დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 22.03.2022
საქმის ნომერი
60აგ.-2021
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
22.03.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №60აგ-21 თბილისი

თ-ა კ., 60აგ-21 22 მარტი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. თ-ას საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 25 აგვისტოს განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 18 მარტის განაჩენით:

1.1.

კ. თ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა:

o საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში;

o საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ზ. ა-ას ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;

o საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (დ. ძ-ს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

1.2.

კ. თ-ას ქმედება:

ü საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან (ზ. ა-ას ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე;

ü საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან (დ. ძ-ს ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე;

ü საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (ზ. ა-ას ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე;

ü საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (დ. ძ-ს ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.

1.3.

კ. თ-ა, - - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ზ“, „ე“ ქვეპუნქტებით (ზ. ა-ას ეპიზოდი) - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა და 4 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება;

· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ზ“, „ე“ ქვეპუნქტებით (დ. ძ-ს ეპიზოდი) - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა და 4 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება;

· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ზ. ა-ას ეპიზოდი) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დ. ძ-ს ეპიზოდი) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, კ. თ-ას განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. კ. თ-ას სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2013 წლის 19 ივნისიდან.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 18 მარტის განაჩენით ასევე, მსჯავრდებულები არიან: ი. ა., თ. უ., პ. ქ., გ. ბ., გ. ჭ., მ. ქ., კ. კ. და დ. ჩ..

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 18 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 18 მარტის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ:

3.1.

კ. თ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა:

o საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2013 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია - ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში;

o საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში;

o საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დ. ძ-ს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;

o საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ზ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია - დ. ძ-ს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

3.2.

კ. თ-ას ქმედება:

ü საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (ზ. ა-ას ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე;

ü საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია - ზ. ა-ას ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).

3.3.

კ. თ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ზ. ა-ას ეპიზოდი) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ზ“, „ე“ ქვეპუნქტებით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია - ზ. ა-ას ეპიზოდი) - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა და 4 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება;

· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, კ. თ-ას განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. კ. თ-ას სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2013 წლის 19 ივნისიდან.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ივლისის განაჩენით ბრალდებისა და დაცვის მხარეთა საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 18 დეკემბრის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ:

4.1.

კ. თ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა:

o საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2013 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია - ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში;

o საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში;

o საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დ. ძ-ს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში;

o საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ზ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია - დ. ძ-ს ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

4.2.

კ. თ-ას ქმედება:

ü საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (ზ. ა-ას ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე;

ü საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია - ზ. ა-ას ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).

4.3.

კ. თ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ზ. ა-ას ეპიზოდი) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ზ“, „ე“ ქვეპუნქტებით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია - ზ. ა-ას ეპიზოდი) - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და 4 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება;

· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, კ. თ-ას განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. კ. თ-ას სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2013 წლის 19 ივნისიდან.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 8 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ კ. თ-ას შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ კ. თ-ასა და მისი ადვოკატის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 8 აპრილის განჩინება მსჯავრდებულ კ. თ-ას შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩა უცვლელად.

7. 2021 წლის 13 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა კ. თ-ამ, რომელმაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა და გამართლება.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 25 აგვისტოს განჩინებით მსჯავრდებულ კ. თ-ას შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, სასამართლო სხდომაზე ზეპირი მოსმენით განხილვის შედეგად, დაუშვებლად იქნა ცნობილი.

9. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა კ. თ-ამ, რომელიც ითხოვს შუამდგომლობის დაკმაყოფილებას იმავე საფუძვლით, რაზეც უთითებდა სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ შუამდგომლობაში. ამასთან, უთითებს, რომ სააპელაციო პალატამ ფორმალურად ჩაატარა ზეპირი მოსმენა და რეალურად არ განიხილა და არ შეაფასა ახალი მტკიცებულება, რაც, მისივე მოსაზრებით, არსებითად ცვლის საქმის ფაქტობრივ მოცემულობას და ამხელს ბრალდების მხარის მოწმეებს - ბ. ბ-სა და მ. ხ-ას ცრუ ჩვენების მიცემაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ - განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ე1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;

ზ1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;

თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.

3. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა და მართებულად ცნო დაუშვებლად მსჯავრდებულ კ. თ-ას შუამდგომლობა, ვინაიდან შუამდგომლობასა და საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებას, რაც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.

4. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნულ საკითხზე სასამართლომ უკვე იმსჯელა, კერძოდ: მსჯავრდებულ კ. თ-ას მიერ ამავე საფუძვლით წარდგენილი შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად ცნო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2019 წლის 8 აპრილის განჩინებით, რაც უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით (საქმის №18აგ-19). შუამდგომლობასა და საკასაციო საჩივარში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით (ბაჩანა ბალოიანის მივლინებაში ყოფნისა და მისი ადგილსამყოფლის დასადასტურებლად წარდგენილი დოკუმენტაციის თაობაზე) საკასაციო პალატამ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს პოზიცია და აღნიშნა, რომ საჩივარში მითითებული არ იყო ისეთ ახალ ფაქტსა ან მტკიცებულებაზე, რომლის წარდგენაც, დაინტერესების შემთხვევაში, დაცვის მხარეს საქმის არსებითად განხილვის დროს არ შეეძლო.

5. ამავე დროს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ კ. თ-ას მიერ წარმოდგენილი მასალა ვერ მიიჩნევა კანონით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებად, ვინაიდან მან ვერ დაასაბუთა, რომ, ობიექტური მცდელობის მიუხედავად, ვერ მოახერხა მითითებული დოკუმენტების მოპოვება და სასამართლოსათვის წარდგენა საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, ხოლო რაიმე ახალი გარემოება მას არც ამჯერად წარმოუდგენია.

6. რაც შეეხება მსჯავრდებულ კ. თ-ას მიერ იმავე საფუძვლით წარმოდგენილი შუამდგომლობის დასაშვებობაზე დამატებით, ზეპირი მოსმენით მსჯელობას, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ შუამდგომლობის დასაშვებობის გადასაწყვეტად ზეპირი მოსმენა ჩანიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილების - „კ. თ-ა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საფუძველზე, რათა დაცვის მხარეს მისცემოდა შესაძლებლობა, ზეპირი მოსმენისას სასამართლოსათვის მიეწოდებინა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც გავლენას მოახდენდა დასაშვებობის საკითხზე და ამით სასამართლოს დაარწმუნებდა მისი მსჯელობის არგუმენტირებულობაში, თუმცა ზეპირ სხდომაზე დაცვის მხარეს არ წარუდგენია რაიმე ახალი არგუმენტი და არ დაუსახელებია სხვა გარემოება, გარდა იმისა, რაც შუამდგომლობაში უკვე ჰქონდა მითითებული და რაც სააპელაციო სასამართლოს აზრით, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ისეთ ახალ გარემოებად, რომლის წარდგენა დაცვის მხარის მიერ შეუძლებელი იყო სამართალწარმოების პერიოდში. ამავე დროს, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დაცვის მხარემ ვერ მიუთითა ვერცერთ ისეთ ახალ გარემოებაზე, რომლის წარდგენა, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, არ შეეძლო საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, რასაც საკასაციო პალატა იზიარებს და ეთანხმება.

7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ კ. თ-ას შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერია, რომლის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ კ. თ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 25 აგვისტოს განჩინება მსჯავრდებულ კ. თ-ას შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე