დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 22.05.2013
საქმის ნომერი
2კ-1625-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
22.05.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№16251-13 22 მაისი, 2013 წელი

ყ-ა მ., 16251-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ ი. ჩ-ის

მსჯავრდებულ _ მ. ყ-ას

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ მ. ყ-ას საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 27 ივნისის განაჩენით მ. ყ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 311-ე მუხლით – 11 წლით, 327-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 12 წლით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (9 ეპიზოდი) – 1-1 წლით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით (9 ეპიზოდი) – 3-3 წლით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით – 5 წლით, 323-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (6 ეპიზოდი) – 13 წლით, 323-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით – 16 წლით, მე-19,323-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე და 50-ე მუხლების საფუძველზე მ. ყ.ას დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2011 წლის 16 თებერვლიდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 23 მაისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 21 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

2013 წლის 14 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ მ. ყ-ას მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ მ. ყ-ას მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებული მ. ყ-ა გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით (9-9 ეპიზოდი) დანიშნული სასჯელების მოხდისაგან; მასვე გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის მე-19,323-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა: სსკ-ის მე-19,323-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 6 წლითა და 6 თვით, ხოლო 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 311-ე მუხლით – 8 წლითა და 3 თვით, 327-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 9 წლით, 323-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (6 ეპიზოდი) – 9-9 წლითა და 9-9 თვით, ხოლო 323-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ მ. ყ-ას მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 30 წლის ვადით, რომლის მოხდა დაეწყო 2011 წლის 16 თებერვლიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინებით მ. ყ-ას აღუდგა საკასაციო წესით გასაჩივრების ვადა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა მ. ყ-ამ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მსჯავრდებული ითხოვს საჩივრის განხილვას, ობიექტური გადაწყვეტილების გამოტანას და მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის რეალურად გამოყენებას - მისთვის დანიშნული 30 წლით თავისუფლების აღკვეთის შემცირებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ მ. ყ-ას თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 23 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (9 ეპიზოდი) და ამავე მუხლის მე-2 ნაწილით (9 ეპიზოდი) დანიშნული სასჯელებისგან გათავისუფლება, ამავე კანონის მე-7, მე-12 და მე-16 მუხლების შესაბამისად, მისთვის საქართველოს სსკ-ის 19,323-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 236 მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელების განახევრება, ხოლო საქართველოს სსკ-ის 311-ე მუხლით, 327-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 323-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (6 ეპიზოდი), 323-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელების ერთი მეოთხედით შემცირება და მისთვის საბოლოოდ მოსახდელად 30 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა კანონიერია.

უსაფუძვლოა მსჯავრდებულის მითითება, რომ მისთვის სასჯელი უნდა დაანგარიშდეს დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ მოსახდელად განსაზღვრული სასჯელიდან - 30 წლით თავისუფლების აღკვეთიდან - ვინაიდან, „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-17 მუხლის თანახმად, პირზე, რომელსაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელი დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების წესის გამოყენებით დაენიშნა, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება თითოეული დანაშაულისა და სასჯელისათვის ცალ-ცალკე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 თებერვლის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8, მე-11, მე-13, მე-16, 26-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ მ. ყ-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე