შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
1საზ ქ. თბილისი
27 იანვარი, 2009 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, დავით სულაქველიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ჭ-ას საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 16 ივნისის განჩინების გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მარნეულის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 14 სექტემბრის განაჩენით:
ა. ჭ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», «ბ», «გ» ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტით _ 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «ბ» ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის «გ» ქვეპუნქტით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულ ა. ჭ-უას სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის მე-60 მუხლის I ნაწილით ა. ჭ-უას ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 6 თვე და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2004 წლის 21 იანვრიდან.
ე. ტ-ანი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა», ,,ბ», «გ» ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის «გ» ქვეპუნქტით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «ბ» ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის «გ» ქვეპუნქტით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულ ე. ტ-ნს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2004 წლის 21 იანვრიდან.
მ. ჭ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «ბ», «გ» ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «ბ» ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის «გ» ქვეპუნქტით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულ მ. ჭ-ას სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2004 წლის 21 იანვრიდან.
ა. ჭ-ასა და ე. თ-ს სოლიდარულად დაეკისრათ დაზარალებულების: რ. ხ-ას სასარგებლოდ _ 2536 ლარის, მ. პ-ძის სასარგებლოდ _ 2388 ლარის, ს. F-ას სასარგებლოდ _ 1160 ლარის, მ. ა-ის სასარგებლოდ _ 1615 ლარის, ე. M-ის სასარგებლოდ _ 550 ლარის, დ. F-ძის სასარგებლოდ _ 1150 ლარის, გ. წ-ის სასარგებლოდ _ 200 ლარის, თ. დ-ის სასარგებლოდ _ 100 ლარის გადახდა.
მ. ჭ-ას ა. ჭ-ასა და ე. თ-ან ერთად სოლიდარულად დაეკისრათ დაზარალებულ ე. მ-ის სასარგებლოდ _ 550 ლარის, ხოლო დაზარალებულ რ. ხ-ას სასარგებლოდ _ 2536 ლარის გადახდა.
აღნიშნულ განაჩენში თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004 წლის 27 დეკემბრის განაჩენით შევიდა შემდეგი ცვლილება:
ა. ჭ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის I-III ნაწილებით _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა», «ბ», «გ» ქვეპუნქტებით, იმავე მუხლის მე-3 ნაწილის «გ» ქვეპუნქტით, 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «ბ» ქვეპუნქტებითა და იმავე მუხლის მესამე ნაწილის «გ» ქვეპუნქტით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულ ა. ჭ-ას სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის მე-60 მუხლის I ნაწილით ა. ჭ-ას ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 6 თვე და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 16 ივნისის განჩინებით თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004 წლის 27 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
განჩინებით ა. ჭ-ას მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დამზადება და შენახვა; ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით; ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
მსჯავრდებული ა. ჭ-ა საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე მის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განჩინების მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანასა და სასჯელის შემსუბუქებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
განჩინებით ა. ჭ-ას მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «ბ» ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის «გ» ქვეპუნქტით, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «ბ», «გ» ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის «გ» ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის I-III ნაწილებით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისათვის.
საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» და ,,ბ» ქვეპუნქტებით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), რომლებიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის ჩადენილი ქურდობისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ექვს წლამდე, ხოლო ამჟამად მოქმედი სსკ-ის 19,177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა» და ,,ბ» ქვეპუნქტები იმავე ქმედებებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, ე.ი. ახალმა კანონმა გაამკაცრა სასჯელი. საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» და ,,ბ» ქვეპუნქტებით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) გათვალისწინებული ქმედების კვალიფიკაცია არ შეიძლება შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა» და ,,ბ» ქვეპუნქტებთან.
საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ქურდობისათვის ბინაში უკანონო შეღწევით, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით სამიდან თორმეტ წლამდე, რის გამოც აღნიშნული ქმედება მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მესამე ნაწილის «გ» ქვეპუნქტი ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, რის გამოც იგი წარმოადგენს მძიმე დანაშაულს, თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლისა. აღნიშნული გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ა. ჭ-ას მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია, სსკ-ის 19,177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტის სახით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 19,177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტთან, რადგან მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის სიმძიმის კატეგორია მსჯავრდებულის სასიკეთოდ იცვლება.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» და ,,ბ» ქვეპუნქტებით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), რომლებიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის ჩადენილი ქურდობისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ექვს წლამდე, ხოლო ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა» და ,,ბ» ქვეპუნქტები იმავე ქმედებებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, ე.ი. ახალმა კანონმა გაამკაცრა სასჯელი. საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» და ,,ბ» ქვეპუნქტებით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) გათვალისწინებული ქმედების კვალიფიკაცია არ შეიძლება შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა» და ,,ბ» ქვეპუნქტებთან.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ქურდობისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ექვს წლამდე, რის გამოც აღნიშნული ქმედება მიეკუთვნებოდა მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, ხოლო სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტით, ქურდობისათვის ბინაში, სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით, სასჯელის ზომად გათვალისწინებული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით სამიდან თორმეტ წლამდე, რის გამოც აღნიშნული ქმედება მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტი (ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე, რის გამოც იგი წარმოადგენს ნაკლებად მძიმე დანაშაულს, ხოლო ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის «გ» ქვეპუნქტი (ქურდობა, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით) _ ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას, რის გამოც იგი წარმოადგენს მძიმე დანაშაულს, თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლისა. აღნიშნული გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულების ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ა. ჭ-ას მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია, სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტის სახით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტთან, ხოლო სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტით დაკვალიფიცირებული ქმედება (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) _ ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტთან, რადგან მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის სიმძიმის კატეგორია მსჯავრდებულის სასიკეთოდ იცვლება.
განჩინების ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულ ა. ჭ-ას მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის I-III ნაწილებით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განჩინების ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.
საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პალატამ სარევიზიო წესით იმსჯელა ამავე საქმეზე მსჯავრდებულების _ ე. ტ-ისა და მ. ჭ-ას მიმართაც და მიიჩნია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 16 ივნისის განჩინება უნდა შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:
განჩინებით ე. ტ-ნს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «ბ» ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის «გ» ქვეპუნქტით, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა», ,,ბ», «გ» ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის «გ» ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისათვის.
იმ გარემოებების გათვალისწინებით, რაც ზემოთ იყო აღნიშნული, მსჯავრდებულ ერვანდ ტოროსიანის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია, სსკ-ის 19,177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტის სახით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 19,177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტთან, სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტის სახით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტთან, ხოლო სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტით დაკვალიფიცირებული ქმედება (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) _ ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტთან, რადგან მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის სიმძიმის კატეგორია მსჯავრდებულის სასიკეთოდ იცვლება.
განჩინების ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულ ე. ტ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა», ,,ბ» ქვეპუნქტებით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა», ,,ბ» ქვეპუნქტებით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განჩინების ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.
განჩინებით მ. ჭ-ას მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «ბ» ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის «გ» ქვეპუნქტით, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა», ,,ბ», «გ» ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის «გ» ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისათვის.
იმ გარემოებების გათვალისწინებით, რაც ზემოთ იყო აღნიშნული, მსჯავრდებულ მ. ჭ-ას მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია, სსკ-ის 19,177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტის სახით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 19,177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტთან, სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტის სახით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტთან, ხოლო სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტით დაკვალიფიცირებული ქმედება (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) _ ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტთან, რადგან მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის სიმძიმის კატეგორია მსჯავრდებულის სასიკეთოდ იცვლება.
განჩინების ის ნაწილი, რომლითაც მსჯავრდებულ მ. ჭ-ას მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა», ,,ბ» ქვეპუნქტებით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა», ,,ბ» ქვეპუნქტებით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განჩინების ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ» ქვეპუნქტით, 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ა. ჭ-ას საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 16 ივნისის განჩინებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
მსჯავრდებულების _ ა. ჭ-ას, ე. ტ-სა და მ. ჭ-ას მიერ ჩადენილი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტზე.
მსჯავრდებულების _ ა. ჭ-ას, ე. ტ-ისა და მ. ჭ-ას მიერ ჩადენილი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტზე, ხოლო 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტით დაკვალიფიცირებული ქმედება _ ამჟამად მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტზე.
განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.