საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ
1163აპ-10 22 თებერვალი, 2011 წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე – პაატა სილაგაძე
მოსამართლეები: ზაზა მეიშვილი
გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ქ-ის, მსჯავრდებულების _ ჯ. მ-ისა და დ. ტ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ლ. ა-ისა და ლ. ზ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ნოემბრის განაჩენზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით:
დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროს პროკურორ ა. ს-სა და განსასჯელ ვ. მ-ს შორის.
ვ. მ-ი ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტითა და იმავე მუხლის III ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენაში, რისთვისაც სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის V ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 31 აგვისტოს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და იმავე კოდექსის 59-ე მუხლის II ნაწილის გამოყენებით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 2 წელი, 6 თვე და საბოლოოდ ვ. მ-ს სასჯელად განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის V ნაწილის საფუძველზე ვ. მ-ს დანიშნული სასჯელიდან 5 წლის მოხდა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 2 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.
იგი სასჯელს იხდის 2009 წლის 18 მარტიდან.
საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის V ნაწილის გამოყენებით ვ. მ-ს დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა _ 30000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ვ. მ-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” 2007 წლის 3 ივლისის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, ხოლო 10 წლით _ საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი ფულადი თანხა _ 885 ლარი საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე გადაეცა სახელმწიფოს საკუთრებაში.
ჯ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის ,,ა”, ,,ე” ქვეპუნქტებით _ 8 წლით, ხოლო 273-ე მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილით, შეკრების წესით, ჯ. მ-ეს სასჯელად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
იგი სასჯელს იხდის 2009 წლის 10 მარტიდან.
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი ფულადი თანხა _ 436 ლარი საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე გადაეცა სახელმწიფოს საკუთრებაში.
დ. ტ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით _ 9 წლით, 260-ე მუხლის III ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით _ 15 წლით, 260-ე მუხლის III ნაწილის ,,ა” (2009 წლის 19 მარტის ეპიზოდი) ქვეპუნქტით _ 15 წლით, ხოლო 236-ე მუხლის I ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილით, შეკრების წესით, დ. ტ-ეს სასჯელად განესაზღვრა 40 წლით, ხოლო სსკ-ის 50-ე მუხლის IV ნაწილის საფუძველზე _ 30 წლით თავისუფლების აღკვეთა.
იგი სასჯელს იხდის 2009 წლის 10 მარტიდან.
საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, დ. ტ-ეს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა: ავტომანქანა ,,მერსედეს-ბენცი”, სახელმწიფო ნომრით ,,...”; მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა _ 70 ლარი; მისი დროებითი საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული 2600 აშშ დოლარი.
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი, დ. ტ-ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული ,,BLOჭMINI MOD 2003” მოდელის შავი პისტოლეტი ¹... გადაეცა შს სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ცენტრის შტაბის შეიარაღების განყოფილებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის 2009 წლის 12 მარტის ბრძანებით დ. ტ-ისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო _ 10000 ლარი, საქართველოს სსსკ-ის 68-ე მუხლის VII ნაწილის შესაბამისად, ჩაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში.
მ. ქ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის III ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით _ 15 წლით, ხოლო 262-ე მუხლის IV ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით _ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილით, შეკრების წესით, მ. ქ-ეს სასჯელად განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა.
იგი სასჯელს იხდის 2009 წლის 12 მარტიდან.
ჯ. მ-ეს, დ. ტ-ესა და მ. ქ-ეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” 2007 წლის 3 ივლისის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვათ სატრანსპორტო საშუალების მართვის, ხოლო 15 წლით _ საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
ზ. ზ-ე ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში, რისთვისაც სასჯელად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
იგი სასჯელს იხდის 2009 წლის 16 მარტიდან.
ზ. ზ-ეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” 2007 წლის 3 ივლისის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 19 ოქტომბრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:
ჯ. მ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის ,,ა”, ,,ე” ქვეპუნქტებით _ 8 წლით, ხოლო 273-ე მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ” 2009 წლის 20 ნოემბრის საქართველოს კანონის თანახმად გაუნახევრდა და განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილით, შეკრების წესით, ჯ. მ-ეს სასჯელად განესაზღვრა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
დ. ტ-ე სასჯელს იხდის 2009 წლის 19 მარტიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავების პერიოდი _ 2009 წლის 10 მარტიდან 2009 წლის 12 მარტის ჩათვლით.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო პალატა სისხლის სამართლის საქმისა და საკასაციო საჩივრების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ ეს საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
პალატა აღნიშნავს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევებით, რაც ასევე არ დასტურდება საქმის შესწავლის შედეგად.
გარდა ამისა, საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის კრიტერიუმით.
მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულების მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის II ნაწილის ,,ა”, ,,ე” ქვეპუნქტებით, იმავე მუხლის III ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 262-ე მუხლის IV ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის I ნაწილითა და 273-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებებს და ამ კატეგორიის საქმეებზე, როგორც სამართლებრივი, ასევე საპროცესო შეფასების თვალსაზრისით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
ამდენად, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის განვითარებისა და სრულყოფისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ მითითებული სამართლებრივი წინაპირობების გარეშე _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 567-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ მ. ქ-ის, მსჯავრდებულების _ ჯ. მ-ისა და დ. ტ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების _ ლ. ა-ისა და ლ. ზ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ნოემბრის განაჩენზე არ იქნეს დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.