შესაბამისობაში მოვიდა ახალ კოდექსთან
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
57აპ-10 თბილისი 21 ივნისი, 2010 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე დავით სულაქველიძე
მოსამართლეები: მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. ლ-ისა და მისი დამცველის, ადვოკატ პ. კ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 25 ნოემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 10 სექტემბრის განაჩენით ი. ლ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის «გ» ქვეპუნქტის საფუძველზე (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) _ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით; ამავე კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე _ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ი. ლ-ეს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რომლის ათვლაც მას დაეწყო დაკავების დღიდან _ 2009 წლის 5 თებერვლიდან.
განაჩენით ი. ლ-ეს მსჯავრი დაედო ქურდობისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და ასევე _ თაღლითობისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2003 წლის სექტემბერში ი. ლ-ემ 40 ლარად იქირავა მ. დ-ის კუთვნილი საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქალაქ ქუთაისში, --- ქუჩის ¹30\12-ში. აღნიშნულ ბინაში ცხოვრებისას მან განიზრახა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდა სხვის მოძრავ ნივთს. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ქირით ცხოვრების პერიოდში, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, იგი ფარულად დაეუფლა მ. დ-ის კუთვნილ სხვადასხვა დასახელების ნივთს, რითაც დაზარალებულს მიაყენა 1740 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. 2004 წელს ი. ლ-ემ მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ხუთსანთლიანი ჭაღი და «კასკადის» ფირმის საქსოვი მანქანა მიჰყიდა ნ. გ-სა და ლ. გ-ას.
ი. ლ-ემ განიზრახა მოტყუებით ვ. ა-ის მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად მან მოიპოვა ვ. ა-ის ნდობა და 2006 წლის 28-29 ნოემბერსა და იმავე წლის 3 დეკემბერს მისგან დაიტოვა 100 ლარის ღირებულების, 12,5 კილოგრამი თაფლი იმ მოტივით, რომ შვილის მიერ რუსეთის ფედერაციიდან გამოგზავნილი თანხით გადაიხდიდა საფასურს. შემდგომში კი დაზარალებულს უარი განუცხადა თაფლის საფასურის გადახდაზე, განაცხადა, რომ ამ უკანასკნელს მისი ვალი ჰქონდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
აპელანტი, მსჯავრდებული ი. ლ-ე და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი პ. კ-ე სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 10 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას და დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლას იმ მოტივით, რომ ი. ლ-ე აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან, არ არის ნასამართლევი, დაზარალებულს დაუბრუნდა დაკარგული ნივთების ძირითადი ნაწილი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 25 ნოემბრის განაჩენით აპელანტების _ მსჯავრდებულ ი. ლ-ისა და მისი დამცველის, ადვოკატ პ. კ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 10 სექტემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება სასჯელის ნაწილში, კერძოდ: ი. ლ-ეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით «ამნისტიის შესახებ» 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გაუნახევრდა და ამ ნაწილში მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რის შედეგადაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ი. ლ-ეს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით. გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულმა ი. ლ-ემ და მისმა დამცველმა, ადვოკატმა პ. კ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორები საჩივრით ითხოვენ გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანასა და მსჯავრდებულ ი. ლ-ისათვის დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლას იმავე მოტივებით, რაზეც მითითებული იყო სააპელაციო საჩივარში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულ ი. ლ-ის მიმართ და შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოთხოვნის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ი. ლ-ის ბრალდების საქმეში წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც დასტურდება ი. ლ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, რასაც არც თვით მსჯავრდებული უარყოფს. რაც შეეხება მსჯავრდებულ ი. ლ-ის მიმართ შეფარდებულ სასჯელს, პალატა თვლის, რომ სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სწორად გაითვალისწინა ი. ლ-ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები, მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების სიმძიმე და ხასიათი, მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები და ისე განუსაზღვრა მას სამართლიანი სასჯელი, რომლის შეცვლის საფუძველი არ არსებობს.
ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 25 ნოემბრის განაჩენში უნდა შევიდეს შემდეგი ცვლილება: ი. ლ-ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის «გ» ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), უნდა გადაკვალიფიცირდეს იმავე კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა» ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტისა და საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. რაც შეეხება ი. ლ-ის მიმართ აღნიშნული მუხლის საფუძველზე დანიშნულ სასჯელს _ თავისუფლების აღკვეთას 2 (ორი) წლის ვადით _ უნდა დარჩეს უცვლელად, აღნიშნული დანაშაულისათვის კანონის ადრინდელი (2000 წლის 30 მაისის) რედაქციით დადგენილი სასჯელის მინიმუმის გათვალისწინებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 25 ნოემბრის განაჩენში უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ» ქვეპუნქტით, 567-ე და 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ი. ლ-ისა და მისი დამცველის, ადვოკატ პ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 25 ნოემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ ი. ლ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის «გ» ქვეპუნქტიდან (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს იმავე კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა» ქვეპუნქტზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), ხოლო ი. ლ-ის მიმართ გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული საბოლოო სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით _ დარჩეს უცვლელად.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.