განჩინება

სისხლის სამართლის 28.01.2019
საქმის ნომერი
330100213002811438
თარიღი
28.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100213002811438

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№21-19 28 იანვარი, 2019 წელი

ზ---–-–---–ი ე-–-------, 21-19 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

პაატა ქათამაძე, ნინო ბაქაქური

სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას

პროკურორ - თორნიკე ტყაბლაძის

ადვოკატების - ს---–--- კ------ის, ს------ მ----------ს

მსჯავრდებულ - ე-–------- ზ---–-–---–ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ე-–------- ზ---–-–---–ისა და მისი ინტერესების დამცველების, ადვოკატების - ს---–--- კ------ისა და ს------ მ----------ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 10 აპრილის განაჩენით ე-–------- ზ---–-–---–ი, --------------–-------–-–-----------------, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ე-–------- ზ---–-–---–ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი, კერძოდ: ამ კანონის მე-7 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ე-–------- ზ---–-–---–ს გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ე-–------- ზ---–-–---–მა და მისმა ინტერესების დამცველებმა, ადვოკატებმა - ს---–--- კ------ემ და ს------ მ----------მ საკასაციო საჩივრით მომართეს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვეს საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) დანიშნული სასჯელისგან სრულად გათავისუფლება, ვინაიდან ხსენებული დანაშაული განეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, ხოლო „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-6 მუხლის თანახმად სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა მძიმე დანაშაულის მცდელობა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება, რომლის თანახმადაც, ე-–------- ზ---–-–---–ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი, კანონიერია, ვინაიდან ე-–------- ზ---–-–---–ს მსჯავრი დაედო სისხლის სამართლის კოდექსის იმ რედაქციით, როდესაც აღნიშნული მუხლი სანქციის სახით ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას 3-დან 12 წლამდე. შესაბამისად, სსკ-ის მე-12 მუხლის თანახმად, იგი მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის კატეგორიას და მასზე ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-6 მუხლის მოქმედება.

3. რაც შეეხება საკასაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას, რომ ე-–------- ზ---–-–---–ისთვის ბრალად შერაცხული ქმედება მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის რედაქციით მიეკუთვნება მძიმე დანაშაულის კატეგორიას და, შესაბამისად, იგი უნდა გათავისუფლდეს აღნიშნული მუხლით განსაზღვრული სასჯელისგან, პალატა მიუთითებს, რომ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისას სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტები ითვლებოდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულად და ვიდრე ზემოაღნიშნული მუხლი შესაბამისობაში არ მოვა მოქმედ კანონმდებლობასთან, პალატა კანონისმიერად მოკლებულია შესაძლებლობას, დააკმაყოფილოს მსჯავრდებულისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების მოთხოვნა.

 

4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვლის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ ე-–------- ზ---–-–---–ისა და მისი ინტერესების დამცველების, ადვოკატების - ს---–--- კ------ისა და ს------ მ----------ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;

 

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

 

ნ. ბაქაქური