განაჩენი

სისხლის სამართლის 21.11.2018
საქმის ნომერი
080100117001850341
თარიღი
21.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100117001850341

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

N299აპ.-18 ქ. თბილისი

ბ-–--- ჯ-------, 299აპ.-18 21 ნოემბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გ------- შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების - გ--–- ნ-------სა და ჯ------- ბ-–--ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 აპრილის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 აგვისტოს განაჩენით ჯ------- ბ-–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

 

საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 18 წლით;

 

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, მესამე ნაწილის „ბ“ და მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 12 წლით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ჯ------- ბ-–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 18 წლით, რომლის მოხდა აეთვალა 2016 წლის 29 ნოემბრიდან.

 

გ--–- ნ------- ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

 

საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 20 წლით;

 

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 11 წლით;

 

საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ გ--–- ნ-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 წლით, რომლის მოხდა აეთვალა 2016 წლის 29 ნოემბრიდან.

 

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 აპრილის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

3. სასამართლომ დაადგინა, რომ ჯ------- ბ-–---მ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში - ანგარებით, ჯგუფურად; ასევე - ყაჩაღობა, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, იმ პირის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2016 წლის 27 ნოემბერს გ--–- ნ-------მ და ჯ------- ბ-–---მ გადაწყვიტეს 81 წლის ჟ--–---- ა------–---–ის ბინის დაყაჩაღება. ამ მიზნით იმავე დღეს, დაახლოებით 21:00 საათზე, გ--–- ნ-------მ და ჯ------- ბ-–---მ დააზიანეს საერთო საცხოვრებლის ერთ-ერთი მიტოვებული ბინის ფანჯრის გისოსი და ამ ბინის გავლით შევიდნენ სადარბაზოში, შემდეგ ძალის გამოყენებით გააღეს ჟ--–---- ა------–---–ის საცხოვრებელი ბინის კარი და ფულადი თანხის მოთხოვნით თავს დაესხნენ 81 წლის მოხუცს, რომელმაც თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწია. გ--–- ნ-------მ და ჯ------- ბ-–---მ მრავლობითი, სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენეს ჟ--–---- ა------–---–ს თავისა და ტანის არეში, კერძოდ, სისხლნაჟღენთები - შუბლის, საფეთქლისა და ორივე თვალბუდის მიდამოში, მარჯვენამხრივი ნეკნების მრავლობითი მოტეხილობები, დაზიანებები პლევრისა და მარჯვენა ფილტვის არეში, მრავლობითი სისხლჩაქცევები თავში, ქალა-ტვინის მიდამოებში.

 

მიღებული დაზიანებებით ჟ--–---- ა------–---–ი ადგილზე გარდაიცვალა. გ--–- ნ------- და ჯ------- ბ-–--- დაეუფლნენ 600 ლარს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

გ--–- ნ-------მ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში - ანგარებით, ჯგუფურად; ასევე - ყაჩაღობა, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით; ასევე - სქესობრივი კავშირი წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2016 წლის 27 ნოემბერს გ--–- ნ-------მ და ჯ------- ბ-–---მ გადაწყვიტეს 81 წლის ჟ--–---- ა------–---–ის ბინის დაყაჩაღება. ამ მიზნით იმავე დღეს, დაახლოებით 21:00 საათზე, გ--–- ნ-------მ და ჯ------- ბ-–---მ დააზიანეს საერთო საცხოვრებლის ერთ-ერთი მიტოვებული ბინის ფანჯრის გისოსი და ამ ბინის გავლით შევიდნენ სადარბაზოში, შემდეგ ძალის გამოყენებით გააღეს ჟ--–---- ა------–---–ის საცხოვრებელი ბინის კარი და ფულის მოთხოვნით თავს დაესხნენ 81 წლის მოხუცს, რომელმაც თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწია. გ--–- ნ-------მ და ჯ------- ბ-–---მ მრავლობითი, სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენეს ჟ--–---- ა------–---–ს თავისა და ტანის არეში, კერძოდ, სისხლნაჟღენთები - შუბლის, საფეთქლისა და ორივე თვალბუდის მიდამოში, მარჯვენამხრივი ნეკნების მრავლობითი მოტეხილობები, დაზიანებები პლევრისა და მარჯვენა ფილტვის არეში, მრავლობითი სისხლჩაქცევები თავში, ქალა-ტვინის მიდამოებში.

 

მიღებული დაზიანებებით ჟ--–---- ა------–---–ი ადგილზე გარდაიცვალა. გ--–- ნ------- და ჯ------- ბ-–--- დაეუფლნენ 600 ლარს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

 

სრულწლოვანმა გ--–- ნ-------მ (გვარის შეცვლამდე გ----------–---–მა) წინასწარი შეცნობით ცოლად შეირთო წ---–-----ოს რაიონის სოფელ ქ-------ში მცხოვრები, 1----–-–-------------------------–- არასრულწლოვანი, 16 წელს მიუღწეველი მ--- ტ-------, რომელთანაც ნებაყოფლობით დაამყარა სქესობრივი კავშირი.

 

4. კასატორი - მსჯავრდებული ჯ------- ბ-–--- ითხოვს მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 109-ე და 179-ე მუხლებით წარდგენილ ბრალდებაში გამამართლებელი განაჩენის დადგენას და მისი ქმედების საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით დაკვალიფიცირებას იმ მოტივით, რომ იგი ბინაში მხოლოდ თანხის მოსაპარად შევიდა და ჟ--–---- ა------–---–ის მკვლელობაში გ--–- ნ-------სთან ერთად მონაწილეობა არ მიუღია; კასატორი - მსჯავრდებული გ--–- ნ------- ითხოვს მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 109-ე და 179-ე მუხლებით წარდგენილ ბრალდებაში გამამართლებელი განაჩენის დადგენას იმ მოტივით, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა მისი ბრალის დამადასტურებელი საკმარისი უტყუარი მტკიცებულებები; რაც შეეხება სსკ-ის 140-ე მუხლით მსჯავრდებას, კასატორის მითითებით, სასამართლომ დაარღვია კანონის უკუძალის პრინციპი და მსჯავრი დასდო კანონის უფრო მძიმე რედაქციით, მაშინ, როდესაც ქმედების ჩადენის დროს არსებული რედაქცია უფრო მსუბუქი იყო.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ჯ------- ბ-–--ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მსჯავრდებულ გ--–- ნ-------ს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. პირველ ყოვლისა, პალატა მიუთითებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, §32). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou (No. 2), §§38-42).

 

3. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად არ მსჯელობს ჯ------- ბ-–--ისა და გ--–- ნ-------ს მიერ საქართველოს სსკ-ის 109-ე და 179-ე მუხლებით მსჯავრდების შესახებ, ვინაიდან სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს ამ ნაწილში და მიაჩნია, რომ წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, მათ შორის: მოწმეების - ტ------– ა------–---–ის, დ----- ბ-–--ის, დ----- ა-------–--ის, ლ-–- ჩ----ის, გ------- მ-----–--ის, კ------- თ------–---–ის, ჯ------- ი-----ის, ა------- ტ--------–---–ის ჩვენებები, ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 10 მარტის სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნა და ექსპერტ მ------ ნ-----–--ის ჩვენება, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 10 მარტის ბიოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნა და ექსპერტების - ქ------- ქ--------–-–---–-სა და ია ე---------ის ჩვენებები, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 29 აპრილის ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის N0-------- დასკვნა და ექსპერტ თ------- მ--–--ის ჩვენება, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ 2016 წლის 27 ნოემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, გ--–- ნ-------მ და ჯ------- ბ-–---მ გააღეს ჟ--–---- ა------–---–ის საცხოვრებელი ბინის კარი და ფულადი თანხის მოთხოვნით თავს დაესხნენ 81 წლის მოხუცს, რომელსაც მრავლობითი, სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენეს თავისა და ტანის არეში. მიღებული დაზიანებებით ჟ--–---- ა------–---–ი ადგილზევე გარდაიცვალა, გ--–- ნ------- და ჯ------- ბ-–--- კი დაეუფლნენ ფულად თანხას - 600 ლარს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

 

4. ამასთან, საკასაციო პალატა არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გ--–- ნ-------ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 2013 წლის 31 დეკემბრიდან მოქმედი რედაქციის 140-ე მუხლით დაკვალიფიცირების ნაწილში შემდეგ გარემოებათა გამო:

 

4.1. საქმის მასალებით დგინდება, რომ დაზარალებული მ--- ტ------- 2----–--–---- წლის ასაკში დაქორწინდა გ--–- ნ-------ზე, რომელიც იმ დროისათვის გვარად გ----------–---–ი იყო. გ--–-მ იცოდა, რომ მ--- 1--–-–-- იყო, მასთან ჰქონდა სქესობრივი კავშირი, მათ ჰყავთ საერთო შვილი - მ------ გ----------–---–ი, რომელიც მ----- წლისას შეეძინა. დაზარალებულმა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ როდესაც შვილი შეეძინა, გ--–-სთან უკვე დაშორებული იყო.

 

4.2. შპს ქ.ქ------------ სამშობიარო სახლის აღმასრულებელი დირექტორის -დ-------- გ-----–--ის 26.11.2015 წლის N--- ცნობით დგინდება, რომ 2----–-–--------–--- ქ. ქ-------------- სამშობიარო სახლში იმშობიარა მ--- ტ-------მ, რომელსაც შეეძინა ცოცხალი მდედრობითი სქესის ბავშვი - მ------ გ----------–---–ი.

 

4.3. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ მ--- ტ-------ს შვილი შეეძინა 2----–-–--------–--- და მისივე განმარტებით, ამ დროისთვის მეუღლესთან უკვე დაშორებული იყო, გ--–- ნ-------ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 2013 წლის 31 დეკემბრიდან მოქმედი რედაქციის 140-ე მუხლით დაკვალიფიცირება ეწინააღმდეგება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-2 და მე-3 მუხლების დანაწესს, რომელთა თანახმადაც, ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს; სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს, ვინაიდან 2013 წლის 31 დეკემბრიდან გამკაცრდა საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სანქცია, კერძოდ: აღნიშნული ქმედებისათვის სასჯელის სახით განისაზღვრა თავისუფლების აღკვეთა შვიდიდან ცხრა წლამდე ვადით, მაშინ, როდესაც გ--–- ნ-------ს მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისას მოქმედი რედაქცია სასჯელის სახით ითვალისწინებდა ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

 

4.4. აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ გ--–- ნ-------ს ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლით (2013 წლის 31 დეკემბრიდან მოქმედი რედაქცია), უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლზე (2013 წლის 31 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) და განესაზღვროს სასჯელი დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი სანქციის ფარგლებში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ ჯ------- ბ-–--ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მსჯავრდებულ გ--–- ნ-------ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 აპრილის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

 

მსჯავრდებულ გ--–- ნ-------ს ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლით (2013 წლის 31 დეკემბრიდან მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლზე (2013 წლის 31 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).

 

მსჯავრდებულ გ--–- ნ-------ს საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლით (2013 წლის 31 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულისთვის მიესაჯოს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შთანთქას საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა ყველაზე მკაცრმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 20 წლით და საბოლოოდ გ--–- ნ-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 20 (ოცი) წლით, რომლის მოხდა აეთვალოს 2016 წლის 29 ნოემბრიდან.

 

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 აპრილის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

 

5. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე