დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 01.05.2013
საქმის ნომერი
2კ-1519-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
01.05.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№15191-13 1 მაისი, 2013 წელი

კ-ა ა, 15191-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

მაია ვაჩაძე, პაატა ქათამაძე

სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის

პროკურორ - დ. ბ-ს

ადვოკატ - ნ. ა-ს

მსჯავრდებულ - ა. კ-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ა. კ-ს საჩივარი ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 22 მარტის განაჩენით ა. კ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, იმავე მუხლის მე–2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, იმავე მუხლის მე–3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, 178–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით, 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სსკ–ის 2000 წლის რედაქცია) - თავისუფლების აღკვეთა 10 წლით, 1431–ე მუხლის მე–2 ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 10 წლით, 252–ე მუხლის მე–2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, 104–ე მუხლის პირველი და მე–7 პუნქტებით (სსკ–ის 1960 წლის რედაქცია) – თავისუფლების აღკვეთა 18 წლით. სსკ–ის მე–40 მუხლისა (სსკ–ის 1960 წლის რედაქცია) და სსკ–ის 59–ე მუხლის მე–3 და მე–4 ნაწილების (სსკ–ის 2000 წლის რედაქცია) საფუძველზე ნაწილობრივ შეიკრიბა ზემოთ აღნიშნული მუხლებით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, ერთობლივად, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 20 წლით; აქედან სასჯელის პირველი 3 წლის მოხდა განესაზღვრა საპყრობილეში, ხოლო დანარჩენი - მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ა. კ-ა აყვანილ იქნა პატიმრობაში განაჩენის გამოცხადებისთანავე. მას ჩაეთვალა პატიმრობაში გატარებული დრო– 2000 წლის 9 ივნისიან 2002 წლის 26 აგვისტომდე და სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 26 ივლისის განჩინებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წლის 22 მარტის განაჩენი ა. კ-ს მიმართ საქართველოს სსკ–ის 1431–ე მუხლის მე–2 ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების ეპიზოდში, რომლითაც მას შეეფარდა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, დარჩა უცვლელად. სხვა ნაწილში განაჩენი გაუქმდა და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეცა ფოთის საქალაქო სასამართლოს.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 22 აპრილის განაჩენით:

ა. კ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის გასაღების მიზნის გარეშე და უკანონო გასაღების ფაქტზე განმეორებით წარდგენილ ბრალდებებში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 252-ე მუხლის მეორე ნაწილით.

ა. კ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებსა (2000 წლის რედაქცია) და 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (ამჟამად მოქმედი რედაქცია).

ა. კ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით (2000 წელს მოქმედი რედაქცია) _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეორე ნაწილით (2000 წელს მოქმედი რედაქცია) _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მესამე ნაწილით (ამჟამად მოქმედი რედაქცია) _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ (2000 წელს მოქმედი სსკ-ის რედაქცია) და 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ამჟამად მოქმედი რედაქცია) _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ამჟამად მოქმედი რედაქცია) _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 104-ე მუხლის პირველი და მეშვიდე პუნქტებით (სსკ-ის 1960 წლის რედაქცია) _ 18 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სსკ-ის 50-ე მუხლის მეოთხე პუნქტის პირველი წინადადების მიხედვით, ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი განისაზღვრა 25 წლით, რასაც სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მთლიანად მიემატა ა. კ-ს და სხვათა ბრალდების საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 22 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 7 წელი, 9 თვე და 13 დღე. საქართველოს სსსკ-ის 540-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად, ა. კ-ს საბოლოოდ ერთობლივად მიესაჯა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის ვადაში ჩაეთვალა სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო _ 2000 წლის 9 ივნისიდან 2002 წლის 26 აგვისტომდე და სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს დაკავების დღიდან.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 17 ივნისის განაჩენით ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 22 აპრილის განაჩენი ა. კ-ს მიმართ დარჩა უცვლელად, კერძოდ:

ა. კ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის გასაღების მიზნის გარეშე და უკანონო გასაღების ფაქტზე განმეორებით წარდგენილ ბრალდებებში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 252-ე მუხლის მეორე ნაწილით.

ა. კ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებსა (2000 წლის რედაქცია) და 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (ამჟამად მოქმედი რედაქცია).

ა. კ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით (2000 წელს მოქმედი რედაქცია) _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეორე ნაწილით (2000 წელს მოქმედი რედაქცია) _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მესამე ნაწილით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა (ამჟამად მოქმედი რედაქცია), 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ (2000 წელს მოქმედი სსკ-ის რედაქცია) და 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ამჟამად მოქმედი რედაქცია) _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ამჟამად მოქმედი რედაქცია) _ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 104-ე მუხლის პირველი და მეშვიდე პუნქტებით (სსკ-ის 1960 წლის რედაქცია) _ 18 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სსკ-ის 50-ე მუხლის მეოთხე პუნქტის მიხედვით, ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი განისაზღვრა 25 წლით, რასაც სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მთლიანად მიემატა ა. კ-ს და სხვათა ბრალდების საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 22 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 7 წელი, 9 თვე და 13 დღე. საქართველოს სსსკ-ის 540-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად, ა. კ-ს საბოლოოდ ერთობლივად მიესაჯა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 9 თებერვლიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 21 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

2013 წლის 15 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №1 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ა. კ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ა. კ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

მსჯავრდებულ ა. კ-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3, მე-12, მე-16 მუხლების თანახმად, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 22 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილის, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტების (2000 წელს მოქმედი სსკ–ის რედაქცია), 177-ე მუხლის მე-2 ნაწლის „ა“ ქვეპუნქტის (ამჟამად მოქმედი რედაქცია), 236-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, 104-ე მუხლის პირველი და მე-7 პუნქტებისა (სსკ–ის 1960 წლის რედაქცია) და 1431-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელი - 20 წლით თავისუფლების აღკვეთ -ა შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა 11 წლით, 7 თვითა და 21 დღით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად. ა. კ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 9 თებერვლიდან.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ა. კ-მ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინებაში ცვლილების შეტანა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ფოთის საქალაქო სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლით, რომლის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაული (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები).

საქალაქო სასამართლომ ასევე კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-12 მუხლით, რომლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ პირს.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება. რადგან ა. კ-ა ნასამართლევია მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულების ჩადენისათვის, მასზე უნდა გავრცელდეს სწორედ ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ა. კ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

პ. ქათამაძე