განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 02.04.2013
საქმის ნომერი
2კ-1012-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
02.04.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№10121-13 2 აპრილი, 2013 წელი

გ-ი ბ.- 10121-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის

პროკურორ - მ. ლ-ის

მსჯავრდებულ - ბ. გ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ბ. გ-ის საჩივარი სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ილ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004 წლის 19 თებერვლის განაჩენით ბ. გ-ი, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით, მე-2 ნაწილით - 4 წლით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით - 7 წლით, 237-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 5 წლით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - 10 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 3 წლით, მე-2 ნაწილით - 5 წლით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით - 8 წლით, 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით - 4 წლით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით - 7 წლით, 224-ე მუხლით - 18 წლით, 109-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით - უვადო თავისუფლების აღკვეთა; უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და მსჯავრდებულს საბოლოოდ განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა; იგი სასჯელს იხდის 2003 წლის 1 ივნისიდან.

ამავე სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004 წლის 10 ივნისის განჩინებით აღნიშნული განაჩენი შეიცვალა: ბ. გ-ს მოეხსნა სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება და ამ ნაწილში საქმე შეწყდა; მსჯავრდებულის ქმედება სსკ-ის 109-ე მუხლის „გ“ პუნქტიდან გადაკვალიფიცირდა 108-ე მუხლზე, ხოლო 224-ე მუხლიდან - 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებზე, 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებზე და 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებზე; მსჯავრდებულს მიესაჯა: სსკ-ის 108-ე მუხლით – 14 წლით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით – 10 წლით, 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით – 5 წლით, ხოლო 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; ამავე კოდექსის 59-ე მუხლის გამოყენებით სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ და მსჯავრდებულს საბოლოოდ განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 29 ნოემბრის განჩინებით ბ. გ-ის ქმედება სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტიდან (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე; სხვა ნაწილში უზენაესი სასამართლოს 2004 წლის 10 ივნისის განჩინება დარჩა უცვლელად.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ბ. გ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა უზენაესი სასამართლოს 2004 წლის 10 ივნისის განჩინებით სსკ-ის 108-ე მუხლით დანიშნული 8 წელი, 9 თვე და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, 6 თვითა და 22 დღით; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული 6 წელი, 3 თვე და განესაზღვრა 4 წლით, 8 თვითა და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა; ერთი მეოთხედით შემცირდა 184-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული 3 წელი, 3 თვე და განესაზღვრა 2 წლით, 5 თვითა და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა; მსჯავრდებულს ერთი მეოთხედით შეუმცირდა 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებით დანიშნული 1 წელი, 9 თვე და განესაზღვრა 1 წლით, 3 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა; ბ. გ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებული საჩივარში აღნიშნავს, რომ მას გასაჩივრებული განჩინებით არ შეუმცირდა სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2, მე-3 ნაწილებით, 237-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ითხოვს გასაჩივრებული განჩინების შეცვლას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2004 წლის 19 თებერვლის განაჩენითა და ამავე წლის 10 ივნისის განჩინებით ირკვევა, რომ გარდა გასაჩივრებულ განჩინებაში აღნიშნული მუხლებისა, ბ. გ-ი მსჯავრდებულია სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2, მე-3 ნაწილებით, 237-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ბ. გ-ს, როგორც ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევ პირს, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებითა და 237-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული 2, 4 და 10 წელი და უნდა განესაზღვროს 1 წლითა და 6 თვით, 3 წლით და 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე უნდა გაუნახევრდეს 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 237-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული 7 და 5 წელი და განესაზღვროს 3 წლითა და 6 თვით და 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მსჯავრდებულს სწორად შეუმცირდა ერთი მეოთხედით სხვა მუხლებით (108-ე, 179-ე, 184-ე და 143-ე) დანიშნული სასჯელი და ვინაიდან მსჯავრდებულს საბოლოო ზომა - 20 წელი - განესაზღვრა ყველა მუხლით (მათ შორის - 236-ე და 237-ე) განსაზღვრული სასჯელების ნაწილობრივი შეკრებით, ამ სასჯელში ზემოაღნიშნული მუხლებით დანიშნული და ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელების პროპორციული წილის ჯამი შეადგენს 13 წელსა და 8 თვეს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ბ. გ-ს საბოლოოდ უნდა განესაზღვროს 13 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა უნდა დაეწყოს 2003 წლის 1 ივნისიდან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ბ. გ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინება შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ:

ბ. გ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული 2 წელი და განესაზღვროს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

ბ. გ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული 4 წელი და განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;

ბ. გ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს სსკ-ის 237-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული 10 წელი და განესაზღვროს 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

ბ. გ-ს გაუნახევრდეს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული 7 წელი და განესაზღვროს 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

ბ. გ-ს გაუნახევრდეს სსკ-ის 237-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული 5 წელი და განესაზღვროს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

გასაჩივრებული განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად და ბ. გ-ს საბოლოოდ განესაზღვროს 13 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყოს 2003 წლის 1 ივნისიდან.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

გ. შავლიაშვილი