საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 16.03.2022
საქმის ნომერი
2კ-234აპ.-22
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.03.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160100120003824913

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №234აპ-22 ქ. თბილისი

ს. ე., 234აპ-22 16 მარტი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 12 იანვრის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზაზა ცქვიტარიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 12 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზაზა ცქვიტარიამ. კასატორმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ე. ს-ს დამნაშავედ ცნობა ბენზინგასამართ სადგურ, შპს ,,მ-ს“ გაქურდვის ბრალდების ეპიზოდშიც, იმ მოტივით, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მითითებულ ეპიზოდშიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებდა ე. ს-ს ბრალეულობას.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ე. ს-ს ბრალად ედება: ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (ორი ეპიზოდი); პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით.

ე. ს-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

- 2020 წლის 31 ივლისს, დაახლოებით 00:30 საათზე, .. მდებარე შპს ,,ს-ს“ კუთვნილ ბენზინგასამართ სადგურ ,,ლ-დან“ ე. ს. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა სალარო აპარატს, რითაც შპს ,,ს-ს“ მიაყენა 340 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

- 2020 წლის 31 ივლისს, დაახლოებით 04:30 საათზე, .. მდებარე შპს ,,მ-ს“ კუთვნილი ბენზინგასამართი სადგურიდან ე. ს. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა სალარო აპარატს, რითაც შპს ,,მ-ს“ მიაყენა 471 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

- 2020 წლის 31 ივლისს, ღამის საათებში, .. მდებარე ბენზინგასამართი სადგურიდან მოიპარეს სალარო აპარატი. იმავე დღეს მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომელმა მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ აღნიშნული დანაშაული ჩაიდინა ე. ს-მა, რომელიც უნდა .. . აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, გადაუდებელი აუცილებლობის გამო, მიზანშეწონილი იყო ე. ს-ს პირადი ჩხრეკის ჩატარება. ამ მიზნით, მარნეულის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებლებმა - რ. ვ-მა და ა. გ-მა, დაახლოებით 14:45 საათზე, .. შეაჩერეს ე. ს., მაგრამ იგი არ დაემორჩილა მათ კანონიერ მოთხოვნას და მიაყენა ფიზიკური დაზიანება, კერძოდ: რ. ვ-ს დაარტყა სახეში და დაუხია სამსახურებრივი ფორმა, ასევე თითსა და მაჯაზე უკბინა ა. გ-ს. იმის გამო, რომ მისი დაწყნარება ვერ შეძლეს, დამატებით გამოიძახეს პოლიციის თანამშრომლები. ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებს: ბ. თ-ს, გ. ი-სა და ე. ბ-ს ე. ს-მა ასევე მიაყენა ფიზიკური დაზიანებები, კერძოდ: ხელის დარტყმით, დაკაწვრითა და კბენით მიაყენა სხეულის დაზიანებები, ასევე გაუხია სამსახურებრივი ფორმები. ე. ს-ს წინააღმდეგობის გამო ვერ ჩატარდა მისი პირადი ჩხრეკა.

3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 13 აპრილის განაჩენით ე. ს., - დაბადებული .. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2020 წლის 31 ივლისის შპს ,,მ-ს“ ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

ე. ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, გაუნახევრდა და მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 2 (ორი) წლით, შთანთქა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით და ე. ს-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით.

გაუქმდა ე. ს-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

ე. ს-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომეტიდან - 2020 წლის 31 ივლისიდან.

საქართველოს სსკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ე. ს-მა დანიშნული სასჯელი უნდა მოიხადოს შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში - შპს „აკადემიკოს ბ.ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ (ხონი - ქუტირი) გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც მსჯავრდებულმა სასჯელი უნდა მოიხადოს საერთო წესით.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა.

- მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ზაზა ცქვიტარიამ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით გათვალისწინებული შეღავათის გაუქმება, ე. ს-ს დამნაშავედ ცნობა ბენზინგასამართ სადგურ, შპს ,,მ-ს“ გაქურდვის ბრალდების ეპიზოდში და მსჯავრდებულის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება.

- დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და ე. ს-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო არ გაზიარებდა ამ მოთხოვნას, ალტერნატივის სახით - შეფარდებული სასჯელის შემსუბუქება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 12 იანვრის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 13 აპრილის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:

ე. ს., - დაბადებული .. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2020 წლის 31 ივლისის შპს ,,მ-ს“ ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

ე. ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ე. ს-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით.

გაუქმდა ე. ს-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

ე. ს-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომეტიდან - 2020 წლის 31 ივლისიდან.

საქართველოს სსკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ე. ს-მა დანიშნული სასჯელი უნდა მოიხადოს შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში - შპს „აკადემიკოს ბ.ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ (ხონი - ქუტირი) გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც მსჯავრდებულმა სასჯელი უნდა მოიხადოს საერთო წესით.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 25 იანვრის განჩინებით აღმოიფხვრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 12 იანვრის განაჩენში დაშვებული უზუსტობა, კერძოდ: მითითებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილიდან ამოირიცხა შემდეგი აბზაცი: საქართველოს სსკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ე. ს-მა დანიშნული სასჯელი უნდა მოიხადოს შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში - შპს „აკადემიკოს ბ.ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ (ხონი - ქუტირი) გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც მსჯავრდებულმა სასჯელი უნდა მოიხადოს საერთო წესით.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენის მოტივებს ე. ს-ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2020 წლის 31 ივლისის შპს ,,მ-ს“ ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ ბრალდების მოცემულ ეპიზოდში არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, რომ მან ჩაიდინა მითითებული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, კერძოდ: ბრალდების მხარეს მოცემულ ეპიზოდში წარმოდგენილი აქვს მხოლოდ ბენზინგასამართ სადგურზე დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერი, რომელშიც ჩანს ქურდობის ფაქტი, მაგრამ ჩანაწერის ხარისხი ძალზე დაბალია, რის გამოც, მასზე ასახული პირის იდენტიფიცირება შეუძლებელია. რაც შეეხება პოლიციის მუშაკების ჩვენებებს, ისინი ირიბია, ვინაიდან ქურდობის ჩადენის ფაქტს არ შესწრებიან, ხოლო სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, რაც ე. ს-ს მიერ ქურდობის ჩადენას დაადასტურებდა, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია.

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ ზაზა ცქვიტარიას საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი