საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
¹1133აპ-10 7 აპრილი, 2011 წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე – პაატა სილაგაძე
მოსამართლეები: ზაზა მეიშვილი,გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების: ბ. ფ-ის, ვ. ხ-ის, ზ. მ-ის, ზ. მ-ლის, ნ. ბ-ის, მსჯავრდებულების: შ. გ-ის, ა. ბ-ის, ი. თ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების: თ. ს-ის, კ. პ-ას, გ. მ-ის, მსჯავრდებულების: კ. ო-ის, ლ. ა-ის, ბ. გ-ის, ზ. ბ-ის, ვ. ს-ის, ვ. ს-ლის, ი. ს-ის, ზ. ჯ-ისა და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატების: ზ. ჯ-ისა და გ. ნ-ის, შ. თ-ის, ე. ბ-ისა და ნ. ბ-ის, ზ. თ-ისა და მ. პ-ის, გ. კ-ისა და გ. ჯ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 21 ოქტომბრის განაჩენზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 11 იანვრის განაჩენით:
დამტკიცდა 2009 წლის 15 დეკემბერს დადებული საპროცესო შეთანხმება პროკურორ რ. გ-სა და განსასჯელ ზ. ს-ეს შორის.
ზ. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით, იმავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით _ 6 თვით, 236-ე მუხლის I ნაწილით _ 6 თვით, ხოლო 353-ე მუხლის I ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილით, შეკრების წესით, ზ. ს-ეს სასჯელად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
იგი სასჯელს იხდის 2009 წლის 10 მაისიდან.
ნ. ბ-ი, ა. ბ-ი, ზ. ჯ-ე, ი. ს-ი, ვ. ს-ი, ვ. ს-ლი ცნობილ იქნენ დამნაშავედ და მიესაჯათ: საქართველოს სსკ-ის 25, 316-ე მუხლის II ნაწილით _ 9-9 (ცხრა-ცხრა) წლით, ხოლო 19, 236-ე მუხლის I ნაწილით _ 1-1 (ერთ-ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რისთვისაც მათ იმავე კოდექსის 59-ე მუხლის I ნაწილით, შეკრების წესით საბოლოო სასჯელად განესაზღვრათ 10-10 (ათ-ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
ა. ბ-ი და ი. ს-ი სასჯელს იხდიან 2009 წლის 5 მაისიდან, ხოლო ნ. ბ-ი, ზ. ჯ-ე, ვ. ს-ი და ვ. ს-ლი _ იმავე წლის 6 მაისიდან.
კ. ო-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის II ნაწილით _ 10 წლით, 25, 316-ე მუხლის II ნაწილით _ 9 წლით, 236-ე მუხლის II ნაწილით _ 4 წლით, ხოლო 236-ე მუხლის III ნაწილით _ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილით, შეკრების წესით, კ. ო-ეს სასჯელად განესაზღვრა 29 წლით თავისუფლების აღკვეთა.
იგი სასჯელს იხდის 2009 წლის 21 მაისიდან.
ლ. ა-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის II ნაწილით _ 10 წლით, 316-ე მუხლის II ნაწილით _ 9 წლით, 25, 316-ე მუხლის II ნაწილით _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილით, შეკრების წესით, ლ. ა-ეს სასჯელად განესაზღვრა 28 წლით თავისუფლების აღკვეთა.
იგი სასჯელს იხდის 2009 წლის 21 მაისიდან.
შ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის II ნაწილით _ 10 წლით, ხოლო 316-ე მუხლის II ნაწილით _ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილით, შეკრების წესით, შ. გ-ს სასჯელად განესაზღვრა 19 წლით თავისუფლების აღკვეთა.
იგი სასჯელს იხდის 2009 წლის 6 მაისიდან.
ზ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 316-ე მუხლის II ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რისთვისაც მას სასჯელად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
იგი სასჯელს იხდის 2009 წლის 6 მაისიდან.
დ. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის II ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რისთვისაც მას სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 63-64-ე მუხლების გამოყენებით შეეცვალა პირობით _ 3 წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის V ნაწილის თანახმად, დ. ს-ს დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 20000 (ოცი ათასი) ლარი.
მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა წინასწარი გამოძიებისას დაკავებაში ყოფნის პერიოდი _ 2009 წლის 9 მაისიდან 2009 წლის 13 მაისის ჩათვლით.
გაუქმდა დ. ს-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო და გირაოს სახით შეტანილი თანხა დაუბრუნდა მის შემტანს.
კ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის II ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რისთვისაც მას სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის V ნაწილის თანახმად, კ. კ-ეს დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 10000 (ათი ათასი) ლარი.
იგი სასჯელს იხდის 2009 წლის 9 მაისიდან.
ზ. ჩ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის II ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რისთვისაც მას სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
იგი სასჯელს იხდის 2009 წლის 6 მაისიდან.
ზ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 25, 316-ე მუხლის II ნაწილით _ 9 წლითა და 6 თვით, ხოლო 19, 236-ე მუხლის I ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილით, შეკრების წესით, ზ. მ-ს სასჯელად განესაზღვრა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
იგი სასჯელს იხდის 2009 წლის 6 მაისიდან.
ზ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 25, 316-ე მუხლის II ნაწილით _ 10 წლით, ხოლო 19, 236-ე მუხლის I ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა,საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილით, შეკრების წესით, საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.
იგი სასჯელს იხდის 2009 წლის 6 მაისიდან.
ვ. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 25, 316-ე მუხლის II ნაწილით _ 9 წლით, 236-ე მუხლის I ნაწილით _ 6 თვით, ხოლო 236-ე მუხლის II ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილით, შეკრების წესით, ვ. ხ-ს სასჯელად განესაზღვრა 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
იგი სასჯელს იხდის 2009 წლის 6 მაისიდან.
ი. თ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25, 316-ე მუხლის II ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რისთვისაც მას სასჯელად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
იგი სასჯელს იხდის 2009 წლის 6 მაისიდან.
ბ. ფ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 25, 316-ე მუხლის II ნაწილით _ 10 წლით, ხოლო 19, 236-ე მუხლის I ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. იმავე კოდექსის 59-ე მუხლის I ნაწილით, შეკრების წესით, მას სასჯელად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის V ნაწილის გამოყენებით გაუქმდა ბ. ფ-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 27 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და იმავე კოდექსის 59-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 4 წელი, 8 თვე, 6 დღე და საბოლოოდ ბ. ფ-ს სასჯელად განესაზღვრა 15 წლით, 8 თვითა და 6 დღით თავისუფლების აღკვეთა.
იგი სასჯელს იხდის 2010 წლის 11 იანვრიდან.
მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი _ 2009 წლის 5 მაისიდან 2010 წლის 11 იანვრის ჩათვლით;
ბ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 25, 316-ე მუხლის II ნაწილით _ 10 წლით, ხოლო 19, 236-ე მუხლის I ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. იმავე კოდექსის 59-ე მუხლის I ნაწილით, შეკრების წესით, მას სასჯელად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის V ნაწილის გამოყენებით გაუქმდა ბ. გ-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 21 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და იმავე კოდექსის 59-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელი – 4 წელი და საბოლოოდ ბ. გ-ს სასჯელად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.
იგი სასჯელს იხდის 2010 წლის 11 იანვრიდან.
მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი _ 2009 წლის 6 მაისიდან 2010 წლის 11 იანვრის ჩათვლით;
კ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რისთვისაც მას სასჯელად განესაზღვრა 8 თვითა და 6 დღით თავისუფლების აღკვეთა.
იგი სასჯელს იხდის 2009 წლის 5 მაისიდან.
კ. კ-ეს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა მოხდილად და გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
საქმეზე ნივთმტკიცებებად ცნობილი :
1997 წლის “AKჩ-74” მოდელის 5.45 მმ კალიბრიანი “კალაშნიკოვის” კონსტრუქციის ¹... ავტომატი და 5.45 მმ კალიბრიანი 45 სამხედრო ვაზნა, რომლებიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საგამოძიებო ნაწილში, სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, ჩამოერთვა და გადაეცა სახელმწიფოს;
7 მობილური ტელეფონი : 5 _ “შიმენს ც-45” მოდელის, 1 _ ,,შიმენს ც-35” მოდელის და 1 _ “შიმენს A-50” მოდელის აპარატები, რომლებიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საგამოძიებო ნაწილში, სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, ჩამოერთვა და გადაეცა სახელმწიფოს;
ალუმინისკორპუსიანი ED ტიპის 8 ელექტროდეტონატორი, სპილენძისკორპუსიანი KD ტიპის 12 კაპსულ-დეტონატორი, რომლებიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საგამოძიებო ნაწილში, სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, ჩამოერთვა და გადაეცა საქართველოს შს სამინისტროს;
“მაკაროვის” სისტემის პისტოლეტის 1 ვაზნა, რომელიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საგამოძიებო ნაწილში, სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, ჩამოერთვა და გადაეცა საქართველოს შს სამინისტროს;
უნგრული წარმოების, ქარხნული წესით დამზადებული იარაღი ¹..., ჩამკეტის ¹..., 1943 წლის “კალაშნიკოვის” ნიმუშის 7.62 მმ კალიბრიანი “AMD-65” მოდელის ავტომატი, 7.62 მმ კალიბრიანი 20 ვაზნა, ქარხნულად დამზადებული 1 სავაზნე მჭიდი, განკუთვნილი “კალაშნიკოვის” კონსტრუქციის ავტომატებისთვის, რომლებიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საგამოძიებო ნაწილში, მათი ბედი უნდა გადაწყდეს ¹... სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
“ბერეტას” სისტემის ¹... პისტოლეტი 1 მჭიდით და 6.35 მმ კალიბრიანი 30 ვაზნა წინასწარი გამოძიებისას დაუბრუნდა თ. კ-ეს;
¹... რევოლვერი, 5 ერთეული ხელყუმბარა ფალიის გარეშე, 6 ერთეული ფალია, 13 მჭიდში მოთავსებული 390 ვაზნა და 23 ვაზნა, რომლებიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საგამოძიებო ნაწილში, სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, ჩამოერთვა და გადაეცა საქართველოს შს სამინისტროს;
ფულადი თანხა: ორი 5-ლარიანი კუპიურა ¹..., ¹... ; ორი 10-ლარიანი კუპიურა ¹..., ¹...; ორი 20-ლარიანი კუპიურა ¹..., ¹...; ერთი 50-ლარიანი კუპიურა ¹...; ორი-100 ლარიანი კუპიურა ¹..., ¹...; ერთი 200-ლარიანი კუპიურა ¹..., რომლებიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საგამოძიებო ნაწილში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
ჩატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებების ამსახველი 37 ჩD დისკი და 9 DVD დისკი, შენახულ იქნა სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 11 იანვრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:
დ. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რისთვისაც მას სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 63-64-ე მუხლების გამოყენებით შეეცვალა პირობით _ 3 წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის V ნაწილის თანახმად, დ. ს-ს დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 20000 (ოცი ათასი) ლარი.
მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა წინასწარი გამოძიებისას დაკავებაში ყოფნის პერიოდი _ 2009 წლის 9 მაისიდან 2009 წლის 13 მაისის ჩათვლით.
გაუქმდა დ. ს-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო და გირაოს სახით შეტანილი თანხა დაუბრუნდა მის შემტანს.
კ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რისთვისაც მას სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის V ნაწილის თანახმად, კ. კ-ეს დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 10000 (ათი ათასი) ლარი.
იგი სასჯელს იხდის 2009 წლის 9 მაისიდან.
ზ. ჩ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რისთვისაც მას სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
იგი სასჯელს იხდის 2009 წლის 6 მაისიდან.
ზ. მ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 25, 316-ე მუხლის II ნაწილით _ 9 წლითა და 6 თვით, ხოლო 19, 236-ე მუხლის I ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I1 ნაწილის გამოყენებით სსკ-ის 25, 316-ე მუხლის II ნაწილით დანიშნულ სასჯელს დაემატა სსკ-ის 19, 236-ე მუხლის I ნაწილით დანიშნული სასჯელის ნახევარი _ 1 წელი და ზ. მ-ლს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
იგი სასჯელს იხდის 2009 წლის 6 მაისიდან.
ზ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 25, 316-ე მუხლის II ნაწილით _ 10 წლით, ხოლო 19, 236-ე მუხლის I ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I1 ნაწილის გამოყენებით სსკ-ის 25, 316-ე მუხლის II ნაწილით დანიშნულ სასჯელს დაემატა სსკ-ის 19, 236-ე მუხლის I ნაწილით დანიშნული სასჯელის ნახევარი _ 1 წელი და ზ. მ-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.
იგი სასჯელს იხდის 2009 წლის 6 მაისიდან.
ბ. ფ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 25, 316-ე მუხლის II ნაწილით _ 10 წლით, ხოლო 19, 236-ე მუხლის I ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I1 ნაწილის გამოყენებით სსკ-ის 25, 316-ე მუხლის II ნაწილით დანიშნულ სასჯელს დაემატა სსკ-ის 19, 236-ე მუხლის I ნაწილით დანიშნული სასჯელის ნახევარი _ 1 წელი და ბ. ფ-ს სასჯელად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის V ნაწილის გამოყენებით გაუქმდა ბ. ფ-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 27 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და იმავე კოდექსის 59-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 4 წელი, 8 თვე, 6 დღე და საბოლოოდ ბ. ფ-ს სასჯელად განესაზღვრა 15 წლით, 8 თვითა და 6 დღით თავისუფლების აღკვეთა.
იგი სასჯელს იხდის 2009 წლის 5 მაისიდან.
ბ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 25, 316-ე მუხლის II ნაწილით _ 10 წლით, ხოლო 19, 236-ე მუხლის I ნაწილით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I1 ნაწილის გამოყენებით სსკ-ის 25, 316-ე მუხლის II ნაწილით დანიშნულ სასჯელს დაემატა სსკ-ის 19, 236-ე მუხლის I ნაწილით დანიშნული სასჯელის ნახევარი _ 1 წელი და ბ. გ-ს სასჯელად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის V ნაწილის გამოყენებით გაუქმდა ბ. გ-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 21 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და იმავე კოდექსის 59-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 4 წელი და საბოლოოდ ბ. გ-ს სასჯელად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.
იგი სასჯელს იხდის 2009 წლის 6 მაისიდან.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ეს საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც ისინი არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულების მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 236-ე მუხლის I, 236-ე მუხლის I, II, III, 315-ე მუხლის II, 25, 316-ე მუხლის II, 316-ე მუხლის II და 376-ე მუხლის II ნაწილებით გათვალისწინებულ ქმედებებს და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულების: ბ. ფ-ის, ვ. ხ-ის, ზ. მ-ის, ზ. მ-ლის, ნ. ბ-ის, მსჯავრდებულების: შ. გ-ის, ა. ბ-ის, ი. თ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების: თ. ს-ის, კ. პ-ას, გ. მ-ის, მსჯავრდებულების: კ. ო-ის, ლ. ა-ის, ბ. გ-ის, ზ. ბ-ის, ვ. ს-ის, ვ. ს-ლის, ი. ს-ის, ზ. ჯ-ისა და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატების: ზ. ჯ-ისა და გ. ნ-ის, შ. თ-ის, ე. ბ-ისა და ნ. ბ-ის, ზ. თ-ისა და მ. პ-ის, გ. კ-ისა და გ. ჯ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 21 ოქტომბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.