განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 19.11.2021
საქმის ნომერი
20აგ.-2021
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
19.11.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010142221700136519

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №20აგ-21 19 ნოემბერი, 2021 წელი

ვ. ნ. 20აგ-21 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. ვ. საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 16 აპრილის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ ნ. ვ–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება;

ნ. ვ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 273-ე მუხლითა და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით თავისუფლების აღკვეთა 6 თვით;

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თავისუფლების აღკვეთა 1 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 3 წელი ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით;

ნ. ვ. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა უფლებები;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 25 მაისის განაჩენით 2013 წლის 24 ოქტომბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში შევიდა ცვლილება და ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (31.07.2015 წლამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (31.07.2015 წლიდან მოქმედი რედაქცია).

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 11 აგვისტოს განაჩენით ნ. ვ. ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;

ნ. ვ., ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, შესაბამისი ვადით ჩამოერთვა უფლებები;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილის საფუძველზე, მოცემული განაჩენით დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 1 წელი შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნულმა სასჯელმა. საბოლოოდ, ნ. ვ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 1 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 წელი ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით;

ნ. ვ–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან - 2014 წლის 11 აგვისტოდან. მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2013 წლის 20 ოქტომბრიდან - 2014 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 აგვისტოს განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ ნ. ვ–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება;

ნ. ვ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,დ’’, ,,ე’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით დაუდგინდა სასჯელის ნაწილის 3 წლით თავისუფლების აღკვეთა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4 წელი საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;

ნ. ვ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ნ. ვ–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით დაუდგინდა სასჯელის ნაწილის 3 წლით თავისუფლების აღკვეთა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4 წელი საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 11 აგვისტოს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა 7 წლით თავისუფლების აღკვეთამ სრულად შთანთქა წინა განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ნ. ვ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით დაუდგინდა სასჯელის ნაწილის - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4 წელი საქართველოს სსკ-ის 63-64-ე, 67-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით;

ნ. ვ., როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 10 წლის ვადით ჩამოერთვა საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 15 წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

მსჯავრდებულ ნ. ვ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2016 წლის 11 მაისიდან.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის განაჩენით ნ. ვ. გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (გადაკვალიფიცირების შემდეგ 31.07.2015 წლიდან მოქმედი რედაქცია) დანიშნული სასჯელისაგან 4 წლით თავისუფლების აღკვეთისგან;

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 11 აგვისტოს განაჩენში შევიდა ცვლილება და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილის საფუძველზე, ახალი განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა თავისუფლების აღკვეთამ 1წლის ვადით, შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ნ. ვ–ს განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;

6. 2017 წლის 27 დეკემბრის საქართველოს პრეზიდენტის N27/12/01 განკარგულებით ნ. ვ. გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 აგვისტოს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის განაჩენებით დანიშნული საპატიმრო სასჯელის მოხდისაგან.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ ნ. ვ. შორის დადებული საპროცესო შეთანხმება;

ნ. ვ. ცნობილი იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ“ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2020 წლის 11 აგვისტოს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 9 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 7 წლით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 წელი, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით;

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ“ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2020 წლის 16 აგვისტოს ეპიზოდი) -

თავისუფლების აღკვეთა 8 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 7 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 წელი, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ნ. ვ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 7 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 წელი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი;

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სსკ-ის 2016 წლის 10 აგვისტოს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 წელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ. ვ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 7 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 წელი, საქართველის სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი;

ნ. ვ–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება; აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

ნ. ვ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2020 წლის 25 აგვისტოდან.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 1 თებერვლის განჩინებით ნ. ვ–ს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის პირველი მუხლის თანახმად გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნული სასჯელისგან - 1 წლით თავისუფლების აღკვეთისგან (ვინაიდან აღნიშნული სასჯელი შთანთქა სხვა სასჯელმა, მისგან გათავისუფლება საბოლოო სასჯელზე გავლენას ვერ მოახდენს);

ნ. ვ–ს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად გაუნახევრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული პირობითი მსჯავრი 4 წლით და განესაზღვრა: 2 წელი პირობითი მსჯავრი, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი (ვინაიდან აღნიშნული სასჯელი განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის განსაზღვრისას შთანთქა სხვა განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა, მისი გათავისუფლება და განახევრება გავლენას ვერ ახდენს საბოლოო სასჯელზე).

9. 2021 წლის 22 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ნ. ვ–მ რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში 2021 წლის 9 მარტს განხორციელებული ცვლილების საფუძველზე მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 16 აპრილის განაჩენით მსჯავრდებულ ნ. ვ–ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა;

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 21 ოქტომბრის განაჩენებში და შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 01 თებერვლის განჩინებაში შევიდა ცვლილება:

მსჯავრდებული ნ. ვ. გამართლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გათავისუფლდა დანიშნული სასჯელისაგან;

ნ. ვ–ს აღუდგა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 აგვისტოს განაჩენით ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები;

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 21 ოქტომბრის განაჩენში შევიდა ცვლილება და ამ განაჩენიდან ამოირიცხა მითითება განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის დანიშვნის შესახებ;

ნ. ვ. მოსახდელად დარჩა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ“ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ორი ეპიზოდი) დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 9 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 7 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2 წელი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი;

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 21 ოქტომბრის განაჩენები და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 1 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 16 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ნ. ვ. რომელიც ითხოვს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში 2021 წლის 9 მარტს განხორციელებული ცვლილების საფუძველზე 2020 წლის 21 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანას სასჯელის ნაწილში, კერძოდ, მაკვალიფიცირებელი ნიშნების - დიდი ოდენობა და არაერთგზისობა - მოხსნას. ამასთან, მსჯავრდებული უთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 16 აპრილის განაჩენით არ უმსჯელია 2013 წლის 24 ოქტომბრისა და 2014 წლის 11 აგვისტოს განაჩენთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.

3. მსჯავრდებული საკასაციო საჩივარში ყურადღებას ამახვილებს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 ოქტომბრისა და 2014 წლის 11 აგვისტოს განაჩენებზე და იმ ფაქტზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 16 აპრილის განაჩენში არ უმსჯელია მითითებულ განაჩენებზე.

4. სასამართლო ითვალისწინებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 11 აგვისტოს განაჩენით ნ. ვ. მსჯავრდებული იყო საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, ამასთან, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 1 წელი, შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ, ნ. ვ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით (საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 1 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 წელი ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით), თუმცა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის განაჩენით ნ. ვ. გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (გადაკვალიფიცირების შემდეგ 31.07.2015 წლიდან მოქმედი რედაქცია) დანიშნული სასჯელისაგან 4 წლით თავისუფლების აღკვეთისგან.

ამავე გადაწყვეტილებით (2017 წლის 14 სექტემბრის განაჩენი), თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 11 აგვისტოს განაჩენში შევიდა ცვლილება და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნის ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილის საფუძველზე, ახალი განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა თავისუფლების აღკვეთამ 1 წლით, შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ნ. ვ-ს განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას ამ ნაწილში დააკმაყოფილოს კასატორის მოთხოვნა.

5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობას მსჯავრდებული ნ. ვ–ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობასა და სასჯელისაგან გათავისუფლების, ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 აგვისტოს განაჩენით ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებების აღდგენის ნაწილში.

6. საკასაციო სასამართლო ასევე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 21 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანისა და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის დანიშვნის შესახებ მითითების ამოირიცხვის ნაწილში, თუმცა ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში 2021 წლის 5 მარტს (ამოქმედდა 9 მარტს) განხორციელებული ცვლილებიდან გამომდინარე არ ეთანხმება 2020 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით დადგენილი კვალიფიკაციის უცვლელად დატოვებას.

7. მსჯავრდებული საჩივრით ითხოვს ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში 2021 წლის 5 მარტს განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, თბილისის საქალაქო 2020 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის შემცირებას, იმ მოტივით, რომ მაკვალიფიცირებელი ნიშანი - დიდი ოდენობა უნდა შეეცვალოს - მცირე ოდენობით, ამასთან მოეხსნას კვალიფიკაცია - არაერთგზის.

8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით ნ. ვ. მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ“ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2 ეპიზოდი), რაც ითვალისწინებს - ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებას, ჩადენილს არაერთგზის და იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სსკ-ის თავი XXXIII-ე თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული (ორი ეპიზოდი).

9. განაჩენის თანახმად, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შედეგში: 2020 წლის 11 აგვისტოს და 2020 წლის 16 აგვისტოს, თ. N.... მდებარე სახლის სადარბაზოში, მეტადონის ჩანაცვლების პროგრამიდან გატანილი მისი კუთვნილი ულუფის, ნარკოტიკული საშუალება - 0,06717 და 0,03 გრამი მეთადონის (ფუძე) შემცველი ნივთიერება უკანონოდ გაასაღა გ–ზე, რაც ორივე შემთხვევაში იმავე დღეს ამოღებული იქნა შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.

10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მითითებული განაჩენით ნ. ვ-ს მსჯავრი არ დასდებია ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით გასაღებისათვის, ვინაიდან, მითითებული კანონით, არც დანაშაულის ჩადენის და არც დღეის მდგომარეობით 0,06717 და 0,03 გრამი მეთადონის (ფუძე) შემცველი ნივთიერება არ ითვლება დიდ ოდენობად. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის მითითებულ პოზიციას.

11. რაც შეეხება, ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებას, ჩადენილს არაერთგზის და იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სსკ-ის თავი XXXIII-ე თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული (ორი ეპიზოდი), სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

11.1. ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში 2021 წლის 5 მარტის N324-IVმს-Xმპ საქართველოს კანონით განხორციელებული ცვლილებით დაზუსტდა ნარკოტიკული საშუალებების - ,,ამფეტამინის“ და ,,მეტამფეტამინის“ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყისი ოდენობები და ,,ამფეტამინის“ და ,,მეტამფეტამნის“ (ფუძე და მარილები, მიუხედავად თანმხლები ნივთიერებების არსებობისა) სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყისს ოდენობად ცვლილების შემდგომ განისაზღვრა 0,005 გრამი.

11.2. ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 აგვისტოს განაჩენით ნ. ვ-ს მსჯავრი დაედო ნარკოტიკულ საშუალებების - 0.00095 გრამი ,,მეტამფეტამინის’’ და 0.000011 გრამს ,,ამფეტამინის’’ უკანონო შენახვისათვის, რაც დღეის მდგომარეობით აღარ წარმოადგენს სისხლისსამართლებრივად დასჯად ოდენობებს, მსჯავრდებული ნ. ვ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 16 აპრილის განაჩენით გამართლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გათავისუფლდა დანიშნული სასჯელისაგან.

11.3. 2020 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით ნ. ვ. ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ“ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი). საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ განსახილველ შემთხვევაში მაკვალიფიცირებელი გარემოება (არაერთგზის, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული) წარმოშვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 აგვისტოს განაჩენით ნ. ვ-ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,დ’’, ,,ე’’ ქვეპუნქტებითა და 273-ე მუხლით დამნაშავედ ცნობამ. იმ პირობებში, როდესაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 16 აპრილის განაჩენით ზემოთ მითითებულ გარემოებათა გამო ნ. ვ. გამართლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებში და გათავისუფლდა დანიშნული სასჯელისაგან, ხოლო საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული ჰქონდა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2020 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით გათვალისწინებული 2020 წლის 11 და 16 აგვისტოს ჩადენილი დანაშაულებისათვის ვერ შექმნიდა - არაერთგზის ან/და იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სსკ-ის თავი XXXIII-ე თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის - კვალიფიკაციას.

11.4. ამდენად, ის ფაქტობრივი გარემოება, რომელმაც გამოიწვია ნ. ვ–ს მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ“ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი), ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში 2021 წლის 5 მარტს განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით, სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აღარ იწვევს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნ. ვ–ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ“ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი) უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილზე (ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება).

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ნ. ვ–ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განაჩენში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 21 ოქტომბრის განაჩენებში და შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 1 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:

მსჯავრდებული ნ. ვ. გამართლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელისაგან;

ნ. ვ. აღუდგეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 აგვისტოს განაჩენით ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები;

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 21 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს ცვლილებები:

განაჩენიდან ამოირიცხოს მითითება განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის დანიშვნის შესახებ;

ნ. ვ. ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ“ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით (2020 წლის 11 აგვისტოს ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 9 თვით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 წელი და 3 თვე, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით;

ნ. ვ–ს ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ“ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით (2020 წლის 16 აგვისტოს ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 9 თვით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 წელი და 3 თვე, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქას მეორე და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ნ. ვ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 9 თვით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 წელი და 3 თვე, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 წელი;

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 21 ოქტომბრის განაჩენები და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 1 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ნ. ვ–ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 21 ოქტომბრის განაჩენებში და შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 1 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:

მსჯავრდებული ნ. ვ. გამართლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელისაგან;

ნ. ვ–ს აღუდგეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 აგვისტოს განაჩენით ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები;

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 21 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს ცვლილებები:

განაჩენიდან ამოირიცხოს მითითება განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის დანიშვნის შესახებ;

ნ. ვ–ს ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ“ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით (2020 წლის 11 აგვისტოს ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 9 თვით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 წელი და 3 თვე, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით;

ნ. ვ–ს ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ“ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით (2020 წლის 16 აგვისტოს ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 9 თვით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 წელი და 3 თვე, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქას მეორე და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ნ. ვ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 9 თვით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 წელი და 3 თვე, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 წელი;

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 აგვისტოს, თბილისის საქალაქო 2020 წლის 21 ოქტომბრის განაჩენები და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 1 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე