ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 10.12.2024
საქმის ნომერი
2კ-217-I-24
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
10.12.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 820141224010143299

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე 217I-24 ქ. თბილისი

გ. კ., 217I -24 10 დეკემბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),ლალი ფაფიაშვილი, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. გ-ს საჩივარი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 8 ნოემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 მარტის განაჩენით კ. გ., – დაბადებული .. წლის ... – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 3 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 4 წელი ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა – 4 წელი.

2. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 4 თებერვლის განაჩენით კ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ სოფიო გომელაურის ეპიზოდი) – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 3 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა – 2 წელი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ იგნატ კუზნეცოვის ეპიზოდი) – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 3 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა – 2 წელი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,დ“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 4 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წელი ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა – 3 წელი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრი სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და განესაზღვრა – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 4 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წელი ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა – 3 წელი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და ამავე კოდექსის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 მარტის განაჩენითა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მე-3 ადგილობრივი საბჭოს 2021 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 4 წლით, 4 თვითა და 3 დღით თავისუფლების აღკვეთა – და საბოლოოდ მიესაჯა – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 4 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წელი ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა – 3 წელი.

3. კ. გ-ს სასჯელი აეთვალა – 2021 წლის 29 ივლისიდან.

4. №..პენიტენციური დაწესებულების ცნობის შესაბამისად, კ. გ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის საფუძველზე, სასჯელის (ვადიანი თავისუფლების აღკვეთის) მოსახდელი ნაწილი შეუმცირდა 75 დღით და სასჯელის მოხდას კალენდარულად ასრულებს – 15.05.2025 წელს.

5. 2024 წლის 3 ოქტომბერს ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის №10 დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, მიიღო კ. გ-ს პირადი საქმე.

6. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 8 ნოემბრის განჩინებით: მსჯავრდებულ კ. გ-ს ერთი მეექვსედით შეუმცირდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 4 თებერვლის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სასჯელი – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 3 წელი განსაზღვრული ჰქონდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი ჩათვლილი ჰქონდა პირობითად, იმავე 2 წლის გამოსაცდელი ვადით და მოსახდელად დარჩა – 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 2 წელი და 6 თვე განისაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი და 8 თვე ჩაეთვალა პირობითად (ამავდროულად, მხედველობაში იქნა მიღებული, რომ ზემოაღნიშნული სასჯელი შთანთქმული აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით შეფარდებულ სასჯელს), ხოლო მსჯავრდებულ კ. გ-სათვის ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 4 თებერვლის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით შეფარდებულ სასჯელზე, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი არ გავრცელდა და მსჯავრდებულ კ. გ-ს მოსახდელად დარჩა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 4 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წელი ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა – 3 წელი.

7. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 8 ნოემბრის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა კ. გ-მ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, ერთი მეექვსედით შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია. ამავე კანონის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით კი, ამ კანონის მე-4 მუხლით (გარდა მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა).

3. კ. გ-ს, რომელსაც ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, რომელიც არ ექცევა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული ქმედებების ჩამონათვალში და, ამავდროულად, მასზე არ ვრცელდება ამავე კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 მარტის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტებით შეფარდებული სასჯელი – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 3 წელი დადგენილი ჰქონდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 4 წელი ჩათვლილი ჰქონდა პირობითად და განესაზღვროს – 5 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2 წელი და 6 თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წელი და 4 თვე ჩაეთვალოს პირობითად.

4. კ. გ-ს, რომელსაც ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ სოფიო გომელაურის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაული, რომელიც არ ექცევა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული ქმედებების ჩამონათვალში და, ამავდროულად, მასზე არ ვრცელდება ამავე კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 4 თებერვლის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ სოფიო გომელაურის ეპიზოდი) შეფარდებული სასჯელი – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 3 წელი დადგენილი ჰქონდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი ჩათვლილი ჰქონდა პირობითად, 2 წლის გამოსაცდელი ვადით და განესაზღვროს – 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2 წელი და 6 თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი და 8 თვე ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს – 1 წელი და 8 თვე.

5. კ. გ-ს, რომელსაც ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ იგნატ კუზნეცოვის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაული, რომელიც არ ექცევა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული ქმედებების ჩამონათვალში და, ამავდროულად, მასზე არ ვრცელდება ამავე კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 4 თებერვლის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ იგნატ კუზნეცოვის ეპიზოდი) შეფარდებული სასჯელი – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 3 წელი დადგენილი ჰქონდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი ჩათვლილი ჰქონდა პირობითად, 2 წლის გამოსაცდელი ვადით და განესაზღვროს – 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2 წელი და 6 თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი და 8 თვე ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს – 1 წელი და 8 თვე.

6. კ. გ-ს, რომელსაც ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,დ“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, რომელიც არ ექცევა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული ქმედებების ჩამონათვალში და, ამავდროულად, მასზე არ ვრცელდება ამავე კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 4 თებერვლის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,დ“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით შეფარდებული სასჯელი – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 4 წელი დადგენილი ჰქონდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წელი ჩათვლილი ჰქონდა პირობითად, იმავე 3 წლის გამოსაცდელი ვადით და განესაზღვროს – 5 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 3 წელი და 4 თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი და 6 თვე ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს – 2 წელი და 6 თვე.

7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრი სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და, დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვროს – 5 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 3 წელი და 4 თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი და 6 თვე ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს – 2 წელი და 6 თვე.

8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და ამავე კოდექსის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 მარტის განაჩენითა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მე-3 ადგილობრივი საბჭოს 2021 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი.

9. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქას წინა განაჩენით შეფარდებული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 3 წლით, 7 თვითა და 3 დღით თავისუფლების აღკვეთა და, კ. გ-ს საბოლოოდ მიესაჯოს – 5 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 3 წელი და 4 თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი და 6 თვე ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს – 2 წელი და 6 თვე.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ კ. გ-ს საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 8 ნოემბრის განჩინება უნდა გაუქმდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ კ. გ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 8 ნოემბრის განჩინება გაუქმდეს;

3. კ. გ-ს, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, ერთი მეექვსედით შეუმცირდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 მარტის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტებით, შეფარდებული სასჯელი – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 3 წელი დადგენილი ჰქონდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 4 წელი ჩათვლილი ჰქონდა პირობითად და განესაზღვროს – 5 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2 წელი და 6 თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წელი და 4 თვე ჩაეთვალოს პირობითად;

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 მარტის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

5. კ. გ-ს, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, ერთი მეექვსედით შეუმცირდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 4 თებერვლის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ სოფიო გომელაურის ეპიზოდი), შეფარდებული სასჯელი – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 3 წელი დადგენილი ჰქონდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი ჩათვლილი ჰქონდა პირობითად, 2 წლის გამოსაცდელი ვადით და განესაზღვროს – 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2 წელი და 6 თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი და 8 თვე ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს – 1 წელი და 8 თვე;

6. კ. გ-ს, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, ერთი მეექვსედით შეუმცირდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 4 თებერვლის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით (დაზარალებულ იგნატ კუზნეცოვის ეპიზოდი) შეფარდებული სასჯელი – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 3 წელი დადგენილი ჰქონდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი ჩათვლილი ჰქონდა პირობითად, 2 წლის გამოსაცდელი ვადით და განესაზღვროს – 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2 წელი და 6 თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი და 8 თვე ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს – 1 წელი და 8 თვე;

7. კ. გ-ს, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, ერთი მეექვსედით შეუმცირდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 4 თებერვლის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,დ“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით შეფარდებული სასჯელი – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 4 წელი დადგენილი ჰქონდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 3 წელი ჩათვლილი ჰქონდა პირობითად, იმავე 3 წლის გამოსაცდელი ვადით და განესაზღვროს – 5 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 3 წელი და 4 თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი და 6 თვე ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს – 2 წელი და 6 თვე;

8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრი სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვროს – 5 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 3 წელი და 4 თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი და 6 თვე ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს – 2 წელი და 6 თვე;

9. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და ამავე კოდექსის 72-ე მუხლის მე-6 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 მარტის განაჩენითა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მე-3 ადგილობრივი საბჭოს 2021 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი;

10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქას წინა განაჩენით შეფარდებული და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 3 წლით, 7 თვითა და 3 დღით თავისუფლების აღკვეთა – და, კ. გ-ს, საბოლოოდ მიესაჯოს – 5 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 3 წელი და 4 თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი და 6 თვე ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს – 2 წელი და 6 თვე;

11. კ. გ-ს სასჯელის ათვლა დაეწყო 2021 წლის 29 ივლისიდან, ამავდროულად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის საფუძველზე, მოსახდელი ვადიანი თავისუფლების აღკვეთა შემცირებული აქვს 75 დღით და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პენიტენციური დაწესებულებიდან;

12. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 4 თებერვლის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

13. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: ლ. ფაფიაშვილი

მ. გაბინაშვილი