შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹ 89-საზ-07 27 მაისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, ლევან მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების _ გ. უ-ისა და გ. -ის ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ე. ო-სა და ნ. მ-ის საჩივრები ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1999 წლის 29 აპრილის განაჩენის გადასინჯვის შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1999 წლის 29 აპრილის განაჩენით გ. უ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 134-ე მუხლით _ 1 წლით; 152-ე მუხლის II ნაწილის I, IV და V პუნქტებით (1980 წლის რედაქცია) _ 12 წლით, 151-ე მუხლის II ნაწილით (1982 წლის რედაქცია) _ 3 წლით, 238-ე მუხლის I ნაწილით _ 2 წლით, ამავე მუხლის II ნაწილით _ 4 წლით, ამავე მუხლის III ნაწილით _ 8 წლით და ამავე მუხლის IV ნაწილით _ 9 წლით, 17, 243-ე მუხლის III ნაწილით _ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე განაჩენით გ. უ-ი ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ-ის 2071-ე მუხლის მეორე ნაწილით, მაგრამ ამ ნაწილში სასჯელი არ განსაზღვრია (განაჩენში სასჯელსა და მის ზომაზე მითითებული არ არის).
საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის გამოყენებით, შთანთქმის პრინციპით, გ. უ-ის საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ამავე კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, დაემატა 1996 წლის 12 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელი _ 2 წელი გამასწორებელი სამუშაო, ანუ თავისუფლების აღკვეთა 8 თვის ვადით და მას საბოლოო სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლისა და 8 თვის ვადით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1999 წლის 29 აპრილის განაჩენი გ. უ-ის მიმართ შესაბამისობაში იქნა მოყვანილი იმჟამად მოქმედ კანონმდებლობასთან, კერძოდ, მსჯავრდებულ გ. უ-ის მოეხსნა საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის II ნაწილის I, IV და V პუნქტებით (1980 წლის რედაქცია), 151-ე მუხლის II ნაწილითა (1982 წლის რედაქცია) და 17, 243-ე მუხლის III ნაწილით გათვალისწინებული ბრალდებების ეპიზოდები და ამ ნაწილში საქმე შეწყდა. ამავე განჩინებით სსკ-ის 238-ე მუხლის IV ნაწილი გადაკვალიფიცირდა მოქმედი სსკ-ის 236-ე მუხლის I, II და III ნაწილებზე და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით. ამ სასჯელმა შთანთქა სხვა მუხლებით გათვალისწინებული სასჯელი, ამასთან, დაემატა წინა განაჩენით დანიშნული, მოუხდელი სასჯელი _ 8 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლისა და 8 თვის ვადით. სხვა ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 26 ოქტომბრის დადგენილებით მსჯავრდებული გ. უ-ი გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე 2 წლის 3 თვითა და 5 დღით.
განაჩენით გ. უ-ის მსჯავრი დაედო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის სათანადო ნებართვის გარეშე შეძენა, შენახვა, ტარებასა და უკანონო გადაზიდვისათვის; ასევე ცოლის მოყვანის მიზნით ქალის მოტაცებისათვის.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 22 მარტის განაჩენით გ. უ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის II ნაწილის «ა’’ ქვეპუნქტით, III ნაწილის «ა’’ და «გ’’ ქვეპუნქტებით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი მთლიანად _ 2 წელი, 3 თვე, 5 დღე და საბოლოოდ გ. უ-ის მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის, 3 თვისა და 5 დღის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 22 მარტის განაჩენი გ. უ-ის მიმართ დარჩა უცვლელად. კერძოდ, გ. უ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის II ნაწილის «ა’’ ქვეპუნქტით, III ნაწილის «ა’’ და «გ’’ ქვეპუნქტებით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი მთლიანად _ 2 წელი, 3 თვე, 5 დღე და საბოლოოდ გ. უ-ს მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის, 3 თვისა და 5 დღის ვადით
სასჯელის მოხდის ვადის ათვლა მსჯავრდებულ გ. უ-ის დაეწყო 2006 წლის 23 აგვისტოდან.
იმავე განაჩენით: გ. ხ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 17, 152-ე მუხლის II ნაწილის I პუნქტით (1980 წლის რედაქცია) _ 7 წლით, 152-ე მუხლის II ნაწილის I და IV პუნქტებით (1980 წლის რედაქცია) _ 15 წლით, 157-ე მუხლის II ნაწილით (1966 წლის რედაქცია) _ 4 წლით, 2071-ე მუხლის II ნაწილით _ 4 წლით, 238-ე მუხლის I ნაწილით _ 1 წლით, ამავე მუხლის II ნაწილით _ 3 წლით, ამავე მუხლის III ნაწილით _ 7 წლით და ამავე მუხლის IV ნაწილით _ 9 წლით, 240-ე მუხლის III ნაწილით _ 12 წლით და 2091-ე მუხლის II ნაწილით _ 19 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის გამოყენებით, შთანთქმის პრინციპით, გ. ხ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 19 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ამავე კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, დაემატა 1997 წლის 29 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელი _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და მას საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენით გ. ხ-ს მსჯავრი დაედო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის სათანადო ნებართვის გარეშე შეძენა, შენახვა, ტარებასა და უკანონო გადაზიდვისათვის; მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით, პირთა ჯგუფთან წინასწარი შეთანხმებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, საშუალებებისა და იარაღის გამოძებნისა და სხვაგვარი პირობების განზრახ შექმნის გზით, ყაჩაღური თავდასხმის მომზადებისათვის, რომლის სისრულეში მოყვანაც ვერ შეძლო შექმნილი დაბრკოლების გამო; პირთა ჯგუფთან წინასწარი შეთანხმებით, ყაჩაღობაში, იმ პირის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი ჰქონდა ყაჩაღობის მომზადება, მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით; საყოველთაოდ საშიში საშუალებით მოქალაქეთა პირადი ქონების განზრახ განადგურებისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; დამამძიმებელ გარემოებებში, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით პოლიციის მუშაკის სიცოცხლის ხელყოფისათვის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისას, მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ისეთი საშუალებით, რომელიც საშიშროებას წარმოადგენს სხვა პირთა სიცოცხლისათვის; ყაჩაღური თავდასხმის გზით ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის გატაცებისათვის; პოლიციის მუშაკის, ან ამ პირთა მიმართ მათზე დაკისრებული საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მოვალეობათა შესრულებისას წინააღმდეგობის გაწევისათვის, რასაც თან სდევდა ძალადობა და ძალადობის გამოყენების მუქარა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 24 აგვისტოს განაჩენით გ. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: სსკ-ის 120-ე მუხლით _ 1 წლით, ხოლო 378-ე მუხლის I ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის მე-60 მუხლის საფუძველზე დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული, მოუხდელი სასჯელის ნაწილი _ 16 წელი, 9 თვე და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 17 წლისა და 9 თვის ვადით.
სასჯელის მოხდა მსჯავრდებულ გ. ხ-ს დაეწყო 2001 წლის 24 აგვისტოდან.
ვ. ხ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 17, 152-ე მუხლის II ნაწილის I პუნქტით (1980 წლის რედაქცია) _ 7 წლით, 152-ე მუხლის II ნაწილის I და IV პუნქტებით (1980 წლის რედაქცია) _ 14 წლით, 238-ე მუხლის I ნაწილით _ 1 წლით, ამავე მუხლის II ნაწილით _ 3 წლით, ამავე მუხლის III ნაწილით _ 6 წლით და ამავე მუხლის IV ნაწილით _ 8 წლით, 157-ე მუხლის II ნაწილით (1966 წლის რედაქცია) _ 4 წლით, 2071-ე მუხლის II ნაწილით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის გამოყენებით, შთანთქმის პრინციპით, ვ. ხ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენით ვ. ხ-ს მსჯავრი დაედო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის სათანადო ნებართვის გარეშე შეძენა, შენახვა, ტარებასა და უკანონო გადაზიდვისათვის; მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით, პირთა ჯგუფთან წინასწარი შეთანხმებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, საშუალებებისა და იარაღის გამოძებნისა და სხვაგვარი პირობების განზრახ შექმნის გზით, ყაჩაღური თავდასხმის მომზადებისათვის, რომლის სისრულეში მოყვანაც ვერ შეძლო შექმნილი დაბრკოლების გამო; პირთა ჯგუფთან წინასწარი შეთანხმებით, ყაჩაღობაში, იმ პირის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი ჰქონდა ყაჩაღობისათვის მომზადება, მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით; საყოველთაოდ საშიში საშუალებით მოქალაქეთა პირადი ქონების განზრახ განადგურებისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; პოლიციის მუშაკის, ან ამ პირთა მიმართ მათზე დაკისრებული საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მოვალეობათა შესრულებისას წინააღმდეგობის გაწევისათვის, რასაც თან სდევდა ძალადობა და ძალადობის გამოყენების მუქარა.
ა. ჭ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის II ნაწილის I და V პუნქტებით (1980 წლის რედაქცია) _ 12 წლით, 17, 152-ე მუხლის II ნაწილის I და IV პუნქტებით (1980 წლის რედაქცია) _ 11 წლით, 238-ე მუხლის I ნაწილით _ 1 წლით, ამავე მუხლის II ნაწილით _ 3 წლით, ამავე მუხლის III ნაწილით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის გამოყენებით, შთანთქმის პრინციპით, ა. ჭ-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენით ა. ჭ-ეს მსჯავრი დაედო საბრძოლო მასალის სათანადო ნებართვის გარეშე შეძენა, შენახვა, ტარებასა და უკანონო გადაზიდვისათვის;
პირთა ჯგუფთან წინასწარი შეთანხმებით, ბინაში უკანონო შეღწევით ყაჩაღობაში; პირთა ჯგუფთან წინასწარი შეთანხმებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით, ყაჩაღური თავდასხმის მომზადებისათვის, ე.ი. დანაშაულის ჩასადენად საშუალებებისა და იარაღის გამოძებნისა და სხვაგვარი პირობების განზრახ შექმნისათვის, იმ პირის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი ჰქონდა ყაჩაღობა და ყაჩაღობისათვის მომზადება, მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით, რომლის სისრულეში მოყვანაც ვერ შეძლო შექმნილი დაბრკოლების გამო;
ს. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის II ნაწილის I პუნქტით (1980 წლის რედაქცია) _ 10 წლით, 2071-ე მუხლის II ნაწილით _ 4 წლით, 212-ე მუხლით _ 1 წლით, 238-ე მუხლის I ნაწილით _ 2 წლით, ამავე მუხლის II ნაწილით _ 3 წლით, ამავე მუხლის III ნაწილით _ 6 წლით და ამავე მუხლის IV ნაწილით _ 8 წლით, 243-ე მუხლის III ნაწილით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის გამოყენებით, შთანთქმის პრინციპით, ს. მ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენით ს. მ-ს მსჯავრი დაედო ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის, მათ შორის ავტომატური იარაღის სათანადო ნებართვის გარეშე შეძენა, შენახვა, ტარებასა და უკანონო გადაზიდვისათვის; პირთა ჯგუფთან წინასწარი შეთანხმებით, ყაჩაღობაში; პირთა ჯგუფთან წინასწარი შეთანხმებით, სიმთვრალეში, ძალადობისა და მუქარის გამოყენებით სატრანსპორტო საშუალების _ ავტომობილის გატაცებაში, იმ პირის მიერ, ვისაც მართვის უფლება არა აქვს; მოქალაქის კუთვნილი პასპორტისა და პირადი არაქონებრივი ხასიათის დოკუმენტის გატაცებაში; პოლიციის მუშაკის, ან ამ პირთა მიმართ მათზე დაკისრებული საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მოვალეობათა შესრულებისას წინააღმდეგობის გაწევისათვის, რასაც თან სდევდა ძალადობა და ძალადობის გამოყენების მუქარა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2003 წლის 3 ივნისის განჩინებით შესაბამისობაში იქნა მოყვანილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1999 წლის 29 აპრილის განაჩენი ს. მ-ს მიმართ, კერძოდ: 238-ე მუხლის IV ნაწილი შესაბამისობაში მოვიდა სსკ-ის 236-ე მუხლის II ნაწილთან და სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წელი, ხოლო 243-ე მუხლის III ნაწილი შესაბამისობაში მოვიდა სსკ-ის 184-ე მუხლის III ნაწილთან და სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2003 წლის 21 ივლისის განჩინებით ცვლილება შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1999 წლის 29 აპრილისა და უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2003 წლის 3 ივნისის განჩინებაში: დაზუსტდა, რომ მსჯავრდებულ ს. მ-ს ქმედება, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 152-ე მუხლის II ნაწილის I პუნქტითა და 243-ე მუხლის III ნაწილით, შესაბამისობაში მოვიდა სსკ-ის 184-ე მუხლის III ნაწილთან და სასჯელად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ს. მ-ს მოსახდელად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სხვა ნაწილში სასამართლო გადაწყვეტილებები დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებულები: ვ. ხ., ა. ჭ. და ს. მ. სასჯელს იხდიან 1998 წლის 31 მაისიდან.
მსჯავრდებულ გ. უ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ე. ო-ე საჩივრით ითხოვს მსჯავრდებულ გ. უ-ის მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 29 აპრილის განაჩენითა და 2005 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით, სსკ-ის 236-ე მუხლით დანიშნული სასჯელის 8 წლამდე შემცირებას იმ მოტივით, რომ სისხლის სამართლის კოდექსის ამჟამად მოქმედი რედაქციით მოცემული დანაშაულისათვის შემსუბუქდა სასჯელის ზედა ზღვარი. მსჯავრდებულ გ. ხ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. მ-ე საჩივრით ითხოვს გ. ხ-ის მიმართ 1999 წლის 29 აპრილის განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივრების მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებულ გ. უ-ის დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის III ნაწილით, ითვალისწინებდა 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რაც მიეკუთვნებოდა მძიმე დანაშაულის კატეგორიას, ხოლო ამჟამად მოქმედი სსკ-ის 236-ე მუხლის III ნაწილი იმავე დანაშაულებრივი ქმედებისათვის ითვალისწინებს 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. ამასთან, გ. უ-ის მიმართ აღნიშნული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა _ უნდა მოექცეს მოქმედი სსკ-ის 236-ე მუხლის III ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში და სასჯელად განესაზღვროს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
შესაბამისად, გ. უ-ის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს დადგენილებასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ნოემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება იმ მიმართებით, რომ გ. უ-ის, სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი მთლიანად _ 1 წელი, 3 თვე, 5 დღე და საბოლოოდ მას მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის, 3 თვისა და 5 დღის ვადით. გასაჩივრებული გადაწყვეტილებები მსჯავრდებულ გ. უ-ის მიმართ, სხვა მუხლებით (134-ე, 2071-ე მუხლის მეორე ნაწილით, 177-ე მუხლის II ნაწილის «ა’’ ქვეპუნქტით, III ნაწილის «ა’’ და «გ’’ ქვეპუნქტებით) მსჯავრდების, ასევე სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან ამ ნაწილში გადაწყვეტილებების გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1999 წლის 29 აპრილის განაჩენით დადგენილია, რომ მსჯავრდებული გ. ხ-ი სხვა პირებთან წინასწარ შეკავშირდა დანაშაულის ჩასადენად, დროის განსაზღვრულ პერიოდში მათთან შეთანხმებულად მოქმედებდა, როგორც განსაზღვრული სტრუქტურული ჯგუფის წევრი, რომლის მიზანი იყო არაერთი დანაშაულის ჩადენა. ამის გამო, საკასაციო პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულმა გ. ხ-მ დანაშაული ჩაიდინა ორგანიზებულ ჯგუფში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ამჟამად მოქმედი რედაქციის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით, რომლითაც სასჯელად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 11-დან 15 წლამდე ვადით. ამიტომ ამ ნაწილში კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ამჟამად მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანის საფუძველი არ არსებობს. ამასთან, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებები მსჯავრდებულ გ. ხ-ის მიმართ, სხვა მუხლებით (17, 152-ე მუხლის II ნაწილის I პუნქტით (1980 წლის რედაქცია), 152-ე მუხლის II ნაწილის I და IV პუნქტებით, 157-ე მუხლის II ნაწილით (1966 წლის რედაქცია), 2071-ე მუხლის მეორე ნაწილით, 238-ე მუხლის I, II, III და ამავე მუხლის IV ნაწილებით, 240-ე მუხლის III ნაწილით,120-ე მუხლით, 378-ე მუხლის I ნაწილით) მსჯავრდების, ასევე სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან ამ ნაწილში გადაწყვეტილებების გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.
მსჯავრდებულ გ. ხ-ის დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 2091-ე მუხლის II ნაწილით (დამამძიმებელ გარემოებებში, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით პოლიციის მუშაკის სიცოცხლის ხელყოფისათვის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისას, მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ისეთი საშუალებით, რომელიც საშიშროებას წარმოადგენს სხვა პირთა სიცოცხლისათვის), შეესაბამება ამჟამად მოქმედი სსკ-ის 109-ე მუხლის I ნაწილის «ა’’, «გ’’ და «დ’’ ქვეპუნქტებს. დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი შესაბამისი მუხლის სანქცია ითვალისწინებდა 10-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას, ხოლო ამჟამად მოქმედი სსკ-ის 109-ე მუხლის I ნაწილის «ა’’, «გ’’ და «დ’’ ქვეპუნქტები იმავე დანაშაულებრივი ქმედებისათვის ითვალისწინებს 11-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. ამასთან, გ. ხ-ის მიმართ აღნიშნული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი _ 19 წლით თავისუფლების აღკვეთა _ უნდა მოექცეს მოქმედი სსკ-ის 109-ე მუხლის I ნაწილის «ა’’, «გ’’ და «დ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში და განესაზღვროს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ გ. ხ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 2091-ე მუხლის II ნაწილიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 109-ე მუხლის I ნაწილის «ა’’, «გ’’ და «დ’’ ქვეპუნქტებზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) და აღნიშნული მუხლით სასჯელად განესაზღვროს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.
იმის გათვალისწინებით, რომ 1999 წლის 29 აპრილის განაჩენით მსჯავრდებულ გ. ხ-ს მიმართ სასჯელთა შეკრება განხორციელდა სსკ-ის მე-40 მუხლის შესაბამისად, შთანთქმის პრინციპით, მას ამ განაჩენით საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის II ნაწილის I და IV პუნქტებით (1980 წლის რედაქცია) დანიშნული სასჯელი _ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. შესაბამისად, გ. ხ-ის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 24 აგვისტოს განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება იმ მიმართებით, რომ გ. ხ-ს, სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი მთლიანად _ 12 წელი, 9 თვე და საბოლოოდ მას მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 13 წლისა და 9 თვის ვადით.
საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმე სრული მოცულობით მსჯავრდებულების _ ვ. ხ-ს, ა. ჭ-სა და ს. მ-ს მიმართაც და მივიდა დასკვნამდე, რომ ამ ნაწილში გადაწყვეტილების გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.
ამასთან, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დანიშნული სასჯელების სამართლიანობაზე, რადგან მსჯავრდებულებისათვის დანიშნული სასჯელები მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის I ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 567-568-ე მუხლებით, 593-ე მუხლის III ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით და
დაადგინა:
მსჯავრდებულების _ გ. უ-ისა და გ. ხ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ე. ო-სა და ნ. მ-ის საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 29 აპრილის განაჩენი, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 26 ოქტომბრის დადგენილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ნოემბრის განაჩენი გ. უ-ის მიმართ შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:
მსჯავრდებულ გ. უ-ის საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის III ნაწილით განესაზღვროს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ გ. უ-ის საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის, 3 თვისა და 5 დღის ვადით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1999 წლის 29 აპრილის განაჩენი, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 24 აგვისტოს განაჩენი გ. ხ-ის მიმართ შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:
მსჯავრდებულ გ. ხ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 2091-ე მუხლის II ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 109-ე მუხლის I ნაწილის «ა’’, «გ’’, «დ’’ ქვეპუნქტებზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) და აღნიშნული მუხლით სასჯელად განესაზღვროს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ გ. ხ-ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 13 წლისა და 9 თვის ვადით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილებები სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად. განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულების _ ვ. ხ-ს, ა. ჭ-სა და ს. მ-ს მიმართ დანიშნული საბოლოო სასჯელები დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.