ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 03.06.2021
საქმის ნომერი
2კ-110აპ.-21
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
03.06.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100120003754072

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №110აპ-21 ქ. თბილისი

ბ–ე დ., 110აპ-21 3 ივნისი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ბ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 28 დეკემბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 24 სექტემბრის განაჩენით დ. ბ–ე, დაბადებული 19.. წელს, ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით (2020 წლის 3 ივნისის ეპიზოდი);

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით (2020 წლის 6 ივნისის ეპიზოდი);

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით 2020 წლის 6 ივნისის ეპიზოდისთვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით დ. ბ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა - 2020 წლის 26 ივნისის, 2020 წლის 27 ივლისისა და 2020 წლის 20 აგვისტოს განაჩენებით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით დ. ბ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით;

დ. ბ–ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2020 წლის 6 ივნისის 02:04 საათიდან; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2020 წლის 26 მაისიდან - 2020 წლის 28 მაისის ჩათვლით დაკავებაში ყოფნის პერიოდი; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2020 წლის 31 მარტიდან - 2020 წლის 2 აპრილის ჩათვლით დაკავებაში ყოფნის პერიოდი;

2. სასამართლომ დაადგინა, რომ 2020 წლის 26 მაისს, ქ. თ.................ში, ........... გამზირის N..-ში მდებარე შპს ,...............ან“ დ. ბ–ე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ცდილობდა, ფარულად დაუფლებოდა 65 ლარისა და 95 თეთრის ღირებულების 1 ლიტრი ტევადობის ,,რედ ლებელის“ ფირმის ვისკის. დ. ბ–ს აღნიშნული ქმედების შედეგად შპს ,,ორი ნაბიჯს“ მიადგებოდა 65 ლარისა და 95 თეთრის ზიანი.

2020 წლის 3 ივნისს, 17:00 საათიდან 17:05 საათამდე პერიოდში, დ. ბ–ე ქ. თ.............ში, ა. ჩ–ს ქუჩა N..-ში მდებარე შპს ,,...........“ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა მაღაზიის კუთვნილ ალკოჰოლურ სასმელებს - 190,45 ლარად ღირებულ ერთ ბოთლ ,,სარაჯიშვილი XO-ის“ დასახელების კონიაკს და 102,30 ლარად ღირებულ ,,ჯეკ დენიელსს“. დ. ბ–ს აღნიშნული ქმედების შედეგად შპს ,,.......... ცენტრს“ მიადგა 292,75 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

2020 წლის 6 ივნისს, 02:04 საათზე, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს დ. ბ–ე, რომელიც ქ. თ...................ში, ................ის ქუჩა N..-ში მდებარე ჰიპერმარკეტ ,,........ში“ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლა ორ ბოთლ ალკოჰოლურ სასმელს. კერძოდ, ერთ ბოთლ ,,ჯეკ დენიელსს“, ღირებულს 86,07 ლარად და ერთ ბოთლ ,,ჩივას რეგალს“, ღირებულს 104,66 ლარად. აღნიშნულით დ. ბ–ემ დაზარალებულ იურიდიულ პირს - შპს ,,ფ-ს“ მიაყენა 190,73 ლარის ღირებულების მნიშვნელოვანი ზიანი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 24 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა დ. ბ–ემ და ითხოვა განაჩენის გაუქმება, ვინაიდან მიაჩნია, რომ ის არის უკანონო და დაუსაბუთებელი.

4. პროკურორმა ოთარ დოხნაძემ სააპელაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 24 სექტემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 28 დეკემბრის განაჩენით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 24 სექტემბრის განაჩენი.

6. მსჯავრდებულმა დ. ბ–ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 28 დეკემბრის განაჩენი და ითხოვა სასჯელის შემსუბუქება.

7. პროკურორმა მარინე ლომიძემ სააპელაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 28 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.

3. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულ დ. ბ–ეს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია).

4. ამასთან, ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.

5. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ განაჩენებზე, რომლებითაც სხვადასხვა დროს დ. ბ–ეს მსჯავრი დაედო ქურდობის სხვადასხვა ეპიზოდებისათვის, კერძოდ: 1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 26 ივნისის განაჩენი; 2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 27 ივლისის განაჩენი; 3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 20 აგვისტოს განაჩენი და 4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 24 სექტემბრის (ამჟამად გასაჩივრებული) განაჩენი. მითითებულ განაჩენებში დადგენილი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის დროისათვის დ. ბ–ე იყო ნასამართლობის არმქონე, იმდენად რამდენადაც, მის მიერ ჩადენილმა დანაშაულებრივმა ქმედებებმა (ქურდობებმა) მოიცვა - 2020 წლის 14 მარტიდან 2020 წლის 6 ივნისის ჩათვლით პერიოდი, პირველი განაჩენი კი დადგა 2020 წლის 26 ივნისს, შესაბამისად, დ. ბ–ე თითოეულ განაჩენთან მიმართებით ითვლება ნასამართლობის არმქონე პირად.

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 26 ივნისის განაჩენით დ. ბ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად;

საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად;

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (შპს „.......... ცენტრის“ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად;

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (შპს „............ის“ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად;

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (შპს „..........ის“ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (3 ეპიზოდი) დანიშნული სასჯელები;

საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ. ბ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი.

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 27 ივლისის განაჩენით დ. ბ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, დანიშნული სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დანარჩენი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით ჩაეთვალა პირობით;

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით (2020 წლის 19 მარტის ეპიზოდი);

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით (2020 წლის 20 მარტის ...........ის ქუჩის ეპიზოდი);

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით -თავისუფლების აღკვეთა 6 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით (2020 წლის 20 მარტის .............ის ქუჩის ეპიზოდი);

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით (2020 წლის 20 მარტის ............-ს ეპიზოდი);

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით (2020 წლის 20 მარტის ..................-ის ეპიზოდი);

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით (2020 წლის 20 მარტის .................ს ქუჩის ეპიზოდი);

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით (2020 წლის 20 მარტის ........... გამზირის ეპიზოდი);

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით (2020 წლის 3 ივნისის ეპიზოდი);

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე,უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი, ხოლო თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე და საბოლოოდ,დ. ბ–ს სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი;

დ. ბ–ეს საპატიმრო სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო - 2020 წლის 27 ივლისიდან.

- რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 20 აგვისტოს განაჩენით დ. ბ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით ( 2020 წლის 23 მაისის სს ,,........ის“ მაღაზია ,,..........ს“ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 3 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 26 მისის ქ. რ..............ი, ............. ქუჩა N..-ში მდებარე შპს ,,.........ის“ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 3 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 26 მისის ქ. რ............ი, ...............ის ქუჩა N..-ში მდებარე შპს ,,........ის“ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 3 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით ( 2020 წლის 26 მაისის სს ,,..........ის“ მაღაზია ,,......“ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 3 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით ( 2020 წლის 30 მაისის სს ,,...........ის“ მაღაზია ,,.......“ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 3 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით ( 2020 წლის 31 მაისის ქ. რ.........ი, მე-20 მიკრორაიონის N კორპუსის მიმდებარედ არსებული შპს ,,........ის“ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 3 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2020 წლის 31 მაისის ქ. რ.......ი, ......ს ქუჩა N..-ის მიმდებარედ არსებულ შპს ,,............ის“ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 3 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით ( 2020 წლის 23 მაისის შპს ,,..........“ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2020 წლის 1 ივნისის შპს ,,........ს“ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით 2020 წლის 1 ივნისის შპს ,,.............“ ეპიზოდისთვის დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით 7 ეპიზოდისთვის და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით 2020 წლის 23 მაისის შპს ,,..........“ ეპიზოდისთვის დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ დ. ბ–ეს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 წელი.

6. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-2 მუხლის თანახმად: ,,გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული“. ასევე ამავე კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად: ,,გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია“.

7. სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 26 ივნისის განაჩენით დადგენილი დანაშაულის ჩადენისას დ. ბ–ე იყო ნასამართლობის არმქონე პირი, შესაბამისად, ის უნდა გათავისუფლდეს აღნიშნული განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (3 ეპიზოდი) დანიშნული სასჯელების - თავისუფლების აღკვეთა 1 წლისაგან, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად. ასევე, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთან მიმართებით დაზარალებულია - შპს ,,.........“ და საქმეში წარმოდგენილია აღნიშნული კომპანიის გენერალური დირექტორის ს. კ–ს თანხმობა, რომ დ. ბ–ს მიმართ გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მოქმედება, მითითებული განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად, უნდა განახევრდეს და სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობითად.

ამასთან, საბოლოოდ აღნიშნული განაჩენით დ. ბ–ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული და ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, უნდა ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 წელი და 6 თვე.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 27 ივლისის განაჩენთან მიმართებით, ვინაიდან დ. ბ–ე იყო ნასამართლობის არმქონე პირი, ის უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (8 ეპიზოდი) დანიშნული სასჯელების - თავისუფლების აღკვეთა 6 თვისაგან, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთან მიმართებით დაზარალებულია - შპს ,,.....“. საქმეში წარმოდგენილია აღნიშნული კომპანიის დირექტორის - თ. ქ–ს თანხმობა, რომ დ. ბ–ს მიმართ გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მოქმედება. შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დანარჩენი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი - უნდა განახევრდეს და სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით თავისუფლების აღკვეთა 9 თვით უნდა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დანარჩენი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 9 თვით ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 წელი.

საბოლოოდ, დ. ბ–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული და ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით თავისუფლების აღკვეთა 9 თვით უნდა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დანარჩენი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 9 თვით უნდა ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 წელი.

9. დ. ბ–ე ასევე უნდა გათავისუფლდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 20 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (7 ეპიზოდი) დანიშნული სასჯელების - თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 3 თვისაგან, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, რადგან აღნიშნული დანაშაულების ჩადენის დროისათვის იგი იყო ასევე ნასამართლობის არმქონე პირი.

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით ( 2020 წლის 23 მაისის შპს ,,........ის“ ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით ( 2020 წლის 1 ივნისის შპს ,,ი-ს“ ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთან მიმართებით დაზარალებულები არიან შპს ,,..........“ და შპს ,,.........“ და საქმეში წარმოდგენილია შპს ,,...............ის“ აფთიაქის მენეჯერის - ნ. დ–ს და შპს ,,........ის“ დირექტორის - ე. ბ–ს თანხმობები, რომ დ. ბ–ს მიმართ გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მოქმედება.

შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით ( 2020 წლის 23 მაისის შპს ,,..............ის“ ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით - უნდა გაუნახევრდეს და ამ ნაწილში სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობით.

ასევე უნდა გაუნახევრდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2020 წლის 1 ივნისის შპს ,,........ის“ ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და ამ ნაწილში სასჯელის ზომად განესაზღროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობით.

ამასთან, საბოლოოდ აღნიშნული განაჩენით დ. ბ–ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს შპს ,,........ის“ ეპიზოდისთვის დანიშნული და ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის შედეგად დარჩენილი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე უნდა ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 წელი და 6 თვე.

10. დ. ბ–ე ასევე უნდა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 24 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით მოხდისაგან, რადგან აღნიშნული დანაშაულის ჩადენის დროისათვის იგი იყო ასევე ნასამართლობის არმქონე პირი.

ასევე, ვინაიდან მან წარმოადგინა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილი კომპანიების - შპს ,,........... ცენტრის“ და ,,..........ის“ გენერალური დირექტორის - ს. კ–ს თანხმობა, რომ დ. ბ–ზე გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მოქმედება, მითითებული განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე (2 ეპიზოდი) განსაზღვრული სასჯელები - თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით - უნდა განახევრდეს და სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 9 თვით.

საბოლოოდ, მითითებული განაჩენით დ. ბ–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2020 წლის 6 ივნისის ეპიზოდი) დანიშნული და ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 9 თვით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით, ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ დ. ბ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 28 დეკემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

3. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-2 მუხლის საფუძველზე დ. ბ–ე გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან, მასვე ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე გაუნახევრდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე (2020 წლის 3 ივნისის ეპიზოდი) განსაზღვრული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით და მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 9 თვით, მასვე გაუნახევრდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე (2020 წლის 6 ივნისის ეპიზოდი) განსაზღვრული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით და მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 9 თვით;

4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით 2020 წლის 6 ივნისის ეპიზოდისთვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას თანაბარი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით დ. ბ–ს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 9 თვით;

5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 24 სექტემბრის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 1 წლითა და 9 თვით - შთანთქას 2020 წლის 26 ივნისის, 2020 წლის 27 ივლისისა და 2020 წლის 20 აგვისტოს განაჩენით დანიშნული და ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე დარჩენილი, ნაკლებად მძიმე სასჯელები და დ. ბ–ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 9 თვით;

6. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-2 მუხლის საფუძველზე დ. ბ–ე გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 26 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (3 ეპიზოდი) დანიშნული სასჯელებისაგან, მასვე ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე გაუნახევრდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად და სასჯელის ზომად განესაზღვროს თითოეული ეპიზოდისათვის - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;

საბოლოოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 26 ივნისის განაჩენით დ. ბ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული და ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დარჩენილი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 წელი და 6 თვე;

7. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-2 მუხლის საფუძველზე დ. ბ–ე გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 27 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (8 ეპიზოდი) დანიშნული სასჯელებისაგან, მასვე ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე გაუნახევრდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დანარჩენი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი და სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით თავისუფლების აღკვეთა 9 თვით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დანარჩენი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 9 თვით ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 წელი;

ამასთან, საბოლოოდ აღნიშნული განაჩენით დ. ბ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული და ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დარჩენილი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით თავისუფლების აღკვეთა 9 თვით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დანარჩენი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 9 თვით ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 წელი;

8. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-2 მუხლის საფუძველზე დ. ბ–ე გათავისუფლდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 20 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (7 ეპიზოდი) დანიშნული სასჯელებისაგან, მასვე ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე გაუნახევრდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით ( 2020 წლის 23 მაისის შპს ,,...........“ ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და ამ ნაწილში სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, რაც ჩაეთვალოს პირობით, ასევე გაუნახევრდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2020 წლის 1 ივნისის შპს ,,..........ს“ ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და ამ ნაწილში სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, რაც ჩაეთვალოს პირობით;

ამასთან, საბოლოოდ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 20 აგვისტოს განაჩენით დ. ბ–ს მოსახდელად განესაზღვროს შპს ,,.........“ ეპიზოდისთვის დანიშნული და ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დარჩენილი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 წელი და 6 თვე;

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 28 დეკემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

10. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

შ. თადუმაძე