დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 17.10.2013
საქმის ნომერი
134აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
17.10.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№134აგ-13 17 ოქტომბერი, 2013 წელი

მ-ი პ, 134აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი, (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ პ. მ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა 2013 წლის 12 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 5 სექტემბრის განაჩენით პ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 224–ე მუხლით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც სსკ–ის მე–60 მუხლის თანახმად, ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ მას განესაზღვრა 15 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2004 წლის 8 მარტიდან.

აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 23 იანვრის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:

პ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 224–ე მუხლით (2006 წლამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ–ის მე-60 მუხლის თანახმად, მის მიმართ დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ მას განესაზღვრა 15 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა. პ. მ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2004 წლის 8 მარტიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 29 აპრილის განჩინებით პ. მ-ს ქმედება საქართველოს სსკ–ის 224–ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა 224–ე მუხლის მოქმედი რედაქციის მე–2 ნაწილზე და მიესაჯა 12 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 25 აპრილის განაჩენით პ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 3782–ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 1 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 11 წელი, 11 თვე, 14 დღე და საბოლოოდ მას განესაზღვრა 15 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა. პ. მ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2004 წლის 8 მარტიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 29 აპრილის განჩინებით პ. მ-ს ქმედება საქართველოს სსკ–ის 224–ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა 224–ე მუხლის მოქმედი რედაქციის მე–2 ნაწილზე და მიესაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ მას განესაზღვრა 12 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 25 აპრილის განაჩენით პ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 3782–ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 1 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა. სსკ–ის 59-ე მუხლის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 11 წელი, 11 თვე, 14 დღე და საბოლოოდ მას განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 წლის, 3 თვისა და 14 დღის ვადით, რომლის მოხდა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან – 2007 წლის 25 აპრილიდან.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 2 ივნისის დადგენილებით მსჯავრდებულ პ. მ-ს მიმართ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 25 აპრილის განაჩენით დანიშნულ სასჯელს - თავისუფლების აღკვეთას 1 წლისა და 4 თვის ვადით - დაემატა ამ განაჩენის მიღების დროისათვის წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის - 8 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთის - მოუხდელი ნაწილი - 8 წელი, 11 თვე, 14 დღე და საბოლოოდ მას მოსახდელად განესაზღვრა 10 წლით, 3 თვითა და 14 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2007 წლის 25 აპრილიდან.

გორის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით პ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი. ამავე განაჩენით სისხლის სამართლის საქმეს ლ. მ-ს, ზ. შ-ს, ზ. შ-ს მიმართ გამოეყო სისხლის სამართლის საქმე პ. მ-ს მიმართ - სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „გ“ და „ე“ პუნქტებით, 236–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის შესახებ და დამატებითი გამოძიებისათვის დაუბრუნდა გორის პროკურატურას.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2004 წლის 5 მარტის განაჩენით ცვლილება შევიდა გორის რაიონის სასამართლოს 2003 წლის 2 ოქტომბრის განაჩენში:

პ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2003 წლის 17 იანვრიდან 2003 წლის 2 ოქტომბრის ჩათვლით, ხოლო აღკვეთის ღონისძიება - პოლიციის ზედამხედველობაში გადაცემა - შეიცვალა პატიმრობით.

სახელმწიფო ორგანოში პირის მოყვანის შესახებ 2004 წლის 8 მარტის ოქმის თანახმად, პ. მ-ი დააკავეს 2004 წლის 8 მარტს და თბილისის საოლქო სასამართლოს 2004 წლის 5 მარტის განაჩენით დანიშნულ სასჯელს იხდის 2004 წლის 8 მარტიდან.

დამატებითი გამოძიებისათვის გორის პროკურატურისთვის დაბრუნებულ საქმეზე განაჩენი გამოტანილია თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ 2006 წლის 5 სექტემბერს.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის თანახმად, პ. მ-ს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 25 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 3782–ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 1 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა შემცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის თანახმად, პ. მ-ს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 29 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 224–ე მუხლის მე–2 ნაწილით დანიშნული სასჯელი - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შემცირდა ერთი მეოთხედით - 3 წლით და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის თანახმად, პ. მ-ს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 5 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შემცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ–ის 59–ე მუხლის საფუძველზე მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 25 აპრილის განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 1 წლით თავისუფლების აღკვეთას - დაემატა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 29 აპრილის განჩინებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 5 წელი, 10 თვე, 13 დღე და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით, 10 თვითა და 13 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2007 წლის 25 აპრილიდან.

2013 წლის 14 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა პ. მ-ა, რომელმაც „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონის თანახმად, ამავე კოდექსის 59–ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ითხოვა მის მიმართ განაჩენის გადასინჯვა და ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 12 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ პ. მ-ს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 25 აპრილის განაჩენი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 29 აპრილის განჩინება, თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 5 მარტის განაჩენი და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინება პ. მ-ს მიმართ.

მსჯავრდებული პ. მ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 12 ივნისის განაჩენის ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ პ. მ-ს პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის ან ნაწილობრივი შეკრების წესის გამოყენება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ პ. მ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 12 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი