაეწყოს დაკავების მომენტიდან.

 

აღნიშნული განაჩენით ნივთიერი მტკიცებულებების ნაწილში აგრეთვე შევიდა ცვლილება.

 

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის დასაწყისში, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, დაუდგენელმა პირმა ფ------ გ----------სა და ო-–-- დ----ს შეუკვეთა საქართველოს მოქალაქის, თ---–--–ი მცხოვრები ბ--------- ხ-------ის მკვლელობა, რაც უშუალოდ უნდა შეესრულებინა ფ------ გ----------ს, ხოლო ო-–-- დ----ს ევალებოდა დანაშაულის ჩადენაში დახმარება. ბ--------- ხ-------ის მკვლელობის მიზნით, 2015 წლის 13 იანვარს ფ------ გ----------- ო-–--------- დ--------ის სახელზე შედგენილი უ------ის რ-------–--ის ყალბი N-------- პასპორტის გამოყენებით და ო-–-- დ----- კ----------–--ის №--- რეისით ჩამოფრინდნენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. იმავე დღეს ფ------ გ----------- ყალბი პასპორტის გამოყენებით დროებით დაბინავდა თ---–--–ი, ჯ--------------------–ში მდებარე სასტუმრო „G---ში,“ ხოლო ო-–-- დ----- -თავისი მეგობრის, დ----- ა--- ო---–- ვ----- ო---–-ს სახლში (მდებარე თ---–--–ი, ვ---------–ის მასივი, მეოთხე მიკრორაიონი, მეორე რიგი, კ------------- ბ-------). 2015 წლის 16 იანვარს ფ------ გ----------მა და ო-–-- დ----მა ხანგრძლივი ვადით იქირავეს თ---–--–ი, პ----ის გამზირზე, მ---- კორპუსში მდებარე №- ბინა, რომელიც განთავსებული იყო ქალაქის ერთ–ერთ ცენტრალურ და ხალხმრავალ ადგილას, რაც შესაძლებელს ხდიდა მათ კონსპირაციულ ცხოვრებას. დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, ფ------ გ----------მა და ო-–-- დ----მა თ---–--–ი, კ----------------–--–ის №--–ში მდებარე მაღაზიაში, შეიძინეს სპეციალურად შერჩეული მეორეული მოხმარების „ჰონდას“ მარკის მოპედი. ბ--------- ხ-------ის თვალთვალის პროცესში და მკვლელობის შემდეგ ამ მოპედით შესაძლებელი იქნებოდა სწრაფი და დაუბრკოლებელი გადაადგილება თბილისის ცენტრალურ უბნებში გადატვირთული საგზაო მოძრაობის პირობებში, აგრეთვე შემთხვევის ადგილიდან შეუფერხებლად მიმალვა, ადგილის რელიეფისა და ვიწრო ქუჩების მიუხედავად და შესაძლო მდევრისაგან თავის დაღწევა. მითითებული მოპედი არ საჭიროებდა სანომრე ნიშანს და არ ექვემდებარებოდა სახელმწიფო რეგისტრაციას, რაც შეუძლებელს ხდიდა მძღოლის იდენტიფიცირებას ოფიციალურ მონაცემთა ბაზების მეშვეობით. გარდა ამისა, ფ------ გ----------მა და ო-–-- დ----მა იმავე მაღაზიაში შეიძინეს სპეციალური ჩაფხუტი, რომლითაც მოპედით გადაადგილებისას სახე უნდა შეენიღბათ.

 

ასევე, ფ------ გ----------მა და ო-–-- დ----მა შემთხვევის ადგილიდან მიმალვისას, ვიზუალური ნიშნების შეცვლის მიზნით, მაღაზია „ჯ----------ში“ იყიდეს ორმხრივი გამოყენების ქურთუკი, რომლის შებრუნებით იცვლებოდა ქურთუკის ფერი. ამასთანავე, ფ------ გ----------მა დაუდგენელი პირისაგან, ბ--------- ხ-------ის მკვლელობის მიზნით, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა კუსტარული წესით დამზადებული მაყუჩიანი „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი საბრძოლო ვაზნებითა და სინათლის ლაზერი, რომელსაც ღამის საათებში საჭიროების შემთხვევაში მკვლელობის ჩადენის გასამარტივებლად გამოიყენებდა. ფ------ გ----------მა 2015 წლის 16 თებერვალსა და 2015 წლის 23 მარტს სამედიცინო მომსახურებისთვის მიმართა თ---–--–ი, პ----ის გამზირის №-----–ში მდებარე სს „ჯ--------ს“ №-- ექსპრესკლინიკის იმუნიზაციის ცენტრს (სადაც მის მიერ წარდგენილი, ო-–--------- დ--------ის სახელზე შედგენილი ყალბი პასპორტის გამოყენებით გაიხსნა ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათი – ფორმა „N--------“ და გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება).

 

2015 წლის 15 მარტიდან 28 მარტამდე პერიოდში ფ------ გ----------- და ო-–-- დ----- სისტემატურად გადაადგილდებოდნენ მოპედით ბ--------- ხ-------ის მოძრაობის მარშრუტის გასაკონტროლებლად და მკვლელობისათვის ხელსაყრელი დროის შესარჩევად. ყურადღების მიქცევის თავიდან ასაცილებლად მოპედით მოძრაობისას მონაცვლეობით ეხურათ სხვადასხვა თავსაბურავი: ნაქსოვი ქუდი, კეპი, პირბადე ან ჩაფხუტი. მათ შეისწავლეს ბ--------- ხ-------ის ყოველდღიური ცხოვრების წესი და დაადგინეს, რომ დროის ძირითად ნაწილს იგი მ-------ის ქუჩის №--–ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლსა და მ--–---–---–ის გამზირის №--–ში მდებარე სასტუმრო „ს----------–--–ი“ ატარებდა და დაცვის გარეშე, დაახლოებით ერთი და იმავე მარშრუტით მოძრაობდა ავტომანქანა „პორშე–კაიენით.“

 

2015 წლის 28 მარტს, დაახლოებით 10.30 საათზე, ფ------ გ----------- მოპედით მივიდა თ---–--–ი, მ-------ის ქუჩის №--–ში მდებარე სახლთან, დარწმუნდა, რომ ბ--------- ხ-------ი სახლში იმყოფებოდა, რის შემდეგაც დაიწყო მოძრაობა მ-------ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე და ელოდებოდა, როდის გავიდოდა ბ--------- ხ-------ი სახლიდან. დაახლოებით 12.20 საათზე ბ--------- ხ-------ი მ-------ის ქუჩის №--–დან ავტომანქანით მივიდა მ--–---–---–ის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „ს----------–--–ი,“ საიდანაც გამოსვლის შემდეგ გაემართა საცხოვრებელი სახლის მიმართულებით. მთელი ამ დროის განმავლობაში ფ------ გ----------- ფარულად უთვალთვალებდა ბ--------- ხ-------ს. თ---–--–ი, მ-------ის ქუჩის N--–ში მისვლისას, ბ--------- ხ-------მა ავტომანქანა გააჩერა საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს და გაემართა სადარბაზოს მიმართულებით. ამ დროს ფ------ გ-----------, რომელიც მას უკან მიჰყვებოდა, გადმოვიდა მოპედიდან, შეჰყვა სადარბაზოში და „მაკაროვის“ სისტემის მაყუჩიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან ბ--------- ხ-------ის მიმართულებით სამჯერ გაისროლა, მათ შორის ერთხელ - საკონტროლოდ თავის არეში. აღნიშნულის შემდეგ ფ------ გ----------- მიიმალა შემთხვევის ადგილიდან, კ----–--ის ქუჩაზე მიატოვა მოპედი და ჩაფხუტი, გადააგდო ნაქსოვი ქუდი და კვალის არევის მიზნით, ტაქსით განაგრძო გზა თ-----------------ის მიმართულებით, სადაც მდინარე მტკვარში გადააგდო დანაშაულის იარაღი – „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი სამი ვაზნით. ამასთან, ფ------ გ----------მა მეორე მხრიდან ჩაიცვა ქურთუკი, რითაც შეცვალა მისი ფერი, შემდეგ კი სხვა ტაქსით გაემართა პ----ის გამზირზე, დაქირავებულ ბინაში. იმავე დღეს ფ------ გ----------- და ო-–-- დ----- დაქირავებული ტაქსით ჩავიდნენ ს-----ში და საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, დაახლოებით 21.30 საათზე გადაკვეთეს საქართველოს საზღვარი, სადაც ფ------ გ----------მა კვლავ გამოიყენა ო-–--------- დ--------ის სახელზე შედგენილი ყალბი პასპორტი. მიყენებული ჭრილობების შედეგად ბ--------- ხ-------ი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.

 

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანასა და ო-–-- დ-----ს მიმართ სასჯელის სახით უვადო თავისუფლების აღკვეთის დანიშვნას.

 

6. კასატორის მოსაზრებით, კანონმდებლობით აკრძალული არ არის, დამხმარეს მიესაჯოს უვადო თავისუფლების აღკვეთა. ო-–-- დ-----ს სასჯელი, მისი ქმედების ხასიათიდან და პიროვნებიდან გამომდინარე, ლმობიერია. მსჯავრდებულს არ გააჩნია პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები. დაზარალებულის უფლებამონაცვლის პოზიციას - ო-–-- დ-----ს მიმართ სასჯელის უმკაცრესი ზომის გამოყენების თაობაზე - ბრალდების მხარე სრულად ეთანხმება.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

 

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

9. პროკურორის მითითებას, რომ ო-–-- დ-----ს მიმართ შეფარდებული 19 წლით თავისუფლების აღკვეთა ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას, საკასაციო პალატა არ იზიარებს და სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას.

 

10. ო-–-- დ-----ს, როგორც დანაშაულში დამხმარის ფაქტობრივი მონაწილეობის ხასიათის, ხარისხისა და გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მის მიმართ განსაზღვრული სასჯელი სამართლიანია და სრულად შეესაბამება როგორც საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ისე - 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს.

 

11. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი გარემოება, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი პროკურორის - ამირან გულუაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

ბ. ალავიძე