ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330141224010127661
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №1141-24 ქ. თბილისი
ყ. გ., 1141-24 21 ნოემბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ყ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ილ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით გ. ყ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (მობილური ტელეფონით სარგებლობის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით.
საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ” ქვეპუნქტებით (ალკოჰოლური სასმლის მიღების ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლითა და 6 (ექვსი) თვით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ყ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლითა და 6 (ექვსი) თვით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ყ-ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლითა და 6 (ექვსი) თვით.
გ. ყ-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა განაჩენის მიღების დღიდან – 2017 წლის 25 ოქტომბრიდან.
2. აღნიშნული განაჩენი უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 15 იანვრის განაჩენით.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ივლისის განჩინებით გ. ყ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით გ. ყ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით (ავტოსატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ) 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ელი ნაწილით - ჯარიმა 2000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ გ. ყ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 2000 ლარი.
5. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 16 სექტემბრის განაჩენით გ. ყ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად ჯარიმა - 4500 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“, ,,გ“, „ე“ ქვეპუნქტებით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და გ. ყ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 4500 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, აღნიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 4 წლით, 3 თვითა და 16 დღით თავისუფლების აღკვეთა, ასევე ჯარიმა – 2000 ლარი და, საბოლოოდ, დაენიშნა 24 წლით, 3 თვითა და 16 დღით თავისუფლების აღკვეთა, ასევე, ჯარიმა – 2000 ლარი. მასვე დამატებით სასჯელად შეეფარდა ჯარიმა – 4500 ლარი.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 7 დეკემბრის განაჩენით ხაშურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 16 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 23 მარტის განჩინებით გ. ყ-ს ადვოკატის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
8. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებით გ. ყ-ს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის შესაბამისად, ერთი მეოთხედით შეუმცირდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 16 სექტემბრის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 7 დეკემბრის განაჩენებით დანიშნული სასჯელი 24 წლით, 3 თვითა და 16 დღით, რის შედეგადაც მოსახდელად დარჩა 18 წლით, 2 თვითა და 19 დღით თავისუფლების აღკვეთა.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 8 ივლისის განაჩენით (ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო) ხაშურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 16 სექტემბრის განაჩენში, ასევე ამავე სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლისა და 12 თებერვლის განჩინებებში შევიდა შემდეგი ცვლილება:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით შეფარდებულმა და ამნისტიის აქტით შემცირებულმა სასჯელმა – 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთამ, შთანთქა ამავე განაჩენით შეფარდებული მსუბუქი სასჯელი და გ. ყ-ს საბოლოოდ შეეფარდა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გ. ყ-ს მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 16 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ და სსკ-ის 179-ე მუხლით დანიშნულ და ამნისტიის აქტით შემცირებულ სასჯელს 8 წლით თავისუფლების აღკვეთას და ჯარიმას 4500 ლარს ასევე ნაწილობრივ დაემატა საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლით შეფარდებული და ამნისტიის აქტით შემცირებულ სასჯელი 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ გ. ყ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 4500 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გ. ყ-ს მიმართ ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს 12 წლით თავისუფლების აღკვეთასა და ჯარიმას 4500 ლარს, ნაწილობრივ დაემატა წინა (ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით) შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2010 წლის 16 სექტემბრიდან.
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 ივნისის განაჩენით გ. ყ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 8 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლითა და 6 (ექვსი) თვით.
გ. ყ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის მომენტიდან - 2014 წლის 20 ივნისიდან.
11. 2024 წლის 2 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამისი დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ გ. ყ-ს პირადი საქმე.
12. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ყ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მოქმედება არ გავრცელდა.
13. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. ყ-მ. საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით გათვალისწინებული შეღავათი, კერძოდ, სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირება უნდა გავრცელებულიყო 2010 წლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით შეფარდებულ სასჯელზე, რომელზეც სასამართლოს არ უმსჯელია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება, მათ შორის − საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3782-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ გ. ყ-ს მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 15 იანვრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ” ქვეპუნქტებით შეფარდებულ სასჯელებზე, კანონიერად არ გაავრცელა ამნისტიის კანონი, მაგრამ, ამავე დროს, მხედველობიდან გამორჩა ის გარემოება, რომ გ. ყ. წარსულში მსჯავრდებულია სხვა განაჩენებითაც, კერძოდ:
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით გ. ყ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით (ავტოსატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ) – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ელი ნაწილით - ჯარიმა 2000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ გ. ყ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 2000 ლარი.
4. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 16 სექტემბრის განაჩენით გ. ყ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებით სასჯელად ჯარიმა – 4500 ლარი; საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“, ,,გ“, „ე“ ქვეპუნქტებით – 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და გ. ყ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 4500 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, აღნიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა – ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 4 წლით, 3 თვითა და 16 დღით თავისუფლების აღკვეთა, ასევე ჯარიმა 2000 ლარი და, საბოლოოდ, დაენიშნა 24 წლით, 3 თვითა და 16 დღით თავისუფლების აღკვეთა, ასევე ჯარიმა – 2000 ლარი. მასვე დამატებით სასჯელად შეეფარდა ჯარიმა – 4500 ლარი.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 7 დეკემბრის განაჩენით ხაშურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 16 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებით გ. ყ-ს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის შესაბამისად, ერთი მეოთხედით შეუმცირდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 16 სექტემბრის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 7 დეკემბრის განაჩენებით დანიშნული სასჯელი 24 წლით, 3 თვითა და 16 დღით, რის შედეგადაც მოსახდელად დარჩა 18 წლით, 2 თვითა და 19 დღით თავისუფლების აღკვეთა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 8 ივლისის განაჩენით (ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო) ხაშურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 16 სექტემბრის განაჩენში, ასევე ამავე სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლისა და 12 თებერვლის განჩინებებში შევიდა შემდეგი ცვლილება:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით შეფარდებულმა და ამნისტიის აქტით შემცირებულმა სასჯელმა – 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთამ, შთანთქა ამავე განაჩენით შეფარდებული მსუბუქი სასჯელი და გ. ყ-ს საბოლოოდ შეეფარდა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გ. ყ-ს მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 16 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ და სსკ-ის 179-ე მუხლით დანიშნულ და ამნისტიის აქტით შემცირებულ სასჯელს 8 წლით თავისუფლების აღკვეთას და ჯარიმას – 4500 ლარს ასევე ნაწილობრივ დაემატა საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლით შეფარდებული და ამნისტიის აქტით შემცირებულ სასჯელი 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ გ. ყ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 4500 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გ. ყ-ს მიმართ ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს 12 წლით თავისუფლების აღკვეთასა და ჯარიმას – 4500 ლარს, ნაწილობრივ დაემატა წინა (ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით) შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2010 წლის 16 სექტემბრიდან.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 ივნისის განაჩენით გ. ყ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 8 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლითა და 6 (ექვსი) თვით.
9. ამდენად, გ. ყ-ს მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 7 დეკემბრის განაჩენით (რომლითაც უცვლელად დარჩა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 16 სექტემბრის განაჩენი) საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“, ,,გ“, „ე“ ქვეპუნქტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებულ სასჯელებზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება, ვინაიდან აღნიშნული მუხლები, მოქცეულია მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ჩამონათვალში (ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება იმ დანაშაულზე, რომელიც გათვალისწინებულია, მათ შორის – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე−1443 მუხლებით, 179-ე მუხლით, 378-ე−379-ე მუხლებით).
10. რაც შეეხება, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებითა (ავტოსატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ) და საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ელი ნაწილით შეფარდებულ სასჯელებს: სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებზე ვრცელდება ამნისტიის კანონით გათვალისწინებული შეღავათი და ამ მუხლით შეფარდებული სასჯელი, რომლის მოუხდელი ნაწილიც, მოგვიანებით, განაჩენთა ერთობლიობით დამატებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 26 ოქტომბრის განაჩენის შემდეგ გამოტანილ სხვა განაჩენებზე, უნდა შეუმცირდეს არა ერთი მეოთხედით (როგორც მსჯავრდებული მოითხოვს), არამედ – ერთი მეექვსედით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის (ერთი მეექვსედით შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია) დანაწესიდან გამომდინარე, ვინაიდან სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე არ ვრცელდება ამნისტიის კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და, ამავდროულად, მოქცეული არ არის ამ კანონის მე-7 მუხლის ჩამონათვალში; საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ელი ნაწილით შეფარდებულ სასჯელზე – ჯარიმაზე, არ ვრცელდება ამნისტიის კანონი, თანახმად ამ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტისა, რომლის მიხედვით სასჯელის შემცირება არ ეხება ჯარიმას.
11. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებით ირკვევა, გ. ყ-ს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით სასჯელად განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მოგვიანებით, მითითებული განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 4 წლით, 3 თვითა და 16 დღით თავისუფლების აღკვეთა მთლიანად დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 7 დეკემბრის განაჩენით (რომლითაც უცვლელად დარჩა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 16 სექტემბრის განაჩენი) განსაზღვრულ სასჯელს – 20 წლით თავისუფლების აღკვეთას და საბოლოოდ სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 24 წლით, 3 თვითა და 16 დღით. შემდეგ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 8 ივლისის განაჩენით (ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო) საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გ. ყ-ს მიმართ ბოლო განაჩენით (ხაშურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 16 სექტემბრის განაჩენი) შეფარდებულ სასჯელს 12 წლით თავისუფლების აღკვეთასა და ჯარიმას – 4500 ლარს, ნაწილობრივ დაემატა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2010 წლის 16 სექტემბრიდან. კიდევ მოგვიანებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 ივნისის განაჩენით შეფარდებულ სასჯელს – თავისუფლების აღკვეთას 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით, ნაწილობრივ დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 8 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით გ. ყ-ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლითა და 6 (ექვსი) თვით. შემდეგ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 15 იანვრის განაჩენით შეფარდებულ სასჯელს – თავისუფლების აღკვეთას 4 (ოთხი) წლითა და 6 (ექვსი) თვით – ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა და, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ყ-ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლითა და 6 (ექვსი) თვით.
12. ამდენად, მსჯავრდებულ გ. ყ-ს მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით შეფარდებულ სასჯელზე – 5 წლით თავისუფლების აღკვეთაზე – ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შეღავათი (სასჯელის ერთი მეექვსედით შემცირება), მაგრამ ამავე დროს, საკასაციო სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს მოგვიანებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 7 დეკემბრის განაჩენით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 8 ივლისის განაჩენით (ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო), თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 ივნისის განაჩენითა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 15 იანვრის განაჩენით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სასჯელის პროპორციულ წილს, რაც თავდაპირველი 5 წლით თავისუფლების აღკვეთიდან, საბოლოოდ წარმოადგენს – 1 წლით, 2 თვითა და 19 დღით თავისუფლების აღკვეთას. შესაბამისად, გ. ყ-ს ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სასჯელი – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და მოგვიანებით, ამავე მუხლით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 7 დეკემბრის განაჩენით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 8 ივლისის განაჩენით (ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო), თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 ივნისის განაჩენითა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 15 იანვრის განაჩენით, განაჩენთა ერთობლიობითა და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელის საბოლოო პროპორციული წილი – 1 წლით, 2 თვითა და 19 დღით თავისუფლების აღკვეთა და აღნიშნული მუხლით მოსახდელად უნდა განესაზღვროს 1 წლითა და 5 დღით თავისუფლების აღკვეთა.
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ გ. ყ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინება გაუქმდეს;
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 15 იანვრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
4. გ. ყ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით შეუმცირდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით და მოგვიანებით, ამავე მუხლით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 7 დეკემბრის განაჩენით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 8 ივლისის განაჩენით (ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო), თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 ივნისის განაჩენითა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 15 იანვრის განაჩენით, განაჩენთა ერთობლიობითა და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელის საბოლოო პროპორციული წილი – 1 წლით, 2 თვითა და 19 დღით თავისუფლების აღკვეთა და აღნიშნული მუხლით მოსახდელად განესაზღვროს – 1 წლითა და 5 დღით თავისუფლების აღკვეთა.
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გ. ყ-სათვის ბოლო – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 15 იანვრის განაჩენით დანიშნულ სასჯელს – 4 (ოთხი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთას – ნაწილობრივ დაემატოს – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 20 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 6 (ექვსი) წლით, 9 (ცხრა) თვითა და 16 (თექვსმეტი) დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ყ-ს განესაზღვროს 11 (თერთმეტი) წლით, 3 (სამი) თვითა და 16 (თექვსმეტი) დღით თავისუფლების აღკვეთა.
6. გ. ყ-ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალოს – 2017 წლის 25 ოქტომბრიდან.
7. მხედველობაში იქნას მიღებული, რომ გ. ყ-ს ,,ამნისტიის შესახებ” 2022 წლის 12 აპრილის კანონის საფუძველზე, სასჯელის (ვადიანი თავისუფლების აღკვეთა) მოსახდელი ნაწილი შეუმცირდა 75 დღით.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 15 იანვრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;
9. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი