განაჩენი შეიცვალა სამოქალაქო ნაწილში
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
152აპ-09 1 ივნისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების _ ზ. გ-ს, დ. ფ-ს, მსჯავრდებულ გ. ი-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. მ-ს, მსჯავრდებულ ზ. ფ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ბ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 6 იანვრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 24 ივნისის განაჩენით:
ზ. გ-ს ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებები და ბრალდების ამ ნაწილებში გამართლდა, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.
ზ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ ჯარიმა 2000 ლარი, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით _ 10 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით _ 7 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით _ 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და ზ. Gგ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 30 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 2000 ლარი. აღნიშნული სასჯელი საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებით შეუმცირდა 30 წლამდე და საბოლოოდ ზ. გ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 30 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 2000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 22 ოქტომბრიდან.
ზ. ფ-ს ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდებები და ბრალდების ამ ნაწილში გამართლდა, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.
ზ. ფ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელი ჯარიმა _ 1000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელი ჯარიმა _ 2000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით _ 5 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელი ჯარიმა _ 3000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით _ 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელი ჯარიმა _ 4000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით _ 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელი ჯარიმა _ 4000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ ზ. ფ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 25 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა _ 14 000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მას სასჯელის მოხდის საერთო ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში გატარებული დრო 2007 წლის 4 ოქტომბრიდან _ 2007 წლის 26 ოქტომბრამდე და სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 23 ოქტომბრიდან.
გ. ი-ს ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდება და ბრალდების ამ ნაწილში გამართლდა, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.
გ. ი. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელი ჯარიმა _ 1000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 236-ე მუხლის მეორე ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელი ჯარიმა _ 2000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით _ 5 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელი ჯარიმა _ 3000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით _ 11 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელი ჯარიმა _ 5000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ გ. ი-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 20 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა _ 11000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 4 ოქტომბრიდან.
დ. ფ-ს ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება და ბრალდების ამ ნაწილში გამართლდა, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.
დ. ფ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილთი _ ჯარიმა 2000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით _ 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და დ. ფ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 2000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით, ე.ი. 2 წლის, 7 თვისა და 15 დღის ვადით და მოსახდელად განესაზღვრა 7 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.
გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა 4 წლის გამოსაცდელი ვადით და იგი შეიცვალა 4 წლით თავისუფლების აღკვეთით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლი შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობით, ზემოაღნიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ დ. Fფ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 11 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 2000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
დაკმაყოფილდა გ. B.-ს, ი. თ-ს, ლ. Bს-ს, თ. Bს-სა და ე. ბ-ს სამოქალაქო სარჩელები.
მსჯავრდებულებს _ გ. ი-სა და ზ. G.ს სოლიდარულად დაეკისრათ: გ. B.ს სასარგებლოდ _ 3430 აშშ დოლარის, 250 ევროსა და 430 ლარის გადახდა, ი. თ-ს სასარგებლოდ _ 3505 ლარის გადახდა, ლ. Bს-ს სასარგებლოდ _ 1710 ლარის გადახდა, თ. Bს-ს სასარგებლოდ _ 850 ლარის გადახდა და ე. Bბ-ს სასარგებლოდ _ 1045 ლარის გადახდა.
დაზარალებულების _ რ. ქ-ს, ს. Gს, ს. A.ს, ე. M.ს, ა. თ.ს, ა. ა.ს მოთხოვნები დარჩა ღიად, სამოქალაქო სარჩელების წარმოუდგენლობის გამო.
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი:
„GOLDEN შთAღ-2002“ მოდელის, 9 მმ კალიბრიანი, შავი პლასტმასის ტარიანი, პისტოლეტი წარწერით Vალტრო D----, ერთი მჭიდი, 6 ვაზნა, სამხედრო დანა ე.წ. „შტიკონოჟი“, 330 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნა კოროზიულ მდგომარეობაში, 91 კარაბინის ტყვია, 10 მასრა, 2 სანადირო დანა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაეგზავნოს საქართველოს შს სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ცენტრის შტაბის შეიარაღების განყოფილებას;
,,HOLEK-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი 820, წარწერით „Bროკოვა შტრელა“, რომელშიც მოთავსებულია ორი ვაზნა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შესანახად უნდა გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ცენტრის შტაბის შეიარაღების განყოფილებას შესანახად. დაზარალებულის უფლებამონაცვლეს _ ტ. ჩ-ს კი დარჩეს უფლება, მისი შვილის _ გ. ჩ-ს კუთვნილ იარაღთან დაკავშირებით იდაოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით;
სანადირო თოფი „Vინცესტერ Mოდელ 1300 დეფენდერ 12 GA“ და მისი 7 ვაზნა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შესანახად უნდა გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ცეტრის შტაბის შეიარაღების განყოფილებას. დაზარალებულ გ. B.ს კი დარჩეს უფლება, ადრე მის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ ზემოაღნიშნულ იარაღთან დაკავშირებით იდაოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით;
„ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი და დამტენი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულ ა. თ.;
„სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი და დამტენი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულ ე. M.-ს.
„ალკატელის“ ფირმის მობილური ტელეფონი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულ ქ. P.-ს;
კომპაქტდისკზე მოთავსებული ,,სახალხო ბანკის» ჩანაწერი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა შეინახოს სისხლის სამართლის საქმესთან ერთად სისხლის სამართლის შენახვის ვადით;
წითელი ფერის ქურთუკი და შავი ფერის ჟაკეტი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს ზ. Fფ.-სა და გ. ი.-ს.
ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის შესადგენად წარდგენილი ზ. Fფ.-სა და გ. ი.-ს ტანსაცმელი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს ზ. Fფ.-სა და გ. ი.-ს;
გ. ი.-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ჩანთა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს გ. ი.-ს;
გ. ი.-ს პირადი ჩხრეკისას მის ხელთ არსებული ჩანთიდან ამოღებული შარვლის ტოტის გადანაჭერი და შავი ფერის ქსოვილი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს;
მ. გ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონის _ «სამსუნგის» ორი ყუთი და ერთი წყვილი ხელთათმანი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მ. Gგ.-ს;
ზ. გ.-ს სახლიდან ამოღებული ჯინსის შარვალი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს ზ. Gგ.-ს;
ზ. ფ.-ს ჟაკეტიდან ამოღებული თმები, გ. ი.-ს ნერწყვისა და თმის ნიმუშები, ზ. Fფ.-ს ნერწყვისა და თმის ნიმუშები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს;
დ. ფ.-ს სახლიდან ამოღებული შავი ფერის ერთი ტყავის საფულე საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულ რ. Qქ-.ს, ხოლო ყავისფერი საფულე _ დაზარალებულ ა. Aა.-ს.
განაჩენის მიხედვით, მსჯავრდებულების _ გ. ი.-ს, ზ. Gგ.-ს, ზ.ბ ფ.-სა და დ. Fფ.-ს დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
გ. ი. გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა: «ფ-1» ტიპის ხელყუმბარა, 9 მმ კალიბრიანი პისტოლეტი «ვალტრო», 9 მმ კალიბრიანი პისტოლეტი «გოლდ სტარ-2002», 38 კალიბრიანი რევოლვერი «ბროკოვა სტრელა», 9 მმ კალიბრიანი 3 ვაზნა და 38 კალიბრიანი რევოლვერის სამი ვაზნა, რომლებსაც ასევე უკანონოდ ინახავდა.
2007 წლის 4 ოქტომბერს გ. ი. ზემოთ აღნიშნული ხელყუმბარა, ორი პისტოლეტი, ერთი რევოლვერი და 6 ვაზნა მოათავსა ღია ლურჯი ფერის ხელჩანთაში. ატარებდა რა მართლსაწინააღმდეგოდ ზემოაღნიშნულ ცეცხლსასროლ იარაღებს, საბრძოლო მასალასა და ასაფეთქებელ მოწყობილობას, უკანონოდ გადაზიდა ქ. თბილისში, ნ.-ს მე-3 მიკრორაიონში, რა დროსაც იგი დააკავეს ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს პოლიციის მე-3 განყოფილების თანამშრომლებმა ძ.ს ქ. ¹4ა კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე. დაკავების ადგილზე, პირადი ჩხრეკისას, გ. ი.-ს თანნაქონ ხელჩანთაში აღმოაჩნდა მის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ,,ფ-1» ტიპის ხელყუმბარა, რაც შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური ექსპერტზის ¹355\ამ დასკვნით წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ ასაფეთქებელ მოწყობილობას, რომელიც მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას; 9 მმ კალიბრიანი პისტოლეტი «გოლდ სტარ-2002», რაც ბალისტიკური ექსპერტიზის ¹6\2-125\ბ დასკვნით მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის; ასევე ამოიღეს თვითნაკეთი წესით დამზადებული 9 მმ კალიბრიანი სამი ვაზნა, რაც ამავე ექსპერტიზის დასკვნით მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად, სამი ვაზნა _ 1877 წლის ნიმუშისათვის განკუთვნილი, მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.
გ. ი. დანაშაულებრივად დაუკავშირდა თავის ნაცნობს, ზ. Fფ.-ს და შესთავაზა თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ფ.-ში მდებარე სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე დაბანაკებულ ტურისტთა ჯგუფზე ყაჩაღური თავდასხმა. თავიანთი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2004 წლის 11 აგვისტოს, დაახლოებით 11 საათზე, ისინი შეიარაღდნენ ერთლულიანი და ორლულიანი სანადირო თოფებით, ნიღბებით და ყაჩაღურად თავს დაესხნენ ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე დაბანაკებულ რ. Eე.-ს, გ. ღ.-ს, რ. Aა.-ს, გ. ჩ.-ს და ბრიტანელ მოქალაქეებს, ცოლ-ქმარს _ ჰ. Bბ.-ს და დ. Gგ.-ს. გ. ი. და ზ. ფ. იარაღის გამოყენების მუქარით რ. ე.-ს გასტაცეს «ნოკიას» ფირმის მობილური ტელეფონი, ღირებული 150 ლარად, «ზლატოუსტის» ფირმის სანადირო დანა, ღირებული 100 აშშ დოლარად და «ზენიტის» ფირმის ფოტოაპარატი, ღირებული 100 ლარად, სულ _ 250 ლარისა და 100 აშშ დოლარის საერთო ღირებულების ნივთები. გ. ღ.-ს გასტაცეს «ნოკიას» ფირმის მობილური ტელეფონი, ღირებული 350 ლარად და 30 ლარი; რ. ა.-ს გასტაცეს «ენგიჯის» ფირმის მობილური ტელეფონი, ღირებული 700 ლარად; გ. ჩ.-ს _ საფანტის რევოლვერი, ღირებული 450 აშშ დოლარად, «რიტას» ფირმის სანადირო დანა, ღირებული 200 აშშ დოლარად, «ლიზერმენის» ფირმის ინსტრუმენტებიანი დანა, ღირებული 150 აშშ დოლარად, «ნოკიას» ფირმის მობილური ტელეფონი, ღირებული 500 აშშ დოლარად, თავზე დასამაგრებელი ფარანი, ღირებული 50 ლარად, სულ _ 1300 აშშ დოლარისა და 60 ლარის საერთო ღირებულების ნივთები; დ. გ.-ს გასტაცეს 240 აშშ დოლარი, 350 ლარი, 2000 რუსული რუბლი, 20 ფუნტი სტერლინგი, «ნიკონის» ფირმის ბინოკლი, ღირებული 250 აშშ დოლარად, «მინოლეტა ვივა-ზუმ 28-90» ფირმის მაჯის საათი, ღირებული 40 აშშ დოლარად, ზურგჩანთა, ღირებული 80 აშშ დოლარად, «ფორსტრეიდის» ფირმის პირველადი დახმარების ზურგჩანთა, ღირებული 150 აშშ დოლარად, სულ _ 1160 აშშ დოლარის ღირებულების ნივთები, ასევე 350 ლარი, 2000 რუსული რუბლი და 20 ფუნტი სტერლინგი, ხოლო მის მეუღლეს, ჰ. ბ.-ს კი გასტაცეს საქორწინო ბეჭედი, ღირებული 300 აშშ დოლარად, ბეჭედი, ღირებული 200 აშშ დოლარად, «ბარკლის» ფირმის ბინოკლი, ღირებული 60 აშშ დოლარად, ფოტოკამერა, ღირებული 100 აშშ დოლარად, «კოდაკის» ფირმის ერთჯერადი ფოტოაპარატი, ღირებული 5 აშშ დოლარად, «სიმენსის» ფირმის მობილური ტელეფონი, ღირებული 200 ლარად და 20 აშშ დოლარი, სულ _ 785 აშშ დოლარისა და 200 ლარის საერთო ღირებულების ნივთები. თავდამსხმელებმა გატაცებული ნივთები ჩაალაგეს დ. გ.-ს კუთვნილ ზურგჩანთაში, შესხდნენ ე.-სა და ჩ.-ს კუთვნილ ცხენებზე და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. წასვლამდე ისინი ტურისტული ჯგუფის წევრებს დაემუქრნენ, რომ ნახევარი საათის განმავლობაში ფეხი არ მოეცვალათ ადგილიდან, შემდეგ კი მოენახათ თავიანთი ცხენები, რომლებსაც დატოვებდნენ მდინარე ხრამის პირას. მოგვიანებით მათ მართლაც ნახეს ცხენები თავდამსხმელების ნიღბებთან ერთად.
სახელმწიფო ბრალმდებელმა სასამართლო სხდომაზე გ. ი.-ს მოუხსნა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება, ყაჩაღობა დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, რის საფუძვლადაც მიუთითა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის ღირებულება 10000 ლარის ზევით. სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე დაბანაკებულ პირებზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის დროს კი გატაცებული ნივთებისა და თანხის საერთო რაოდენობა შეადგენს 1740 ლარს, 3245 აშშ დოლარს, 2000 რუსულ რუბლსა და 20 ფუნტ სტერლინგს, რაც არ შეადგენს 10000 ლარს.
2007 წლის 6 ივნისს გ. ი. დანაშაულებრივად დაუკავშირდა ქ. ბოლნისში მცხოვრებ არასრულწლოვნებს _ ზ. გ.-სა და ლ. ჩა.-ს, ასევე თეთრიწყაროს რაიონის სოფელ დ.-ში მცხოვრებ ზ. გ.-ს, რომლებმაც განიზრახეს ყაჩაღურად, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ცეცხლსასროლი და ცივი იარაღით შეიარაღებულები თავს დასხმოდნენ ქ. ბოლნისში, რ. ქ. ¹91ა-ში მცხოვრებ გ. ბ.-ს ოჯახს და გაეტაცათ ფული, ძვირფასეულობა, მობილური ტელეფონები და ოჯახის კუთვნილი სხვა პირადი ნივთები.
თავიანთი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, გ. ი. 2007 წლის 6 ივნისს შეიარაღდა პისტოლეტის სისტემის იარაღით, ზ. გ. _ რევოლვერის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღით, ხოლო ლ. ჩ. _ ცივი იარაღით _ დანით. ოთხივემ სახეზე აიფარა ნიღბები, რის შემდეგ იმავე დღეს, დაახლოებით 22 საათზე, მივიდნენ ქ. ბოლნისში, რ.-ს ქუჩა ¹91ა-ში მდებარე გ. ბ.-ს საცხოვრებელ სახლთან, უკანონოდ შეაღწიეს ამ უკანასკნელის ბინაში, შევიდნენ საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე და იქ მყოფ გ. ბ.-ს, ი. ტ.-ს, ლ. ბ.-ს, ე. და თ. ბ.-ს ყაჩაღურად დაესხნენ თავს. ხელ-ფეხი და პირი შეუკრეს «სკოჩით», ამასთან, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით წაართვეს ფული და სხვა ძვირფასი სამკაულები, «ვინჩესტერის» სისტემის თოფი, უცხოური წარმოების «რესივერი» და «დივიდი ფლეერი», ხუთი მობილური ტელეფონი, ყულაბაში არსებული ფულადი თანხა და სხვა ნივთები, რომელთა ღირებულებამ მთლიანად შეადგინა 7540 ლარი. ასევე ყაჩაღური გზით გაიტაცეს 3430 აშშ დოლარი და 250 ევრო. ამის შემდეგ გ. ი., ლ. ჩ. და ზ. გ. გავიდნენ საცხოვრებელი სახლიდან. აღნიშნულმა პირებმა ქ. ბოლნისში არსებული კულტურისა და დასვენების პარკის გავლით მოახერხეს მიმალვა, ხოლო შემთხვევის ადგილზე დარჩა შეიარაღებული და სახეზე ნიღაბაფარებული ზ. გ., რომელმაც ასევე დაახლოებით 15 წუთის შემდეგ დატოვა შემთხვევის ადგილი და სხვა თანამზრახველებთან ერთად მიიმალა. დანაშაულებრივი გზით დაუფლებული ფული და სხვა ნივთები თავდამსხმელებმა ერთმანეთში გაინაწილეს და გადამალეს, რომელთა ნაწილი ამოღებულ იქნა გამოძიების მიერ.
2007 წლის 7 ივნისს, 12 საათსა და 5 წუთზე, დაზარალებულ გ. ბ.-გან ამოიღეს «გოლდ სტარ-2002» მოდელის პისტოლეტი, რომელიც იმავე დღეს, დილის საათებში, დაზარალებულის სახლში მიიტანეს არასრულწლოვანმა პირებმა _ ა. ხ.. და ე. გ.-მა. მათ პისტოლეტი იპოვეს ქ. ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში, სადაც იგი დატოვეს ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე გ. ი.-მა, ლ. ჩ.-მა და ზ. გ.-მა.
ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ¹--- პისტოლეტი არის ქარხნული წესით დამზადებული, 9 მმ კალიბრიანი, თავდაცვითი დანიშნულების პისტოლეტის მოდელი «გოლდ სტარ-2002». ვინაიდან მას არ გააჩნია ტიხარ-მზღუდავი, პისტოლეტს დაკარგული აქვს თავდაცვითი დანიშნულების ფუნქცია, მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის.
2007 წლის 23 ოქტომბერს თეთრიწყაროს რაიონის სოფელ დ. მდებარე ზ. გ.-ს საცხოვრებელი სახლიდან ამოიღეს დაზარალებულ გ. ბ.-ს კუთვნილი KBBK-ს მარკის დივიდი ფლეერი.
2007 წლის 23 ოქტომბერს თეთრიწყაროს რაიონის სოფელ დ.-ში მდებარე ზ. გ.-ს მამიდის _ ნ. გ.-ს საცხოვრებელი სახლისა და მისი დამხმარე სათავსების ჩხრეკის შედეგად ამოიღეს დაზარალებულ გ. ბ.-ს კუთვნილი ¹--- «ვინჩესტერის» სისტემის სანადირო თოფი და შვიდი ვაზნა, თავისი შალითით, რომლებიც გადამალული ჰქონდა ზ. გ.-ს.
სახელმწიფო ბრალმდებელმა სასამართლო სხდომაზე გ. ი.-ს მიმართ ზემოთ აღნიშნულ კვალიფიკაციაში შეიტანა დაზუსტება, კერძოდ: გ. ი.-ს მიერ ჩადენილი ორივე დანაშაული _ 2004 წლის 11 აგვისტოს ფ.-ს ტერიტორიაზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმა და 2007 წლის 6 ივნისს გ. ბ.-ს ოჯახზე ყაჩაღობა დააკვალიფიცირა, როგორც არაერთგზის ჩადენილი დანაშაული. გამომდინარე იქიდან, რომ 2007 წლის 4 ივლისს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლში შესულმა ცვლილებამ დაამძიმა განსასჯელის მდგომარეობა, ჩათვალა, რომ უნდა გამოყენებულიყო დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლი და გ. ი.-ს მთლიანობაში ბრალად შერაცხა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტი, მე-3 ნაწილის «ა», «ბ», «გ» ქვეპუნქტები და 236-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილები.
ზ. გ.-მა დაუდგენელ დროსა და ვითარებაში დაუდგენელი პირისაგან შეიძინა ,,ნაგანის» სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და 91 ცალი 1908 წლის ნიმუშის 7,62 მმ კალიბრიანი, 376 ცალი 1974 წლის ნიმუშის 5,45 მმ კალიბრიანი ვაზნები, რომლებსაც იგი მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა.
2007 წლის 6 ივნისს ზ. გ.-მა გ. ი.-თან და ქ. ბოლნისში მცხოვრებ არასრულწლოვან პირებთან _ ლ. ჩა.-თან და ზ. გ.-თან ერთად ჩაიდინა გ. ბ.-ს ოჯახზე ყაჩაღური თავდასხმა (დეტალურად გადმოცემულია გ. ი.-ს მიმართ წარდგენილი ბრალდების აღწერილობით ნაწილში).
მესტიის რაიონის სოფელ წ.-ში მცხოვრები ზ. ფ., რომელიც ხშირად ჩადიოდა დასთან _ ზ. ფ.-თან თეთრიწყაროს რაიონის სოფელ დ.-ში და იცნობდა სოფელ დ.-ში მცხოვრებ სვან მოსახლეობას, მათ შორის _ ზ. გ.-ს, დანაშაულებრივად დაუკავშირდა ამ უკანასკნელს. ზ. ფ.-მა და ზ. გ.-მა იცოდნენ, რომ თეთრიწყაროს რაიონის ტერიტორიის გავლით ყოველდღიურად მოძრაობდა «წ.-თბილისის» სამარშრუტო მიკროავტობუსი. მათ განიზრახეს მიკროავტობუსის მძღოლსა და მგზავრებზე ყაჩაღური თავდასხმა. თავიანთი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2007 წლის 8 სექტემბერს, დაახლოებით 14 საათზე, ზ. გ. და ზ. ფ. მინდვრების გავლით ცხენებით წავიდნენ სოფელ მ.-ს მიმართულებით. ზ. გ. ყაჩაღური თავდასხმის განსახორციელებლად შეიარაღდა სანადირო თოფით ე.წ. «ვინჩესტერით» და რევოლვერით, რომელიც გადასცა ზ. ფ.-ს. გზაშივე მათ დაამზადეს ზ. გ.-ის სახლიდან სპეციალურად წამოღებული შავი ფერის სვიტრის სახელოებიდან ნიღბები, ცხენები დამალეს თეთრიწყაროს რაიონის სოფელ მე.-ს მახლობლად, ტყეში და ორივე მათგანი, შეიარაღებულები, ნიღბებით, დაიმალნენ ტყეში და დაელოდნენ მიკროავტობუსის გამოვლას. დაახლოებით 16 საათზე მათ იარაღის მუქარით გააჩერეს ქ. წ.-ნ ქ. თბილისის მიმართულებით მოძრავი «წ.-თბილისის» სამგზავრო მიკროავტობუსი, რომელსაც მართავდა მძღოლი რ. ქ. და რომლითაც მგზავრობდა 13 მგზავრი. მათ იარაღის მუქარით აიძულეს მძღოლი და მგზავრები ჩამოსულიყვნენ მიკროავტობუსიდან. ზ. გ.-მა და ზ. ფ.-მა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით მძღოლ რ. ქ.-ს გასტაცეს 300 ლარი და მობილური ტელეფონი «ნოკია», ჩართული «ჯეოსელის» ქსელში ნომერზე ....., ღირებული 100 ლარად; მგზავრ ნ. ხ.-ს გასტაცეს 110 ლარი; მგზავრ ე. დ.-ს გასტაცეს 30 ევრო, 10 ლარი, ოქროს ბეჭედი, ღირებული 200 ლარად და ბრილიანტის საყურე, ღირებული 950 ლარად; მგზავრ ს. ა.-ს გასტაცეს ვერცხლის ორი ჯაჭვი, ერთი ღირებული 15 ლარად, მეორე _ 10 ლარად, მაჯის საათი, ღირებული 25 ლარად და 28 ლარი; მგზავრ მ. ო.-ს გასტაცეს მობილური ტელეფონი «სამსუნგი», ჩართული «მაგთიკომის» ქსელში ნომერზე ......., ღირებული 200 ლარად, 10 ლარი და სპორტული ჩანთა, ღირებული 10 ლარად; მგზავრ ა. ტ.-ს გასტაცეს 100 ლარი და მობილური ტელეფონი «ნოკია», ჩართული «მაგთიკომის» ქსელში ნომერზე ..;..., ღირებული 150 ლარად; მგზავრ ე. მ.-ს გასტაცეს 20 ლარი და მობილური ტელეფონი «სამსუნგი», ჩართული «მაგთიკომის» ქსელში ნომერზე ....., ღირებული 70 ლარად; მგზავრ ქ. პ.-სა და მის მეუღლეს _ დ. ნ.-ს გასტაცეს 174 ლარი და მობილური ტელეფონი «ალკატელი», ჩართული «მაგთიკომის» ქსელში ნომერზე ...., ღირებული 130 ლარად; მგზავრ ს. ა.ს გასტაცეს 30 ლარი; მგზავრ თ. ზ.-ს გასტაცეს 30 ლარი და პირადი ნივთები, 30 ლარის საერთო ღირებულებით; მგზავრ ა. ა.-ს წაართვეს ყავისფერი ტყავის საფულე და 7 ლარი. მათ დანით დაჭრეს მიკროავტობუსის წინა ორი საბურავი, მძღოლსა და მგზავრებს უბრძანეს, ასულიყვნენ მიკროავტობუსში, მიებრუნებინათ და წასულიყვნენ ისევ წალკის მიმართულებით, რის შემდეგ წართმეული ნივთები ჩაყარეს მ. ო.-ს სპორტულ ჩანთაში და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
გამოძიების პროცესში ამოიღეს რ. ქი.-სა და მ. ო.-საგან გატაცებული მობილური ტელეფონები, რომლებსაც ზ. ფ.-მა გაუკეთა რეალიზაცია, ხოლო ზ. გ.-ს საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკისას კი ამოიღეს ე.მ.-ს, ა. ტ.-სა და ქ. პ.-საგან გატაცებული მობილური ტელეფონები.
ზ.გ.-ს ზემოხსენებული ქმედება წინასწარი გამოძიების დროს დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» და «გ» ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტით. სასამართლო სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა ზ. გ.-ს ბრალდებიდან ამოურიცხა დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ყაჩაღობა, ე.ი. საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდება, ვინაიდან ,,წალკა-თბილისის» სამგზავრო მიკროავტობუსზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის დროს მძღოლისა და მგზავრებისგან გატაცებულმა ნივთებმა და თანხამ სულ შეადგინა 2709 ლარი და 30 თეთრი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ზ. გ.-ის ქმედება კონკრეტულ ეპიზოდში ბრალდების მხარემ საბოლოოდ დააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» და «გ» ქვეპუნქტებით.
ზ. გ. 2007 წლის 16 ოქტომბერს დანაშაულებრივად დაუკავშირდა ქ. ბოლნისში მცხოვრებ არასრულწლოვან დ. ფ.-ს. მათ განიზრახეს ყაჩაღურად, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ცივი იარაღებით შეიარაღებულები, თავს დასხმოდნენ ქ. ბოლნისში, თ. ქუჩა ¹6-ში მცხოვრებ ლ. რ.-ს ოჯახს და გაეტაცათ ფული, ძვირფასეულობა, მობილური ტელეფონები და სხვა პირადი ნივთები. თავიანთი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ზ. გ.ი და დ. ფ. 2007 წლის 16 ოქტომბერს შეიარაღდნენ ცივი იარაღით _ დანით. სახეზე ორივემ აიფარა ნიღაბი, რის შემდეგ იმავე დღეს, დაახლოებით 23 საათზე, მივიდნენ ქ. ბოლნისში, თ. ქუჩა ¹6-ში მცხოვრებ ლ. რ.-ს საცხოვრებელ სახლთან, უკანონოდ შეაღწიეს მის ბინაში, შევიდნენ საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე და იქ მყოფ ლ. რ.-სა და თ. რ.-ს ყაჩაღურად დაესხნენ თავს, ხელ-ფეხი და პირი შეუკრეს ე.წ. «სკოჩით», ამასთან, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით გასტაცეს ბანკის ვიზაბარათი, რისი საშუალებითაც იმავე ღამეს «სახალხო ბანკის» ბანკომატიდან აიღეს ფული 150 ლარისა და 100 აშშ დოლარის ოდენობით. ასევე ბინიდან ყაჩაღურად გაიტაცეს ძვირფასი სამკაულები, «პოლაროიდის» ფირმის ფოტოაპარატი, მობილური ტელეფონები, შაქრის საზომი აპარატი, ტანსაცმელი, სამზარეულოდან _ სასადილო ჭურჭელი, ხოლო ლ. რ.-ს კუთვნილი ავტომანქანა ვაზ-2109-დან დაეუფლნენ უცხოურ მაგნიტოფონს და ოჯახის კუთვნილ სხვა ნივთებს, რომელთა საერთო ღირებულებამ შეადგინა 4000 ლარი. ასევე ზ. გ.-მა გაიტაცა რ. რ.-ს პირადობის მოწმობა, ავტომანქანის ტექნიკური პასპორტი და მძღოლის მართვის მოწმობა. ამის შემდეგ ზ. გ. და დ. ფ. გავიდნენ საცხოვრებელი სახლიდან და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
2007 წლის 23 ოქტომბერს თეთრიწყაროს რაიონის სოფელ დ.-ში მდებარე ზ. გ.-ის საცხოვრებელი სახლიდან ამოიღეს დაზარალებულ ლ. რ.-ის კუთვნილი «პოლაროიდის» ფირმის ფოტოაპარატი, შაქრის საზომი აპარატი, ავტომანქანის მაგნიტოფონი, სამი წყვილი კედი და სამკაულები.
2007 წლის 23 ოქტომბერს თეთრიწყაროს რაიონის სოფელ დ.-ში მდებარე ზ. გ.-ს მამიდის _ ნ. გ.-ის საცხოვრებელი სახლისა და მისი დამხმარე სათავსების ჩხრეკის შედეგად ამოიღეს დაზარალებულ ლ. რ.-ის ოჯახზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის დროს გამოყენებული ცივი იარაღები _ დანები, რომლებიც გადამალული ჰქონდა ზ. გ.-ს.
სასამართლო სხდომაზე სახელმწიფო ბრალდებამ ზ. გ.-ს ბრალდებიდან ამოურიცხა დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ყაჩაღობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტით, იმ საფუძვლით, რომ ლ. და თ. რ.-ებზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის დროს გატაცებული ნივთებისა და თანხის საერთო რაოდენობა შეადგენს 4000 ლარს და ამ კონკრეტულ ეპიზოდში ზ. გ.-ს ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით.
ზ. ფ.-მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა «ფ-1» ტიპის ხელყუმბარა, 9 მმ კალიბრიანი პისტოლეტი «ვალტრო», 9 მმ კალიბრიანი პისტოლეტი «გოლდ სტარ-2002», 38 კალიბრიანი «ბროკოვა სტრელას» მოდელის რევოლვერი, 9 მმ კალიბრიანი 3 ცალი ვაზნა და 38 კალიბრიანი რევოლვერის სამი ვაზნა, რასაც ასევე უკანონოდ ინახავდა. 2007 წლის 4 ოქტომბერს ზ. ფ.-მა და გ. ი.-მა აღნიშნული იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩააწყვეს ღია ლურჯი ფერის ხელჩანთაში. ატარებდნენ რა მართლსაწინააღმდეგოდ ზემოაღნიშნულ ცეცხლსასროლ იარაღს, საბრძოლო მასალასა და ასაფეთქებელ მოწყობილობას, უკანონოდ გადაზიდეს ქ. თბილისში, ნ.-ს მე-3 მ/რ-ნში, რა დროსაც დააკავეს ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს პოლიციის მე-3 განყოფილების თანამშრომლებმა ძ.-ის ქ. ¹4ა კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე. დაკავების ადგილზე, პირადი ჩხრეკისას, გ. ი.;ს თანნაქონ ხელჩანთაში აღმოაჩნდა ხსენებული იარაღი.
ზ. ფ. დანაშაულებრივად დაუკავშირდა გ. ი.-ს და შესთავაზა თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ფ.-ში მდებარე სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე დაბანაკებულ ტურისტთა ჯგუფზე ყაჩაღური თავდასხმა. თავიანთი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2004 წლის 11 აგვისტოს, დაახლოებით 11 საათზე, ისინი შეიარაღდნენ ერთლულიანი და ორლულიანი სანადირო თოფებით, ნიღბებით და ყაჩაღურად თავს დაესხნენ ფ.-ის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე დაბანაკებულ რ. ე.-ს, გ. ღ.-ს, რ. ა.-ს, გ. ჩ.-ს და ბრიტანელ მოქალაქეებს _ ცოლ-ქმარს, ჰ. ბ.-სა და დ. გ.-ს. გ. ი.-მა და ზ. ფ.-მა იარაღის გამოყენების მუქარით აღნიშნულ პირებს გასტაცეს სხვადასხვა ნივთი (დეტალურად იხილეთ გ. ი.-ს მიმართ შერაცხული ბრალდების აღწერილობით ნაწილში).
სახელმწიფო ბრალმდებელმა სასამართლო სხდომაზე ზ. ფ.-ს მოუხსნა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება, ყაჩაღობა დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, რის საფუძველზეც მიუთითა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის ღირებულება 10000 ლარის ზევით. ფ.-ში მდებარე სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე დაბანაკებულ პირებზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის დროს კი გატაცებული ნივთებისა და თანხის საერთო რაოდენობამ შეადგინა 1740 ლარი, 3245 აშშ დოლარი, 2000 რუსული რუბლი და 20 ფუნტი სტერლინგი, რაც არ შეადგენს 10000 ლარს.
ზ. ფ.-მა 2007 წლის 8 სექტემბერს, დაახლოებით 16 საათზე, ზ. გ.-თან ერთად «წ.-თბილისის» სამგზავრო მიკროავტობუსზე ჩაიდინა ყაჩაღობა, რომლის მგზავრებსაც იარაღის მუქარითა და ძალადობის გამოყენებით გასტაცეს სხვადასხვა ნივთი და ფული.
ზ. ფ-ს ზემოთ ხსენებული ქმედება წინასწარი გამოძიების დროს დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ», «გ» ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტით. სასამართლო სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა ზ. ფ.-ს ბრალდებიდან ამოურიცხა დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ყაჩაღობა, ე.ი. საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდება, ვინაიდან ,,წ.-თბილისის» სამგზავრო მიკროავტობუსზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის დროს მძღოლისა და მგზავრებისაგან გატაცებულმა ნივთებმა და თანხამ სულ შეადგინა 2709 ლარი და 30 ევრო.
არასრულწლოვანი დ. ფ., დაბადებული .... წლის .... ...., მცხოვრები ქ. ბოლნისში, ჩ.-ს ქუჩა 341-ში, _ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, შეეცვალა 4 წლის პირობით გამოსაცდელი ვადით და მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა _ 2000 ლარი. მიუხედავად ამისა, იგი არ დაადგა გამოსწორების გზას და კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული, კერძოდ:
დ. ფ. 2007 წლის 16 ოქტომბერს დანაშაულებრივად დაუკავშირდა თეთრიწყაროს რაიონის სოფელ დ.-ში მცხოვრებ ზ. გ.-ს. მათ განიზრახეს ყაჩაღურად, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ცივი იარაღებით შეიარაღებულები, თავს დასხმოდნენ ქ. ბოლნისში, თ.-ს ქუჩა ¹6-ში მცხოვრებ ლ. რ.-ის ოჯახს და გაეტაცათ ფული, ძვირფასეულობა, მობილური ტელეფონები და ოჯახის კუთვნილი სხვა პირადი ნივთები.
დ. ფ. და ზ. გ. 2007 წლის 16 ოქტომბერს შეიარაღდნენ ცივი იარაღით _ დანით. სახეზე ორივემ აიფარა ნიღაბი, რის შემდეგ იმავე დღეს, დაახლოებით 23 საათზე, მივიდნენ ქ. ბოლნისში, თ. ქუჩა ¹6-ში მცხოვრებ ლ. რ.-ის საცხოვრებელ სახლთან, უკანონოდ შეაღწიეს მის ბინაში, შევიდნენ საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე და იქ მყოფ ლ. რ.-სა და თ. რ.-ს ყაჩაღურად დაესხნენ თავს (დეტალურად იხილეთ ზ. გ.-ის მიმართ შერაცხული ბრალდების აღწერილობით ნაწილში).
2007 წლის 23 ოქტომბერს დ. ფ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა დაზარალებულ ლ. რ.-ის კუთვნილი ნივთები და სამკაულები, რომლებიც დანაშაულის ჩადენის შემდეგ გადამალა დ. ფ.-მა.
2007 წლის 24 ოქტომბერს დ. ფ.-ის ბიძის _ მ. გ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, თ.-ის ქ. ¹47-ში, ამოიღეს სხვადასხვა ნივთი, მათ შორის _ ლ. რ.-ის საცხოვრებელი სახლიდან გატაცებული ქურთუკი, ე.წ. «პილოტკა». აღნიშნული ნივთების ნაწილი ზემოხსენებულ საცხოვრებელ სახლში მიიტანა და გადამალა დ. ფ.-მა.
სასამართლო სხდომაზე სახელმწიფო ბრალდებამ დ. ფ.-ს ბრალდებიდან ამოურიცხა დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ყაჩაღობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტით, იმ საფუძვლით, რომ ლ. და თ. რ.-ებზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის დროს გატაცებული ნივთებისა და თანხის საერთო რაოდენობა შეადგენს 4000 ლარს და ამ კონკრეტულ ეპიზოდში დ. ფ.-ის ქმედება პროკურორმა დააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით.
აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 6 იანვრის განაჩენით შევიდა შემდეგი ცვლილება:
გ. ი.-ს ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდებები და ბრალდების ამ ნაწილებში გამართლდა.
გ. ი.-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელი ჯარიმა _ 1000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით _ 5 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელი ჯარიმა _ 3000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით _ 11 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელი ჯარიმა _ 5000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ გ. ი.-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 17 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა _ 9000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 4 ოქტომბრიდან.
ზ. გ.-ს ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებები და ბრალდების ამ ნაწილებში გამართლდა, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.
ზ. გ.-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ ჯარიმა 2000 ლარი, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით _ 10 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით _ 7 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით _ 9 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და ზ. გ.-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 30 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 2000 ლარი. აღნიშნული სასჯელი საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებით შეუმცირდა 30 წლამდე და საბოლოოდ ზ. გ.-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღრა 30 წლითა და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 2000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 22 ოქტომბრიდან.
ზ. ფ.-ს ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ბრალდებები და ბრალდების ამ ნაწილებში გამართლდა.
ზ. ფ.-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელი ჯარიმა _ 1000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით _ 5 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელი ჯარიმა _ 3000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით _ 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელი ჯარიმა _ 4000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით _ 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელი ჯარიმა _ 4000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ ზ. ფ.-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 22 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა _ 12 000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მას სასჯელის მოხდის საერთო ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში გატარებული დრო 2007 წლის 4 ოქტომბრიდან _ 2007 წლის 26 ოქტომბრამდე და სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 23 ოქტომბრიდან.
დ. ფ.-ს ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის I ნაწილით წარდგენილი ბრალდებები და ბრალდების ამ ნაწილებში გამართლდა.
დ. ფ.-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და და მიესაჯა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით, ე.ი. 2 წლის, 7 თვისა და 15 დღის ვადით და მოსახდელად განესაზღვრა 7 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.
გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა 4 წლის გამოსაცდელი ვადით და იგი შეიცვალა 4 წლით თავისუფლების აღკვეთით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, განაჩენთა ერთობილობით, ზემოაღნიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ დ. ფ.-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 11 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.
დაკმაყოფილდა გ. ბ.-ის, ი.;ა ტ.-ის, ლ. ბ.-ის, თ. ბ-.ისა და ე. ბ.-ის სამოქალაქო სარჩელები.
მსჯავრდებულებს _ გ. ი.-სა და ზ. გ.-ს სოლიდარულად დაეკისრათ გ. ბ.-ის სასარგებლოდ _ 3430 აშშ დოლარის, 250 ევროსა და 430 ლარის გადახდა, ი. ტ.-ის სასარგებლოდ _ 3505 ლარის გადახდა, ლ. ბ.-ის სასარგებლოდ _ 1710 ლარის გადახდა, თ. ბ.-ის სასარგებლოდ _ 850 ლარის გადახდა და ერეკლე ბ.-ის სასარგებლოდ _ 1045 ლარის გადახდა.
დაზარალებულების _ რ. ქ.-ის, სეიფადან გ.-ის, ს.-ი ა.-ის, ე. მ.-ის, ა. ტ-ის, ა. ა-ის მოთხოვნები დარჩა ღიად სამოქალაქო სარჩელების წარმოუდგენლობის გამო.
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი:
„GOLDEN შთAღ-2002“ მოდელის, 9 მმ კალიბრიანი, შავი პლასტმასის ტარიანი პისტოლეტი წარწერით ,,Vალტრო D-04664», ერთი მჭიდი, 6 ვაზნა, სამხედრო დანა ე.წ. „შტიკონოჟი“, 330 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნა კოროზიულ მდგომარეობაში, 91 კარაბინის ტყვია, 10 მასრა, 2 სანადირო დანა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაეგზავნოს საქართველოს შს სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ცენტრის შტაბის შეიარაღების განყოფილებას;
,,HOLEK-ის მოდელის» ცეცხლსასროლი იარაღი 820, წარწერით „Bროკოვა შტრელა“, რომელშიც მოთავსებულია ორი ვაზნა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შესანახად უნდა გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ცენტრის შტაბის შეიარაღების განყოფილებას შესანახად. დაზარალებულის უფლებამონაცვლეს ტ. ჩ.-ეს კი დარჩეს უფლება მისი შვილის _ გ. ჩ.-ის კუთვნილ იარაღთან დაკავშირებით იდაოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით;
სანადირო თოფი „Vინცესტერ Mოდელ 1300 დეფენდერ 12 GA“ და მისი 7 ვაზნა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შესანახად უნდა გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ცეტრის შტაბის შეიარაღების განყოფილებას. დაზარალებულ გ. ბ.-ს კი დარჩეს უფლება, ადრე მის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ ზემოაღნიშნულ იარაღთან დაკავშირებით იდაოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით;
„ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი და დამტენი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულ ა. ტ-ს;
„სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი და დამტენი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულ ე. მ-ს.
„ალკატელის“ ფირმის მობილური ტელეფონი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულ ქ. პ-ს;
კომპაქტდისკზე მოთავსებული ,,სახალხო ბანკის» ჩანაწერი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა შეინახოს სისხლის სამართლის საქმესთან ერთად სისხლის სამართლის შენახვის ვადით;
წითელი ფერის ქურთუკი და შავი ფერის ჟაკეტი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს ზ. ფ-სა და გ. ი-ს.
ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის შესადგენად წარდგენილი ზ. ფ-სა და გ. ი-ს ტანსაცმელი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს ზ. ფ-სა და გ. ი-ს;
გ. ი-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ჩანთა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს გ. ი-ს;
გ. ი-ის პირადი ჩხრეკისას მის ხელთ არსებული ჩანთიდან ამოღებული შარვლის ტოტის გადანაჭერი და შავი ფერის ქსოვილი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
მუშნი გულბანის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონის _ «სამსუნგის» ორი ყუთი და ერთი წყვილი ხელთათმანი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მ. გ-ს;
ზ. გ-ის სახლიდან ამოღებული ჯინსის შარვალი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს ზ. გ-ს;
ზ. ფ-ის ჟაკეტიდან ამოღებული თმები, გ. ი-ის ნერწყვისა და თმის ნიმუშები, ზ. ფ-ის ნერწყვისა და თმის ნიმუშები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს;
დ. ფ-ის სახლიდან ამოღებული შავი ფერის ერთი ტყავის საფულე საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულ რ. ქ-ს, ხოლო ყავისფერი საფულე _ დაზარალებულ ა. ა-ს.
მსჯავრდებული ზ. გ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენების საფუძველზე შეკრებითი სასჯელის მოხდას იმ მოტივით, რომ დაავადებულია ტუბერკულოზით და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითი დღე უარესდება.
მსჯავრდებული დ. ფ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას იმ მოტივით, რომ იგი გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს; დანაშაულის ჩადენის დროს იყო არასრულწლოვანი; ჰყავს მოხუცებული, ავადმყოფი მშობლები და არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი.
მსჯავრდებული გ. ი-ი და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. მ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვენ გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულ გ. ი-ის უდანაშაულოდ ცნობას იმ მოტივით, რომ განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი; სისხლის სამართლის საქმეში მოპოვებული და გამოკვლეული მტკიცებულებებით აშკარად და ნათლად დასტურდება მსჯავრდებულ გ. ი-ის უდანაშაულობა; სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა მტკიცებულებები და გ. ი-ი უკანონოდ ცნო დამნაშავედ; არის მრავალშვილიანი ოჯახის წევრი, მისი ოჯახი მიეკუთვნება სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ოჯახთა კატეგორიას და, შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მისთვის 9000 ლარის დაკისრება არ შეიძლებოდა, მით უფრო, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდება არ დასტურდება უტყუარი მტკიცებულებებით და არის უდანაშაულო.
მსჯავრდებული ზ. ფ-ი და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ბ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 6 იანვრის განაჩენის გაუქმებას და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას იმ მოტივით, რომ: წინასწარ გამოძიებაში არ დაიკითხნენ ის პირები, რომელთა ჩვენებებსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად; შეგნებულად არ გამოითხოვეს დოკუმენტები, რომელთა გარეშეც განაჩენი აშკარად დაუსაბუთებელია; გასაჩივრებულ განაჩენში ჩამოყალიბებული დასკვნები არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილ და სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან; სასამართლოს განაჩენი არ ემყარება უტყუარ მტკიცებულებებს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა თვლის, რომ Mმსჯავრდებულების _ გ. ი-ს, ზ. ფ-ის, დ. ფ-ისა და ზ. გ-ის ბრალდების საქმეში წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც დასტურდება, რომ მათ ნამდვილად ჩაიდინეს მათთვის ბრალად შერაცხული ქმედებები. Mმსჯავრდებულების _ გ. ი-ის, ზ. ფ-ის, დ. ფ-ისა და ზ. გ-ის ბრალეულობა დადასტურებულია დაზარალებულებისა და მოწმეების ჩვენებებით, საქმეში არსებული სხვა უტყუარი მტკიცებულებებით, რომლებიც მოპოვებულია წინასწარი და სასამართლო გამოძიების სტადიაზე საპროცესო ნორმების დაცვით. საქმეში არ არსებობს სხვა ისეთი მტკიცებულებები, რომლებითაც გაბათილდებოდა, ანდა ეჭვქვეშ დადგებოდა Mმსჯავრდებულების _ გ. ი-ის, ზ. ფ-ის, დ. ფ-სა და ზ. გ-ის მიმართ განაჩენით შერაცხული ბრალდებები. სააპელაციო სასამართლომ სწორად დააკვალიფიცირა მსჯავრდებულთა მიერ ჩადენილი ქმედებები და არ არსებობს საფუძველი მათი შეცვლისათვის.
რაც შეეხება სასამართლოს მიერ Mმსჯავრდებულების _ გ. ი-ის, ზ. ფ-ის, დ. ფ-ისა და ზ. გ-ის მიმართ დანიშნულ სასჯელებს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ისინი განსაზღვრულია მსჯავრდებულთა მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმის, დამდგარი შედეგისა და თვით მსჯავრდებულების პიროვნების გათვალისწინებით, რის გამოც არ არსებობს საფუძველი მათი შეცვლისათვის.
ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, ვინაიდან საქმის წარმოების არც ერთ ეტაპზე არ მომხდარა მსჯავრდებულების _ გ. ი-სა და ზ. გ-ის სამოქალაქო მოპასუხედ ცნობა, როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოები არ იყვნენ უფლებამოსილი, რომ გ. ი-სა და ზ. გ-ის სოლიდარულად დაეკისრებინათ გ. ბ-ის სასარგებლოდ _ 3430 აშშ დოლარის, 250 ევროსა და 430 ლარის გადახდა, ი. ტ-ის სასარგებლოდ _ 3505 ლარის გადახდა, ლ. ბ-ის სასარგებლოდ _ 1710 ლარის გადახდა, თ. ბ-ის სასარგებლოდ _ 850 ლარის, ხოლო ე. ბ-ის სასარგებლოდ _ 1045 ლარის გადახდა.
იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში არ მოიპოვება დადგენილება გ. ი-სა და ზ. გ-ის სამოქალაქო მოპასუხედ ცნობის შესახებ, განაჩენის სარეზოლუციო ნაწილიდან უნდა ამოირიცხოს მითითება დაზარალებულების _ გ. ბ-ის, ი. ტ-ის, ლ. ბ-ის, თ. ბ-სა და ე. ბ-ის სასარგებლოდ მსჯავრდებულების _ გ. ი-სა და ზ. გ-ის მიერ სოლიდარულად ზემოაღნიშნული თანხის გადახდევინების შესახებ.
ამასთან, დაზარალებულებს _ გ. ბ-ს, ი. ტ-ეს, ლ. ბ-ს, თ. ბ-სა და ე. ბ-ს აქვთ უფლება, იდაონ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულების _ ზ. გ-ის, დ. ფ-ის, მსჯავრდებულ გ. ი-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. მ-ის, მსჯავრდებულ ზ. ფ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. ბ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 6 სექტემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
განაჩენის სარეზოლუციო ნაწილიდან ამოირიცხოს მითითება მსჯავრდებულების _ გ. ი-სა და ზ. გ-ის მიერ სოლიდარულად დაზარალებულ გ. ბ-ის სასარგებლოდ _ 3430 აშშ დოლარის, 250 ევროსა და 430 ლარის, ი. ტ-ის სასარგებლოდ _ 3505 ლარის, ლ. ბ-ს სასარგებლოდ _ 1710 ლარის, თ. ბ-ის სასარგებლოდ _ 850 ლარის, ხოლო ე. ბ-ის სასარგებლოდ _ 1045 ლარის გადახდის თაობაზე.
დაზარალებულებს _ გ. ბ-ს, ი. ტ-ეს, ლ. ბ-ს, თ. ბ-სა და ე. ბ-ს განემარტოთ, რომ მათ უფლება აქვთ, იდაონ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.