განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700066151
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №558აპ-18 ქ. თბილისი
ს-------- ზ----, 558აპ-18 18 მარტი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ---- ს--------სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - დ----- ზ--------ს, კ------- შ-----სა და გ------- ა------ს საკასაციო საჩივრები, ასევე საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორ მარიამ გოგორელიანის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 28 ივნისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ზ---- ს--------ს ბრალი დაედო ქრთამის აღებაში, ე.ი. მოხელის მიერ არაპირდაპირ ფულის მიღებასა და მოთხოვნაში თავის სასარგებლოდ, რათა ამ მოხელემ მისი თანამდებობრივი უფლებამოსილების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით მიზნის მისაღწევად, განხორციელებული სამსახურებრივი მფარველობით, ჩადენილი გამოძალვითა და დიდი ოდენობით. მას ასევე ბრალად დაედო სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანაში დახმარება; ზ---- ს--------ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 13 თებერვლის №------ ბრძანებით ზ---- ს-------- დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ს--------–------------------- სამხარეო სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე და წარმოადგენდა მოხელეს.
2016 წლის აპრილში ზ---- ს--------მ და ქ------------–---------------------------–- მცხოვრებმა, წარსულში ნარკოტიკული ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისათვის არაერთხელ ნასამართლევმა ა-–---------- ნ-------მ მოილაპარაკეს, რომ გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ ზ---- ს-------- სამსახურებრივი მფარველობით დახმარებას გაუწევდა მას, დაუბრკოლებლად შემოეტანა ნარკოტიკული ნივთიერებები თ---------ს რესპუბლიკიდან საქართველოში და უსაფრთხოდ მოეხდინა მისი რეალიზაცია. აღნიშნული დანაშაულებრივი შეთანხმების საფუძველზე ზ---- ს-------- სამსახურებრივი უფლებამოსილებისა და ავტორიტეტის გამოყენებით, პერიოდულად ეხმარებოდა მას ს------სა და თ---–---ს აეროპორტის სასაზღვრო - გამშვები პუნქტების გავლით, საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შემოტანაში და სასაზღვრო - გამშვები პუნქტიდან საქართველოს ტერიტორიაზე, დანიშნულების ადგილამდე, უსაფრთხოდ გადაადგილებაში. ზ---- ს-------- თავისი სამსახურებრივი ავტორიტეტიდან, სტატუსიდან და ბერკეტებიდან გამომდინარე, წინსწრებად ცდილობდა გაერკვია, საზღვარზე გადმოსვლის დღეს ხომ არ იყო რაიმე ხელის შემშლელი გარემოებები. ამასთან ერთად, იგი აკონტროლებდა, ხომ არ იყო რომელიმე სამართალდამცავი უწყება დაინტერესებული ა-–---------- ნ-------ს საქმიანობით, რათა ასეთის შემთხვევაში, პრევენციის მიზნით, მოსალოდნელი პრობლემის თავიდან ასაცილებლად, სამსახურებრივი სტატუსისა და ავტორიტეტის გამოყენებით მიეღო შესაბამისი ზომები. აღნიშნული დანაშაულებრივი სქემით ა-–---------- ნ-------მ ზ---- ს--------ს დახმარებით 2016 წლის აგვისტოს პირველ რიცხვამდე ხუთჯერ შემოიტანა საქართველოში ნარკოტიკული ნივთიერება - ,,ბუპრენორფინი” და მოახდინა მისი რეალიზაცია, რაშიც ზ---- ს--------ს ქრთამის სახით აძლევდა გარკვეულ თანხას. შეთანხმებული თანხის დაგვიანებით ან სრულად მიუცემლობის შემთხვევაში ზ---- ს-------- ა-–---------- ნ-------ს ფიზიკურად უსწორდებოდა და მისი ოჯახის წევრებს ემუქრებოდა სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით. 2016 წლის 7 აგვისტოს ა-–---------- ნ-------მ თ---------ს რესპუბლიკიდან თ---–---ს აეროპორტის სასაზღვრო პუნქტის გავლით უკანა ტანით, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, უკანონოდ შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - ,,ბუპრენორფინის” შემცველი 101 აბი, რისთვისაც ზ---- ს--------მ ქრთამის სახით მოსთხოვა 10000 ლარი და მის მიერ წინა თვეებში გაწეული დახმარებისათვის გადასახდელად დარჩენილი 18000 ლარი, ჯამურად - 28000 ლარი. 2016 წლის 12 აგვისტოს საქართველოს შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ა-–---------- ნ-------ს პირადი ჩხრეკისა და დროებით საცხოვრებელ სახლში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოიღეს 2016 წლის 7 აგვისტოს მის მიერ თ---------ს რესპუბლიკიდან თ---–---ს აეროპორტის სასაზღვრო - გამშვები პუნქტის გავლით უკანონოდ შემოტანილი 0,60258 -გრამი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნარკოტიკული საშუალება - ,,ბუპრენორფინის” შემცველი 62 აბი და 35 ცალი აბის ნატეხი.
2016 წლის 18 აგვისტოს ქ-------–--–------–-------- ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტ „ფ-------ს” მიმდებარე ტერიტორიაზე, ა-–---------- ნ-------მ ზ---- ს--------ს ქრთამის სახით გადასცა მის მიერ წინასწარ მოთხოვნილი 28000 ლარიდან შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომელების მიერ დანომრილი ოპერატიული თანხა - 4000 ლარი, რაც იმავე დღეს ამოიღეს ზ---- ს--------ს პირადი ჩხრეკისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 მაისის განაჩენით ზ---- ს--------, - დაბადებული 19-- წელს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით - 13 (ცამეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 24,262-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით - 16 (თექვსმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ზ---- ს--------ს განესაზღვრა 16 (თექვსმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები, ჩამოერთვა 10 (ათი) წლით, რის შესახებაც ეცნობა შესაბამის ორგანოებს.
მსჯავრდებულ ზ---- ს--------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2016 წლის 18 აგვისტოდან
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ზ---- ს--------ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - კ------- შ-----მ და დ----- ზ--------მ.
აპელანტებმა ითხოვეს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, შემდეგი საფუძლებით: განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან მთელი ბრალდება და მათ შორის საქართველოს სსკ-ის 24, 262-ე მუხლით გათვალისწინებული კვალიფიკაცია ემყარება მხოლოდ და მხოლოდ ა-–---------- ნ-------ს ჩვენებას, რომელიც წინააღმდეგობრივი, არათანმიმდევრული და ყოველგვარ ლოგიკას არის მოკლებული. გარდა ამისა, საქმეში არ არსებობს სხვა, ერთი ირიბი მტკიცებულებაც კი, რომელიც ადასტურებს აღნიშნული მუხლით ზ---- ს--------ს ბრალეულობას. ა-–---------- ნ-------ს ჩვენების სანდოობის, პიროვნებისა და მისი მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლით ბრალდება ამ კონკრეტულ სიტუაციაში თავად ა-–---------- ნ-------საც კი არ შეიძლება წარედგინოს, შესაბამისად დამატებით კიდევ საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის წარდგენა მსჯავრდებულის მიმართ იმავე ქმედებასთან მიმართებით, რომელიც ბუნებაში არ არსებობს და რომელიც არ დასტურდება არცერთი მტკიცებულებით მოკლებულია ყოველგვარ კანონიერ საფუძველს.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 28 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ ზ---- ს--------ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - კ------- შ-----სა და დ----- ზ--------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 მაისის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:
ზ---- ს--------ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 24,262-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე.
ზ---- ს-------- ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით - 13 (ცამეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ზ---- ს--------ს მოსახდელად განესაზღვრა 13 (ცამეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ზ---- ს--------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2016 წლის 18 აგვისტოდან.
მსჯავრდებულ ზ---- ს--------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
ნივთმტკიცებები: ნარკოტიკული საშუალების (ინახება საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში) საკითხი უნდა გადაწყდეს ა-–---------- ნ-------ს მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას.
ორი სუნამო, ერთი მეხსიერების ბარათი, სალაროს გასავლის ქვითრები, ორი მობილური ტელეფონი, ორი სიმბარათი (ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოში), ზ---- ს--------ს სამოსი (ინახება საქართველოს შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირს.
მაღაზია ,,ლ-----–--დან’’ ამოღებული ფულადი თანხა - 700 (შვიდასი) ლარი, მაღაზია „ნ---ბ--–----დან“ ამოღებული ფულადი თანხა - 416 (ოთხას თექვსმეტი) ლარი, ზ---- ს--------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა - 2712 (ორი ათას შვიდას თორმეტი) ლარი (ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს საქართველოს შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას;
ლაზერული დისკები (ერთვის სისხლის სამართლის საქმეს) შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.
5. კასატორები - მსჯავრდებული ზ---- ს-------- და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატები - დ----- ზ--------, კ------- შ----- და გ------- ა------ საკასაციო საჩივრებით ითხოვენ მსჯავრდებულის გამართლებას შერაცხულ ბრალდებებში.
კასატორი - საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორი მარიამ გოგორელიანი საკასაციო საჩივრით ითხოვს მსჯავრდებულ ზ---- ს--------ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 24,262-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტებით და შესაბამისი სასჯელების შეფარდებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა მსჯავრდებულ ზ---- ს--------სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - დ----- ზ--------ს, კ------- შ-----სა და გ------- ა------ს საკასაციო საჩივრების, ასევე საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორ მარიამ გოგორელიანის საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ დაცვის მხარის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ბრალდების მხარის უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. მოწმე ა-–---------- ნ-------ს ჩვენებით დადგენილია, რომ ის არის ნარკოტიკების აქტიური მომხმარებელი და 2013 წლიდან თანამშრომლობდა შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ს--------–------------------- სამხარეო პოლიციის უფროსთან - ზ---- ს--------სთან, რომელსაც აწვდიდა ინფორმაციას საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის თაობაზე, რის საფუძველზეც არაერთი პირი დააკავეს. ზ---- ს-------- უწევდა მას მფარველობას თ---------დან ნარკოტიკების შემოტანაში, რისთვისაც მას უნდა ეწილადა ნარკოტიკების რეალიზაციიდან მიღებული თანხა. ზ---- ს--------ს ს------ს საბაჟომდე კუთვნილი ავტომანქანით მიჰყავდა იგი, უწევდა კონტროლს მის საზღვარზე გადაადგილებას, დაბრუნებისას ხვდებოდა და ა/მანქანით მოჰყავდა უკან. ზ---- ს--------ს დახმარებით მან 2016 წლის აპრილში - ორჯერ, მაისში, ივნისსა და ივლისში, სულ ხუთჯერ გადაკვეთა თ---------ს საზღვარი და შემოიტანა საქართველოში ნარკოტიკული საშუალება ,,სუბოქსინი“. პირველი შემოტანისას (აპრილში) ნარკოტიკების რეალიზაციიდან მიღებული თანხიდან ზ---- ს--------ს გადაუხადა 4000 ლარი. ზ---- ს--------მ უთხრა, რომ ეს თანხა არ უღირდა გარისკვად და საზღვრის ყველა კვეთის დროს „მომავალი მფარველობისთვის“ მოსთხოვა - 10000 ლარის გადახდა. მან ზ---- ს--------ს გადაუხადა მეორე შემთხვევაში (აპრილში) - სულ 10000 ლარი, მესამე შემთხვევაში (მაისში) - 5000 ლარი, მეოთხე შემთხვევაში (ივნისში) სულ - 6000 ლარი. 2016 წლის მაისში, საზღვრის კვეთისას იგი შეაჩერა მებაჟე-კონტროლიორმა ქალმა, თუმცა ზ---- ს--------ს მოქმედებით მან უსაფრთხოდ დატოვა საზღვარი. მალე მან ნარკოტიკების რეალიზაციას თ---–--–ი მიჰყო ხელი, ვინაიდან ზ--------–ი ხმა გავრცელდა, რომ იგი ,,პოლიციის ნარკოტიკს“ ყიდდა. 2016 წლის ივლისში ნარკოტიკების რეალიზაციიდან მიღებული თანხიდან მან დაახლოებით, სულ 1500 ლარი, ჩაურიცხა ზ---- ს--------ს მის მიერ მითითებულ ,,ა----------ს“ ანგარიშზე, დარჩენილი თანხა კი წააგო. შემდეგ მას ოჯახში მიაკითხა ზ---- ს--------მ, რომელიც იყო გაბრაზებული და მოითხოვდა მისგან შეპირებულ თანხას, ამოიღო იარაღი და დაუწყო ცემა, რის შედეგად მიიღო ყურის დაზიანება, კერძოდ, დაუქვეითდა სმენა. ზ---- ს--------მ დაუთქვა კონკრეტული ვადა, რომელშიც ან მისი დავალიანება უნდა გადაეხადა ან სახლი გადაეფორმებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდა, რასაც ზ---- ს--------ს პიროვნების გათვალისწინებით, იგი რეალურად აღიქვამდა. რამდენიმე დღეში მან ზ---- ს--------ს 400 ლარი ჩაურიცხა ,,ა----------ს“ ანგარიშზე. 2016 წლის აგვისტოში მან 7000 ლარი გადასცა ზ---- ს--------ს, 3000 ლარით კი წავიდა თ--------ში და შეიძინა ნარკოტიკული საშუალება. ზ---- ს--------ს კვლავ უნდა გაეწია მისთვის მფარველობა, რის სანაცვლოდ იგი დაჰპირდა, რომ ნარკოტიკების რეალიზაციით ამჯერად მთლიანად გადაიხდიდა მის დავალიანებას. ზ---- ს--------ს მითითებით, ს------ს საბაჟოს ნაცვლად მან გადმოკვეთა თ---–---ს საბაჟო საზღვარი და ჩამოიტანა 101 აბი ,,სუბოქსინი“, რომლის ნაწილი შემდგომში გაასაღა თ---–--–ი. ზ---- ს-------- მას საბაჟოზე არ დახვედრია. მოგვიანებით აუხსნა, რომ რაღაც საეჭვო შენიშნა და დატოვა აეროპორტი, თუმცა აკონტროლებდა სიტუაციას. ზ---- ს--------მ მისწერა სოციალურ ქსელში, რომ 600 ლარამდე თანხა ჩაერიცხა, რაც მან ისევ ,,ა----------ს“ ანგარიშზე შეიტანა. იმავე თვეში იგი თ---–--–ი გაჩხრიკეს პოლიციელებმა და ამოუღეს 2 აბი ,,სუბოქსინი“. მან მიუთითა პოლიციელებს, რომ სახლშიც ინახავდა ნარკოტიკს, საიდანაც ასევე ამოიღეს ,,სუბოქსინის“ დაახლოებით 80 აბი და აბის ნატეხები. მან გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია ზ---- ს--------ზე და გამოთქვა თანამშრომლობის სურვილი. ზ---- ს-------- მას დაუკავშირდა სოციალურ ქსელში, მოიკითხა, როგორ მიდიოდა საქმე, რაშიც ნარკოტიკების გასაღებას გულისხმობდა და მოსთხოვა 500 ლარის გადარიცხვა. მან ოპერატიულად მიღებული თანხა ჩაურიცხა ამ უკანასკნელს ,,ა----------ს“ ანგარიშზე. იგი აღიჭურვა ჩამწერი მოწყობილობით და 2016 წლის 16 აგვისტოს შეხვდა ზ---- ს--------ს, რომლისთვისაც უნდა გადაეცა საზღვარზე უსაფრთხო გადაადგილებისათვის და ნარკოტიკების რეალიზაციიდან მიღებული მინიმუმ 10000 ლარი. მან გადასცა ზ---- ს--------ს მოთხოვნილი თანხა - 4000 ლარი. მან სთხოვა ზ---- ს--------ს, გაერკვია, იყო თუ არა სანდო ვინმე ნ-----–---- ბ-------–---–-, რომელზეც აპირებდა გაესაღებინა დიდი ოდენობით ნარკოტიკი, რაზეც ზ---- ს--------მ უპასუხა, რომ დაავალებდა ქვეშევრდომებს და გადაამოწმებდა. მოწმემ განმარტა, რომ ზ---- ს--------სთან თხილის ბიზნესი არასდროს ჰქონია. მას ზ---- ს--------სგან არასდროს უსესხია ფული. პირიქით, ყოველთვის თვითონ აძლევდა თანხებს, რაც არასდროს დაუბრუნებია უკან. ზ---- ს--------მ მას შესთავაზა ვალის ნოტარიულად გაფორმება, თუმცა ზ---- ს--------სგან მას ფული არასდროს უსესხია და ეს უკანასკნელი ვალში გულისხმობდა მისი მფარველობიდან და ნარკოტიკების რეალიზაციიდან მიღებული თანხებიდან თავის წილს.
3. მოწმე ნ--- ყ--–-----ს ჩვენებით დადგენილია, რომ მისი მეუღლე - ა-–---------- ნ------- არის ნარკოტიკების მომხმარებელი, რომელსაც ზ---- ს-------- აიძულებდა პოლიციასთან თანამშრომლობას. იგი არაერთხელ შესწრებია იმ ფაქტს, რომ ზ---- ს-------- კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებით უკავშირდებოდა მის მეუღლეს, 2-3-ჯერ მათთან ოჯახშიც იყო ნამყოფი და მოითხოვდა მისი მეუღლისგან თ---------დან გადმოტანილი ნარკოტიკების რეალიზაციიდან მიღებულ თანხას. ზ---- ს-------- მასაც დაემუქრა, თუ მისი მეუღლე არ გადაიხდიდა თანხას, ცუდად ექნებოდა საქმე. ზ---- ს-------- პირადად უზრუნველყოფდა მისი მეუღლის გადაადგილებას თ--------ში და შემოტანილი ნარკოტიკების რეალიზაციიდან მიღებულ თანხას სძალავდა. 2016 წლის ზაფხულში ზ---- ს-------- მივიდა მათ ოჯახში გინებით, ითხოვდა 15000 ლარს, ამოიღო შავი პისტოლეტი და ურტყამდა მის მეუღლეს, რასაც ასევე შეესწრო მათი ვაჟი. მისი მეუღლე ეუბნებოდა ზ---- ს--------ს, რომ თავს მოიკლავდა, რაზეც ეს უკანასკნელი პასუხობდა, რომ ამ შემთხვევაში ფულს მის ოჯახს გადაახდევინებდა. მისმა მეუღლემ ისესხა ფული, საიდანაც 5000 ლარი მიუტანა ს--------ს სახლში, ხოლო დარჩენილი თანხით თ---------დან გადმოიტანა ნარკოტიკი. ზ---- ს-------- ხშირად აკითხავდა მის მეუღლეს სახლში და პირადად მიჰყავდა ს-----ში. მის მეუღლეს არ ეშინოდა საქართველოში ნარკოტიკების შემოტანის, ვინაიდან ზ---- ს-------- უზრუნველყოფდა საზღვარზე მის უსაფრთხო გადმოსვლას. ზ---- ს--------ს მითითებით, მისი მეუღლე ნარკოტიკებს ასევე ასაღებდა თ---–--–ი, რის გამოც რაღაც პერიოდში იგი დედაქალაქში ცხოვრობდა. ასევე აღნიშნა, რომ მან მისი მეუღლის სოციალური ქსელიდან გადმოწერა ზ---- ს--------სთან მიმოწერა და წარუდგინა გამოძიებას. მის მეუღლეს ზ---- ს--------სთან თხილის ბიზნესი არასოდეს აკავშირებდა და არც მისი ვალი ჰქონია. პირიქით, მათი ოჯახის შემოსავალი მთლიანად მიდიოდა ზ---- ს--------ს ჯიბეში.
4. მოწმე ო----- ნ-------ს ჩვენებით დადგენილია, რომ ა-–---------- ნ------- არის მისი ძმა. 2016 წლის აგვისტოს დასაწყისში მისი ძმა თ---–--–ი ცხოვრობდა მასთან ერთად. ძმამ აუხსნა, რომ მან თავი აარიდა ზ--------–ი ყოფნას, რადგან ზ---- ს--------სთან ჰქონდა გართულებული ურთიერთობა, რომელიც მიუვარდა სახლში და მოითხოვდა მისგან ნარკოტიკების რეალიზაციიდან მიღებულ თანხას. ზ---- ს-------- აიძულებდა მის ძმას, თ---------დან შემოეტანა ნარკოტიკი და გაეყიდა. თ---–--–ი, მასთან ცხოვრების პერიოდში, მისი ძმა ნარკოტიკს არ ჰყიდდა, ვინაიდან მან აუკრძალა ეს საქმიანობა, რის გამოც იგი საცხოვრებლად გადავიდა სხვა სახლში. მის ძმას ჰქონდა თხილის ბიზნესი, რითაც ინახავდა ოჯახს.
5. მოწმე თ---------- მ----–---–-ს ჩვენებით დადგენილია, რომ ის არის გამომძიებელი. ოპერატიული ინფორმაციით მისთვის ცნობილი გახდა, რომ ზ---- ს--------ს ხელშეწყობით ა-–---------- ნ-------ს თ---------დან საქართველოში შემოჰქონდა ნარკოტიკი, რის რეალიზაციასაც ახდენდა პირადად, ხოლო მიღებულ თანხას ინაწილებდნენ ზ---- ს-------- და ა-–---------- ნ-------. ზ---- ს--------ს, რომელიც იყო შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ს--------–------------------- სამხარეო პოლიციის უფროსი, ჰქონდა საშუალება, გაეკონტროლებინა ა-–---------- ნ-------ს გადაადგილება ს------ს საზღვარზე. ზ---- ს-------- სარგებლობდა თანამდებობრივი მდგომარეობით და არკვევდა, ხომ არ დაემუქრებოდა რაიმე საფრთხე ა-–---------- ნ-------ს საზღვარზე გადმოსვლისას. ზ---- ს-------- სამსახურებრივი ავტომანქანით უზრუნველყოფდა ა-–---------- ნ-------ს ტრანსპორტირებას ს------ს საბაჟომდე და უკან. მიღებული ინფორმაცია მან აცნობა ხელმძღვანელობას. მოგვიანებით, მონაწილეობდა საბაჟოს ვიდეოჩანაწერების დათვალიერებაში, სადაც ჩანდა კონტაქტი ზ---- ს--------სა და ა-–---------- ნ-------ს შორის. მოგვიანებით, მან მიიღო ინფორმაცია, რომ ა-–---------- ნ------- იყო ვ---------––ი და თან ჰქონდა ნარკოტიკული საშუალებები, რომლებიც ჩამოიტანა თ---------დან.
6. მოწმე რ---- ა------ს ჩვენებით დადგენილია, რომ ის არის გამომძიებელი. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ზ---- ს-------- ა-–---------- ნ-------ს აგზავნიდა თ--------ში ნარკოტიკის შესაძენად, რომლის რეალიზაციის შედეგად მიღებულ თანხას ინაწილებდნენ. ზ---- ს-------- სამსახურებრივად მფარველობდა ა-–---------- ნ-------ს, უზრუნველყოფდა მის უსაფრთხო გადაადგილებას საზღვარზე. გამოძიების პროცესში მიმდინარეობდა ზ---- ს--------ს ფარული თვალთვალი და მიყურადება, ასევე ამოიღეს ს------ს საბაჟოდან ვიდეოჩანაწერები, სადაც ნათლად ჩანდა, როგორ მიჰყავდა ზ---- ს--------ს ა-–---------- ნ------- საბაჟომდე, ელოდებოდა, ხვდებოდა და მოჰყავდა უკან. მოგვიანებით, ჩატარდა ა-–---------- ნ-------ს ჩხრეკა, რომელსაც აღმოაჩნდა ნარკოტიკი. ა-–---------- ნ-------მ ნებაყოფლობით მიუთითა, თუ სად ინახავდა კიდევ ნარკოტიკებს და როგორ მფარველობდა მას ზ---- ს--------. მოგვიანებით, ზ---- ს--------მ კვლავ მოსთხოვა ა-–---------- ნ-------ს ნარკოტიკების რეალიზაციით მიღებული თანხიდან თავისი წილი. ზ---- ს--------ს ა-–---------- ნ-------მ გადასცა ფული, რაც გამოყოფილი იყო გამოძიების მიზნებისთვის. ზ---- ს-------- დააკავეს თ---–--–ი, ვ-–----–----–-ს გამზირზე, რომლის ჩხრეკისას ამოიღეს ა-–---------- ნ-------ს მიერ გადაცემული თანხა.
7. მოწმე ე-–------- მ----–---–-ს ჩვენებით დადგენილია, რომ ის არის გამომძიებელი. მისთვის ცნობილია, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება ზ---- ს--------ს მიმართ. გამოძიებისას დადგინდა, რომ ა-–---------- ნ-------სა და ზ---- ს--------ს კავშირი ჰქონდათ ნარკოტიკების გასაღებასთან. ა-–---------- ნ-------მ, რომელსაც 2016 წლის აგვისტოში პირადი ჩხრეკისას ამოუღეს ნარკოტიკები, ითანამშრომლა გამოძიებასთან აღიარა დანაშაული და მიუთითა, რომ სახლში კიდევ ინახავდა ნარკოტიკს. ა-–---------- ნ-------მ ასევე მიუთითა, რომ ნარკოტიკის გასაღებას აიძულებდა ზ---- ს--------, რომელიც მფარველობდა და სძალავდა რეალიზაციით მიღებულ თანხას. ა-–---------- ნ------- აღიჭურვა ჩამწერი მოწყობილობით, შეხვდა ზ---- ს--------ს და გადასცა ოპერატიული თანხა - 4000 ლარი, რის შემდეგ ზ---- ს-------- დააკავეს.
8. ი-----–- შ--–--–---–-ს გამოკითხვის ოქმით, რომელიც მხარეებმა უდავო მტკიცებულებად ცნეს, დადგენილია, რომ 2013 წლიდან მუშაობს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის აღმოსავლეთ რეგიონული განყოფილების დეტექტივ - გამომძიებლის თანამდებობაზე. მის სამსახურებრივ მოვალეობაში შედიოდა საზღვარგარეთის სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოს დეპორტირებულ მოქალაქეთა გამოკითხვა. მას ყოველ მესამე დღეს 24 საათის განმავლობაში უწევდა მორიგეობა თ---–---ს საერთაშორისო აეროპორტში. ზ---- ს--------ს კარგად იცნობს მისი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, რომელსაც მისი მორიგეობის დროს საზღვარზე ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შემოტანის ფაქტზე არაერთი ღონისძიება აქვს ჩატარებული. 2016 წლის 7 აგვისტოს ი-----–- შ--–--–---–- იყო მორიგე აეროპორტში. იმავე დღეს მას მობილურ ტელეფონზე დაურეკა ზ---- ს--------მ, რომელმაც საუბრისას განუცხადა, რომ საზღვარზე უნდა შემოსულიყო საეჭვო პირი ს--------–--თ---–---ს რეისით და სთხოვა, თუ შესაძლებელი იყო, შეუფერხებლად გაეტარებინათ ეს პირი საზღვარზე, რომ მას რამე არ ეეჭვა, ხოლო გარეთ თვითონ დახვდებოდა. მან უთხრა, რომ თუ აეროპორტში იყო, ჩავიდოდა და პირადად გაესაუბრებოდა ზ---- ს--------ს. იგი მაშინვე ჩავიდა აეროპორტის დარბაზში, სადაც ნახა ზ---- ს--------. მან უთხრა, რომ ვინმე ა-–---------- ნ------- შემოდიოდა ს--------–-ს რეისით და სთხოვა, რომ ეს პირი საზღვარზე არ დაეყოვნებინათ, რომ რამეს არ მიმხვდარიყო და როცა გავიდოდა, მერე ეცნობებინათ მისთვის. ი-----–- შ--–--–---–- დახმარებას დაჰპირდა და ავიდა მოსაცდელ დარბაზში. რამდენიმე წუთში ჩამოფრინდა ს--------–--თ---–---ს რეისი და სხვა მგზავრებთან ერთად საზღვარი გადმოკვეთა ა-–---------- ნ-------მაც, რომელიც შეუფერხებლად გაატარეს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე და მხოლოდ მისი გასვლის შემდეგ განმწესის უფროსმა, რომელიც აღარ ახსოვს, თუ ვინ იყო, დაურეკა ზ---- ს--------ს და აცნობა ა-–---------- ნ-------ს შემოსვლის შესახებ. იმ ღამეს ზ---- ს--------სთან რაიმე კომუნიკაცია არ ჰქონია. ზ---- ს--------ს ანალოგიური თხოვნით მისთვის სხვა დროს არ მიუმართავს.
9. 2015 წლის 13 თებერვლის საქართველოს შს მინისტრის №------ ბრძანებით დგინდება, რომ შსს კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში მყოფი, შსს ყოფილი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ს--------–------------------- სამხარეო სამმართველოს უფროსი, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი ზ---- ს-------- დაინიშნა შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ს--------–------------------- სამხარეო სამმართველოს უფროსად, შესაბამისად, იგი იყო მოხელე.
10. 2016 წლის 25 მაისის შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის №----------- წერილით დასტურდება, რომ ა-–---------- ნ-------ს მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტები საკონტროლო-გამტარი პუნქტების გავლით დაფიქსირდა ს.ს.კ.გ. ,,ს------ს“ გავლით 04.04.2016-ში, 17:31-ზე - გასვლა, 04.04.2016-ში, 19:49-ზე - შემოსვლა; 23.04.2016-ში, 16:39-ზე - გასვლა, 23.04.2016-ში, 19:15-ზე - შემოსვლა; 15.05.2016-ში, 10:46-ზე - გასვლა, 15.05.2016-ში, 20:00-ზე - შემოსვლა.
11. 2016 წლის 22 აგვისტოს ნივთმტკიცების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ 2016 წლის 22 აგვისტოს, 11:30-13:25 საათზე დათვალიერდა ზ---- ს--------ს ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი ,,სამსუნგ გალაქსი ს 7 ედჯი“, რომელშიც სოციალურ ქსელ ,,v-----–-“ ასახულია ზ---- ს--------ს მიმოწერები სულ 74 აბონენტთან, მათ შორის - ზ---- ს--------ს n------სთან მიმოწერა და სატელეფონო ზარები აქვს 2016 წლის 17,18,20,21,22,23 ივნისს და 2,3,5,7,12,26,28 ივლისს; N------სთან 2016 წლის 16 მაისს და 28 ივლისს; l-------------სთან 2016 წლის 7,12,15 ივნისს და 14,20 ივლისს. ასევე დათვალიერდა სოციალური ქსელი ,,------------------”, სადაც 2016 წლის 18 აგვისტოს ფიქსირდება ზ---- ს--------ს მიმოწერა ა-–--- ნ-------სთან.
12. 2016 წლის 22 აგვისტოს ნივთმტკიცების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ 2016 წლის 22 აგვისტოს, 13:30-14:45 საათზე დათვალიერდა ზ---- ს--------ს ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი ,,სამსუნგ გალაქსი ს 7 ედჯი“, რომელშიც სოციალურ ქსელ ,,v-----–-“ ასახულია ზ---- ს--------ს მიმოწერები სულ 78 აბონენტთან, მათ შორის - N-----------------, რომელთანაც ზ---- ს--------ს მიმოწერა და სატელეფონო ზარები აქვს განხორციელებული 2016 წლის 31 მარტს, 1,2,3,4,5,7,9,11 აპრილს; N---------------, რომელთანაც ზ---- ს--------ს მიმოწერა და სატელეფონო ზარები აქვს განხორციელებული 2016 წლის 3,4,6,7,8,9,11,12,16 თებერვალს.
13. ვიდეომასალის დათვალიერების ოქმით (10.06.2016) ირკვევა, რომ 2016 წლის 10 ივნისს, 10:00-21:00 საათზე, დათვალიერდა ს------ს საბაჟო-გამშვები პუნქტის ადმინისტრაციულ შენობაში დამონტაჟებული სათვალთვალო ვიდეოკამერების 2016 წლის 23 აპრილის და 2016 წლის 15 მაისის ჩანაწერები, სადაც დაფიქსირებულია მოქალაქეთა მიერ საზღვრის კვეთის ფაქტები საქართველოდან თ---------ს და თ---------დან საქართველოს მიმართულებით, რა დროსაც საბაჟოს შიდა და გარე პერიმეტრზე დროის ერთსა და იმავე პერიოდში არაერთ კადრში ჩანან ა-–---------- ნ------- და ზ---- ს--------, ასევე - შავი ფერის ,,Toyota Land Cruiser Prado“, რომელიც ეკუთვნის ზ---- ს--------ს. მათ შორის, 2016 წლის 15 მაისის ჩანაწერში, 20:02:45 საათზე, მოქალაქეთა გამოსასვლელი დერეფნიდან გარეთ გადის ზ---- ს--------, რომელსაც 20:03:03 საათზე უკან მიჰყვება ა-–---------- ნ-------. 19:20:21 საათზე კადრში ჩანს გაჩერებული ,,Toyota Land Cruiser Prado“, რომელიც ეკუთვნის ზ---- ს--------ს, რომელშიც 20:02:52 საათზე ჯდება ზ---- ს--------. 20:03:08 საათზე კადრში ჩნდება დერეფნიდან გამომავალი ა-–---------- ნ-------, რომელიც გვერდს უვლის ზ---- ს--------ს ავტომანქანას და ქვეითად განაგრძობს მოძრაობას ქ. ბ-------ს მიმართულებით, მას შემდეგ, რაც იგი სცდება ხსენებულ ავტომანქანას, სადაც ზის ზ---- ს--------, ავტომანქანა იძვრება და მიდის ასევე ქ. ბ-------ს მიმართულებით. კადრში ჩანს, როდესაც ა-–---------- ნ------- უახლოვდება ხსენებულ ავტომანქანას, მანქანის საჭესთან მჯდომი პირი ქვემოთ სწევს წინა, მარცხენა შუშას და თითქოს, რაღაცას ეუბნება ა-–---------- ნ-------ს, რის შემდეგაც ა-–---------- ნ------- ქვეითად აგრძელებს მოძრაობას და ავტომანქანაც იძვრება ადგილიდან.
14. ვიდეომასალის დათვალიერების ოქმით (16.07.2016) დადგენილია, რომ 2016 წლის 16 ივლისს, 11:00-19:15 საათზე, დათვალიერდა ს------ს საბაჟო-გამშვები პუნქტის ადმინისტრაციულ შენობაში დამონტაჟებული სათვალთვალო ვიდეოკამერების 2016 წლის 18 ივნისისა და 2016 წლის 20 ივნისის ჩანაწერები, სადაც დაფიქსირებულია მოქალაქეთა მიერ საზღვრის კვეთის ფაქტები საქართველოდან თ---------ს და თ---------დან საქართველოს მიმართულებით, რა დროსაც საბაჟოს შიდა და გარე პერიმეტრზე დროის ერთსა და იმავე პერიოდში არაერთ კადრში ჩანან ა-–---------- ნ------- და ზ---- ს--------, ასევე - შავი ,,Toyota Land Cruiser Prado“, რომელიც ეკუთვნის ზ---- ს--------ს. მათ შორის, 2016 წლის 20 ივნისის ჩანაწერში, 22:03:25-22:15:15 საათის დროის პერიოდში ფიქსირდება შავი ,,Toyota Land Cruiser Prado“, რომელიც დგას დერეფნის გამოსასვლელთან და ეკუთვნის ზ---- ს--------ს. 22:14:29 საათიდან 22:14:44 საათამდე პერიოდში კადრში ჩანს, თუ როგორ გამოდის ა-–---------- ნ------- დერეფნიდან, მიდის ზემოთხსენებულ ავტომანქანასთან, აღებს უკანა, მარჯვენა კარს და ჯდება. ამავე პერიოდში კადრში ჩანს ზ---- ს--------, რომელიც ჯდება იმავე ავტომანქანაში საჭესთან, რის შემდეგაც ავტომანქანა იწყებს მოძრაობას ს------ს საბაჟო - გამშვები პუნქტიდან ქ. ბ-------ს მიმართულებით.
15. ვიდეომასალის დათვალიერების ოქმით (01.09.2016) დასტურდება, რომ 2016 წლის 1 სექტემბერს, 10:10-11:50 საათზე, დათვალიერდა ს------ს საბაჟო - გამშვები პუნქტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული სათვალთვალო ვიდეო-კამერების 2016 წლის 20 ივნისის ჩანაწერი, სადაც ჩანს ს------ს საბაჟო გამშვები პუნქტის ადმინისტრაციული შენობა, საბაჟოზე შესასვლელი და გამოსასვლელი დერეფნები, შენობის წინა მოედანი, სადაც მოძრაობენ მოქალაქეები და ავტომანქანები, სადაც 22:14:44-22:14:49 საათის დროის შუალედში კადრში ჩანს ,,Toyota Land Cruiser-ის“ მარკის ავტომანქანა, რომელიც, სავარაუდოდ, ეკუთვნის ზ---- ს--------ს და მოძრაობს ს------ს საბაჟო-გამშვები პუნქტის ადმინისტრაციული შენობიდან ქ.ბ-------ს მიმართულებით. ხოლო ჩანაწერში, რომელშიც დაფიქსირებულია საავტომობილო გზა, ს------ს საბაჟო გამშვები პუნქტის ადმინისტრაციული შენობიდან ქ.ბ-------ს მიმართულებით, სადაც 22:15:35-22:15:39 საათის დროის შუალედში კადრში ჩანს ,,Toyota Land Cruiser-ის“ მარკის ავტომანქანა, რომელიც, სავარაუდოდ, ეკუთვნის ზ---- ს--------ს და მოძრაობს ს------ს საბაჟო გამშვები პუნქტის ადმინისტრაციული შენობიდან ქ.ბ-------ს მიმართულებით.
16. DVD-R დისკის დათვალიერების ოქმით (25.08.2016) ირკვევა, რომ 2016 წლის 25 აგვისტოს, 10:00-13:00 საათზე, დათვალიერდა DVD-R დისკზე ჩაწერილი ვიდეოფაილი, რომელიც ასახავს 2016 წლის 12 ივლისს, 20:59:59-21:59:59 საათის დროის შუალედში, ხ--–---------ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს------ს ს-------ბ-------ს საავტომობილო გზას, სადაც 21:06:27 საათზე ხ--–---------ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს------დან ქალაქ ბ-------ს მიმართულებით მოძრაობს მუქი ფერის „ჯიპის“ ტიპის ავტომანქანა. ასევე ვიდეოფაილი, რომელიც ასახავს 2016 წლის 12 ივლისს, 20:59:59-21:59:59 საათის დროის შუალედში, ხ--–---------ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს-----ში მდებარე ს------ს გამშვები პუნქტის ადმინისტრაციულ შენობას და მის მიმდებარე ტერიტორიას, სადაც ს-------ბ-------ს საავტომობილო გზაზე 21:05:19 საათზე ხ--–---------ს მუნიციპალიტეტის სოფელ ს------დან ქალაქ ბ-------ს მიმართულებით მოძრაობს შავი „ჯიპის“ ტიპის ავტომანქანა.
17. ვიდეომასალის დათვალიერების ოქმით (30.08.2016) დადგინდა, რომ 2016 წლის 30 აგვისტოს, 15:25-16:55 საათზე, დათვალიერდა ქ.თ---–---ს საერთაშორისო აეროპორტის ადმინისტრაციულ შენობასა და მის გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული სათვალთვალო ვიდეოკამერების 2016 წლის 6 აგვისტოს და 7 აგვისტოს ჩანაწერები, სადაც დაფიქსირებულია მოქალაქეთა მიერ აეროპორტის შენობაში შესვლისა და გადაადგილების კადრები. 2016 წლის 6 აგვისტოს ჩანაწერში 13:21:54 საათზე კადრში ჩანს ზ---- ს--------, რომელიც შედის თ---–---ს საერთაშორისო აეროპორტში. 13:22:14 საათზე კადრში ჩანს ზ---- ს--------, რომელიც მიდის ბილეთების შესაძენ სალაროსთან და ესაუბრება მოლარეს, 13:26:41 საათზე კი გადის აეროპორტის შენობიდან. 13:12:16 საათზე კადრში ჩნდება შავი „ტოიოტა ლენდკრუიზერის“ მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით Q--------, რომელიც ეკუთვნის ზ---- ს--------ს, ჩერდება თ---–---ს საერთაშორისო აეროპორტის ფასიან ავტოსადგომზე და 13:21:58 საათზე გადის ავტოსადგომიდან. 2016 წლის 7 აგვისტოს ჩანაწერში 00:56:05 საათზე კადრში ჩანს ა-–---------- ნ-------, რომელიც გამოდის ჩამოფრენილ მგზავრთა დარბაზიდან და გადის გასასვლელისკენ, 00:52:08 საათზე გამოდის საპასპორტო კონტროლის გავლის შემდგომი დერეფნიდან და მიდის ბარგის ასაღები დარბაზისკენ, 01:03:48 საათზე დგას ჩამოფრენილ მგზავრთა გამოსასვლელი კარის წინ, მოძრაობს 5 მეტრის რადიუსით და 01:03:48 საათზე ფეხით მოძრაობს ქალაქის მიმართულებით.
18. შსს გენერალური ინსპექციის ოპერატიული უზრუნველყოფის სამმართველოს №---- წერილით (07.07.2016) ირკვევა, რომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ს--------–------------------- სამხარეო სამმართველოს უფროსის - ზ---- ს--------ს სარგებლობაშია შს სამინისტროს ბალანსზე არსებული სამსახურებრივი ავტომანქანა - შავი ფერის ,,Toyota Land Cruiser Prado“, სახელმწიფო ნომრით B------.
19. 2016 წლის 12 ივლისის პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ 2016 წლის 12 აგვისტოს, 21:10-21:25 საათზე, თ---–--–-----------------–----------------------------------------–---------------- კვეთაზე, ჩატარდა ა-–---------- ნ-------ს პირადი ჩხრეკა, რომელსაც შორტის მარჯვენა ჯიბიდან ამოუღეს ორი თეთრი აბი წარწერით N8.
20. 2016 წლის 21 ივლისის შპს ,,ა----------ს“ წერილით დასტურდება, რომ ,,ა----------ს“ ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებული ანგარიშის ნომერი №-------, მომხმარებლის ნიკით: t-----------, ეკუთვნის ნ----- დ------ს (პ/ნ 6-----------, ხოლო ამავე შპს-ს წერილით (26.08.2016) დასტურდება, რომ ანგარიშის ნომერზე №------- 2016 წლის 16 აგვისტოს თანხა - 500 ლარი ჩაირიცხა სწრაფი ჩარიცხვის აპარატ ,,ნ----დან“.
21. 2016 წლის 25 ივლისის შპს ,,დ-------- დ----- ჯ-------ის“ წერილით ირკვევა, რომ ტერმინალიდან №-----, რომელიც მდებარეობს თ---–--–------–-------–---------–-- 2016 წლის 16 აგვისტოს სწრაფი გადახდის აპარატიდან ,,ა----------ს“ №------- ანგარიშზე ნაღდი ანგარიშსწორებით ჩაირიცხა 600 ლარი.
22. 2016 წლის 12 აგვისტოს ამოღების ოქმით დადგენილია, რომ 2016 წლის 12 აგვისტოს, 22:05-22:45 საათზე, თ---–--–-----------------–----------–- მდებარე ა-–---------- ნ-------ს სახლიდან, ა-–---------- ნ-------ს მითითებით, მაგიდის ფეხიდან ამოიღეს 60 თეთრი აბი, რომელთაგან უმრავლესობას აქვს წარწერა N8, 35 თეთრი აბის ნატეხი და თეთრი ფხვნილი.
23. მოწმე ს------- ც--------მ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ 2016 წლის 13 აგვისტოს გაცემული ქიმიური ექსპერტიზის N---------------- დასკვნის სისწორე, რომლის მიხედვით, ა-–---------- ნ-------ს პირადი ჩხრეკისას და საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული აბები და აბის ნატეხები, ფხვიერ ნივთიერებასთან ერთად, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“, საერთო რაოდენობით - 0,60258 გრამს.
24. 2016 წლის 16 აგვისტოს ფულადი ნიშნების დაფიქსირებისა და გადაცემის ოქმით დასტურდება, რომ 2016 წლის 16 აგვისტოს საქართველოს შსს გენერალური ინსპექციის გამომძიებელმა ა-–---------- ნ-------ს გადასცა 5 ცალი 100 - ლარიანი კუპიურა, სულ - 500 ლარი, რაც დაგეგმილი ოპერაციის ფარგლებში უნდა გადაეცა ზ---- ს--------სთვის. ისინი აღიწერა ბანკნოტების სანომრე ნიშნების მითითებით და დასურათდა.
25. 2016 წლის 17 აგვისტოს სწრაფი გადახდის ქვითრის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ 2016 წლის 17 აგვისტოს, 12:20-12:40 საათზე, დათვალიერდა ა-–---------- ნ-------ს მიერ წარმოდგენილი სს ,,ნ---- ტ------–-----ს“ სწრაფი გადახდის ქვითარი, რომელზეც მითითებულია გადახდის დრო - 16:44, 16.08.2016, პროვაიდერი - ,,ა----------“, იდენტიფიკატორი - №-------, მიღებული თანხა - 500, ჩარიცხული თანხა - 500.
26. 2016 წლის 17 აგვისტოს ფულადი ნიშნების დაფიქსირებისა და გადაცემის ოქმით დადგენილია, რომ 2016 წლის 17 აგვისტოს საქართველოს შსს გენერალური ინსპექციის გამომძიებელმა ა-–---------- ნ-------ს გადასცა 41 ცალი 100 - ლარიანი კუპიურა, 19 ცალი 20 - ლარიანი კუპიურა და 2 ცალი - 10 ლარიანი კუპიურა, სულ - 4500 ლარი, რაც დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში უნდა გადაეცა ზ---- ს--------სთვის. ისინი აღიწერა ბანკნოტების სანომრე ნიშნების მითითებით და დასურათდა.
27. 2016 წლის 30 აგვისტოს ვიდეომასალის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ 2016 წლის 30 აგვისტოს, 14:00-15:15 საათზე, დათვალიერდა შპს ,,ი------ ფ------დან“ მიღებული, თ---–--–------------------------–- მდებარე მაღაზია ,,ლ-----–--ში“ დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების 2016 წლის 18 აგვისტოს ჩანაწერები, სადაც 15:13:23 საათზე კადრში ჩანს ზ---- ს--------, რომელიც შედის მაღაზიაში, ჩერდება შემოსასვლელში, ესაუბრება მაღაზიაში მომუშავე კონსულტანტს, შემდეგ მიდის თაროებთან, ესაუბრება კონსულტანტს, მიდის სალაროს დახლთან, სალაროს დახლზე დებს თანხას (სავარაუდოდ, 6 ცალ 100 - ლარიან კუპიურას), კვლავ ბრუნდება დახლთან, კვლავ იხდის თანხას, იღებს შავ პაკეტს და 15:28:19 საათზე გადის მაღაზიიდან.
28. 2016 წლის 1 სექტემბრის ვიდეომასალის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ 2016 წლის 1 სექტემბერს, 17:40-18:55 საათზე, ა-–---------- ნ-------ს მონაწილეობით დათვალიერდა თ---–--–------–-------- ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტ ,,ფ-------სა“ და მის გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული სათვალთვალო ვიდეოკამერების 2016 წლის 16 აგვისტოსა და 2016 წლის 18 აგვისტოს ჩანაწერები, სადაც დაფიქსირებულია მოქალაქეთა მიერ სუპერმარკეტში შესვლის, გადაადგილებისა და სუპერმარკეტის გარეთ, ქუჩებზე, მოქალაქეთა და ავტომანქანების გადაადგილება. 2016 წლის 16 აგვისტოს ჩანაწერში 16:54:50-16:55:56 საათზე ჩანს ა-–---------- ნ-------, რომელიც შედის სუპერმარკეტში შენობაში, მიდის სწრაფი გადახდის აპარატთან, რიცხავს თანხას და ისევ გადის სუპერმარკეტში. ა-–---------- ნ-------ს განმარტებით, მან სწრაფი გადახდის აპარატის საშუალებით, ზ---- ს--------ს მითითებით, ინტერნეტტოტალიზატორი ,,ა----------ს“ ანგარიშზე - 1------ ჩარიცხა 500 ლარი. 2016 წლის 18 აგვისტოს ჩანაწერში, სუპერმარკეტის გარე პერიმეტრზე გადაღებულ კადრებში 14:33:23-14:33:28 საათზე ჩანს ზ---- ს--------, რომელიც გადაადგილდება სუპერმარკეტის გარე პერიმეტრზე. ა-–---------- ნ-------ს მითითებით, სწორედ ამ პერიოდში ზ---- ს--------სთვის უნდა გადაეცა დანომრილი 4000 ლარი. 14:37:09-14:37:29 და 14:37:45-14:38:02 საათის შუალედში კადრებში ჩანან ზ---- ს-------- და ა-–---------- ნ-------, რომლებიც ფეხით გადაადგილდებიან სუპერმარკეტ ,,ფ-------ს“ გარე პერიმეტრზე. ა-–---------- ნ-------ს მითითებით, სწორედ ამ დროს იგი შეხვდა ზ---- ს--------ს და გადასცა წინასწარ დანომრილი თანხა - 4000 ლარი. 14:50:22-14:50:33 საათის შუალედში კადრში ჩანს ა-–---------- ნ-------, რომელიც ფეხით გადაადგილდება სუპერმარკეტ ,,ფ-------ს“ გარე პერიმეტრზე. ა-–---------- ნ-------ს მითითებით, სწორედ ამ დროს მან ზ---- ს--------ს გადასცა წინასწარ დანომრილი თანხა - 4000 ლარი, რის შემდეგაც დაემშვიდობა და ისინი წავიდნენ სხვადასხვა მიმართულებით.
29. 2016 წლის 18 აგვისტოს ფარული აუდიო-ვიდეოჩანაწერით (კრებსის სარეგისტრაციო N----) იკვეთება ზ---- ს--------ს აშკარა ინფორმირებულობა ა-–---------- ნ-------ს მიერ ნარკოტიკების გასაღებასთან დაკავშირებით. ნ------- თითქოს ანგარიშს აბარებს ს--------ს, თუ რა ფასში და რატომ მოახდინა ნარკოტიკის რეალიზაცია, ამასთან, უბოდიშებს იმის გამო, რომ ძალიან ფრთხილობს და მხოლოდ 20 აბის რეალიზაცია მოახერხა, ხოლო 80 ცალი ბინაში აქვს შენახული. ნ------- სთხოვს ს--------ს, გადაამოწმოს ვინმე ნ-----–---- ბ-------–---–-, რომელსაც სურს 10 აბის ერთბაშად აღება, რაც 5000 ლარის შემოსავალია, რითაც ს--------ს ვალს დაფარავდა. ნ------- საქმის კურსში აყენებს ს--------ს და უხსნის, როცა ამხელა რისკს სწევს, მისგან უნდოდა ე.წ. ,,სტოპ ვპერიოდი“. ს-------- საყვედურობს, არაფერი როგორ არ გაქვსო, რაზეც ნ------- პასუხობს, რომ 4000 აქვს მისთვის. ნ------- სთავაზობს, ა---------ში თუ გადავა, 90% მოახდენს ნარკოტიკის რეალიზაციას, რაზეც ს-------- პასუხობს, რომ ვერ გადავა. ნ------- ანგარიშს აბარებს, რომ სამი დღე ისე გავიდა, რომ საერთოდ ერთი ცალი ძლივს გაასაღა, რაზეც ს-------- არიგებს, რომ ძალიან ჭკვიანურად უნდა მოიქცეს. ნ------- წუხს, 2-3 ცალზე მეტის გასაღებას რომ ვერ ახერხებს, რაზეც ს--------ს ისევ ის ნ-----–---- ბ-------–---–- ახსენდება, რომელსაც მსხვილი პარტიის აღება სურდა, ინტერესდება, რომელი უბნელია? აქაურია? მორფინისტია, თუ ვინ არის? მუშაობს თუ არა? რამხელაა? მანქანა თუ ჰყავს? ზ---- ს-------- ჰპირდება, რომ გაიგებს და თანხმდებიან პირობით ნიშანზე, რასაც მისწერს ნ-------ს და რაც იმის ნიშანი იქნება, რომ „პიროვნება სუფთაა“. 2016 წლის 18 აგვისტოს ფარული აუდიო-ვიდეოჩანაწერით (კრებსის სარეგისტრაციო 4---) იკვეთება, თუ როგორ უკავშირდება ზ---- ს-------- თავის მოადგილეს - ა-–---- გ----–--ს და ავალებს გადაამოწმოს, რას წარმოადგენს ვინმე ნ-----–---- ბ-------–---–-, 27-28 წლის, ი------------ში მაცხოვრებელი, რომელსაც დედა ჰყავს ს----------ში. უკავშირდება ა-–---- გ----–-- (კრებსის სარეგისტრაციო N----) და პასუხობს, რომ „ორას რაღაცა ნ-----–---- ბ-------–---–- მოიძებნა ამ პარამეტრებით“. ზ---- ს-------- სთხოვს, დაავიწროოს ძებნის არეალი, იგი არის 27-28 წლის, სადღაც ვ---------––ი მცხოვრები. იგი ისევ უკავშირდება ა-–---- გ----–--ს (კრებსის სარეგისტრაციო N----) და ახსენებს ბ-------–---–ს, რაზეც ეს უკანასკნელი პასუხობს, რომ „ამ პარამეტრებითაც ხუთი ამოუგდო, საიდანაც ერთი არის რ--------დან, ორი - თ---–---დან და ორი - ბ----------დან, თუმცა არც ერთს დედა არ ჰყავს ს----------ში“.
30. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა - ა----- მ-----–-------მ და დ----- გ-------–---–მა დაადასტურეს მათ მიერ გაცემული №--------------- ვიდეო-ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა (27.03.2017), რომლის თანახმად, ჩატარებული კომპლექსური ანალიზის შედეგად გამოსაკვლევად შემოსულ აუდიოგრამებსა და ვიდეოგრამაში არსებულ აუდიონაწილზე მონტაჟის ნიშნები არ დაფიქსირდა და კომპლექსური კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ სადავო 28 ფონოგრამაზე, მათ შორის 18.08.2016-ის აუდიოგრამებზე და ვიდეოგრამაში საუბრობს ზ---- ს--------, ხოლო 4 სადავო ფონოგრამაზე დაფიქსირებული ხმები, სავარაუდოდ, ეკუთვნის ასევე ზ---- ს--------ს.
31. ზ---- ს--------ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ 2016 წლის 18 აგვისტოს, 16:38 საათზე, თ---–--–-----–----–----–------------------–-, მაღაზია ,,ნ--- ბ--–----ს“ წინ, დააკავეს ზ---- ს--------, რომელსაც დაკავებისთანავე, 17:00-17:40 საათზე, ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოუღეს შავი ფერის HS-9 პისტოლეტი, ფულადი თანხა - 21 ცალი 100 - ლარიანი, 11 ცალი 50 - ლარიანი, 1 ცალი - 20 ლარიანი, 6 ცალი - 5 ლარიანი და ხურდა ფული, სულ - 12 ლარი, რომელთაგან ნაწილი დაემთხვა 2016 წლის 17 აგვისტოს ა-–---------- ნ-------სთვის გადაცემული 4500 ლარის ნაწილს, კერძოდ: 21 ცალ 100 - ლარიან ბანკნოტების სერიებსა და ნომრებს, „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელშიც მოთავსებულია სიმბარათი 5--------, მაღაზია ,,ნ--- ბ--–----ს“ 416.00 ლარის ქვითარი, შპს ,,ნ-----ს“ 347.00 ლარის ქვითარი, პოლიეთილენის პარკი, რომელშიც იდო ორი წყვილი ,,ნ--- ბ--–----ს“ ფირმის სპორტული ფეხსაცმელი ყუთებით.
32. ავტომანქანის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ 2016 წლის 18 აგვისტოს, 18:05-19:30 საათზე, ჩატარდა თ---–--–ი, ვ-–----–---–-ს გამზირის N---ში, მაღაზია ,,ნ--- ბ--–----ს“ წინ მდგარი ავტომანქანა ,,ტოიოტა ლენდ კრუიზერის“, სახელმწიფო ნომრით Q--------, ჩხრეკა, რომელსაც მართავდა ზ---- ს--------. ჩხრეკისას ამოიღეს მუყაოს ხელჩანთა წარწერით ,,ლ-----–--“ და მასში მოთავსებული სამი 50 - ლარიანი ვაუჩერი, ორი სალაროს ქვითარი, წარწერით შპს ,,ი------ ფ------“, გ----------------------------, ერთ ქვითარზე მითითებულია თანხა - 265.00, ხოლო მეორეზე - 608.00 და სუნამოები ყუთებით, „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელშიც მოთავსებულია სიმბარათი 8---------.
33. ამოღების ოქმით (18.08.2016) დასტურდება, რომ 2016 წლის 18 აგვისტოს, 19:45-20:20 საათზე, პარფიუმერიის მაღაზია ,,ლ-----–--ში“ სალაროდან ამოიღეს 7 ცალი 100 ლარიანი კუპიურა, რომლებიც აღიწერა კუპიურების სერიებისა და ნომრების მითითებით და რაც სრულად დაემთხვა 2016 წლის 17 აგვისტოს ა-–---------- ნ-------სთვის გადაცემული 4500 ლარის ნაწილს, კერძოდ: 7 ცალ 100 - ლარიანი ბანკნოტის სერიებსა და ნომრებს.
34. ამოღების ოქმით დასტურდება, რომ 2016 წლის 18 აგვისტოს, 19:25-19:45 საათზე, მაღაზია ,,ნ--- ბ--–---ში“ სალაროდან ამოიღეს 4 ცალი 100 - ლარიანი კუპიურა, 1 ცალი 10 - ლარიანი კუპიურა, 1 ცალი 5 - ლარიანი კუპიურა, რაც აღიწერა კუპიურების სერიებისა და ნომრების მითითებით. ისინი სრულად დაემთხვა 2016 წლის 17 აგვისტოს ა-–---------- ნ-------სთვის გადაცემული 4500 ლარის ნაწილს, კერძოდ: 4 ცალ 100 ლარიან, 1 ცალ 10 ლარიან, 1 ცალ 5 ლარიან ბანკნოტების სერიებსა და ნომრებს.
35. ამოღების ოქმით ირკვევა, რომ 2016 წლის 18 აგვისტოს, 21:20-21:35 საათზე, ნ--- ყ--–-----ს თანხმობით, მისგან ამოიღეს მეხსიერების ბარათი, რომელზეც, ამ უკანასკნელის განმარტებით, ჩაწერილია ზ---- ს--------ს მიერ ,,ფ-------“ მიმოწერისას მისი მეუღლის მისამართით გამოგზავნილი მუქარის შინაარსის შემცველი წერილები.
36. მეხსიერების ბარათის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ 2016 წლის 27 აგვისტოს, 11:00-17:10 საათზე, დათვალიერდა ნ--- ყ--–-----სგან ამოღებული მეხსიერების ბარათი, სადაც ჩაწერილია ზ---- ს--------სა და ა-–---------- ნ-------ს შორის მიმოწერა. ზ---- ს-------- საყვედურობს ა-–---------- ნ-------ს, რომელიც, მისი აზრით არ ასრულებს პირობას. ზ---- ს-------- ა-–---------- ნ-------ს უთითებს ,,ა----------ს“ ანგარიშს t-----------, 1------, რომელზეც ამ უკანასკნელმა უნდა ჩარიცხოს თანხა. ზ---- ს-------- ადასტურებს, რომ ,,ა----------ს“ ანგარიშზე ჩაერიცხა 500 ლარი. ზ---- ს-------- დაჟინებით მოითხოვს ა-–---------- ნ-------სგან ფულის ჩარიცხვას, კატეგორიულად უთითებს კონკრეტულ ვადებს, მაგალითად: „ხვალ პირველ საათამდე გაქვს დრო, მეტი ვერა...“, ასევე ემუქრება, მაგალითად: „თუ სიკვდილი გირჩევნია, პრობლემა არ არის“, ან: „დღეს ბოლო დღეა ნ----, ჩემი დედას შ....იიი“, ეს უკანასკნელი კი სულ თავს იმართლებს.
37. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მხარეებმა გამოკვლევის გარეშე მიიღეს შემდეგი მტკიცებულებები: მოწმეების ----–-- თ----------–---–-ს, ი---- ლ---–---ს,--- ლ---------ს, ნ----- დ------ის, რ----–-- ჭ---------–--ს, ა-–---------- ხ----------ს, გ------- მ--–---------ს, ზ------ ქ-------ს, ი-----–- შ--–--–---–-ს,---- კ-----ს, ლ---- ნ-------ს, თ----- ნ-------ს, გ--–- ნ-------ს, ი-----–- ც--------ს, ხ---- კ-----–---–--ს, ს-–---- გ----–--ს, მ--–---- ლ-–-------ს, მ-------- მ--–----ს გამოკითხვის ოქმები, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერიზის ეროვნული ბიუროს 0-------- კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნა, საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის №----------- ჰაბიდოსკოპიური და კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა.
38. ამასთან, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ასევე სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ზ---- ს--------მ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ 2012 წლიდან მუშაობს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ს--------–------------------- სამხარეო სამმართველოს უფროსად. 2013 წლიდან მასთან თანამშრომლობდა ა-–---------- ნ------- და აწვდიდა ინფორმაციას საქართველოში ნარკოტიკების შემოტანასთან დაკავშირებით. ა-–---------- ნ-------ს ინფორმაცია ხშირად იყო რეალური და მის საფუძველზე აკავებდნენ დამნაშავეებს. 2015 წლის გაზაფხულის შემდეგ ა-–---------- ნ-------ს მისთვის ინფორმაცია აღარ მიუწვდია. მას ნ-------სთან ჰქონდა კარგი ურთიერთობა, ეცოდებოდა მისი წარსული ცხოვრების გამო და გადასცა 5000-5000 ლარი 2015 წლის აგვისტოსა და სექტემბერში, რათა ამ უკანასკნელს ეწარმოებინა თხილის ბიზნესი. ნ------- შეჰპირდა, რომ დეკემბერში თანხას დაუბრუნებდა ორმაგად, თუმცა პირობა ვერ შეასრულა. ნ------- დადიოდა თ--------ში, სადაც უნდა მოეპოვებინა ინფორმაცია საქართველოში ნარკოტიკების შემოტანასთან დაკავშირებით. იგი არასოდეს დაინტერესებულა და არც ნ-------ს უჩვენებია მისთვის საზღვარზე გადმოტანილი ნარკოტიკი. როგორც მისთვის ცნობილია, ნ-------ს ნარკოტიკი საქართველოში არ გადმოჰქონდა და ვერც ზ--------–ი გაასაღებდა, ვინაიდან ინფორმაცია არ დაიმალებოდა. სამუშაო პროცესში როგორც მას, ასევე მის მოადგილეებს ხშირად უწევდათ ს------ს საბაჟოზე ყოფნა და მისი ინტერესი ნ-------ს მიმართ განპირობებული იყო მხოლოდ სამსახურებრივი საჭიროებით. თ--------ში ერთ-ერთი ვიზიტისას ნ-------მ მას მიაწოდა კონკრეტული ინფორმაცია, რაც გადაამოწმეს, მაგრამ არ დადასტურდა. 2016 წლის აგვისტოში ნ-------ს არ ჰქონდა ფული და იგი დაეხმარა ს--------–-დან ბილეთის შეძენაში. ამ დროს იგი საზღვარზე ელოდებოდა მას, თუმცა საქმე გამოუჩნდა და ნ-------ს დაბინავება დაავალა თანამშრომელს. 2016 წლის 18 აგვისტოს იგი დაბრუნდა თ---–--–ი, სადაც შეხვდა ნ-------ს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა გადასცა მას თანხა, რომელიც თხილის ბიზნესისთვის ჰქონდა მისგან ნასესხები. შეხვედრისას ნ------- იყო არაადეკვატური, ძალიან ნერვიულობდა, ესაუბრებოდა ა---------ში ნარკოტიკის გადატანაზე, რაც მას საეჭვოდ მოეჩვენა, ვინაიდან ნარკოტიკი, როგორც წესი, ა---------იდან შემოდიოდა. შეხვედრისას ნ-------მ სთხოვა, გადაემოწმებინა ვინმე ნ-----–---- ბ-------–---–-. მან დაურეკა ა-–---- გ----–--ს და გადაამოწმა, იყო თუ არა ეს პირი ნარკოტიკების მომხმარებელი. ნ-------ს სხვა დროსაც ჩაურიცხავს მისთვის თანხა მისი თანამშრომლის ,,ა----------ს“ ანგარიშზე. ეს იყო თხილის ბიზნესისთვის მიცემული თანხა. ასევე, განმარტა, რომ მას ნ------- არ უცემია, არც იარაღით და არც სხვა ფორმით არ დამუქრებია. იგი ატარებდა არა შავ, არამედ ვერცხლისფერ იარაღს. ერთხელ იყო მისული ნ-------ს სახლში და უსაყვედურა, ვინაიდან იგი თავს არიდებდა მასთან შეხვედრას და არ უბრუნებდა ნასესხებ თანხას.
39. საკასაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ ზ---- ს--------ს უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, თუმცა არ იზიარებს მის სამართლებრივ შეფასებას მსჯავრდებულ ზ---- ს--------ს ქმედებების კვალიფიკაციასთან მიმართებით და აღნიშნავს შემდეგს:
40. მოცემულ საქმეში არ იკვეთება რაიმე გარემოება, რაც ობიექტურად წარმოშობდა ეჭვს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეების, მათ შორის ძირითადი მოწმის - ა-–---------- ნ-------ს ჩვენების მიუკერძოებლობასა და სანდოობასთან დაკავშირებით, რის შესახებაც დაცვის მხარე აპელირებს და ცდილობს, რომ იგი წარმოაჩინოს არასანდო და დაინტერესებულ მოწმედ. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ა-–---------- ნ-------ს ჩვენება არის თანმიმდევრული, დამაჯერებელი და სანდო. მისი ჩვენების სარწმუნოობას ვერ შეარყევს მხოლოდ ის, რომ იგი წარსულში არაერთხელაა ნასამართლევი და ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებული ნარკოტიკული დანაშაულისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის. გარდა იმისა, რომ ა-–---------- ნ-------ს ჩვენება სანდო, თანმიმდევრული და დამაჯერებელია, იგი გამყარებულია და თანხვდენილია საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან, კერძოდ: მისი ოჯახის წევრებისა თუ პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებთან, ფარულ აუდიო-ვიდეოჩანაწერებთან, ფულის ჩარიცხვისა და გადაცემის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან, ა-–---------- ნ-------ს მიერ საზღვრის კვეთის დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან, მასა და ზ---- ს--------ს შორის არსებულ მიმოწერის მასალებთან, ზ---- ს--------ს პირადი ჩხრეკისა და სხვადასხვა მაღაზიიდან ფულადი თანხების ამოღების ოქმებთან. ამასთან, ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ ზ---- ს--------ს სისხლის სამართლის საქმიდან ა-–---------- ნ-------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის განაჩენით ა-–---------- ნ-------ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვასა და საქართველოში უკანონოდ შემოტანაში).
41. საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნებს, კერძოდ, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალებით, მოწმეთა ჩვენებებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით დგინდება შემდეგი: ზ---- ს--------სთვის ცნობილი გახდა, რომ ა-–---------- ნ-------ს საქართველოს ტერიტორიაზე შემოჰქონდა ნარკოტიკული საშუალებები და ასაღებდა, რაც დადასტურებულია ა-–---------- ნ-------ს ჩვენებით, რომლის მიხედვით, ზ---- ს--------სთვის ცნობილი იყო არა მარტო მის მიერ ნარკოტიკული საშუალების შემოტანისა და გასაღების ფაქტები, არამედ იგი მისგან მოითხოვდა ნარკოტიკული საშუალების რეალიზებების შედეგად მიღებული თანხის ნაწილის მისთვის გადაცემას. აღნიშნულს, მისი ჩვენების გარდა, ადასტურებს ასევე 2016 წლის 18 აგვისტოს ფარული აუდიო-ვიდეოჩანაწერი (კრებსის სარეგისტრაციო N----) მისი მეშვეობით დადგენილი იმ გარემოებებით, რომელთა ობიექტური შეფასებით ნათლად იკვეთება, რომ ზ---- ს-------- აშკარად ინფორმირებული იყო ა-–---------- ნ-------ს მიერ ნარკოტიკების გასაღებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით: საუბრის დროს ა. ნ------- თითქოს ანგარიშს აბარებს ს--------ს, თუ რა ფასში და რატომ მოახდინა ნარკოტიკის რეალიზაცია, ამასთან, უბოდიშებს იმის გამო, რომ ძალიან ფრთხილობს და მხოლოდ 20 აბის რეალიზაცია მოახერხა, ხოლო 80 ცალი ბინაში აქვს შენახული. ა. ნ------- სთხოვს ზ. ს--------ს გადაამოწმოს ვინმე ნ-----–---- ბ-------–---–-, რომელსაც სურს 10 აბის 5000 - ლარად ყიდვა, რითაც შეძლებდა ზ. ს--------ს ვალის დაფარვას. ა. ნ------- ზ. ს--------ს უხსნის, რომ როცა ამხელა რისკს ეწევა, მისგან უნდა ე.წ. „სტოპ პერიოდი“. ზ. ს-------- საყვედურობს, „არაფერი როგორ არ გაქვსო“, რაზეც ნ------- პასუხობს, რომ 4000 აქვს მისთვის. ა. ნ------- სთავაზობს, ა---------ში თუ გადავა, 90%-ით მოახდენს ნარკოტიკის რეალიზაციას, რაზეც ზ. ს-------- პასუხობს, რომ ვერ გადავა. ა. ნ------- ეუბნება, რომ სამი დღე ისე გავიდა, რომ საერთოდ ერთი ცალი ძლივს გაასაღა, რაზეც ს-------- არიგებს, რომ ძალიან ჭკვიანურად უნდა მოიქცეს. ნ------- წუხს, 2-3 ცალზე მეტის გასაღებას რომ ვერ ახერხებს, რაზეც ს--------ს ისევ ის ნ-----–---- ბ-------–---–- ახსენდება, რომელსაც მსხვილი პარტიის აღება სურდა. იგი ინტერესდება, თუ რომელი უბნელია ეს პირი, აქაურია, მორფინისტია, თუ ვინ არის, მუშაობს თუ არა, რამხელაა, მანქანა თუ ჰყავს. ზ---- ს-------- ჰპირდება, რომ გაიგებს და თანხმდებიან პირობით ნიშანზე, რასაც მისწერს ალ. ნ-------ს და რაც იმის ნიშანი იქნება, რომ „ეს პირი სუფთაა“; გარდა ამისა, 2016 წლის 18 აგვისტოს ფარული აუდიო-ვიდეოჩანაწერით (კრებსის სარეგისტრაციო N4---) დადგენილია, რომ ზ---- ს-------- უკავშირდება მოადგილე - ა-–---- გ----–--ს და ავალებს, გადაამოწმოს, რას წარმოადგენს ვინმე ნ-----–---- ბ-------–---–-, 27-28 წლის, ი------------ში მცხოვრები, რომელსაც დედა ჰყავს ს----------ში. უკავშირდება ა-–---- გ----–-- (კრებსის სარეგისტრაციო N----) ზ---- ს--------ს და პასუხობს, რომ „ორას რაღაცა ნ-----–---- ბ-------–---–- მოიძებნა ამ პარამეტრებით“. ზ---- ს-------- სთხოვს მას, რომ დაავიწროოს ძებნის არეალი შემდეგი მონაცემების მიხედვით - იგი არის 27-28 წლის, სადღაც ვ---------––ი მცხოვრები. ამის შემდეგ, ის ისევ უკავშირდება ა-–---- გ----–--ს (კრებსის სარეგისტრაციო N----) და ახსენებს ბ-------–---–ს, რაზეც ა-–---- გ----–-- პასუხობს, რომ „ამ პარამეტრებითაც ხუთი ამოუგდო, საიდანაც ერთი არის რ--------დან, ორი - თ---–---დან და ორი - ბ----------დან, თუმცა არცერთს დედა არ ჰყავს ს----------ში“.
42. ყოველივე აღნიშნული კი ნათლად ადასტურებს ზ---- ს--------ს ბრალეულობას, მაგრამ არა - მსჯავრად შერაცხული კვალიფიკაციით, კერძოდ: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 28 ივნისის განაჩენით ბრალდების ერთ ეპიზოდში შეიცვალა ზ---- ს--------ს მიერ ჩადენილი ქმედების კვალიფიკაცია და მისი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 24,262-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე, შემდეგი მსჯელობიდან გამომდინარე:
43. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ, მართალია, მსჯავრდებულ ზ---- ს--------ს ა-–---------- ნ-------სთან ხშირი ურთიერთობა ჰქონდა და ისინი რამდენჯერმე ერთად იმყოფებოდნენ ს------ს საბაჟო-გამშვებ პუნქტში, რა დროსაც, ა-–---------- ნ-------ს ჩვენების თანახმად, მას შემოჰქონდა ნარკოტიკული საშუალებები, რაც ცნობილი იყო მსჯავრდებულისთვისაც, მაგრამ არ არის გამოკვეთილი კონკრეტული ქმედება ან მოქმედებების ერთობლიობა, თუ რაში გამოიხატებოდა დახმარების სახე ან ფორმა. ამასთან, ის გარემოება, რომ მსჯავრდებული საბაჟო საზღვარზე ყოფნისას ვიზუალურად აკონტროლებდა ა-–---------- ნ-------ს და მასთან ფიზიკურად ახლოს იმყოფებოდა, არ შეიძლება შეფასდეს ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანაში ხელის შეწყობად. გარდა ამისა, არ არის დადგენილი, თუ რა ფორმით გამოიყენა მსჯავრდებულმა სამსახურებრივი უფლებამოსილება, რომლითაც მან დახმარება აღმოუჩინა ა-–---------- ნ-------ს. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ მსჯავრდებული არ იყო საბაჟო - გამშვები პუნქტის თანამშრომელი ან საბაჟო დაწესებულების ხელმძღვანელი პირი და მას საბაჟო-გამშვებ პუნქტზე პირის საზღვარზე გასვლასთან, შემოსვლასთან და მის შემოწმება/კონტროლთან და ა.შ. მიმართებით სამსახურებრივი უფლება-მოვალეობები არ გააჩნდა. გარდა ამისა, სხვა გარემოება, რომელიც ნათლად და მკაფიო ფორმით მიუთითებდა იმას, რომ საზღვარზე ა-–---------- ნ-------ს შემოსვლის დროს, მსჯავრდებულის სამსახურებრივი მდგომარეობის გამო, რომელიმე სხვა პირმა/თანამშრომელმა ამ უკანასკნელის თხოვნით დახმარება აღმოუჩინა ა-–---------- ნ-------ს ნარკოტიკების შემოტანაში (რაც შეიძლება ყოფილიყო საბაჟო-გამშვებ პუნქტში შემოწმებაზე უარის თქმა მსჯავრდებულის დავალებით/თხოვნით და ა.შ.) დადგენილი არ არის.
44. საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო პალატის აღნიშნულ მოტივაციას და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რომლებითაც დასტურდება, რომ ზ---- ს--------მ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანაში დახმარება, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, კერძოდ:
· დადგენილია ის გარემოება, რომ მსჯავრდებულ ზ---- ს--------ს ა-–---------- ნ-------სთან ხშირი ურთიერთობა ჰქონდა, რასაც არ უარყოფს ასევე თავად მსჯავრდებული ზ---- ს--------, რომელიც მასთან ურთიერთობას უკავშირებს აგენტურულ საქმიანობას. ასევე, უტყუარად არის დადგენილი, რომ ისინი რამდენჯერმე ერთად იმყოფებოდნენ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე, სადაც ზ---- ს-------- ელოდებოდა მას და შემდეგ თავისი სამსახურებრივი ავტომანქანით მიჰყავდა დანიშნულების ადგილზე.
· საკასაციო პალატა ამ კუთხით განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მოწმეების: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ს--------–------------------- სამხარეო სამმართველოს თანამშრომლების - ი-----–- ც--------ს, ხ---- კ-----–---–--სა და ს-–---- გ----–--ს გამოკითხვის ოქმებზე, რომლებიც მხარეთა მიერ ცნობილია უდავო მტკიცებულებად. აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილია: 2016 წლის 20 ივნისს ზ---- ს--------მ უთხრა თანამშრომლებს, რომ თ---–---დან მიღებული ინფორმაციით, თითქოსდა, ს------ს საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე უნდა შემოეტანათ ნარკოტიკული საშუალებები, რის საფუძველზეც ზ---- ს--------ს ხელმძღვანელობით შეიქმნა ჯგუფი და გაემართნენ საბაჟოზე. იმავე დღეს ს------ს საბაჟო-გამშვებ პუნქტში მათ შენიშნეს ა-–---------- ნ-------, რომელიც საბაჟო პუნქტის გავლით შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე. ჯგუფის წევრებს მისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ, რადგან, ინფორმაციის თანახმად, მითითებული პუნქტიდან ნარკოტიკული საშუალება უნდა შემოეტანა ორ პირს. მათ ნამდვილად გადაამოწმეს ორი პირი, მაგრამ მათ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ აღმოაჩნდათ და არც ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდათ.
· განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის აღმოსავლეთ რეგიონული განყოფილების თანამშრომლის, მოწმე ი-----–- შ--–--–---–-ს გამოკითხვის ოქმი (უდავო მტკიცებულება), რომლითაც დადგენილია, რომ 2016 წლის 7 აგვისტოს, ზ---- ს--------ს თხოვნით, რომელთანაც მას აკავშირებდა სამსახურებრივი ურთიერთობა, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე შეუფერხებლად გაატარა ა-–---------- ნ-------. ზ---- ს--------ს მიერ მისთვის მიცემული განმარტებით, ა-–---------- ნ------- იყო საეჭვო პირი და გამშვებ პუნქტზე მისი გატარების შემდეგ, გარეთ თავად ზ---- ს-------- დახვდებოდა.
· აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2016 წლის 6 აგვისტოს ა-–---------- ნ-------სთვის ს--------–--თ---–---ს ავიარეისის ბილეთი,---- კ-----ს დახმარებით, შეიძინა თავად ზ---- ს--------მ, ხოლო 7 აგვისტოს ალ. ნ-------მ თ---------დან საქართველოში შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებები, აბების სახით.
45. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ანალიზი ნათლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ზ---- ს-------- სწორედ თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილებისა და ავტორიტეტის გამოყენებით, როგორც კონკრეტული ქმედებებით, ასევე მოქმედებათა ერთობლიობით ეხმარებოდა ა-–---------- ნ-------ს ნარკოტიკული საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე უსაფრთხოდ შემოტანაში, კერძოდ: ერთ შემთხვევაში, სწორედ იმ დროს, როდესაც ა-–---------- ნ-------ს უნდა გადმოეკვეთა სასაზღვრო- გამშვები პუნქტი, ყურადღების გადასატანად, ზ---- ს--------ს ხელმღვანელობით, მისი სამსახურებრივი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, ვითომდა არსებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, მითითებულ პუნქტზე საგამოძიებო ჯგუფმა ჩაატარა შესაბამისი ღონისძიება ნარკოტიკული საშუალებების შემომტანი პირების დასაკავებლად, რაც უშედეგოდ დასრულდა. მეორე შემთხვევაში კი, ასევე ზ---- ს--------ს მხრივ სამსახურებრივი უფლებამოსილებისა და ავტორიტეტის გამოყენებით, 2016 წლის 7 აგვისტოს შსს-ს თანამშრომელმა - ი-----–- შ--–--–---–მა, ზ---- ს--------ს თხოვნის საფუძველზე, ა-–---------- ნ------- ყოველგვარი შემოწმებისა და შეფერხების გარეშე გამოატარა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ა-–---------- ნ-------მ საქართველოში სწორედ 7 აგვისტოს შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, რომლის დიდი ნაწილიც იმავე წლის 12 აგვისტოს ამოიღეს პოლიციელებმა მისი პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას. გარდა ამისა, ასევე დადასტურებულია, რომ ზ---- ს-------- და ა-–---------- ნ------- რამდენჯერმე ერთად იმყოფებოდნენ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე, სადაც ზ---- ს-------- მას ვიზუალურად აკონტროლებდა, ელოდებოდა და შემდეგ მისი კუთვნილი სამსახურებრივი ავტომანქანით, ა-–---------- ნ-------ს უსაფრთხო და დაუბრკოლებელი გადაადგილების მიზნით, მიჰყავდა დანიშნულების ადგილზე. მართალია, ზ---- ს-------- არ იყო საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელი პირი, თუ თანამშრომელი, მაგრამ მისი ქმედებებიდან და სამსახურებრივი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, იგი უფლებამოსილი იყო, ჩაეტარებინა შესაბამისი საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების შემომტანი პირების დადგენა-დაკავების მიზნით, რასაც, მოწმეთა ჩვენებებით, იგი პერმანენტულად ასრულებდა კიდეც. შესაბამისად, საკასაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ზ---- ს-------- ა-–---------- ნ-------ს აქტიურად ეხმარებოდა არა მხოლოდ საქართველოს საზღვარზე უსაფრთხო შემოსვლაში, არამედ - ასევე საქართველოს ტერიტორიაზე უსაფრთხო, დაუბრკოლებელ გადაადგილებასა და უფრო მეტიც, როგორც ფარული ჩანაწერებით დგინდება, ა-–---------- ნ-------ს მიერ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციაში, როდესაც ცდილობს გაარკვიოს, თუ ვინ არის და რას წარმოადგენს ნარკოტიკების სავარაუდო შემსყიდველი პირი - ვინმე ნ-----–---- ბ-------–---–-. აღნიშნული კი ნათლად მიუთითებს ზ---- ს--------ს როლსა და ხასიათზე საქართელოს სსკ-ის 24,262-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
46. ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების მითითებულ ეპიზოდში ზ---- ს--------ს ქმედება წარმოადგენს არა საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება), არამედ - საქართველოს სსკ-ის 24,262-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებას (თანამონაწილეობა დახმარების სახით საქართველოში ნარკოტიკული საშუალების შემოტანაში, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებითა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით).
47. რაც შეეხება ზ---- ს--------სათვის საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“(დიდი ოდენობით ქრთამის აღება) და მე-3 ნაწილის „გ“’ ქვეპუნქტებით (ქრთამის აღება, ჩადენილი გამოძალვით) წარდგენილ ბრალდებებს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ეს ბრალდებები არ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობით და ბრალდების მითითებულ ნაწილებში ზ---- ს--------ს ბრალი უნდა დაედოს შეცვლილი კვალიფიკაციით, კერძოდ - საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შემდეგ გარემოებათა გამო:
48. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ზ---- ს--------ს ბრალი დაედო შემდეგი ქმედებისათვის:
49. „...შეთანხმებული თანხის დაგვიანებით ან სრულად არმიცემის შემთხვევაში, ზ---- ს-------- ა-–---------- ნ-------ს ფიზიკურად უსწორდებოდა და მისი ოჯახის წევრების მიმართ ახორციელებდა სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარას. 2016 წლის 7 აგვისტოს ა-–---------- ნ-------მ თ---------ს რესპუბლიკიდან თ---–---ს აეროპორტის სასაზღვრო პუნქტის გავლით უკანა ტანით, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, უკანონოდ შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - ,,ბუპრენორფინის” შემცველი 101 აბი, რისთვისაც ზ---- ს--------მ ქრთამის სახით მოსთხოვა 10000 ლარი და მის მიერ წინა თვეებში გაწეული დახმარებისათვის გადასახდელად დარჩენილი 18000 ლარი, საერთო ჯამში - 28000 ლარი...“
50. საკასაციო პალატა მიუთითებს: საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით არ დასტურდება, რომ ზ---- ს--------მ ა-–---------- ნ-------ს ჯამურად მოსთხოვა 28 000 ლარი. ამის შესახებ საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება - ა-–---------- ნ-------ს ჩვენება, რომ ზ---- ს--------მ მას ქრთამის სახით მოსთხოვა 10 000 ლარი და მის მიერ წინა თვეებში გაწეული დახმარებისათვის გადასახდელად დარჩენილი 18000 ლარი, რაც არასაკმარისია დასახელებული ფაქტობრივი გარემოების დადასტურებულად მიჩნევისათვის. ბრალდების მხარეს სხვა მტკიცებულება, რომელიც ზ---- ს--------ს მიერ ა-–---------- ნ-------საგან 28 000 ლარის მოთხოვნის ფაქტს დაადასტურებდა, სასამართლოსთვის არ წარუდგენია (ა-–---------- ნ-------ს ოჯახის წევრები - მეუღლე და შვილები თავიანთ ჩვენებებში ასახელებენ სხვადასხვა თანხას, რომელსაც ზ---- ს-------- ითხოვდა მისგან). აღნიშნული კი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით საკასაციო პალატას უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ზ---- ს--------მ ა-–---------- ნ-------ს პირადად გამოართვა 4000 ლარი, ხოლო 500 ლარი კი ჩაარიცხვინა მის მიერ მითითებულ „ა----------ს“ ანგარიშზე. შესაბამისად, ზ---- ს--------სათვის გადაცემული თანხა ჯამურად შეადგენს - 4500 ლარს, რის გამოც, მისი ქმედება ვერ დაკვალიფიცირდება დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნად, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, დიდ ოდენობად ითვლება ფულადი თანხა - 10 000 (ათი ათას) ლარს ზევით.
51. რაც შეეხება ქრთამის აღებას, ჩადენილს გამოძალვით, საკასაციო პალატას, მართალია, დადგენილად მიაჩნია, რომ ზ---- ს-------- ა-–---------- ნ-------ს ფიზიკურად გაუსწორდა, ემუქრებოდა და სთხოვდა ნარკოტიკული საშუალებების შემოტანითა და რეალიზაციით მიღებული შემოსავლიდან თანხის გადაცემას, რაც დასტურდება საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, მაგრამ ამასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განმარტავს შემდეგს:
52. მოცემული საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზ---- ს-------- ა-–---------- ნ-------სგან ქრთამის გადაცემას ითხოვდა მის მიერ განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებების - ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონო შემოტანასა და რეალიზაციაში თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დახმარებისა და მფარველობის გაწევის სანაცვლოდ. შესაბამისად, ზ---- ს--------ს ამგვარი ქმედება ვერ დაკვალიფიცირდება ქრთამის აღებად, ჩადენილი გამოძალვით, რადგან ის უკავშირდება ა-–---------- ნ-------ს უკანონო საქმიანობასა და მის შედეგად მიღებულ შემოსავალს. იმისათვის, რომ ქმედება დაკვალიფიცირდეს ქრთამის აღებად, ჩადენილი გამოძალვით, აუცილებელია, რომ მოხელე ითხოვდეს ანდა საქმის განზრახ გაჭიანურებით ან სხვაგვარი უმოქმედობით პირს არაპირდაპირ აიძულებდეს ქრთამის მიცემას ამ პირის უფლების ან კანონიერი ინტერესის განხორციელების უზრუნველყოფისათვის, რაც მისი, როგორც მოხელის, სამსახურებრივ ვალდებულებას წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში კი ზ---- ს--------ს, როგორც მოხელეს, თავისი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, შეეძლო და ვალდებულიც იყო, რომ ა-–---------- ნ-------ს მიმართ გაეტარებინა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები - მოეხდინა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მის დანაშაულებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. ამ ქმედებით, ბუნებრივია, ვერ შეილახებოდა ა-–---------- ნ-------ს რაიმე უფლება ან კანონიერი ინტერესი, პირიქით, ის შეგნებულად იჩენდა უმოქმედობას, უფრო მეტიც, ზოგჯერ აქტიურადაც მოქმედებდა სწორედ ალ. ნ-------ს დანაშაულებრივი იტერესების სასარგებლოდ, რის სანაცვლოდაც მისგან ფულად საზღაურს ითხოვდა და რაც ქრთამის აღების ძირითადი შემადგენლობის ნიშნებს წარმოადგენს, მაგრამ არა - კვალიფიციური შემადგენლობის ნიშნებს. ამიტომ, ის გარემოება, რომ აღნიშნული თანხების მოთხოვნას ზ---- ს--------ს მხრიდან თან ახლდა სხვადასხვა შინაარსის მუქარა ალ. ნ-------ს მიმართ, მის მოქმედებას ვერ გადააქცევს ქრთამის გამოძალვად.
53. ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ზ---- ს--------ს ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის დისპოზიცია ითვალისწინებს ქრთამის აღებას, ჩადენილს მაკვალიფიცირებელი გარემოებების - დიდი ოდენობისა და გამოძალვის გარეშე. შესაბამისად, მისთვის შერაცხული ბრალის ამ ნაწილთან მიმართებით გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ.
54. რაც შეეხება სასჯელის ზომას, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლისა და ამავე კოდექსის 53-ე მუხლის შინაარსს, ინდივიდუალურად აფასებს ზ---- ს--------ს პიროვნებას და ხაზს უსვამს იმ გარემეობას, რომ იგი არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირი, რომელსაც უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია, კანონმდებლობა, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ფუნდამენტური უფლებები. საკასაციო პალატა ასევე ითვალისწინებს იმ ფაქტსაც, რომ ზ---- ს--------ს ქმედებაში არ დადასტურდა ქრთამის აღება, ჩადენილი მაკვალიფიცირებელ გარემოებებში, რაც, მართალია, ამცირებს მისი ქმედების საშიშროების ხარისხს, მაგრამ ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ მის ქმედებაში გამოკვეთილია საქართველოს სსკ-ის 24,262-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, რაც განეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ზ---- ს--------ს უნდა განასეზღვროს მკაცრი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ზ---- ს--------სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - დ----- ზ--------ს, კ------- შ-----სა და გ------- ა------ს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორ მარიამ გოგორელიანის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 28 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
4. მსჯავრდებულ ზ---- ს--------ს ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 24,262-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებზე;
5. მსჯავრდებულ ზ---- ს--------ს ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე.
6. ზ---- ს-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 24,262-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 16 (თექვსმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
7. ზ---- ს-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
8. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ზ---- ს--------ს მოსახდელად განესაზღვროს 16 (თექვსმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
9. მსჯავრდებულ ზ---- ს--------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2016 წლის 18 აგვისტოდან;
10. მსჯავრდებულ ზ---- ს--------ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 (ათი) წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები;
11. მსჯავრდებულ ზ---- ს--------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;
12. ნივთმტკიცებები:
- ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალურ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო დანარჩენ ნივთმტკიცებათა განკარგვის ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 28 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
13. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. ქათამაძე