შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№1229აგ-13 28 მარტი, 2014 წელი
კ-ი ი.- №1229აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების - ი. კ-ის, გ. ჯ-ისა და ჯ. თ-ის საკასაციო საჩივრები ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 19 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2006 წლის 18 იანვრის განაჩენით ი. კ-ი, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის 1–ლი ნაწილით - 1 წლით;
სსკ–ის 236–ე მუხლის მე–2 ნაწილით - 3 წლით;
სსკ–ის 236–ე მუხლის მე–3 ნაწილით - 6 წლით;
სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით –14 წლით;
სსკ-ის 109–ე მუხლის „ვ“, „ზ“, „ი“, „ლ“ ქვეპუნქტებით - 18 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3, მე-4 ნაწილების საფუძველზე, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით, ი. კ-ს დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 22 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ი. კ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2004 წლის 25 თებერვლიდან.
იმავე განაჩენით გ. ჯ-ე, ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის 1–ლი ნაწილით - 1 წლით;
სსკ–ის 236–ე მუხლის მე–2 ნაწილით - 3 წლით;
სსკ–ის 236–ე მუხლის მე–3 ნაწილით - 6 წლით;
სსკ–ის 18, 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით - 7 წლით;
სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით - 13 წლით;
სსკ–ის 109–ე მუხლის „ვ“, „თ“, „ი“, „ლ“ ქვეპუნქტებით - 18 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3, მე-4 ნაწილების საფუძველზე, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით, გ. ჯ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 22 წლით თავისუფლების აღკვეთა.
გ. ჯ-ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2004 წლის 14 თებერვლიდან.
ჯ. თ-ი, ნასამართლევი (ხონის რაიონული სასამართლოს 1992 წლის 4 ნოემბრის განაჩენით მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 152-ე, 238-ე, 252-ე მუხლებით (ძველი რედაქცია) და შთანთქმის პრინციპის გამოყენებით მიესაჯა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო 1992 წლის 13 აგვისტოდან), - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის 1–ლი ნაწილით - 1 წლით;
სსკ–ის 236–ე მუხლის მე–2 ნაწილით - 3 წლით;
სსკ–ის 236–ე მუხლის მე–3 ნაწილით - 6 წლით;
სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით - 4 წლით;
სსკ–ის 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - 6 წლით;
სსკ–ის 18,179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით - 7 წლით;
სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით - 13 წლით;
სსკ–ის 109–ე მუხლის „ვ“, „თ“, „ი“, „ლ“ ქვეპუნქტებით - 18 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3, მე-4 ნაწილების საფუძველზე, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით, ჯ. თ-ს დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 22 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ჯ. თ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2004 წლის 5 სექტემბრიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 31 ივლისის განჩინებით ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2006 წლის 18 იანვრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:
ი. კ-ის ქმედება სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2000 წლის რედაქცია) გადაკვალიფიცირდა სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი (2000 წლის რედაქცია) გადაკვალიფიცირდა სსკ–ის 179–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ–ის 109–ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი (2000 წლის რედაქცია) გადაკვალიფიცირდა სსკ–ის 109–ე მუხლის 1–ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე და განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ–ის 109–ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი (2000 წლის რედაქცია) გადაკვალიფიცირდა სსკ–ის 109–ე მუხლის 1–ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე და განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენი ი. კ-ის მიმართ სხვა ნაწილში, მათ შორის სასჯელის ნაწილში, დარჩა უცვლელად.
გ. ჯ-ის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ–ის 18,179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.
გ. ჯ-ის ქმედება სსკ–ის სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2000 წლის რედაქცია) გადაკვალიფიცირდა სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტები (2000 წლის რედაქცია) გადაკვალიფიცირდა სსკ–ის 179–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებზე და განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სსკ–ის 109–ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტი (2000 წლის რედაქცია) გადაკვალიფიცირდა სსკ–ის 109–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე და განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ–ის 109–ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი (2000 წლის რედაქცია) გადაკვალიფიცირდა სსკ–ის 109–ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე და განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენი გ. ჯ-ის მიმართ სხვა ნაწილში, მათ შორის სასჯელის ნაწილში, დარჩა უცვლელად.
ჯ. თ-ის ქმედება სსკ–ის 18,179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2000 წლის რედაქცია) გადაკვალიფიცირდა სსკ–ის 18,179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და განესაზღვრა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (2000 წლის რედაქცია) გადაკვალიფიცირდა სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტები (2000 წლის რედაქცია) გადაკვალიფიცირდა სსკ–ის 179–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებზე და განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ–ის 109–ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტი (2000 წლის რედაქცია) გადაკვალიფიცირდა სსკ–ის 109–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე და განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ–ის 109–ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი (2000 წლის რედაქცია) გადაკვალიფიცირდა სსკ–ის 109–ე მუხლის 1–ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე და განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი (2000 წლის რედაქცია) გადაკვალიფიცირდა სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, დანიშნული სასჯელის შეუცვლელად.
სსკ–ის 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი (1999 წლის რედაქცია) გადაკვალიფიცირდა სსკ–ის 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, დანიშნული სასჯელის შეუცვლელად.
განაჩენი ჯ. თ-ის მიმართ სხვა ნაწილში, მათ შორის სასჯელის ნაწილში, დარჩა უცვლელად.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 თებერვლის განჩინებით ი. კ-ი „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე:
გათავისუფლდა საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის 1–ლი და მე–2 ნაწილებით დანიშნული სასჯელების შემდგომი მოხდისაგან.
მასვე იმავე კანონის საფუძველზე გაუნახევრდა სსკ–ის 236–ე მუხლის მე–3 ნაწილით დანიშნული სასჯელი, რაც (საერთო სასჯელში - 22 წლით თავისუფლების აღკვეთაში) შეადგენს 2 წელს და 3 თვეს და მოსახდელად განესაზღვრა 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.
მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 31 ივლისის განჩინებით სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ–ის 179–ე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 109–ე მუხლის 1–ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 109–ე მუხლის 1–ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელები, რაც საერთო სასჯელში შეადგენს 18 წელს, 3 თვეს და სასჯელად განესაზღვრა 13 წლით, 8 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა.
ი. კ-ს დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 14 წლით, 9 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო 2004 წლის 25 თებერვლიდან.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 თებერვლის განჩინებით გ. ჯ-ე „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე:
გათავისუფლდა საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის 1–ლი და მე–2 ნაწილებით დანიშნული სასჯელების მოხდისაგან.
გაუნახევრდა სსკ–ის 236–ე მუხლის მე–3 ნაწილით დანიშნული სასჯელი, რაც საერთო სასჯელში შეადგენს 2 წელს, 1 თვესა და 17 დღეს და მოსახდელად განესაზღვრა 1 წლითა და 23 დღით თავისუფლების აღკვეთა.
ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 31 ივლისის განჩინებით საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ–ის 179–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 109–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 109–ე მუხლის 1–ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი, რაც საერთო სასჯელში შეადგენს 18 წელს, 5 თვეს, 10 დღეს და მოსახდელად განესაზღვრა 13 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა.
გ. ჯ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 14 წლით, 10 თვითა და 23 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო 2004 წლის 14 თებერვლიდან.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებით ჯ. თ-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 31 ივლისის განჩინებით დანიშნული სასჯელი - 22 წლით თავისუფლების აღკვეთა და მოსახდელად განესაზღვრა 16 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაეწყო 2004 წლის 5 სექტემბრიდან.
2013 წლის 23, 30 მაისს და 27 ივნისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შევიდა მსჯავრდებულების – ი. კ-ის, გ. ჯ-ისა და ჯ. თ-ის შუამდგომლობები, რომლებითაც ითხოვეს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების საფუძველზე კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 19 ივლისის განაჩენით ი. კ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, ხოლო გ. ჯ-ისა და ჯ. თ-ის შუამდგომლობები არ დაკმაყოფილდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 31 ივლისის განჩინებასა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 თებერვლის განჩინებაში შევიდა შემდეგი ცვლილება:
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, ი. კ-ის მიმართ სსკ–ის 109–ე მუხლის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებით (2000 წლის რედაქცია) დანიშნულმა და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქა დანარჩენი ეპიზოდებისათვის დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელები და საბოლოოდ ი. კ-ს სასჯელად განესაზღვრა 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ი. კ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2004 წლის 25 თებერვლიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 31 ივლისის განჩინება, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 თებერვლის განჩინებები და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულებმა საკასაციო საჩივრებით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. ი. კ-მა და გ. ჯ-ემ ითხოვეს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2013 წლის 17 აპრილს სსკ-ის 59-ე მუხლში შესული ცვლილების საფუძველზე შთანთქმის პრინციპის გამოყენება, ხოლო ჯ. თ-მა ითხოვა განაჩენის გადასინჯვა და სასჯელის შემსუბუქება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ გ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ი. კ-ისა და . თ-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: ,,დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას“.
იმის გათვალისწინებით, რომ ჯ. თ-ი წინათ ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2006 წლის 18 იანვრის განაჩენით (რომელიც შეიცვალა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 31 ივლისის განჩინებით) გათვალისწინებულ დანაშაულებთან მიმართებით სახეზე გვაქვს დანაშაულის რეციდივი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.
რაც შეეხება ი. კ-ს, რომელიც ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2006 წლის 18 იანვრის განაჩენით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენის დროს არ იყო ნასამართლევი, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მის მიმართ კანონიერად გაავრცელა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოქმედება და შთანთქმის პრინციპის გამოყენებით ასევე კანონიერად განუსაზღვრა საბოლოო სასჯელი.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას ი. კ-სა და ჯ. თ-თან მიმართებით, რადგან მიაჩნია, რომ ი. კ-ის მიმართ დანაშაულთა ერთობლიობით შთანთქმის და ჯ. თ-ის მიმართ - ნაწილობრივი შეკრების პრინციპებით დანიშნული სასჯელები სამართლიანია, შეესაბამება მათ პიროვნებებსა და ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს. შესაბამისად, მიზანშეუწონელია სხვაგვარად სასჯელების ზომის კიდევ უფრო შემცირება, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ამასთან, საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას გ. ჯ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებასთან დაკავშირებით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას – ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.
იმის გათვალისწინებით, რომ გ. ჯ-ე ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2006 წლის 18 იანვრის განაჩენით შერაცხულ დანაშაულთა ჩადენის დროს არ იყო ნასამართლევი, მის მიმართ უნდა გავრცელდეს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოქმედება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 19 ივლისის განაჩენში უნდა შევიდეს შემდეგი ცვლილება:
გ. ჯ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 109 მუხლის ,,ვ“ და ,,ი“ ქვეპუნქტებით (2000 წლის რედაქცია) დანიშნულმა და ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ¼-ით შემცირებულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთამ - უნდა შთანთქას დანარჩენი დანაშაულებრივი ეპიზოდებისათვის დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელები. საბოლოოდ გ. ჯ-ეს სასჯელად უნდა განესაზღვროს 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
გ. ჯ-ეს სასჯელის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს 2004 წლის 14 თებერვლიდან.
განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის ი. კ-ისა და ჯ. თ-ის მიმართ შთანთქმისა და ნაწილობრივი შეკრების პრინციპებით დანიშნული სასჯელების ნაწილში, უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე, 314-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
მსჯავრდებულების - ი. კ-ისა და ჯ. თ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 19 ივლისის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით გ. ჯ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 109 მუხლის ,,ვ“ და ,,ი“ ქვეპუნქტებით (2000 წლის რედაქცია) დანიშნულმა და ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ¼-ით შემცირებულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქას დანარჩენი დანაშაულებრივი ეპიზოდებისათვის დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელები. საბოლოოდ გ. ჯ-ეს სასჯელად განესაზღვროს 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
გ. ჯ-ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს 2004 წლის 14 თებერვლიდან.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 19 ივლისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი