განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100115794009
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№13აგ.-19 8 ნოემბერი, 2019 წელი
კ--–---------- პ-----, 13აგ.-19 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ პ----- კ--–---------ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის განაჩენზე ახლად გამოვლენილი გარემოების გამო საქმის გადასინჯვის შესახებ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ზესტაფონის რაიონის სასამართლოს 1993 წლის 24 მარტის განაჩენით პ----- კ--–---------- ცნობილი იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 91-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის (ძველი რედაცია) საფუძველზე უდიდესმა სასჯელმა შთანთქა უმცირესი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, პ----- კ--–----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. პ----- კ--–----------ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 1992 წლის 2 დეკემბრიდან.
პ----- კ--–---------ისთვის ბრალად შერაცხული დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 1992 წლის 25 აგვისტოს, ღამით, პ----- კ--–---------- რ----- მ------–---–თან, ბ-–-- ტ-------სა და ბ--------- ს---------სთან ერთად მივიდა სოფელ ქ-------------ში მცხოვრებ ბ------- ფ-----ის საცხოვრებელი სახლის ეზოში. მათ ავტოფარეხიდან გამოაგორეს ,,გაზ 2106“ მარკის ავტომანქანა (სახ. ნომრით ლ-------), რომელიც დააყენეს ჯერ რ. მ------–---–ის სახლის ეზოში, შემდეგ დაშალეს, ნაწილ-ნაწილ გაყიდეს და თანხა გაიყვეს.
1992 წლის 24-25 სექტემბერს პ----- კ--–----------მ და რ----- მ------–---–მა ზ----------ის რაიონის სოფელ ა--------ში მდებარე ,,საქსოფმომარაგების“ მატერიალურ-ტექნიკური ბაზის N- საწყობიდან ფარულად გაიტანეს ავტომანქანის სხვადასხვა დასახელების ნაწილები, რომელთა ღირებულებამ შეადგინა 19129 მანეთი, ნაწილი გაყიდეს და თანხა გაინაწილეს, ხოლო ნაწილი ამოიღეს რ. მ------–---–ის სახლიდან.
1992 წლის 16 ოქტომბერს პ----- კ--–----------მ რ----- მ------–---–სა და გამოძიებით დაუდგენელ სამ პირთან ერთად სოფელ მეორე სვირში მცხოვრები ე-–------ მ-------–--ის სახლის ეზოდან გამოაგორა ავტომანქანა ,,ნივა“ (სახ. ნომრით ე-------), რომელიც პ----- კ--–----------მ გასაყიდად წაიყვანა ა---––---ში. გზაში მანქანა გაფუჭდა, რის გამოც პ----- კ--–----------მ იგი დააყენა სოფელ ვ------ში მცხოვრებ გ------- ბ--–---–---–ის ეზოში. 1992 წლის 6 დეკემბერს ავტომანქანა ამოიღეს პოლიციის თანამშრომლებმა.
1992 წლის 4 ნოემბერს პ----- კ--–----------მ რ----- მ------–---–სა და ნ--- წ-----სთან ერთად ზ----------ის რაიონის სოფელ ბ----–--ში მცხოვრები ტ------– კ-----–---–ის საცხოვრებელი სახლის ეზოში მდებარე ავტოფარეხიდან გამოაგორა ამ უკანასკნელის კუთვნილი ავტომანქანა ,,ვაზ 2106“ (სახ. ნომრით გ------), რომელიც იმავე დღეს წაიყვანეს ა---––---ში, 50000 მანეთად შეუთანხმდნენ ე-–------ მ------–---–ს და აიღეს ,,ბე“ - 10 000 მანეთი, ხოლო დანარჩენი თანხა უნდა აეღოთ მანქანის გადაფორმების შემდეგ. 1992 წლის 6 დეკემბერს ზესტაფონის რაიონის პოლიციის მუშაკებმა ამოიღეს ავტომანქანა, რომელიც დაუბრუნდა მეპატრონეს.
2. 1994 წლის 26 ოქტომბერს პ----- კ--–---------- რ--------- N----- დაწესებულებიდან წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფთან ერთად გაიქცა.
3. ზ----------ის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით პ----- კ--–----------ს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ¼-ით შეუმცირდა ზესტაფონის რაიონის სასამართლოს 1993 წლის 24 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 3 თვით.
4. რ--------- საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 აპრილის განაჩენით პ----- კ--–---------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ¼-ით შეუმცირდა და განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატა ზესტაფონის რაიონის სასამართლოს 1993 წლის 24 მარტის განაჩენითა და ამავე სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წელი, 4 თვე და 6 დღე. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, პ----- კ--–----------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 7 წლით, 10 თვითა და 6 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2017 წლის 6 ოქტომბრიდან.
5. 2019 წლის 28 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა პ----- კ--–----------მ, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მოითხოვა ზესტაფონის რაიონის სასამართლოს 1993 წლის 24 მარტის განაჩენის გადასინჯვა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის განაჩენით ზესტაფონის რაიონის სასამართლოს 1993 წლის 24 მარტის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
პ----- კ--–---------- ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (1993 წელს მოქმედი საქართველოს სსკ-ის 91-ე მუხლის მე-3 ნაწილი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (1993 წელს მოქმედი საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (1993 წელს მოქმედი საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქარველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილების შესაბამისად, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, 10 თვითა და 6 დღით. პ----- კ--–----------ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2017 წლის 6 ოქტომბრიდან.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ. მსჯავრდებულმა პ----- კ--–----------მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა, რომ მის ქმედებას მიეცეს სწორი კვალიფიკაცია და განესაზღვროს სამართლიანი სასჯელი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ მსჯავრდებულ პ----- კ--–---------ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, მსჯავრდებულს უნდა შეუმცირდეს სასჯელი იმ შემთხვევაში, როდესაც მისთვის დანიშნული სასჯელის ზომა აღემატება ახალი კანონით დადგენილი სასჯელის ზომის მაქსიმუმს. აღნიშნულიდან გამომდინარე, თუკი დანიშნული სასჯელი ახალი კანონის სანქციის ფარგლებშია, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, შეამციროს მისი ზომა.
3. განსახილველ შემთხვევაში 1993 წელს მოქმედი საქართველოს სსკ-ის 91-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება გვაძლევს დღეისთვის მოქმედი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას. დღეს მოქმედი კანონმდებლობით სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, ხოლო იგივე ქმედება 1993 წლის მდგომარეობით სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას სამიდან რვა წლამდე, შესაბამისად, პ----- კ--–---------ისთვის დანიშნული სასჯელი უნდა შემცირდეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთამდე.
4. რაც შეეხება 1993 წელს მოქმედ საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას, აღნიშნული მუხლი გვაძლევს 2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას. ამ შემთხვევაში პ----- კ--–---------ისთვის დანიშნული სასჯელის ზომა აღემატება ახალი კანონით დადგენილი სასჯელის ზომის მაქსიმუმს, შესაბამისად, სასჯელი ამ ნაწილშიც უნდა შემცირდეს 6 წლამდე.
5. გარდა ამისა, ვინაიდან დღეს მოქმედი კანონი ამძიმებს მსჯავრდებულის მდგომარეობას საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1993 წელს მოქმედი რედაქცია) მსჯავრდების ნაწილში, ამ ნაწილში ზ----------ის რაიონის სასამართლოს 1993 წლის 24 მარტით განსაზღვრული კვალიფიკაცია და სასჯელი უნდა დარჩეს უცვლელად.
6. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება და პ----- კ--–----------ს დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გამოყენებით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, 1 თვით და 6 დღით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ პ----- კ--–---------ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. პ----- კ--–---------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:
- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (1993 წელს მოქმედი საქართველოს სსკ-ის 91-ე მუხლის მე-3 ნაწილი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
- საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1993 წელს მოქმედი რედაქცია) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია, 1993 წელს მოქმედი საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
4. საქარველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით პ----- კ--–----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
5. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად პ----- კ--–----------ს ¼-ით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით;
6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ამ განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს დაემატოს რ--------- საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, პ----- კ--–----------ს სასჯელის სახედ და ზომად შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, 1 თვით და 6 დღით.
7. პ----- კ--–----------ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს - 2017 წლის 6 ოქტომბრიდან.
8. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე