საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №429აპ-20 ქ. თბილისი
თ-ი ზ., 429აპ-20 26 ნოემბერი, 2020 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 21 თებერვლის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორ ლაშა კოტრიკაძისა და მსჯავრდებულ ზ. თ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ტ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ზ. თ-ისათვის წარდგენილი ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:
1.1. თბილისის საბურთალოს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1988 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ. თ-ის ქ. N---ში მდებარე, ე.წ „ბარაკული“ ტიპის საცხოვრებელ სახლებში მცხოვრები ოჯახებისათვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აშენების მიზნით, ჩამოყალიბდა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „თ-ი --.“ 2000 წლის 8 დეკემბრის ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „თ-ი ---ის“ დადგენილებით ამხანაგობის თავმჯდომარედ აირჩიეს ზ. თ-ი, ასევე დამტკიცდა ამხანაგობის დებულება. 2003 წლის 20 ნოემბერს დამტკიცდა ცვლილებები ამხანაგობის დებულებაში, რომლითაც ერთმანეთისაგან გაიმიჯნა ამხანაგობის დამფუძნებელი და არადამფუძნებელი წევრები. დამფუძნებელ წევრებად მიიჩნიეს პირები, რომლებიც გაწევრიანებული იყვნენ ამხანაგობაში 2000 წლის 8 დეკემბრამდე, ხოლო ჩვეულებრივ წევრებად ითვლებოდნენ პირები, რომლებიც ამხანაგობის წევრები გახდებოდნენ ამავე დებულების საფუძველზე. ამავე დებულებით, ამხანაგობის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის წარმოება და ამხანაგობის წევრის გარიცხვის საკითხის გადაწყვეტა განეკუთვნა ამხანაგობის გამგეობის კომპეტენციას. 2004 წლის 25 ივნისს გაფორმდა ხელშეკრულება „თ-ი ---სა“ შპს „ც. პ. ჯგუფს“ შორის, რომლითაც ამხანაგობა უკვეთავდა, ხოლო შპს „ც. პ. ჯ-“ უზრუნველყოფდა „დამკვეთის“ მიერ მოზიდული სახსრებით, თ-ის ქუჩის N--ში მდებარე ამხანაგობის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობისა და ექსპლუატაციაში მიღების მიზნით საჭირო საშუამავლო მომსახურებას. მიუხედავად იმისა, რომ ამხანაგობა „თ-ი ---ის“ დამფუძნებელ წევრებთან შეთანხმებით უნდა მომხდარიყო ხსენებულ პირთათვის 10 500 კვ.მ. საცხოვრებელი ფართის გადაცემა, ზ. თ-მა პირადი გამორჩენის მიღების განზრახვით, ამხანაგობის ინტერესის საწინააღმდეგოდ, შპს „ც. პ. ჯგუფთან“ გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ამხანაგობის დამფუძნებელ წევრთა ბინებით დასაკმაყოფილებლად გაიცემოდა 7250 კვ.მ. საცხოვრებელი და 100 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი. გარდა ამისა, შპს „ც. პ. ჯგუფს“ უნდა განეხორციელებინა საშუამავლო მომსახურება ამხანაგობაში სხვა პირთა გასაწევრიანებლად და საცხოვრებელი კორპუსის ასაშენებლად. 2004 წლის 11 ოქტომბერს გაფორმდა ხელშეკრულება „თ-ი -სა,“ სს “ე-ის ს. ს-სა“ და შპს „თ-ს“ შორის, რომლითაც ამხანაგობა უკვეთავდა, ხოლო შპს „თ“ კისრულობდა ვალდებულებას, განეხორციელებინა თ-ი, თ-ის ქ. N--ში, „დამკვეთის“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა, დამტკიცებული პროექტის შესაბამისად. 2011 წლის 6 აპრილს გაფორმდა ხელშეკრულება ი.ბ.ა „თ-ი ---სა“ და შპს „ც. პ. ჯგუფს“ შორის, რომლითაც 7250 კვ.მ. საცხოვრებელი და 100 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი უნდა გადასცემოდა ი.ბ.ა „თ-ი ---ს,“ ხოლო დარჩენილი ფართი უნდა გადასცემოდა შპს “ც. პ-ს.“ ხელშეკრულების თანახმად, შპს „ც. პ. ჯგუფს“ უნდა უზრუნველეყო ი.ბ.ა „თ-ი -ის“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის დასრულება. მიუხედავად ჩამოთვლილი ხელშეკრულებებისა, ამხანაგობა „თ-ი -ის“ თავმჯდომარე ზ. თ-მა არათუ უზრუნველყო ამხანაგობის წინაშე დასახული მიზნის - სამშენებლო კომპლექსის მშენებლობის დასრულება და ექსპლუატაციაში მიღება, არამედ გამოიყენა მისთვის მინიჭებული ამხანაგობის ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება ამხანაგობის წევრთა კუთვნილი ქონების მითვისებისა და გაფლანგვისათვის, კერძოდ:
1.1.1. 2004 წლის 11 დეკემბერს ამხანაგობა „თ-ი ---ის“ თავმჯდომარე ზ. თ-მა ამხანაგობის სახელით გააფორმა მოქალაქე კ. ყ-თან ხელშეკრულება მრავალსართულიანი სახლის ბლოკ N--ში 3-ოთახიანი ბინის აშენებასთან დაკავშირებით, რომლის ღირებულების სახით კ. ყ-ს უნდა შეეტანა - 31 600 აშშ დოლარი. 2007 წლის 10 მაისს მხარეთა შეთანხმებით, კ. ყ-ისათვის ასაშენებელი ფართის მოცულობა განისაზღვრა 112.77 კვ.მ.-ის ოდენობით, ხოლო შენატანი - 34 600 დოლარით. 2005-2007 წლების განმავლობაში, კ. ყ-მა სრულად შეიტანა ხსენებული თანხა ამხანაგობის სალაროში. ამხანაგობის თავმჯდომარე ზ. თ-მა, ნაცვლად იმისა, რომ ფულადი შენატანი მიემართა მშენებლობის საჭიროებისათვის, ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 935-ე მუხლის პირველ ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, გაენაწილებინა ამხანაგობის წევრებს შორის, მიითვისა მათი კუთვნილი შემოსავალი, რითაც მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი. ზ. თ-ი არ დასჯერდა კ. ყ-ისაგან 34 600 აშშ დოლარის მითვისებას და 2010 წლის მაისში მოითხოვა და ამხანაგობის სალაროში დამატებით შეატანინა 2500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ინფრასტრუქტურის ხარჯების დასაფარად, რაც ასევე მიითვისა.
1.1.2. თბილისის საბურთალოს რაისაბჭოს აღმასკომის 1990 წლის 24 იანვრის N-- გადაწყვეტილებით ე. მ-ი გაწევრიანდა ამხანაგობა „თ-ი ---ში,“ 4-ოთახიანი ბინათმშენებლობის უფლებით. ამავე ამხანაგობის 2003 წლის 20 ნოემბრის დებულების შესაბამისად, ე. მ-ი ითვლებოდა დამფუძნებელ წევრად და მშენებლობისათვის რაიმე საზღაურის გადახდის გარეშე უნდა მიეღო მისი კუთვნილი ფართი. მიუხედავად იმისა, რომ ამხანაგობის 2003 წლის 20 ნოემბრის დებულებით ოთხოთახიანი ბინის ფართი განისაზღვრებოდა 110 კვ.მ.-ის ოდენობით, 2004 წლის 11 მაისს ამხანაგობა „თ-ი ---ის“ თავმჯდომარე ზ. თ-მა ამხანაგობის სახელით, ე. მ-ის მემკვიდრესთან - უ. ჯ-თან გააფორმა ხელშეკრულება, რომლითაც ამხანაგობის გამგეობა იღებდა ვალდებულებას, შენატანის გადახდის გარეშე უ. ჯ-ი დაეკმაყოფილებინა მშენებარე მრავალსართულიან სახლში მხოლოდ 60 კვ.მ. საცხოვრებელი ფართით. ამავდროულად, ზ. თ-მა შესთავაზა უ. ჯ-ს მისაღები ფართის გაზრდა გარკვეული თანხის შეტანის შემთხვევაში. უ. ჯ-ი დასთანხმდა ზ. თ-ის მოთხოვნას, რის შემდგომაც ზ. თ-მა ამხანაგობის სახელით, ძველი ხელშეკრულების ნომრისა და თარიღის გამოყენებით, გააფორმა ახალი ხელშეკრულება უ. ჯ-თან, მრავალსართულიან სახლში 87 კვ.მ.-ის ფართის მქონე ბინის აშენებასთან დაკავშირებით. იმავე პერიოდში უ. ჯ-მა გადასცა ზ. თ-ს შენატანის სახით 8 000 აშშ დოლარი. ამხანაგობის თავმჯდომარე ზ. თ-მა, ნაცვლად იმისა, რომ შენატანი მიემართა მშენებლობის საჭიროებისათვის, ან გაენაწილებინა ამხანაგობის წევრებს შორის, მიითვისა მათი კუთვნილი შემოსავალი - 8 000 აშშ დოლარი, რითაც მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
1.1.3. 2004 წლის 11 დეკემბერს ამხანაგობა „თ-ი -ის“ თავმჯდომარე ზ. თ-მა ამხანაგობის სახელით გააფორმა ხელშეკრულება მოქალაქე ლ. მ-ესთან მრავალსართულიანი სახლის ბლოკ N--ში 116.87 კვ.მ.-ის აშენებასთან დაკავშირებით, რომლის ღირებულების სახით ლ. მ-ეს უნდა შეეტანა - 116 800 აშშ დოლარი. 2008-2009 წლებში, ლ. მ-ემ ამხანაგობის სალაროში სრულად შეიტანა ხსენებული თანხა. ამხანაგობის თავმჯდომარე ზ. თ-მა, ნაცვლად იმისა, რომ შენატანი მიემართა მშენებლობის საჭიროებისათვის, ან გაენაწილებინა ამხანაგობის წევრებს შორის, მიითვისა მათი კუთვნილი შემოსავალი რითაც მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
1.1.4. 2004 წლის 11 აგვისტოს ამხანაგობა „თ-ი -ის“ თავმჯდომარე ზ. თ-მა ამხანაგობის სახელით გააფორმა ხელშეკრულება მოქალაქე თ. ს-ესთან მრავალსართულიანი სახლის ბლოკ N--ში 96,22 კვ.მ.-ის აშენებასთან დაკავშირებით, რომლის ღირებულების სახით თ. ს-ეს უნდა შეეტანა - 19 830 აშშ დოლარი. 2004-2005 წლებში თ. ს-ემ ამხანაგობის სალაროში სრულად შეიტანა ხსენებული თანხა. ამხანაგობის თავმჯდომარე ზ. თ-მა, ნაცვლად იმისა, რომ შენატანი მიემართა მშენებლობის საჭიროებისათვის, ან გაენაწილებინა ამხანაგობის წევრებს შორის, მიითვისა მათი კუთვნილი შემოსავალი, რითაც მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
1.1.5. თბილისის საბურთალოს რაიაღმასკომის 1990 წლის 17 ოქტომბრის -- გადაწყვეტილებით ქ. კ-ია გაწევრიანდა ამხანაგობა „თ-ი ---ში“ ხუთოთახიანი ბინათმშენებლობის უფლებით. ამავე ამხანაგობის 2003 წლის 20 ნოემბრის დებულების შესაბამისად, ქ. კ-ია ითვლებოდა დამფუძნებელ წევრად და მშენებლობისათვის რაიმე საზღაურის გადახდის გარეშე უნდა მიეღო მისი კუთვნილი ფართი. მიუხედავად იმისა, რომ ამხანაგობის 2003 წლის 20 ნოემბრის დებულებით ხუთოთახიანი ბინის ფართი განისაზღვრებოდა - 130 კვ.მ.-ით ამხანაგობის თავმჯდომარე ზ. თ-მა განუცხადა ქ. კ-იას მეუღლეს - დ. გ-ას, რომ ქ. კ-იას გადასცემდა მხოლოდ 90 კვ.მ. ფართის მქონე ბინას, ხოლო 10 000 აშშ დოლარის შენატანის სახით გადახდის შემთხვევაში დაუმატებდა კიდევ 40 კვ.მ.-ს. დ. გ-ა დასთანხმდა ზ. თ-ის შეთავაზებას და 2004 წელს შენატანის სახით გადასცა მას მოთხოვნილი 10 000 აშშ დოლარი. ამხანაგობის თავმჯდომარე ზ. თ-მა, ნაცვლად იმისა, რომ შენატანი მიემართა მშენებლობის საჭიროებისათვის, ან გაენაწილებინა ამხანაგობის წევრებს შორის, მიითვისა 10 000 აშშ დოლარი, რითაც მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
1.1.6. 2005 წლის 20 მაისს ი.ბ.ა „თ-ი -ს“ განცხადებით მიმართა ამხანაგობის დამფუძნებელმა წევრმა ვ. ჯ-ემ, რომელმაც ითხოვა მისი გაყვანა ამხანაგობიდან და მისი კუთვნილი ფართის მიღების უფლებით ვ. ს-ის გაწევრიანება. მიუხედავად იმისა, რომ ამხანაგობის დამფუძნებელ წევრს არ გააჩნდა ვალდებულება, გადაეხადა რაიმე თანხა სამშენებლო ხარჯებისათვის, ზ. თ-მა ამხანაგობის სახელით გააფორმა მოქალაქე ვ. ს-ესთან ხელშეკრულება მრავალსართულიანი სახლის ბლოკ N--ში 110.36 კვ.მ. ფართის მქონე 3-ოთახიანი ბინის აშენებასთან დაკავშირებით, რომლის ღირებულების სახით ვ. ს-ეს უნდა შეეტანა - 49 622 აშშ დოლარის ეკვივალენტი. 2005-2007 წლებში ვ. ს-ემ გადაიხადა 51 412 აშშ დოლარი. ამხანაგობის თავმჯდომარე ზ. თ-მა ნაცვლად იმისა, რომ ვ. ს-ის მიერ შეტანილი თანხა მიემართა მშენებლობის საჭიროებისათვის ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 935-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, გაენაწილებინა ამხანაგობის წევრებს შორის, მიითვისა მათი კუთვნილი შემოსავალი 51 412 აშშ დოლარი, რითაც მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი. ზ. თ-ი არ დასჯერდა ვ. ს-ისაგან 51 412 აშშ დოლარის მითვისებას და 2010 წლის დასაწყისში მოითხოვა და ამხანაგობის სალაროში შეატანინა დამატებით - 2500 აშშ დოლარი ინფრასტრუქტურის ხარჯების დასაფარად, რომელიც ასევე მიითვისა.
1.1.7. 2005 წლის 5 მაისს ამხანაგობა „თ-ი -ის“ თავმჯდომარე ზ. თ-მა ამხანაგობის სახელით მოქალაქე ზ. თ-ესთან გააფორმა ხელშეკრულება მრავალსართულიანი სახლის ბლოკ N--ში 109,59 კვ.მ ფართის მქონე ბინის აშენებასთან დაკავშირებით, რომლის ღირებულების სახით ზ. თ-ეს უნდა შეეტანა - 49 302 აშშ დოლარი. 2005-2006 წლებში ზ. თ-ემ შეიტანა 49 945 აშშ დოლარი ამხანაგობის სალაროში. ამხანაგობის თავმჯდომარე ზ. თ-მა, ნაცვლად იმისა, რომ შენატანი მიემართა მშენებლობის საჭიროებისათვის, ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 935-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, გაენაწილებინა ამხანაგობის წევრებს შორის, მიითვისა მათი კუთვნილი შემოსავალი, რითაც მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი. ზ. თ-ი არ დასჯერდა ზ. თ-ისაგან 49 945 აშშ დოლარის მითვისებას და 2010 წელს მოითხოვა მისგან და ამხანაგობის სალაროში შეატანინა დამატებით - 1 250 აშშ დოლარი ინფრასტრუქტურის ხარჯების დასაფარად, რომელიც ასევე მიითვისა.
1.1.8. 1991 წლის 20 მარტის N- გადაწყვეტილებით ვ. ბ-ე გაწევრიანდა ამხანაგობა „თ-ი ---ში“ ბინათმშენებლობის უფლებით. ამავე ამხანაგობის 2003 წლის 20 ნოემბრის დებულების შესაბამისად, ვ. ბ-ე ითვლებოდა დამფუძნებელ წევრად და მშენებლობისათვის რაიმე საზღაურის გადახდის გარეშე უნდა მიეღო მისი კუთვნილი ფართი. მიუხედავად ამისა, 2000 წლის მიწურულს, ვ. ბ-ის გარდაცვალების შემდეგ, ამხანაგობის თავმჯდომარე ზ. თ-მა ვ. ბ-ის მეუღლეს - ნ. ბ-ეს განუცხადა, რომ თუ დამატებით არ გადაიხდიდა თანხას, მიიღებდა იმაზე ნაკლებ ფართს, ვიდრე ეკუთვნოდა, მისაღები ფართის გაზრდა კი შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ გარკვეული თანხის დამატების შემთხვევაში. ნ. ბ-ე იძულებული გახდა, დასთანხმებულიყო ზ. თ-ის მოთხოვნას. 2003 წლის 17 დეკემბერს ამხანაგობა „თ-ი ---ის“ თავმჯდომარე ზ. თ-მა, ამხანაგობის სახელით გააფორმა ხელშეკრულება ამხანაგობის დამფუძნებელი წევრის ვ. ბ-ის მემკვიდრესთან - ნ. ბ-ესთან მრავალსართულიანი სახლის ბლოკ N--ში 113 კვ.მ.-ის ფართის მქონე ბინის აშენებისა და ავტოფარეხის გადაცემასთან დაკავშირებით, რომლის ღირებულების სახით ნ. ბ-ეს უნდა შეეტანა - 15 800 აშშ დოლარი. 2005-2009 წლებში ნ. ბ-ემ ამხანაგობის სალაროში სრულად შეიტანა ხსენებული თანხა. ამხანაგობის თავმჯდომარე ზ. თ-მა, ნაცვლად იმისა, რომ შენატანი მიემართა მშენებლობის საჭიროებისათვის, ან გაენაწილებინა ამხანაგობის წევრებს შორის, მიითვისა მათი კუთვნილი შემოსავალი - 15 800 აშშ დოლარი, რითაც მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
1.1.9. 2005 წლის 13 ივლისს ამხანაგობა „თ-ი ---ის“ თავმჯდომარე ზ. თ-მა ამხანაგობის სახელით გააფორმა ხელშეკრულება მოქალაქე გ. ჩ-ესთან მრავალსართულიანი სახლის ბლოკ N--ში 92.6 კვ.მ ფართის მქონე ბინის აშენებასთან დაკავშირებით, რომლის ღირებულების სახით გ. ჩ-ეს უნდა შეეტანა - 14 728 აშშ დოლარი. მიუხედავად ამისა, იმავე წელს ზ. თ-მა მოსთხოვა გ. ჩ-ეს გაეზარდა შენატანი 16 728 აშშ დოლარამდე, რასაც იგი დასთანხმდა. 2005-2009 წლებში გ. ჩ-ემ შეიტანა ხსენებული თანხა ამხანაგობის საბანკო ანგარიშზე. ამხანაგობის თავმჯდომარე ზ. თ-მა ნაცვლად იმისა, რომ შენატანი მიემართა მშენებლობის საჭიროებისათვის, ან გაენაწილებინა ამხანაგობის წევრებს შორის, მიითვისა მათი კუთვნილი შემოსავალი - 16 728 აშშ დოლარი, რითაც მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
1.1.10. 2005 წლის 20 მაისს ამხანაგობა „თ-ი ---ის“ თავმჯდომარე ზ. თ-მა ამხანაგობის იურისტის - თ. კ-ისათვის გამორჩენის მიღების მიზნით, ხსენებული ამხანაგობის სახელით გააფორმა მასთან ხელშეკრულება მშენებარე ბლოკ N--ში 57.41 კვ.მ. ფართის მქონე ბინის გადაცემაზე, იურიდიული მომსახურების გაწევის სანაცვლოდ. აღნიშნული ხელშეკრულებისა და ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობის გამგეობის წევრთა 2009 წლის 5 ნოემბრის კრების ოქმის საფუძველზე, 2009 წლის 7 დეკემბერს თ. კ-ის სახელზე, საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხა 25.83 კვ.მ. ფართის მქონე ბინა საკადასტრო კოდით: -- ამ ქმედებით ზ. თ-მა გაფლანგა ამხანაგობის წევრების კუთვნილი, დიდი ოდენობით ღირებული ქონებრივი უფლება, რითაც მათ მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
1.1.11. მოქალაქე თ. გ-ე, რომელიც თბილისის საბურთალოს რაიაღმასკომის - წლის 6 დეკემბრის N- გადაწყვეტილებით გაწევრიანებული იყო ამხანაგობა „თ-ი ---ში,“ თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის 1994 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით გაიყვანეს საზოგადოებიდან. მიუხედავად ამისა, ამხანაგობა „თ-ი ---ის“ თავმჯდომარე ზ. თ-მა თ. გ-ისათვის გამორჩენის მიღების მიზნით, ხსენებული ამხანაგობის სახელით გააფორმა მასთან ხელშეკრულება მშენებარე კომპლექსში 15 კვ.მ. ფართის უსასყიდლოდ გადაცემაზე. ამავე ხელშეკრულებით თ. გ-ის თანხმობის შემთხვევაში, გათვალისწინებული იქნა, რომ შესაბამისი დამატებითი შენატანის გადახდის შემთხვევაში, ამხანაგობა აწარმოებდა მოლაპარაკებას „ც. პ. ჯგუფთან“ თ. გ-ისათვის დამატებითი ფართის გამოყოფის თაობაზე. თ. გ-ემ გამოხატა დამატებით 75 კვ.მ.-ის ფართის შეძენის სურვილი, რისთვისაც 2005-2007 წლებში ამხანაგობის სალაროში შეიტანა 30 330 აშშ დოლარი. ამხანაგობის თავმჯდომარე ზ. თ-მა, ნაცვლად იმისა, რომ შენატანი მიემართა მშენებლობის საჭიროებისათვის, ან გაენაწილებინა ამხანაგობის წევრებს შორის, მიითვისა ამხანაგობის შემოსავალი - 30 330 ლარი, რითაც მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
1.1.12. მოქალაქე ა. ც-ე, რომელიც თბილისის საბურთალოს რაიაღმასკომის 1991 წლის 23 იანვრის N-- გადაწყვეტილებით გაწევრიანდა ამხანაგობა „თ-ი ---ში“ ბინათმშენებლობის უფლებით, თბილისის საბურთალოს რაიაღმასკომის 1993 წლის 28 ივლისის -- გადაწყვეტილებით გაიყვანეს ამხანაგობიდან და აღარ ირიცხებოდა მის წევრად. მიუხედავად იმისა, რომ ა. ც-ეს აღარ გააჩნდა ამხანაგობაში რაიმე სახის წილი, ამხანაგობა „თ-ი ---ის“ თავმჯდომარე ზ. თ-მა, ა. ც-ის 2005 წლის 16 მარტის წილის დათმობის განცხადების საფუძველზე, ამხანაგობის წევრად მიიღო და 2009 წლის 5 ნოემბრის გამგეობის წევრთა კრების ოქმის საფუძველზე, მოქალაქე ლ. ლ-ის სახელზე 2010 წლის 24 სექტემბერს საკუთრების უფლებით აღრიცხა მშენებარე კომპლექსის N- ბლოკში მდებარე 102.15 კვ.მ. ფართი, რითაც გაფლანგა ამხანაგობის წევრთა კუთვნილი, დიდი ოდენობით ღირებული ქონებრივი უფლება.
1.1.13. 2005 წლის 15 სექტემბერს მოქალაქე მ. ბ-მა, რომელიც ხელშეკრულების საფუძველზე სამშენებლო კომპლექსის N- ბლოკში საცხოვრებელი ფართით უნდა დაეკმაყოფილებინა შპს „ც. პ. ჯგუფს“, ამხანაგობა „თ-ი ---ის“ სალაროში შეიტანა 50 500 აშშ დოლარი. ამხანაგობის თავმჯდომარე ზ. თ-მა, ნაცვლად იმისა, რომ შენატანი მიემართა მშენებლობის საჭიროებისათვის, მიითვისა მ. ბ-ის მიერ შეტანილი თანხა - 50 500 აშშ დოლარი, რითაც შპს „ც. პ. ჯგუფს“ მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
1.1.14. 2005 წლის 30 დეკემბერს ამხანაგობა „თ-ი ---ის“ თავმჯდომარე ზ. თ-მა ამხანაგობის სახელით გააფორმა ხელშეკრულება მოქალაქე თ. ქ-ესთან მრავალსართულიანი სახლის ბლოკ N--ში 108,43 კვ.მ ფართის აშენებასთან დაკავშირებით, რომლის ღირებულების სახით თ. ქ-ეს უნდა შეეტანა - 54 200 აშშ დოლარი. 2005 წლის 25 დეკემბერს თ. ქ-ემ გადასცა ზ. თ-ს - 54 200 აშშ დოლარი. ამხანაგობის თავმჯდომარე ზ. თ-მა, ნაცვლად იმისა, რომ თ. ქ-ის მიერ გადახდილი შენატანი მიემართა მშენებლობის საჭიროებისათვის, ან გაენაწილებინა ამხანაგობის წევრებს შორის, მიითვისა მათი კუთვნილი შემოსავალი - 54 200 აშშ დოლარი, რითაც მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
1.1.15. 2014 წლის 22 იანვარს ი.ბ.ა „თ-ი ---ის“ გამგეობის წევრთა კრების ოქმით მოქალაქე ლ. ქ-ს საკუთრებაში გადაეცა მეექვსე ბლოკში მდებარე 117,05 კვ.მ. ფართი, რის სანაცვლოდაც, 2005-2006 წლებში მან ამხანაგობის სალაროში შეიტანა 50 000 აშშ დოლარი. ამხანაგობის თავმჯდომარე ზ. თ-მა, ნაცვლად იმისა, რომ ლ. ქ-ის შენატანი მიემართა მშენებლობის საჭიროებისათვის, ან გაენაწილებინა ამხანაგობის წევრებს შორის, მიითვისა მათი კუთვნილი შემოსავალი - 50 000 აშშ დოლარი, რითაც მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
1.1.16. 2006 წლის 19 მაისს ამხანაგობის დამფუძნებელი წევრის - კ. ჯ-ის ნაცვლად, ი.ბ.ა „თ-ი ---ში“ გაწევრიანდა მოქალაქე ს. შ-. მიუხედავად იმისა, რომ ამხანაგობის დამფუძნებელ წევრს არ გააჩნდა ვალდებულება გადაეხადა რაიმე თანხა სამშენებლო ხარჯებისათვის, 2006 წლის 17 მაისს ამხანაგობა „თ-ი ---ის“ თავმჯდომარე ზ. თ-მა ამხანაგობის სახელით გააფორმა ხელშეკრულება მოქალაქე ს. შ-თან, მრავალსართულიანი სახლის ბლოკ N--ში 55 კვ.მ. საცხოვრებელი ფართის აშენებასთან დაკავშირებით, რომლის ღირებულების სახით ს. შ-ს უნდა შეეტანა თანხა. იმავე პერიოდში, ს. შ-მა ამხანაგობის სალაროში 25 000 აშშ დოლარი შეიტანა. ამხანაგობის თავმჯდომარე ზ. თ-მა, ნაცვლად იმისა, რომ ს. შ-ს შენატანი მიემართა მშენებლობის საჭიროებისათვის, ან მიღებული შემოსავალი გაენაწილებინა ამხანაგობის წევრებს შორის, მიითვისა მათი კუთვნილი თანხა - 25 000 აშშ დოლარი, რითაც მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
1.1.17. 2006 წლის ზაფხულში ამხანაგობა „თ-ი ---ის“ თავმჯდომარე ზ. თ-მა ამხანაგობის სახელით გააფორმა ხელშეკრულება ქ. კ-ესთან მრავალსართულიანი სახლის ბლოკ N--ში ბინის აშენებასთან დაკავშირებით, რომლის ღირებულების სახით ქ. კ-ეს უნდა შეეტანა 31 500 აშშ დოლარი. 2006 წლიდან 2009 წლამდე პერიოდში ქ. კ-ემ ამხანაგობის სალაროში 31 500 აშშ დოლარი შეიტანა. ამხანაგობის თავმჯდომარე ზ. თ-მა, ნაცვლად იმისა, რომ შენატანი მიემართა მშენებლობის საჭიროებისათვის, ან გაენაწილებინა ამხანაგობის წევრებს შორის, მიითვისა მათი კუთვნილი შემოსავალი - 31 500 აშშ დოლარი, რითაც მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
1.1.18. 2016 წლის 20 იანვარს ამხანაგობა „თ-ი ---ის“ თავმჯდომარე ზ. თ-მა ამხანაგობის სახელით გააფორმა მოქალაქე გ. თ-თან, ხელშეკრულება მრავალსართულიანი სახლის ბლოკ N--ში 70.63 კვ.მ ფართის მქონე ბინის აშენებასთან დაკავშირებით, რომლის ღირებულების სახით გ. თ-ს უნდა შეეტანა - 27 000 აშშ დოლარი. იმავე დღეს გ. თ-მა სრულად შეიტანა ხსენებული თანხის ეკვივალენტი ამხანაგობის საბანკო ანგარიშზე. ამხანაგობის თავმჯდომარე ზ. თ-მა, ნაცვლად იმისა, რომ ფულადი შენატანი მიემართა მშენებლობის საჭიროებისათვის, ან გაენაწილებინა ამხანაგობის წევრებს შორის, მიითვისა მათი კუთვნილი შემოსავალი აღნიშნული შენატანის სახით, რითაც მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
1.1.19. თბილისის საბურთალოს რაიაღმასკომის 1989 წლის 26 სექტემბრის N- გადაწყვეტილებით ო. ბ- გაწევრიანდა “ა-ა ---ში“ 4-ოთახიან ბინათმშენებლობაში. ამხანაგობის 2003 წლის 20 ნოემბრის დებულების შესაბამისად, ითვლებოდა დამფუძნებელ წევრად და მშენებლობისათვის რაიმე საზღაურის გადახდის გარეშე უნდა მიეღო მისი კუთვნილი ფართი. 2007 წლის შემოდგომაზე, ამხანაგობის თავმჯდომარე ზ. თ-ი დაემუქრა ო. ბ-ს, რომ თუ არ გადაიხდიდა 500 აშშ დოლარს ერთ კვადრატულ მეტრში, გარიცხავდა ამხანაგობიდან და შესთავაზა გარკვეული თანხის სანაცვლოდ, გაეყიდა მისი კუთვნილი წილი. ო. ბ- იძულებული გახდა, დასთანხმებოდა ზ. თ-ის შეთავაზებას; იმავე პერიოდში, ზ. თ-ს დაუკავშირდა მოქალაქე ტ. კ-ი, რომელმაც გამოთქვა ამხანაგობაში გაწევრიანებისა და საცხოვრებელი ფართის შეძენის სურვილი. ვინაიდან ზ. თ-მა იცოდა, რომ ო. ბ- გარკვეული თანხის სანაცვლოდ თანახმა იყო, დაეთმო მისი ქონებრივი უფლება ამხანაგობაში, ტ. კ-ს აღუთქვა დახმარება ფართის შეძენაში, რაშიც 65 000 აშშ დოლარი მოსთხოვა. აღნიშნულის შემდეგ ზ. თ-მა უზრუნველყო ო. ბ-ს ამხანაგობიდან გაყვანა მისივე განცხადების საფუძველზე, რაშიც გადასცა მას 3 000 აშშ დოლარი და ო. ბ-ს მისაღებ ფართზე 2007 წლის 27 ოქტომბერს ხელშეკრულება გააფორმა ტ. კ-თან. სანაცვლოდ, ტ. კ-მა იმავე დღეს ამხანაგობის სალაროში შეიტანა თანხა - 65 000 აშშ დოლარი, რაც ნაცვლად იმისა, რომ მიემართა მშენებლობის საჭიროებისათვის, ან გაენაწილებინა ამხანაგობის წევრებს შორის, მიითვისა ზ. თ-მა.
1.1.20. 2007 წლის 10 აგვისტოს ამხანაგობა „თ-ი ---ის“ თავმჯდომარე ზ. თ-მა ამხანაგობის სახელით გააფორმა ხელშეკრულება მოქალაქე ლ. მ-თან მრავალსართულიანი სახლის ბლოკ N---ში 17,14 კვ.მ.-ის აშენებასთან დაკავშირებით, რომლის ღირებულების სახით ლ. მ-ს უნდა შეეტანა - 24 160 აშშ დოლარი. 2007 წლის განმავლობაში ლ. მ-მა გადასცა ზ. თ-ს განსახორციელებელი შენატანის სახით 24 130 აშშ დოლარი. ამხანაგობის თავმჯდომარე ზ. თ-მა, ნაცვლად იმისა, რომ შენატანი მიემართა მშენებლობის საჭიროებისათვის, ან გაენაწილებინა ამხანაგობის წევრებს შორის, მიითვისა მათი კუთვნილი შემოსავალი, რითაც მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
1.1.21. 2008 წლის 14 მარტს ამხანაგობა „თ-ი ---ის“ თავმჯდომარე ზ. თ-მა ამხანაგობის სახელით გააფორმა ხელშეკრულება მოქალაქე გ. ც-სთან მრავალსართულიანი სახლის ბლოკ -- 15 კვ.მ კომერციული ფართის აშენებასთან დაკავშირებით, რომლის ღირებულების სახით გ. ც-ს უნდა შეეტანა - 30 000 აშშ დოლარი. გ. ც-მ 2008 წლის 14 მარტს სრულად შეიტანა 30 000 შშ დოლარი ამხანაგობის სალაროში. ამხანაგობის თავმჯდომარე ზ. თ-მა, ნაცვლად იმისა, რომ გ. ც-ს მიერ გადახდილი შენატანი მიემართა მშენებლობის საჭიროებისათვის, ან გაენაწილებინა ამხანაგობის წევრებს შორის, მიითვისა მათი კუთვნილი შემოსავალი - 30 000 აშშ დოლარი, რითაც მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
1.1.22. 2008 წლის 25 მაისს ი.ბ.ა „თ-ი ---ს“ განცხადებით მიმართა ამხანაგობის დამფუძნებელმა წევრმა მ. ნ-მა, რომელმაც ითხოვა მისი წილის დათმობა მოქალაქე ნ. მ-ის სასარგებლოდ. მიუხედავად იმისა, რომ ამხანაგობის დამფუძნებელ წევრს არ გააჩნდა ვალდებულება გადაეხადა რაიმე თანხა სამშენებლო ხარჯებისათვის, 2008 წლის 25 ივლისს, ამხანაგობა „თ-ი ---ის“ თავმჯდომარე ზ. თ-მა ამხანაგობის სახელით გააფორმა ხელშეკრულება მოქალაქე ნ. მ-ესთან მრავალსართულიანი სახლის ბლოკ N--ში 57,46 კვ.მ საოფისე ფართის აშენებასთან დაკავშირებით, რომლის ღირებულების სახით ნ. მ-ეს უნდა შეეტანა - 121 716 აშშ დოლარი. 2008 წლის განმავლობაში ნ. მ-ემ გადაიხადა - 121 716 აშშ დოლარი ამხანაგობის სალაროში. ამხანაგობის თავმჯდომარე ზ. თ-მა, ნაცვლად იმისა, რომ ნ. მ-ის მიერ შეტანილი თანხა მიემართა მშენებლობის საჭიროებისათვის, ან მიღებული შემოსავალი გაენაწილებინა ამხანაგობის წევრებს შორის, მიითვისა მათი კუთვნილი თანხა - 121 716 აშშ დოლარი, რითაც მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
1.1.23. 2008 წლის 18 აპრილს ამხანაგობა „თ-ი ---ის“ თავმჯდომარე ზ. თ-მა ამხანაგობის სახელით გააფორმა მოქალაქე ი. დ-თან ხელშეკრულება მრავალსართულიანი სახლის ბლოკ N--ში 55,51 კვ.მ ფართის მქონე ბინის აშენებასთან დაკავშირებით, რომლის ღირებულების სახით ი. დ-ს უნდა შეეტანა - 63 836 აშშ დოლარი. 2008 წლის 19 აპრილს ი. დ-მა შეიტანა ხსენებული თანხა ამხანაგობის სალაროში. ამხანაგობის თავმჯდომარე ზ. თ-მა, ნაცვლად იმისა, რომ ფულადი შენატანი მიემართა მშენებლობის საჭიროებისათვის, ან გაენაწილებინა ამხანაგობის წევრებს შორის, მიითვისა მათი კუთვნილი შემოსავალი - 63 836 აშშ დოლარი, რითაც მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
1.1.24. 2009 წლის 5 ნოემბერს ამხანაგობა „თ-ი ---ის“ თავმჯდომარე ზ. თ-მა ამხანაგობის იურისტის ხ. გ-ისა და მისი ახლობლის - ქ. შ-ისათვის გამორჩენის მიღების მიზნით, გასცა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობის გამგეობის წევრთა კრების ოქმი, რომლის საფუძველზეც, 2009 წლის 16 ნოემბერს ქ. შ-ის სახელზე, ყოველგვარი საზღაურისა და შენატანის განხორციელების გარეშე, საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხა 72.60 კვ.მ. ფართის მქონე ბინა საკადასტრო კოდით -. ამ ქმედებით ზ. თ-მა გაფლანგა ამხანაგობის წევრების კუთვნილი დიდი ოდენობით ღირებული ქონებრივი უფლება, რითაც მათ მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
1.1.25. 2009 წლის 17 დეკემბერს ამხანაგობა „თ-ი ---ის“ თავმჯდომარე ზ. თ-მა, ამხანაგობის სახელით, გააფორმა მოქალაქე ს. ა-სთან ხელშეკრულება მრავალსართულიანი სახლის ბლოკ N--ში 115 კვ.მ ფართის მქონე ბინის აშენებასთან დაკავშირებით, რომლის ღირებულების სახით ს. ა-ს უნდა შეეტანა - 69 000 აშშ დოლარი. ფართის გასხვისების შესანიღბად, ხელშეკრულებას საფუძვლად თითქოსდა დაედო გ. კ-ის განცხადება წილის უფლების დათმობის თაობაზე, რომელსაც რეალურად არასოდეს ჰქონია წილი ამხანაგობაში. 2009-2011 წლებში ს. ა-მ შენატანის სახით გადასცა ზ. თ-ს 50 000 აშშ დოლარი და 15 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში. ამხანაგობის თავმჯდომარე ზ. თ-მა, ნაცვლად იმისა, რომ ხსენებული შენატანი მიემართა მშენებლობის საჭიროებისათვის ან გაენაწილებინა ამხანაგობის წევრებს შორის, მიითვისა მათი კუთვნილი შემოსავალი - 65 000 აშშ დოლარი, რითაც მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
1.1.26. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 6 აპრილის განჩინებით დამტკიცდა მორიგების აქტი ამხანაგობა “თ-ი --ის“ თავმჯდომარე ზ. თ-სა და ამხანაგობის გარიცხულ წევრს - მ. ბ-ს შორის, რომლითაც ამხანაგობას უნდა აღედგინა იგი წევრად და 35 000 აშშ დოლარის გადახდის შემდეგ საკუთრებაში გადაეცა მრავალსართულიანი სახლის ბლოკ N--ში 110 კვ.მ. ფართი (თანხის გადახდიდან ორი კვირის ვადაში). 2009 წლის 12 აგვისტოს მ. ბ-ის მეუღლემ - ო. ბ-მა სრულად შეიტანა მორიგების აქტით გათვალისწინებული 35 000 აშშ დოლარი ამხანაგობის სალაროში. ამხანაგობის თავმჯდომარე ზ. თ-მა ნაცვლად იმისა, რომ შენატანი მიემართა მშენებლობის საჭიროებისათვის, ან გაენაწილებინა ამხანაგობის წევრებს შორის, მიითვისა მათი კუთვნილი შემოსავალი - 78619 ლარი, რითაც მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
1.1.27. 2010 წლის 11 მარტს ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობის გამგეობის წევრთა 2009 წლის 5 ნოემბრის კრების ოქმის საფუძველზე, ყოველგვარი შენატანის გადახდის გარეშე, გაწეული იურიდიული მომსახურების სანაცვლოდ, თინათინ მშვენიერაძის სახელზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხა 55.51 კვ.მ ფართის მქონე ბინა საკადასტრო კოდით: -- აღნიშნულით, ზ. თ-მა გაფლანგა ამხანაგობის წევრების კუთვნილი დიდი ოდენობით ღირებული ქონებრივი უფლება, რითაც მათ მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
1.1.28. 2010 წლის 29 იანვარს ამხანაგობა „თ-ი ---ის“ თავმჯდომარე ზ. თ-მა ამხანაგობის სახელით გააფორმა ხელშეკრულება მოქალაქე მ. ბ-ესთან მრავალსართულიანი სახლის ბლოკ N--ში 97.96 კვ.მ ფართის აშენებაზე, რომლის ღირებულების სახით მ. ბ-ეს უნდა გადაეხადა - 46 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი. იმის გათვალისწინებით, რომ მ. ბ-ის შესაძენი ფართი წარმოადგენდა შპს „ც. პ. ჯ-საგან“ შესაძენ ქონებას, 2010 წლის 29 იანვრიდან 30 ივლისამდე მან 42 800 აშშ დოლარი შეიტანა სს “ე-ის ს-ო ს-ში“. აღნიშნულის შემდეგ 2014 წლის 31 მარტს მ. ბ-ემ ბინათმშენებლობის საფასურის გადასახდელად ამხანაგობა „თ-ი ---ის“ საბანკო ანგარიშზე შეიტანა 3000 აშშ დოლარის ეკვივალენტი 5 259 ლარი. ამხანაგობის თავმჯდომარე ზ. თ-მა, ნაცვლად იმისა ფულადი შენატანი მიემართა მშენებლობის საჭიროებისათვის, მიითვისა მ. ბ-ის მიერ შეტანილი თანხა - 5 259 ლარი, რითაც შპს „ც. პ. ჯგუფს“ მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
1.1.29. თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის 1992 წლის 7 ოქტომბრის -- გადაწყვეტილებით მოქალაქე ნ. წ-ი გაწევრიანდა იბა „თ-ი ---ში“ ერთოთახიან ბინათმშენებლობაში. ამავე ამხანაგობის 2003 წლის 20 ნოემბრის გამგეობის წევრთა საერთო კრების მიერ დამტკიცებული დებულებით ერთ ოთახიანი ბინის ფართი განისაზღვრა 50 კვ.მ.-ის ფარგლებში. მიუხედავად ამისა 2004 წლის 7 ივლისს ამხანაგობა „თ-ი ---ის“ თავმჯდომარე ზ. თ-მა ნ. წ-ს გამორჩენის მიღების მიზნით, ხსენებული ამხანაგობის სახელით გააფორმა მასთან ხელშეკრულება მშენებარე კომპლექსში ყოველგვარი შენატანის გარეშე 130 კვ.მ. ფართის გადაცემის თაობაზე. 2010 წლის 6 ივლისს ნ. წ-მა გაასხვისა მისაღები წილი მოქალაქე ი. ხ-ე, რომლის სახელზეც, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლებით აღირიცხა მეშვიდე ბლოკში მდებარე 129,5 კვ.მ საცხოვრებელი ფართი.
1.1.30. 2013 წლის 7 ოქტომბერს ამხანაგობა „თ-ი ---ის“ თავმჯდომარე ზ. თ-მა მ. მ-ისათვის გამორჩენის მიღების მიზნით, ხსენებული ამხანაგობის სახელით გააფორმა მასთან ხელშეკრულება მშენებარე ბლოკ N--ში 57.2 კვ.მ. ფართის მქონე ბინის გადაცემაზე იურიდიული მომსახურების გაწევის სანაცვლოდ. აღნიშნული ხელშეკრულებისა და ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობის 2013 წლის 25 დეკემბრის კრების ოქმის საფუძველზე 2014 წლის 6 იანვარს, მ. მ-ის სახელზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხა 46.9 კვ.მ. ფართის მქონე ბინა საკადასტრო კოდით: --. ამ ქმედებით, ზ. თ-მა გაფლანგა ამხანაგობის წევრების კუთვნილი დიდი ოდენობით ღირებული ქონებრივი უფლება, რითაც მათ მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
1.1.31. 2007 წლის 11 აპრილს ამხანაგობა „თ-ი ---ის“ გამგეობამ მიიღო დადგენილება, რომლითაც ამხანაგობის თავმჯდომარისა და დამფუძნებელი წევრის - ზ. თ-ის მიერ მისაღები 130 კვ.მ. ფართი დაიყო ორ ნაწილად, საიდანაც 80 კვ.მ.-ის მიღების უფლება დარჩა ზ. თ-ს, ხოლო 50 კვ.მ.-ის მიღების უფლება გადაეცა მის შვილს - გ. თ-ს, რომელიც ასევე გაწევრიანდა ამხანაგობაში. მიუხედავად ამისა, 2013 წლის 26 ნოემბერს შედგენილი გამგეობის წევრთა კრების ოქმის საფუძველზე, ნაცვლად 80 კვ.მ-ისა, ზ. თ-ს გადაეცა საკუთრების უფლებით საცხოვრებელი კომპლექსის ბლოკ N--ში ორი საცხოვრებელი ბინა ფართებით: 57,81 და 92,19 კვ.მ. ამის შემდეგ, 2014 წლის 14 იანვარს, გამგეობის წევრთა კრებამ ზ. თ-ის თავმჯდომარეობით გამოიტანა დადგენილება, რომლითაც ამხანაგობის თავმჯდომარისათვის - ზ. თ-ისათვის მეშვიდე ბლოკში გადასაცემი ბინების ფართები განისაზღვრა 79.86 კვ.მ-თ და 119,19 კვ.მ.-ით. შედეგად, ზ. თ-მა მიითვისა ამხანაგობის წევრთა კუთვნილი 119,05 კვმ. საცხოვრებელი ფართი, რითაც მათ მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
1.1.32. 2014 წლის 7 ოქტომბერს ამხანაგობა „თ-ი ---ის“ თავმჯდომარე ზ. თ-მა, ამხანაგობის სახელით გააფორმა ხელშეკრულება მოქალაქე ს. ნ-თან მრავალსართულიანი სახლის ბლოკ N--ში 110 კვ.მ. ფართის მქონე ბინის აშენებასთან დაკავშირებით, რომლის ღირებულების სახით გ. ჩ-ეს უნდა შეეტანა - 50 000 აშშ დოლარი. 2014 წლის 5 ნოემბერს ს. ნ-მა შეიტანა 49 900 აშშ დოლარის ეკვივალენტი - 78619 ლარი ამხანაგობის საბანკო ანგარიშზე. ამხანაგობის თავმჯდომარე ზ. თ-მა, ნაცვლად იმისა, რომ შენატანი მიემართა მშენებლობის საჭიროებისათვის, ან გაენაწილებინა ამხანაგობის წევრებს შორის, მიითვისა მათი კუთვნილი შემოსავალი - 78619 ლარი, რითაც მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
1.1.33. 2015 წლის 2 დეკემბერს ამხანაგობა „თ-ი ---ის“ თავმჯდომარე ზ. თ-მა ამხანაგობის სახელით გააფორმა ხელშეკრულება თ. კ-ის შვილთან - თ. ნ-ესთან მრავალსართულიანი სახლის ბლოკ N--ში 41.06 კვ.მ. ფართის მქონე ბინის აშენებასთან დაკავშირებით, რომლის ღირებულების სახით თ. ნ-ეს უნდა შეეტანა - 20 000 აშშ დოლარი. იმავე დღეს თ. ნ-ემ შეიტანა 20 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი - 47 800 ლარი ამხანაგობის საბანკო ანგარიშზე. ამხანაგობის თავმჯდომარე ზ. თ-მა, ნაცვლად იმისა რომ შენატანი მიემართა მშენებლობის საჭიროებისათვის, ან გაენაწილებინა ამხანაგობის წევრებს შორის, მიითვისა მათი კუთვნილი შემოსავალი - 47 800 ლარი, რითაც მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
1.1.34. 1990 წლის 30 მაისის თბილისის საბურთალოს რაიაღმასკომის დადგენილებით მოქალაქე ნ. ჩ-ი გაწევრიანდა ამხანაგობა „თ-ი ---ში,“ ოთხოთახიან ბინათმშენებლობაში. ამავე ამხანაგობის 2003 წლის 20 ნოემბრის დებულების შესაბამისად, ნ. ჩ-ი ითვლებოდა დამფუძნებელ წევრად და მშენებლობისათვის რაიმე საზღაურის გადახდის გარეშე უნდა მიეღო კუთვნილი ფართი. მიუხედავად ამისა, ამხანაგობის თავმჯდომარე ზ. თ-მა ნ. ჩ-ის შვილს - ნ. პ-ს განუცხადა, რომ თუ დამატებით არ გადაიხდიდა თანხას, მიიღებდა იმაზე ნაკლებ ფართს, ვიდრე მათ ეკუთვნოდათ. ნ. პ-ი იძულებული გახდა, დასთანხმებულიყო ზ. თ-ის შეთავაზებას და იმ მიზნით, რომ არ შემცირებულიყო მის მიერ მისაღები ფართის ოდენობა, ეტაპობრივად გადასცა ზ. თ-ს თანხა - 15 700 აშშ დოლარი, რაც მან მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა.
1.1.35. 2004 წლის 1 ოქტომბერს ამხანაგობა „თ-ი ---ის“ თავმჯდომარე ზ. თ-მა ამხანაგობის სახელით გააფორმა ხელშეკრულება მოქალაქე ლ. კ-ესთან მრავალსართულიანი სახლის ბლოკ N--ში 130 კვ.მ. ფართის მქონე ბინის აშენებასთან დაკავშირებით, რომლის ღირებულების სახით ლ. კ-ეს უნდა შეეტანა - 32 500 აშშ დოლარი. 2004-2008 წლებში, ლ. კ-ემ და მისმა ძმამ - გ. კ-ემ სრულად გადაიხადეს ხსენებული თანხა - 32 500 აშშ დოლარი ზ. თ-ისათვის. ამხანაგობის თავმჯდომარე ზ. თ-მა, ნაცვლად იმისა, რომ შენატანი მიემართა მშენებლობის საჭიროებისათვის, ან გაენაწილებინა ამხანაგობის წევრებს შორის, მიითვისა მათი კუთვნილი შემოსავალი - 32 500 აშშ დოლარი, რითაც მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
1.1.36. თბილისის საბურთალოს აღმასკომის დადგენილებით მოქალაქე ნ. ლ-ა გაწევრიანდა ინდივიდუალურ ბინათმშენებლობის ამხანაგობა „თ-ი ---ში“ 5-ოთახიანი ბინის მიღების უფლებით. მიუხედავად იმისა, რომ იგი იყო დამფუძნებელი წევრი ზ. თ-ს არ გააჩნდა მისი ამხანაგობიდან გაყვანისათვის რაიმე საფუძველი და წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა ამხანაგობის საქმიანობაში, 2004 წელს ზ. თ-მა ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე განუცხადა ნ. ლ-ას, რომ იგი გაყვანილი იყო ამხანაგობის წევრობიდან და არ გააჩნდა რაიმე წილის მოთხოვნის უფლება, ხოლო ნ. ლ-ას მიერ წილს დაეუფლა თავად.
2.1. 2008 წლის აგვისტოს შემდეგ პერიოდში ამხანაგობა „თ-ი ---ის" თავმჯდომარე ზ. თ-მა ისარგებლა იმ გარემოებით, რომ სამშენებლო კომპანია შპს „ც. პ. ჯგუფს,“ სათანადო სახსრების უქონლობის გამო, არ შეეძლო მშენებლობის გაგრძელება და ამის გამო ამხანაგობის მენაშენეები გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას, დაუკავშირდა ხსენებული კომპანიის დამფუძნებელს - მ. რ-ს, დაარწმუნა იგი, რომ ამხანაგობისათვის დამატებით 500 კვ.მ.-ის გადაუცემლობის შემთხვევაში საფრთხე დაემუქრებოდა მათ სახელშეკრულებო ურთიერთობას და თითქოსდა უკმაყოფილო მენაშენეების დასაკმაყოფილებლად მოითხოვა დამატებით 500 კვ.მ. ფართის გამოყოფა, რასაც მ. რ-ი დასთანხმდა. მ. რ-სა და ზ. თ-ს შორის 2008 წლის აგვისტოს შემდეგ პერიოდში არსებული შეთანხმების შესაბამისად, ამხანაგობას დამატებით უნდა გადასცემოდა 500 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი ასაშენებელი კომპლექსის პირველ ბლოკში. ზ. თ-მა დამალა რა ამხანაგობის სხვა წევრებისაგან, რომ მათ რ-ნ შეთანხმებით დამატებით მიიღო 500 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი მათზე გასანაწილებლად, განიზრახა ამ ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა. განზრახვის განსახორციელებლად და მ. რ-თან მიღწეული შეთანხმების შესანიღბად, მან ხსენებული ფართები გაასხვისა სხვადასხვა პირებზე (როგორც ამხანაგობის კანონიერი ქონება) იმ ვითარებაში, როდესაც ეს ფართები უნდა განაწილებულიყო ამხანაგობის წევრებს შორის.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით:
3.1. ზ. თ-ი, - დაბადებული - - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა:
3.1.1. საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (კ. ყ-ის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
3.1.2. საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ლ. მ-ის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
3.1.3. საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ვ. ს-ის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
3.1.4. საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ზ. თ-ის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
3.1.5. საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ვ. ბ-ის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
3.1.6. საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (გ. ჩ-ის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
3.1.7. საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თ. კ-ის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
3.1.8. საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თ. გ-ის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
3.1.9. საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ლ. ლ-ის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
3.1.10. საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მ. ბ-ის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
3.1.11. საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ლ. ქ-ის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
3.1.12. საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ს. შ-ს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
3.1.13. საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ქ. კ-ის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
3.1.14. საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (გ. თ-ის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
3.1.15. საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ტ. კ-ის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
3.1.16. საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ლ. მ-ის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
3.1.17. საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (გ. ც-ს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
3.1.18. საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ნ. მ-ის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
3.1.19. საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ი. დ-ის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
3.1.20. საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ქ. შ-ის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
3.1.21. საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ს. ა-ს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
3.1.22. საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მ. ბ-ის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
3.1.23. საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თ. მ-ს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
3.1.24 საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით (მ. ბ-ის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
3.1.25. საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ნ. წ-ს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
3.1.26. საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (მ. მ-ის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
3.1.27. საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (გ. თ-ის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
3.1.28. საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (გ. ჩ-ის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
3.1.29. საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თ. ნ-ის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
3.1.30. საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ლ. კ-ის ეპიზოდი) გათვალისწინებული წარდგენილ ბრალდებაში;
3.1.31. საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ნ. ლ-ას ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
3.1.32. საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ნ. ჩ-ის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;
3.1.33. საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
3.2. ზ. თ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
3.2.1. საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ე. მ-ის ეპიზოდი) გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, რაც ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-12 მუხლის თანახმად, გაუნახევრდა და განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე 3 წლით ჩამოერთვა სამშენებლო სფეროში საქმიანობის უფლება, რაც ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-18 მუხლის თანახმად, გაუნახევრდა და სამშენებლო სფეროში საქმიანობის უფლების ჩამორთმევის ვადა განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით.
3.2.2. საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თ. ს-ის ეპიზოდი) გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, რაც ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-12 მუხლის თანახმად, გაუნახევრდა და განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე 3 წლით ჩამოერთვა სამშენებლო სფეროში საქმიანობის უფლება, რაც ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-18 მუხლის თანახმად, გაუნახევრდა და სამშენებლო სფეროში საქმიანობის უფლების ჩამორთმევის ვადად განესაზღვრა 1 წელი და 6 თვე.
3.2.3. საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ქ. კ-იას ეპიზოდი) გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, რაც ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-12 მუხლის თანახმად, გაუნახევრდა და განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე 3 წლით ჩამოერთვა სამშენებლო სფეროში საქმიანობის უფლება, რაც ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-18 მუხლის თანახმად, გაუნახევრდა და სამშენებლო სფეროში საქმიანობის უფლების ჩამორთმევის ვადა განესაზღვრა 1 წელი და 6 თვე.
3.2.4. საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თ. ქ-ის ეპიზოდი) გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, რაც ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-12 მუხლის თანახმად, გაუნახევრდა და განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე 3 წლით ჩამოერთვა სამშენებლო სფეროში საქმიანობის უფლება, რაც ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-18 მუხლის თანახმად, გაუნახევრდა და სამშენებლო სფეროში საქმიანობის უფლების ჩამორთმევის ვადა განესაზღვრა 1 წელი და 6 თვე.
3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, თ. ქ-ის ეპიზოდისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი თანაბარი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ზ. თ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით. მასვე 1 წლითა და 6 თვით ჩამოერთვა სამშენებლო სფეროში საქმიანობის უფლება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 21 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 ოქტომბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
4.1. ზ. თ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
4.2. ზ. თ-ის ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით (მ. ბ-ის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (კ. ყ-ის, ლ. მ-ის, ვ. ს-ის, ზ. თ-ის, ვ. ბ-ის, გ. ჩ-ის, თ. კ-ის, თ. გ-ის, ლ. ლ-ის, მ. ბ-ის, ლ. ქ-ის, ს. შ-ს, ქ. კ-ის, გ. თ-ის, ტ. კ-ის, ლ. მ-ის, გ. ც-ს, ნ. მ-ის, ი. დ-ის, ქ. შ-ის, ს. ა-ს, მ. ბ-ის, თ. მ-ს, ნ. წ-ს, მ. მ-ის, გ. თ-ის, გ. ჩ-ის, თ. ნ-ის, ლ. კ-ის, ნ. ლ-ას, ნ. ჩ-ის, ე. მ-ის, თ. ს-ის, ქ. კ-იას, თ. ქ-ის ეპიზოდები) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლზე. ზ. თ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით, რისთვისაც მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით.
4.3. ზ. თ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავებიდან - 2019 წლის 21 მაისიდან და სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2016 წლის 10 აგვისტოდან 2017 წლის 28 აპრილის ჩათვლით.
5. კასატორი - პროკურორი ითხოვს ზ. თ-ის დამნაშავედ ცნობას მისთვის წარდგენილ ბრალდების ყველა ეპიზოდში.
5.1. პროკურორი აღნიშნავს, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ ამხანაგობის თავმჯდომარემ ამხანაგობის კუთვნილი ფართები გაყიდა მესამე პირებზე, რაც ზ. თ-ს ინდივიდუალურ ეპიზოდებად ბრალად შეერაცხა. დაზარალებულად ცნობილია ამხანაგობაც, მისი წევრების სახით, რაც ასახულია როგორც დაზარალებულად ცნობის დადგენილებებში, ასევე - ბრალდების შესახებ დადგენილებაში (სადაც მითითებულია, რომ კონკრეტული ქმედების შედეგად ზიანი მიადგა ამხანაგობას). იმ ვითარებაში, როდესაც ამხანაგობის წევრები არ იყვნენ დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართებით, ამხანაგობიდან წევრების გარიცხვა მიმდინარეობდა და ამ საკითხზე იმართებოდა უამრავი სასამართლო დავა. ამხანაგობის წევრები გამოთქვამდნენ სამართლიან პრეტენზიას: ზ. თ-ს ნაცვლად იმისა, რომ ემოქმედა ამხანაგობის მიზნების მისაღწევად, მან ამხანაგობაში გააწევრიანა მესამე პირები, რომლებსაც არანაირი შეხება არ ჰქონდათ მასთან და გარკვეული საფასურის სანაცვლოდ მათზე გაასხვისა ამხანაგობის კუთვნილი ფართები, ხოლო თანხები კი მიითვისა. რიგ შემთხვევაში მან გაფლანგა ამხანაგობის კუთვნილი ქონება გარკვეული გამორჩენის მიღების მოტივით. ამხანაგობა „თ-ი --–ის“ შემოსავლის ორდერებითა და საბანკო ანგარიშებით დასტურდება, რომ არაწევრ პირებზე გაყიდული ბინების საფასური შედიოდა ამხანაგობის სალაროში ან საბანკო ანგარიშზე და არა - ე-ის ს-ო ს-ში. ხსენებულ პირებთან გაფორმებულ ყველა ხელშეკრულებას ხელს აწერს ზ. თ-ი. ამხანაგობის საბუღალტრო დოკუმენტაციაში არ მოიპოვება სალაროს გასავლის ორდერი ან სხვა ინფორმაცია, რაც დაადასტურებდა თანხების სააგენტოში დაბრუნების ფაქტს. მსგავსი ინფორმაცია არ მოიპოვება არც სააგენტოში. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ ზ. თ-ის ქმედების შედეგად ვერ დასრულდა სამშენებლო კომპლექსი, ამხანაგობის წევრების უმეტესობა დარჩა ბინების გარეშე, ამხანაგობის კუთვნილი ფართები კი გასხვისდა არაწევრ პირებზე, რითაც დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა როგორც ამხანაგობას, ასევე - მის ცალკეულ წევრებს.
5.2. კასატორი აგრეთვე უთითებს, რომ ზ. თ-მა დამალა ამხანაგობის სხვა წევრებისგან, რომ შპს „ც. პ. ჯ-სგან“ დამატებით მიიღო 500 კვ.მ მ. რ-თან მიღწეული შეთანხმების შესანიღბად, მან გაასხვისა ხსენებული ფართები, როგორც ამხანაგობის კანონიერი ქონება იმ ვითარებაში, როდესაც ეს ფართები უნდა განაწილებულიყო არმხანაგობის წევრებს შორის.
6. კასატორი - ადვოკატი ითხოვს ზ. თ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
6.1. ბრალდების მხარის სააპელაციო მოთხოვნა სხვა, ახალ სისხლისსამართლებრივ კვალიფიკაციაზე (ანუ ბრალზე) არ ყოფილა წარმოდგენილი არც პირველ და არც სააპელაციო სასამართლოებში. “ც. პ-სა“ და ამხანაგობას შორის არ დასრულებულა ვალდებულებების შესრულება საცხოვრებელ ფართებთან დაკავშირებით. არ შემდგარა მიღება – ჩაბარების აქტი. ამდენად, გაუგებარია, თუ რატომ მიაჩნია სასამართლოს წინსწრებით, რომ წევრები, რომლებიც არ არიან გარიცხული და ეკუთვნით საცხოვრებელი ფართები, მას ვერ მიიღებენ. სასამართლომ ქმედების შეფასების ნაწილში ამოსავალ წერტილად მიიჩნია ფაქტი, რომ ამხანაგობის კუთვნილი ფართები გაიყიდა მესამე პირებზე, მაშინ, როდესაც არც პროკურორმა და არც სასამართლომ არ იციან რომელ მესამე პირებზე გაიყიდა ფართები.
6.2. სასჯელის დასაბუთების ნაწილში აღნიშნულია, რომ სასამართლომ გაითვალისწინა ზ. თ-ის ასაკი, მაშინ, როდესაც ივნისში იგი 70 წლის ხდება, ანუ თავისუფლების აღკვეთა არ შეიძლება ამ ასაკის მქონე პირისათვის. ამასთან, სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ზ. თ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა, კერძოდ, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მსჯავრდებული უმძიმესად არის დაავადებული.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი მხარეთა საკასაციო საჩივრების დასაშვებად მათი არსებითი განხილვისათვის.
9. საკასაციო სასამართლო ზ. თ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) წარდგენილ ბრალდებაში გამამართლებელი განაჩენის გამოტანის ნაწილში სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასა და მოტივაციას. ზ. თ-ის ბრალეულობა აღნიშნულ ეპიზოდში საქმეში წარმოდგენილი მასალებით გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დასტურდება, ვინაიდან მოწმე მ. რ-ა სასამართლო სხდომაზე ცალსახად აღნიშნა, რომ 500 კვ.მ ფართი (რაც ბრალდების მიხედვით, ზ. თ-მა მიიღო და გაასხვისა სხვადასხვა პირზე) მსჯავრდებულს რეალურად არ გადასცემია, არამედ ამის თაობაზე მხოლოდ სიტყვიერად შეთანხმდნენ. სხვა რაიმე სახის უტყუარი მტკიცებულება კი, რომელიც საეჭვოს გახდიდა ხსენებული მოწმის ჩვენებას, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია.
10. პალატა გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე აგრეთვე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზ. თ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ,“ „დ“ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდების საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლზე გადაკვალიფიცირების თაობაზე.
11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ ეპიზოდებში ზ. თ-ის მიერ გაფლანგვისა და მითვისების სუბიექტური შემადგენლობა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით არ დასტურდება, კერძოდ, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ამხანაგობის სალაროსა და ანგარიშზე შეტანილი ბინის საფასური ზ. თ-მა მშენებლობის საჭიროებისათვის არ მიმართა. მხოლოდ ის ფაქტი, რომ „ე-ში“ თანხების გადასვლის დოკუმენტი არ მოიპოვება, ცალსახად არ შეიძლება მიუთითებდეს უშუალოდ ზ. თ-ის მიერ ამ თანხების მითვისებასა და გაფლანგვაზე.
12. ამასთან, საკასაციო პალატა, ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ ზ. თ-ისათვის ბრალად წარდგენილი ქმედებების საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლზე გადაკვალიფიცირებას (უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) და მიუთითებს შემდეგზე:
12.1. საქმის მასალების თანახმად, დადგენილი ფაქტია, რომ ინდივიდუალური ბინათმშნებელობის ამხანგობა „თ-ი ---ის“ 2000 წლის 8 დეკემბრის დადგენილებით ამხანაგობის თავმჯდომარეს წარმოადგენდა ზ. თ-ი. მაშასადამე, იგი, როგორც ამხანაგობის ხელმძღვანელი, ვალდებული იყო, ემოქმედა მხოლოდ ამხანაგობის კანონიერი ინტერესის შესაბამისად. 2003 წლის 20 ნოემბრის დებულებაში ასახულია, თუ რას წარმოადგენდა ამხანაგობის მიზანი. აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, ამხანაგობის მიზანს წარმოადგენდა თ-ში, ვ-ოს რაიონში, თ-ის ქუჩის --სა და ა-ის ქუჩის N-ში მდებარე 10535 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მრავალსართულიანი, მრავალბინიანი, მრავალფუნქციური დანიშნულების სახლების მშენებლობა. ამასთან, გამგეობის უფლებამოსილების თანახმად, ინდივიდუალური საკუთრების საგანი (ბინები და არასაცხოვრებელი ფართები) ამხანაგობის წევრებს შორის უნდა გადანაწილებულიყო. თავის მხრივ, ამხანაგობის წევრები იყოფოდა ორად: დამფუძნებელ და ჩვეულებრივ წევრებად. აღნიშნული დებულებით ამხანაგობის თავმჯდომარე (ე.ი. ზ. თ-ი) აწერდა ხელს ნებისმიერ ხელშეკრულებას ან/და შეთანხმებას (ამასთან, ზ. თ-ი ასევე უძღვებოდა ამხანაგობის გამგეობის სხდომებს). ამავე დებულებით მოწესრიგებული იყო ამხანაგობის წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხიც. მოცემულ შემთხვევაში ამხანაგობის ხელშეკრულებებით, ზემოაღნიშნული ამხანაგობის დებულებით განსაზღვრული მიზანი და ნაკისრი ვალდებულებები ზ. თ-მა არ შეასრულა.
12.2. 2016 წლის 27 ივნისის რევიზიის აქტის თანახმად, შპს „ც. პ. ჯ-სგან“ ამხანაგობას გადაეცა 7 515.2 კვ.მ ფართი (აივნების გარეშე). აღნიშნული ფართიდან კი გარკვეული ნაწილი გადაეცათ მესამე, არაწევრ პირებს, ხოლო ამხანაგობის რიგ წევრებს კი ბინები ჯერ კიდევ არ გადასცემიათ საკუთრებაში ან მოგვიანებით დაირეგისტრირეს.
12.3. დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ მაშინ, როდესაც საქმეში არ მოიპოვება ამხანაგობის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილება, გაურკვეველია, თუ როგორ ცნო სააპელაციო სასამართლომ ზ. თ-ი დამნაშავედ ამხანაგობის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ მოქმედებაში. ადვოკატის ამ არგუმენტთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, ზოგადად, დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილება წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს პროცესუალურ დოკუმენტს - საპროცესო კოდექსით დადგენილი ყველა უფლებით დროულად სარგებლობისათვის, იმის მიერ, ვისაც მორალური, ფიზიკური თუ ქონებრივი ზიანი მიადგა უშუალოდ დანაშაულის შედეგად; მაგრამ მოცემულ შემთხვევაში მხოლოდ ამხანაგობის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების არქონის ფაქტი არ წარმოადგენს იმგვარი ხასიათის დარღვევას, რომელიც შესაძლოა, ზ. თ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი გამხდარიყო. საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლი მატერიალურ დანაშაულთა რიცხვს განეკუთვნება და მისი დისპოზიციის თანახმად, აუცილებელია გამოკვეთილი იყოს მნიშვნელოვანი ზიანის არსებობის ფაქტი (ე.ი ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების გამოყენება შედეგის სახით უნდა იწვევდეს მნიშვნელოვან ზიანს), რაც ზ. თ-ის მხრიდან გამოიხატა ამხანაგობის მიერ დასახული მიზნის შეუსრულებლობაში (აღნიშნულზე მითითებულია ბრალდების შესახებ დადგენილებაშიც).
13. რაც შეეხება დაცვის მხარის აპელირებას, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი არ იყო, გადაეკვალიფიცირებინა ზ. თ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლზე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და დამატებით აღნიშნავს, რომ მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგ. იხილეთ №7აპ-15 გადაწყვეტილება), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს განაჩენი.
14. საკასაციო სასამართლო აგრეთვე ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის აპელირებას იმ ფაქტთან მიმართებით, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის ასაკი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართლსაწინააღმდეგო ქმედებით დამდგარ შედეგთან ერთად, მხედველობაში მიიღო როგორც ზ. თ-ის ასაკი, ისე - მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და საბოლოოდ მას სამართლიანი სასჯელი დაუნიშნა.
15. ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორ ლაშა კოტრიკაძისა და მსჯავრდებულ ზ. თ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ტ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი
მ. გაბინაშვილი